| ავტორი: პეგასი ჟანრი: საბავშვო 12 აპრილი, 2012 |
ომობანას თამაშობდენენ ლუკა,ლაშა,გიო,რეზო, გაჰყვიროდნენ - ბა-ბა-ბა-ბა! და აიკლეს მთელი ეზო. ყველა კუთხე რომ დაიპყრეს, მოწყინდათ ომობანა, გადაწყვიტეს, ეთამაშათ კუ-კუ დამალობანა, მაღლა,ხეზე დაიმალა გულადი და ცელქი ლუკა, ლაშა ხეს ამოეფარა, რეზო ჩახტა ღობის უკან. გიოს ძებნა ეზარება, ძლივსღა დადის,დაბანცალებს -თუ კარგია,თქვენ მეძებეთ, პატარა ვარ,რას მაწვალებთ?! დავიღალე,მეძინება, მეხუჭება თვალები, სახლში შევალ,ჩემს ლოგინში უკეთ დავიმალები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აუ რა კაცობაა.. ბავშვობა გამახსენდა, დახუჭობანას ვთამაშობდით და ერთი დაიმალა სადარბაზოში, ჩაიშალა ის ხელი და ყველა მივედით სადარბაზოსთან ,,პაჟარია! პაჟარი! .. მეზობლები გამოცვივდნენ სადაა ხანძარიო და ბუნტი დამთელი ამბავი იყო.. :D:D:D ეხ კაი იყო ბავშვობა
საბავშვო პოეზიას მიყევი მეგობარო, გაქვს ნამდვილად ამის ნიჭი.. აუ რა კაცობაა.. ბავშვობა გამახსენდა, დახუჭობანას ვთამაშობდით და ერთი დაიმალა სადარბაზოში, ჩაიშალა ის ხელი და ყველა მივედით სადარბაზოსთან ,,პაჟარია! პაჟარი! .. მეზობლები გამოცვივდნენ სადაა ხანძარიო და ბუნტი დამთელი ამბავი იყო.. :D:D:D ეხ კაი იყო ბავშვობა
საბავშვო პოეზიას მიყევი მეგობარო, გაქვს ნამდვილად ამის ნიჭი..
7. რა ხანია საიტზე არ ვყოფილვარ და ამის წაკითხვის შემდეგ კიდე ვიფიქრე, რატო არ შემოვედი-მეთქი :) მომწონს! ^_^ რა ხანია საიტზე არ ვყოფილვარ და ამის წაკითხვის შემდეგ კიდე ვიფიქრე, რატო არ შემოვედი-მეთქი :) მომწონს! ^_^
6. დიდობისასაც მიყვარდა დამალობანას თამაში! სტუკ1 სტუკ! დიდობისასაც მიყვარდა დამალობანას თამაში! სტუკ1 სტუკ!
4. დავიღალე,მეძინება, მეხუჭება თვალები, სახლში შევალ,ჩემს ლოგინში უკეთ დავიმალები!
თქვენც ტკბილი ძილი და ჩემი მოწონება :) ++ დავიღალე,მეძინება, მეხუჭება თვალები, სახლში შევალ,ჩემს ლოგინში უკეთ დავიმალები!
თქვენც ტკბილი ძილი და ჩემი მოწონება :) ++
1. (მშვენიერი ადგილი უპოვნია:)
(ცოტა რიტმი ირღვევა მეორე და ბოლო სტროფში) (მშვენიერი ადგილი უპოვნია:)
(ცოტა რიტმი ირღვევა მეორე და ბოლო სტროფში)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|