უჟმური ნოემბერი იდგა. ცრიდა და სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. კვერნაძეებში კი ლხინი იყო და არად დაგიდევდნენ მტირალა ამინდს. ნაბოლარა, 41 წლის ქალიშვილის- ეთერის ქორწილს იხდიდა ვალიკო. გრანდიოზულად აღნიშნავდა ოჯახი ამ ღირსშესანიშავ მოვლენას. მთელს ეზოში გადაჭიმულ "სეფაში" 400 კაცზე იყო გაწყობილი სუფრა და მერე , რა სუფრა - სართულებად ეწყო ერთმანეთზე ქართული სამზარეულოს ყველა შედევრი და არც ევროპული "ფრონცქობები" აკლდა. მოკლედ, "ჩიტის რძესაც" კი იპოვიდა მსურველი. ეთერის უფროსი დები, თავიანთი ნაგრამით, თავს დასტრიალებდნენ სტუმრებს, სუფრას, განსაკუთრებით მაყრებს ევლებოდნენ თავს. მამა მოისაკლისეს შვილებმა. თავიკაცს უხმეს- მამა არ ჩანსო. " ამწუთში აქანე გავაჩენო ვალიკოსო"- დაფაცურდა უშანგი. სახელდახელოდ გადახურულ ლაფაროში მიაგნო ოჯახის უფროსს. აკაციის ნედლ ბოძს მიყრდნობოდა ვალიკო, წვიმის წვეთები საყელოში მიუძვრებოდა კაცს, მაგრამ ვერც კი გრძნობდა. თვალს არ აშორებდა გრძელი" სეფის" ბოლოში მჯდარ ნეფე-პატარძალს, კარგად არც ჩანდნენ, მაგრამ მაინც. -რას შობი ვალიკო აქანე? წამოდი კაცო, ახალდაქორწინებულების მშობლების სადღეგრძელოა. -ეეხ!- ხელი ჩაიქნია ვალიკომ. -რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი ადამიანო? ქორწილია თუ რაა , კი მარა?- გაგულისდა უშანგი. - რა და... ე ბაღანე რო გათხოვდა და მიდის... -არ გადამრიო კაცო, გასათხოვარი იყო და გათხოვდა! ბოვში კი აღარ იყო ეთერიე აწი, სანამდე უნდა გყოლოდა აბა სახლში? - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
58. მიფუჭდებოდა კარგი იყოო, ჰაჰ... მიფუჭდებოდა კარგი იყოო, ჰაჰ...
57. მიფუჭდებოდა თუ ))))))
ძალიან კარგია და შეფასებაც მივაყოლე. მიფუჭდებოდა თუ ))))))
ძალიან კარგია და შეფასებაც მივაყოლე.
56. მშობლისთვის ყოველთვის პატარა ხარ <3 მეც გადმოვაგდე კურცხალი)) მომეწონა. მშობლისთვის ყოველთვის პატარა ხარ <3 მეც გადმოვაგდე კურცხალი)) მომეწონა.
55. მშობლისთვის ყოველთვის პატარა ხარ <3 მეც გადმოვაგდე კურცხალი)) მომეწონა. მშობლისთვის ყოველთვის პატარა ხარ <3 მეც გადმოვაგდე კურცხალი)) მომეწონა.
54. ტკბილი მამიკო პატარა და ღრმა იუმორისტული სკეჩი. ტკბილი მამიკო პატარა და ღრმა იუმორისტული სკეჩი.
53. დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ
52. თქვენი ნაწარმოებები ისეთი ცოცხალია, რომ თითქოს იქ ვარ და ვხედავ. :) :) თქვენი ნაწარმოებები ისეთი ცოცხალია, რომ თითქოს იქ ვარ და ვხედავ. :) :)
51. წესები და მორჩილება ასეა. წესები და მორჩილება ასეა.
50. ვერ მიუხვდა უშანგი, ჭადრაკი და ვეფხისტყაოსანი იგულისხმა კაცმა. აი ასეთი ვერსია მაქვს მე, ნურც დამეთანხმებით, ავტორო:)
ჯონათან.ლ, თქვნი, მართლაც ასეთი თბილი და კეთილი ამბების წაკითხვის მსურველებმა, მაინც და მაინც არქეოლოგიური გათხრები რატომ უნდა ვატაროთ?! რატომ არ გვიმხელთ ახალ ისტორიებს?
პრინციპში, ნურც გაგვიმხელთ, იყოს შენახული, რავა, გაგიფუწდებათ თუ...
გამარჯობა:) ვერ მიუხვდა უშანგი, ჭადრაკი და ვეფხისტყაოსანი იგულისხმა კაცმა. აი ასეთი ვერსია მაქვს მე, ნურც დამეთანხმებით, ავტორო:)
ჯონათან.ლ, თქვნი, მართლაც ასეთი თბილი და კეთილი ამბების წაკითხვის მსურველებმა, მაინც და მაინც არქეოლოგიური გათხრები რატომ უნდა ვატაროთ?! რატომ არ გვიმხელთ ახალ ისტორიებს?
პრინციპში, ნურც გაგვიმხელთ, იყოს შენახული, რავა, გაგიფუწდებათ თუ...
გამარჯობა:)
49. თბილია ძალიან და ადამიანური თბილია ძალიან და ადამიანური
48. გამიხარდა, იშვიათადაა მამის ხსენება და აი გამონაკლისიც. გამიხარდა, იშვიათადაა მამის ხსენება და აი გამონაკლისიც.
46. ჯონათან მამაჩემი გამახსენდა..ჩემი ქორწილი...) <3 ჯონათან მამაჩემი გამახსენდა..ჩემი ქორწილი...) <3
45. ეჰ, მამის გული, მაინც მამის გულია... მე გული ამიჩუყდა, რანაირი იუმორისტულია ეს, ჯონათან :)
მამა გამახსენდა ალბათ :)
5 ეჰ, მამის გული, მაინც მამის გულია... მე გული ამიჩუყდა, რანაირი იუმორისტულია ეს, ჯონათან :)
მამა გამახსენდა ალბათ :)
5
43. ვაიმე, მამაჩემი ვიპოვნე მგონი :)) <3 ვაიმე, მამაჩემი ვიპოვნე მგონი :)) <3
42. -არ გადამრიო კაცო, გასათხოვარი იყო და გათხოვდა! ბოვში კი აღარ იყო ეთერიე აწი, სანამდე უნდა გყოლოდა აბა სახლში? - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ.
ასე მხოლოდ შენ წერ! პ.ს. რა ნაცნობი სიტუაციაა )
-არ გადამრიო კაცო, გასათხოვარი იყო და გათხოვდა! ბოვში კი აღარ იყო ეთერიე აწი, სანამდე უნდა გყოლოდა აბა სახლში? - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ.
ასე მხოლოდ შენ წერ! პ.ს. რა ნაცნობი სიტუაციაა )
41. რა კარგი განწყობა მომიტანა :))))) რა კარგი განწყობა მომიტანა :)))))
40. რა კარგია.იდიოტურ თბილ ნასიამოვნებ ღიმილს რომ დამიტოვებს სახეზე ისეთია :)) რა კარგია.იდიოტურ თბილ ნასიამოვნებ ღიმილს რომ დამიტოვებს სახეზე ისეთია :))
39. შემოდგომაზე, ხეებზე შერჩენილ ხილს ან ვენახში მიმალულ ჩაშაქრულ მტევანს რომ გადააწყდები, ისეთი გემრიელია გვიან შემოვლილი მკითხველის კომენტარი :)
დიდი მადლობა!
შემოდგომაზე, ხეებზე შერჩენილ ხილს ან ვენახში მიმალულ ჩაშაქრულ მტევანს რომ გადააწყდები, ისეთი გემრიელია გვიან შემოვლილი მკითხველის კომენტარი :)
დიდი მადლობა!
38. ხომ ვალიკოს კურცხლის ოდენაა ახლა ეს, მაგრამ ვინ დათვლის, რამდენი მამის გულს იტევს? ქვემოიმერული იუმორი, მაგ სეფასავით რომ გაჭიმო, მთელ საქართველოს გადაწვდება! ხომ ვალიკოს კურცხლის ოდენაა ახლა ეს, მაგრამ ვინ დათვლის, რამდენი მამის გულს იტევს? ქვემოიმერული იუმორი, მაგ სეფასავით რომ გაჭიმო, მთელ საქართველოს გადაწვდება!
37. უსაყვარლესი და უთბილესია ++ უსაყვარლესი და უთბილესია ++
36. ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ. ++ ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ. ++
35. სევდის წათხეში ამოყვანილი ხუმრობა-ო :) ეს ფრაზა მიმაქვს და ღიმილიც )) <3 სევდის წათხეში ამოყვანილი ხუმრობა-ო :) ეს ფრაზა მიმაქვს და ღიმილიც )) <3
34. რა კარგია, გაიხარე ავტორო.
რა კარგია, გაიხარე ავტორო.
32. სევდის წათხეში ამოყვანილი ხუმრობა, აი ნამდვილი იუმორი!!! :) ++
სევდის წათხეში ამოყვანილი ხუმრობა, აი ნამდვილი იუმორი!!! :) ++
31. - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... და ჩემიც 5-იც აკლდა. +++++ - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... და ჩემიც 5-იც აკლდა. +++++
30. - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ.
ჩემი +5 აკლდა ამას :) - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... დაკოჟრილი ცერა თითით, თვალის კუთხეში მომდგარი კურცხალი, მალულად მოიწმინდა გულდამწვარმა მამამ.
ჩემი +5 აკლდა ამას :)
29. სადა და კარგია :) სადა და კარგია :)
27. ჯონათან შეუდარებელია...ასეთი ამ ჟანრში ჯერ არაფერი წამიკითხავს..ყოჩაღ...ვისიამოვნე ძალიან...იუმორისტული კია მაგრამ მამის ფერსონაჟზე უფრო გავამახვილე ყურადღება...+ 5 შენ ჩემგან....
კეთილი სურვილებით: ჯონათან შეუდარებელია...ასეთი ამ ჟანრში ჯერ არაფერი წამიკითხავს..ყოჩაღ...ვისიამოვნე ძალიან...იუმორისტული კია მაგრამ მამის ფერსონაჟზე უფრო გავამახვილე ყურადღება...+ 5 შენ ჩემგან....
კეთილი სურვილებით:
26. პლუსები ჩემგან თოლია ჯონათანს.. შენ ძალიან კარგად იცი ფრენა ++ მეც სევდანარევი ღიმილი დამრჩა სახეზე პლუსები ჩემგან თოლია ჯონათანს.. შენ ძალიან კარგად იცი ფრენა ++ მეც სევდანარევი ღიმილი დამრჩა სახეზე
25. სევდანარევი ღიმილი დამიტოვა სახეზე...გოგონას მამა ვარ:) სევდანარევი ღიმილი დამიტოვა სახეზე...გოგონას მამა ვარ:)
24. ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... :))))))
მამის გულს რა ვუთხარი, თორემ :)))
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... :))))))
მამის გულს რა ვუთხარი, თორემ :)))
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
23. ძალიან უბრალო და კარგია )) ძალიან უბრალო და კარგია ))
22. რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი ადამიანო? ქორწილია თუ რაა , კი მარა?- გაგულისდა უშანგი. - რა და... ე ბაღანე რო გათხოვდა და მიდის... -არ გადამრიო კაცო, გასათხოვარი იყო და გათხოვდა! ბოვში კი აღარ იყო ეთერიე აწი, სანამდე უნდა გყოლოდა აბა სახლში? - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... :)))))))
მაგარია... რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი ადამიანო? ქორწილია თუ რაა , კი მარა?- გაგულისდა უშანგი. - რა და... ე ბაღანე რო გათხოვდა და მიდის... -არ გადამრიო კაცო, გასათხოვარი იყო და გათხოვდა! ბოვში კი აღარ იყო ეთერიე აწი, სანამდე უნდა გყოლოდა აბა სახლში? - ყოფილიყო, რავა, მიფუჭდებოდა თუ... :)))))))
მაგარია...
20. გასაუცარი..ძალიან გულიანი გასაუცარი..ძალიან გულიანი
16. ძალიან მომეწონა!
ხოდა ერთს ვიტყვი: 40 წლის ქალი მოიტაცეს, ყვიროდა- მიშველეთო , მიშველეთ კი არა, მეშველაო უნდა ყვიროდეო უთხრეს, მამის გული სულ სხვაა, რამდენისაც არ უნდა იყოს ქალიშვილი, მაინც განიცდის, ეს განცდის ცრემლი დავინახე , ღიმილიან იუმორისკაში.
ძალიან მომეწონა!
ხოდა ერთს ვიტყვი: 40 წლის ქალი მოიტაცეს, ყვიროდა- მიშველეთო , მიშველეთ კი არა, მეშველაო უნდა ყვიროდეო უთხრეს, მამის გული სულ სხვაა, რამდენისაც არ უნდა იყოს ქალიშვილი, მაინც განიცდის, ეს განცდის ცრემლი დავინახე , ღიმილიან იუმორისკაში.
15. :))) კარგია... მაგრამ მე მგონი, სიხარულით ტიროდა ვალიკო, შინ რომ არ ჩაუბერდა ქალიშვილი. :))) კარგია... მაგრამ მე მგონი, სიხარულით ტიროდა ვალიკო, შინ რომ არ ჩაუბერდა ქალიშვილი.
14. კარგია. კარგი ნაწერია. იუმორზე მეტად მეც ჭასავით მამის გული დავინახე. კარგია. კარგი ნაწერია. იუმორზე მეტად მეც ჭასავით მამის გული დავინახე.
13. კაი იყო...ასეთი მგრძნობიარეა მამის გული..:-* კაი იყო...ასეთი მგრძნობიარეა მამის გული..:-*
12. იმპროვიზატორო და mrs.smith.- გელოდებით, ოღონდ საკუთარი ჰამაკებით, იმიტომ, რომ მე არ მიყვარს ჰამაკი და არც მაქვს:))) იმპროვიზატორო და mrs.smith.- გელოდებით, ოღონდ საკუთარი ჰამაკებით, იმიტომ, რომ მე არ მიყვარს ჰამაკი და არც მაქვს:)))
11. გავიცინე! კაი იყო:) გავიცინე! კაი იყო:)
10. დადებისტანავე წავიკითხე... ფართოდ გამეღიმა და იმდენად "გაჯდა"-ტელეფონზე საუბრისას ახლობელს მივაწოდე ეს "ზარმაცი ავტორის" ნაწარმოები:) ..ლამის დავინახე მამის ცრემლიანი თვალები...მეც დამებინდა ხედვა.. გმადლობ ემოციისთვის.. დადებისტანავე წავიკითხე... ფართოდ გამეღიმა და იმდენად "გაჯდა"-ტელეფონზე საუბრისას ახლობელს მივაწოდე ეს "ზარმაცი ავტორის" ნაწარმოები:) ..ლამის დავინახე მამის ცრემლიანი თვალები...მეც დამებინდა ხედვა.. გმადლობ ემოციისთვის..
9. კომენტარებისკენ გამეპარა თვალი და გული დამწყდა, იმპროვიზატორს დაუსწრია =)
და ვითომ ორს არ დაგვიტევს თქვენი ჰამაკი? =) კომენტარებისკენ გამეპარა თვალი და გული დამწყდა, იმპროვიზატორს დაუსწრია =)
და ვითომ ორს არ დაგვიტევს თქვენი ჰამაკი? =)
8. მადლობას მოგახსენებთ, უკლებლივ! "ზარმაცი" მკითხველებისთვის ვწერ მე, ზარმაცი ავტორი:(... :))) მადლობას მოგახსენებთ, უკლებლივ! "ზარმაცი" მკითხველებისთვის ვწერ მე, ზარმაცი ავტორი:(... :)))
7. :)) მომეწონა. მშობლებისთვის ყოველთვის პატარაა შვილი:) :)) მომეწონა. მშობლებისთვის ყოველთვის პატარაა შვილი:)
6. ეეეჰ, შემეცოდა მამა. :) ეეეჰ, შემეცოდა მამა. :)
5. ჯონათანო, ძალიან კარგია როგორც ყოველთვის, მაგრამ მთლად პატარა მინიატურების წერაზე ნუ გადახვალ, რაკი პროზის კითხვას ეზარებათ ინტერნეტში. გაშალე და გაიშალე! :) [♥] 5! ჯონათანო, ძალიან კარგია როგორც ყოველთვის, მაგრამ მთლად პატარა მინიატურების წერაზე ნუ გადახვალ, რაკი პროზის კითხვას ეზარებათ ინტერნეტში. გაშალე და გაიშალე! :) [♥] 5!
3. მე უნდა ჩამოვიდე შენთან, იქნება ასეთი გულიანი მინიატურების წერა ვისწავლო :) მე უნდა ჩამოვიდე შენთან, იქნება ასეთი გულიანი მინიატურების წერა ვისწავლო :)
2. უჩქარია ნამეტანი ნაბოლარას :))))
უჩქარია ნამეტანი ნაბოლარას :))))
1. დიახაც , გაფუჭდება , თუ როგორაა ეგ საქმე?????????? მართლაც რომ საკითხავია:) კარგია ჯონატან:) დიახაც , გაფუჭდება , თუ როგორაა ეგ საქმე?????????? მართლაც რომ საკითხავია:) კარგია ჯონატან:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|