ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2012


მუზა

რაღაც მთრთოლვარედ, ნაზად მშფოთვარედ,
გულის ძგერით და აზრის მქროლვარედ,
გრძნობით აღვსილი ფიქრ-მოელვარედ,
მუზა შემოდის ჩემში მღელვარედ.



მუზაა ჩემი გულის ძახილი,
რითმების ნაზი გამოძახილი,
აზრთა მკრებელი, სიტყვის მჭედელი,
ჩუმი ლტოლვა და დარდი ნამდვილი.




მუზაა ჩემში გრძნობა მგზნებარე,
ჩემი გონების აზრი მფეთქვარე,
ტკბილი ჰანგების სხივი ელვარე,
და პოეზიის სუნთქვა მღელვარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები