ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2012


დედის სიბერე...

ღამეა, ძვირფასო, ქარია... ფანჯრების ზრიალი
აღარც შენ გაძინებს! ნებდები სიცოცხლის განაჩენს!
ქარბუქმა ჩაახშო შენს სულში ფოთლების შრიალი
და შაშვის გალობა... ნუღარ მათქმევინებ დანარჩენს!

თვალს მოჰკრავ სარკეში საკუთარ ორეულს, თავს დახრი,
ბავშვივით შეკრთები, - ის არ ხარ, რაც წინათ!... ბერდები?...
ალალო, ლამაზო, ძვირფასო დედიკო, დამშვიდდი, -
სად თქმულა სიბერე ან ავადმყოფობა დედების?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები