 | ავტორი: ენი40 ჟანრი: თარგმანი 29 მარტი, 2012 |
კაფე -ში ჯერ ხამანწკებით და ანჟუთი დაიწყეს,შემდეგ კი კაკაბი და წითელი ბორდო მოითხოვეს.ყავასთან მიყოლებული ყვითელი შარტრეზით ორივე ოდნავ შეთვრა.ძალიან ბევრს ეწეოდნენ.საფერფლე სავსე იყო ქალის ტუჩებისგან სისხლისფრად შეღებილი ნამწვავებით.კაცი დროდადრო აწითლებული თვალებით უყურებდა ქალს და სიამოვნებით ფიქრობდა,რომ ქალი ძალიან ლამაზი იყო. -მაგრამ,სიმართლე მითხარით,-ეუბნებოდა ქალი და თან ენის წვერიდან თამბაქოს ნამცეცებს ნაზად ირიდებდა,-ამ წლების განმავლობაში ხომ გყავდათ სხვა ქალებიც? -მყავდა.მაგრამ ხვდებით ალბათ რა სტილის...ღამის ოტელები...თქვენ? ქალი გაჩუმდა. -იყო ერთი ძალიან მძიმე ისტორია...თუმცა მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი.ის ბიჭუნა მთელი არსებით სუტენიორი იყო...მიამბეთ ცოლს როგორ გაშორდით. -სამარცხვინოდ.ჩემს ამბავშიც ბიჭუნა იყო გარეული.უზომოდ მდიდარი და ლამაზი ბერძენი ბიჭუნა.ორ თვეში კვალიც აღარ დარჩა იმ წმინდა,მგრძნობიარე გოგონასაგან,რომელიც უბრალოდ ლოცულობდა თეთრ არმიაზე,ყველა ჩვენგანზე.მასთან ერთად,პერში,ყველაზე ძვირფას რესტორნებში ვახშმობდა,უზარმაზარი კალათებით ყვავილებს იღებდა...<არ მესმის,როგორ შეგიძლია იეჭვიანო მასზე?შენ მთელი დღე დაკავებული ხარ,მე კი ის მართობს,ის ჩემთვის მხოლოდ საყვარელი პატარა ბიჭია,რომელიც მართობს და მეტი არაფერი!>...საყვარელი პატარა ბიჭი!მაშინ თვითონ ზუსტად ოცი წლის იყო.მისი დავიწყება ძალიან გამიძნელდა,-ადვილი არ იყო ... როდესაც ანგარიში მიუტანეს,ქალმა ყურადღებით შეხედა კაცს და მომსახურებისათვის ათ პროცენტზე მეტის გადახდის ნება არ მისცა.ამის შემდეგ,ორივეს,გაცილებით მეტად უცნაურად მოეჩვენათ ნახევარ საათში ერთმანეთთან განშორება. -ჩემთან წამოდით,-სევდიანი სახით თქვა კაცმა,-დავჯდეთ,ვისაუბროთ... -კი,კი,-თქვა ქალმა,შემდეგ კი კაცს ხელკავი გამოსდო და მიეხუტა. ღამის ტაქსის რუსმა მძღოლმა,ისინი,მიყრუებულ შესახვევში,მაღალი სახლის სადარბაზოსთან მიიყვანა,რომლის ახლოს გაზის ფანარის ლითონის მსგავსად აბზინებული სინათლის შუქზე,წვიმა ნაგვის ნარჩენებით სავსე რკინის როფს ეღვრებოდა.განათებულ ვესტიბიულში შევიდნენ,შემდეგ ვიწრო ლიფტში და ნელ-ნელა გაემართნენ მაღლა.ჩახუტებულები ჩუმად კოცნიდნენ ერთმანეთს.კაცმა შუქის გაქრობამდე მოასწრო თავისი ბინის კარისთვის გასაღების მორგება და ქალს შესასვლელში შეუძღვა.იქიდან სასადილო ოთახში შევიდნენ,სადაც ჭაღზე მხოლოდ ერთი ნათურა ენთო.ორივეს დაღლილი სახეები ჰქონდათ.კაცმა ღვინო შესთავაზა: -არა,ძვირფასო,-თქვა ქალმა,-მე მეტი აღარ მინდა. კაცმა კვლავ სთხოვა: -მხოლოდ თითო-თითო ფუჟერი შევსვათ.თეთრი ღვინო.გარეთ ფანჯარაზე მშვენიერი პუი მიდგას. -თქვენ დალიეთ საყვარელო,მე კი წავალ,წყალს გადავივლებ,შემდეგ ძილი,ძილი.ჩვენ ხომ ბავშვები არ ვართ.ვფიქრობ,რადგან აქ წამოსვლაზე დაგთანხმდით,მშვენივრად ვხვდებით ორივე ყველაფერს...და საერთოდ,რატომაც არ უნდა ვიყოთ ერთად? კაცმა მღელვარებისგან პასუხის გაცემა ვერ შეძლო.ქალს საძინებელში შეუძღვა.საძინებლიდან სააბაზანოში გამავალი კარი ღია იყო.კაცმა ორივეგან აანთო სინათლე.ნათურები ძლიერ შუქს გამოსცემდნენ,ცხელი წყლისაგან წარმოქმნილი თბილი ჰაერი კი ოთახს ავსებდა,მაშინ როცა სახურავზე თანაბრად და მარდად აკაკუნებდნენ წვიმის წვეთები.ქალმა იმწამსვე გადაიძრო თავს ზემოთ შავი კაბა. კაცი საძინებლიდან გამოვიდა,ორი ფუჟერი მომჟავო,ყინულიანი ღვინო დალია და რადგან თავის შეკავება აღარ შეეძლო ისევ საძინებელში დაბრუნდა.იქ,მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულ დიდ სარკეში,ნათლად ირეკლებოდა მკვეთრად განათებული სააბაზანო.ქალი მისკენ ზურგით იდგა.სრულიად შიშველი.თეთრი,მკვრივი.პირსაბანზე დახრილიყო და მხრებს და მკერდს იბანდა. -აქ არ შეიძლება!-გამოსძახა ქალმა და ხალათი მოისხა,თუმცა არ შეიკრა.მან არ დაფარა ჩამოსხმული მკერდი,თეთრი,ძლიერი მუცელი და დაძაგრული თეძოები,შემდეგ კი რაღაცნაირად,ცოლივით მიუახლოვდა კაცს და მოეფერა.კაციც ისე მოეხვია ქალს,როგორც ცოლს.ჩაეხუტა მთელ მის ცივ სხეულს.ის ნაზად უკოცნიდა ჯერ კიდევ სველ მკერდს,რომელსაც საპნის სუნი უდიოდა,თვალებს და ტუჩებს,რომლიდანაც ქალს უკვე მოეშორებინა საღებავი. ქალმა მეორე დღესვე მიატოვა სამსახური და კაცთან გადავიდა საცხოვრებლად. ერთხელ,ზამთარში,კაცმა შესძლო დაერწმუნებინა ქალი,რომ თავის სახელზე ლიონის ბანკში სეიფი დაეჯავშნა და კაცის მიერ დაგროვილი ქონება იქ შეენახა. -წინასწარი ზომების მიღება არასოდეს არის ზიანის მომტანი,-ამბობდა კაცი,-სიყვარული ხომ ვირებსაც ააცეკვებს.თავს ოცი წლის ბიჭივით ვგრძნობ,მაგრამ მხოლოდ ღმერთმა უწყის რა შეიძლება მოხდეს... აღდგომის მესამე დღეს კაცი მეტროს ვაგონში მოკვდა,-გაზეთს კითხულობდა,უეცრად თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო და თვალები გადაატრიალა... როდესაც,სამგლოვიარო ტანსაცმელში ჩაცმული ქალი,სასაფლაოდან ბრუნდებოდა,გაზაფხულის ძალიან ლამაზი დღე იდგა.პარიზულ მსუბუქ ცაზე ფთილა-ფთილად დაცურავდნენ ღრუბლები-და ყველაფერი ეს ცხოვრების მარადიულობაზე მეტყველებდა,ქალისთვის კი,პირიქით-დასასრულზე. სახლში ქალი ბინის დალაგებას შეუდგა.შემოსასვლელში,კაცის ძველ,რუხ,ზაფხულის წითელ სარჩულიან შინელს წააწყდა.ქალმა ის საკიდარიდან ჩამოხსნა,სახე შიგ ჩარგო და იატაკზე ჩაიკეცა.ქვითინისაგან მთელი სხეული უკანკალებდა და ისეთი ხმით ყვიროდა,თითქოს ვიღაცას შეწყალებას სთხოვდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. დასაწყისი დასახვეწია:)
მე კი სულ ვმუშაობ:(
დრო არასოდეს მაქვს
პ.ს.გმადლობ:) დასაწყისი დასახვეწია:)
მე კი სულ ვმუშაობ:(
დრო არასოდეს მაქვს
პ.ს.გმადლობ:)
19. ვფიქრობ შესანიშნავი თარგმანია. იმიტომ რომ , როცა ვკითხულობდი ერთხელაც არ გამჩენია სურვილი მიმეტოვებინა. ასე რომ ენი, ამ საქმეს (თარგმნას ანუ) გირჩევ მეტი ყურადღებით მოეკიდო. და კიდევ, სათაურის მიხედვით გამოდის რომ დასაწყისიც აქვს ამ მოთხრობას? თუ კი, სადაა? ვფიქრობ შესანიშნავი თარგმანია. იმიტომ რომ , როცა ვკითხულობდი ერთხელაც არ გამჩენია სურვილი მიმეტოვებინა. ასე რომ ენი, ამ საქმეს (თარგმნას ანუ) გირჩევ მეტი ყურადღებით მოეკიდო. და კიდევ, სათაურის მიხედვით გამოდის რომ დასაწყისიც აქვს ამ მოთხრობას? თუ კი, სადაა?
18. ენი მაგარი ხარ! გააგრძელე წერა და არ გაჩერდე, "მუხას" ვეტანხმები, განსაკუთრებით პროზას მიაწექი. ორჯერ წამეკითხვინა და არ მომწყენია. მე არ ვიცი ორიგინალი როგორია, მაგრამ ეს რომ ძალიან მომეწონა ეს ვიცი, გენაცვალე, გაიხარე ამ სიამოვნებისთვის. +++++
პატივისცემით: ენი მაგარი ხარ! გააგრძელე წერა და არ გაჩერდე, "მუხას" ვეტანხმები, განსაკუთრებით პროზას მიაწექი. ორჯერ წამეკითხვინა და არ მომწყენია. მე არ ვიცი ორიგინალი როგორია, მაგრამ ეს რომ ძალიან მომეწონა ეს ვიცი, გენაცვალე, გაიხარე ამ სიამოვნებისთვის. +++++
პატივისცემით:
17. http://bunin.niv.ru/bunin/rasskaz/temnye-allei/v-parizhe.htm
წავიკითხავ რუსულადაც ჩემი რა მიდის? :)
+2 http://bunin.niv.ru/bunin/rasskaz/temnye-allei/v-parizhe.htm
წავიკითხავ რუსულადაც ჩემი რა მიდის? :)
+2
16. უუუუფ!:)))))))))0 პოეტობაოოო:) ეგ სიყვარულმა დამმართა მე არაფერ შუაში ვარ:))))))))))))))))))) მაპატიეთ ხალხნო უდანაშაულო ვარ:)))))))))))) უუუუფ!:)))))))))0 პოეტობაოოო:) ეგ სიყვარულმა დამმართა მე არაფერ შუაში ვარ:))))))))))))))))))) მაპატიეთ ხალხნო უდანაშაულო ვარ:))))))))))))
15. ძალიან მომეწონა და ბლაგვის კომენტარს მთლიანად გავიმეორებდი! ძალიან ძნელია თარგმანი, თუმცა გასაგებად , გამართულად და "ბლუკუნით" თარგმანი არ არის! არ მიმაჩნია აუცილებლად ორიგინალის დადება! ჩემი აზრით , პროზა წერე და თარგმანი გააგრძელე, პოეტობა გვერდზე გადადე! ა წარმატებები! ძალიან მომეწონა და ბლაგვის კომენტარს მთლიანად გავიმეორებდი! ძალიან ძნელია თარგმანი, თუმცა გასაგებად , გამართულად და "ბლუკუნით" თარგმანი არ არის! არ მიმაჩნია აუცილებლად ორიგინალის დადება! ჩემი აზრით , პროზა წერე და თარგმანი გააგრძელე, პოეტობა გვერდზე გადადე! ა წარმატებები!
14. მაპატიეთ,ვერაფრით მოვახერხე ორიგინალის დადება:( ჩემი პატარა ცელქი ორიგინალები მიშლიან ხელს:) მაპატიეთ,ვერაფრით მოვახერხე ორიგინალის დადება:( ჩემი პატარა ცელქი ორიგინალები მიშლიან ხელს:)
13. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ამას ვიტყვი...თარგმნა ურთულესი საქმეა..... მით უმეტეს ასეთი რამეების.... ფაქტიურად იმხელა უნდა იყო რაც ავტორია...თუ უფრო მეტიც არა....
მე არ ვიცი როგორია ორიგინალი ამიტომ ვერ შევაფასებ "თარგმანს' ......
თუცა რაც წავიკითხე გამართულია და შინაარსიანად მოდის.... მკითხველამდე...
ნაგლეჯებს ვერ ვხედავ რატომღაც...არ ვიცი ჭამ რა დაინახა...(შეიძლება მე ვერ ვხედავ..არაა გამორიცხული)
მოკლედ თარგმანი ძნელი საქმეაა....ვისურვებდი სხვა თარგმანებიც მეხილოს თქვენი...
პატივისცემით: გიგარიონი ყოველთვის ვამბობ და ახლაც ამას ვიტყვი...თარგმნა ურთულესი საქმეა..... მით უმეტეს ასეთი რამეების.... ფაქტიურად იმხელა უნდა იყო რაც ავტორია...თუ უფრო მეტიც არა....
მე არ ვიცი როგორია ორიგინალი ამიტომ ვერ შევაფასებ "თარგმანს` ......
თუცა რაც წავიკითხე გამართულია და შინაარსიანად მოდის.... მკითხველამდე...
ნაგლეჯებს ვერ ვხედავ რატომღაც...არ ვიცი ჭამ რა დაინახა...(შეიძლება მე ვერ ვხედავ..არაა გამორიცხული)
მოკლედ თარგმანი ძნელი საქმეაა....ვისურვებდი სხვა თარგმანებიც მეხილოს თქვენი...
პატივისცემით: გიგარიონი
12. მძიმეა, მაგრამ მომეწონა მძიმეა, მაგრამ მომეწონა
10. გამიჭირდება:) გამიჭირდება:)
9. გამსახურდია, ყაზბეგი და მისთანანი გამსახურდია, ყაზბეგი და მისთანანი
8. მიიღეთ ღრმად პატივისცემა, ამ ნაწარმოებისთვის და არამარტო. ჩემი უცხო (რუსულიც) ენებისადმი ცუდ დამოკიდებულებას თქვენ რომ ასწორებთ მთარგმნელებო ბევრი თარგმნეთ თორემ ამოძვრა გამსახურდი საფლავიდან. მიიღეთ ღრმად პატივისცემა, ამ ნაწარმოებისთვის და არამარტო. ჩემი უცხო (რუსულიც) ენებისადმი ცუდ დამოკიდებულებას თქვენ რომ ასწორებთ მთარგმნელებო ბევრი თარგმნეთ თორემ ამოძვრა გამსახურდი საფლავიდან.
7. უუფ!რაღა დროს ჩემო ღრმავ და ცივო:)მე ახლა გაცილებით რთული რამე-რუმეები მაქვს სასწავლი:) უუფ!რაღა დროს ჩემო ღრმავ და ცივო:)მე ახლა გაცილებით რთული რამე-რუმეები მაქვს სასწავლი:)
6. მეც მკითხველი უფრო ვარ...:-* წერაც მშვენივრად გამოგდის...;-* ცოტა დაკვირვებაა საჭირო მგონი...ეგ ყველაფერი თანდათან ისწავლება უბრალოდ...:-* მეც მკითხველი უფრო ვარ...:-* წერაც მშვენივრად გამოგდის...;-* ცოტა დაკვირვებაა საჭირო მგონი...ეგ ყველაფერი თანდათან ისწავლება უბრალოდ...:-*
5. ჭა,მე ერთი სერიოზული მკითხველი ვარ,რომელსაც ეწერინება და მეტი არაფერი.:)თან ბუნინი ჩემი მსუბუქი თავბრუსხვევა იყო ყოველთვის და ცდუნებას ვერ გავუძელი!:) ასე რომ...:) ჭა,მე ერთი სერიოზული მკითხველი ვარ,რომელსაც ეწერინება და მეტი არაფერი.:)თან ბუნინი ჩემი მსუბუქი თავბრუსხვევა იყო ყოველთვის და ცდუნებას ვერ გავუძელი!:) ასე რომ...:)
4. გმადლობ ჰარი! ვეცდები დავდო ორიგინალი! გმადლობ ჰარი! ვეცდები დავდო ორიგინალი!
3. რა ვიცი...ჰარირამას შემოვყევი, მაგრამ ბევრი დამაკლდა მოწონებამდე... თითქოს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება ავტორი...:) +2 რა ვიცი...ჰარირამას შემოვყევი, მაგრამ ბევრი დამაკლდა მოწონებამდე... თითქოს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება ავტორი...:) +2
2. მოტხრობაზე არაფერს ვიტყვი:) თარგმანს კი, ალბატ უნდა მიუბრუნდეთ , ადგილები მგონია რომ შეიძლება უკეტესად ჩაასწოროთ, ტუმცა საერთო ჯამში , მაინც კარგი გამოვიდა და "დუხი" იგრძნობოდა , აწი კარგი იქნება თუ ორიგინაკლსაც დადებთ რომ შედარების საშუალება იყოს. წარმატებაები. მოტხრობაზე არაფერს ვიტყვი:) თარგმანს კი, ალბატ უნდა მიუბრუნდეთ , ადგილები მგონია რომ შეიძლება უკეტესად ჩაასწოროთ, ტუმცა საერთო ჯამში , მაინც კარგი გამოვიდა და "დუხი" იგრძნობოდა , აწი კარგი იქნება თუ ორიგინაკლსაც დადებთ რომ შედარების საშუალება იყოს. წარმატებაები.
1. რა მშვენიერია...
:) რა მშვენიერია...
:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|