ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2008


ხუთი წუთი

გაღიმება,
რაღაც უფრო
ალმაცერი
ირონიით,
(გირჩები ძლივს შეიკავეს ნაძვებმა)
რახან თვალებს შენკენ მზერა
დავაჭერი,
ირემივით,
დამჭირდება ურქებოდაც გაძლება...
კლავიშებიც
უკვე ვეღარ
გავაჩერე,
მთხოვენ თითებს,
ვალსი უნდათ იცეკვონ,
მოდი ახლა,
მონატრება შეაჩერე,
და ამ ლექსსაც,
ნაალერსალს,
მივცემ დროს...
მოლოდინზე
წამებივით
დავაცერი
რითმა,
ფიქრმაც
მითხრა სტროფი ამეწყო,
ყველაფერი ნათქვამია.
დანარჩენიც
გითხრა?!
ბოდვის ხუთი წუთი დამეწყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები