ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2012


დედის სევდას გაფიცებ

თოვლიანი გაზაფხული მომიტანე –
დედის სევდას გაფიცებ...
ნუ იფიქრებ, რომ შემაშინებს
თოვლის სითეთრე...
გაზაფხულს მაინც სხვა სითბო ახლავს...
სუნთქვას ფიქრიც გამოაყოლე,
რომ გულმა იგრძნოს:
უშენობა რა სასჯელია.
ღმერთი დაგლოცავს,
გვერდი რომ არ ამიარე ქუჩაში,
დაღლილს,
სხვა სამყაროში მოხეტიალეს,
სხვაგვარად მფიქრალს...
რა ვიცოდი ანდა საიდან:
შენი ხომალდი
ალისფერი იალქნით თუ მორთე,
მე რომ უკეთ დამენახა...
იმდენი ხანია გელოდი,
აღარც მჯეროდი...
და რაკი აქ ხარ,
დედის ყველა ტკივილს გაფიცებ:
მიმიტანე თოვლიანი გაზაფხული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები