ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2012


უცნაური სიყვარული

ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს:
ქუჩაში შემხვდი, მაგრამ ვერ დამინახე.

ვერ დამინახე, რადგან ”პატარა” მერქვა...
შენ კი... შენ გერქვა ნიკაც, ირაკლიც, ბექაც...

გიორგიც, დათოც ჩემთვის შენ იყავ მაშინ...
მე კი - სახელიც არ მქონდა!  უხმო აჩრდილს

ვემსგავსე, ჩუმად მიგაცილებდა მზერა
ჩემი თვალების... შენ ეს იცოდი, მჯერა!...

თუ ბედისწერა მოთმინებისთვის მცდიდა,
რად არ მაჩუქა იმედი, ერთი ციდა?!

რად დამიტოვა მხოლოდ თვალები სველი
და  არასოდეს გამომიწოდა ხელი?!...

დრო გადიოდა... (”დრო დროზე ჩქარა” გადის...)
იმ მოთმინებას, მერე, დაერქვა ”დარდი”....

და აი, ერთხელ  ვეღარ მომწყვიტე თვალი, -
იმ  ციცქნა  ბავშვში  ”აღ-მო-მა-ჩი-ნე”  ქ ა ლ ი!

ჰო,  გავიზარდე!...  უკვე მეც მქვია ”დიდი”!...
ცეცხლში ჩავფერფლე უკან სავალი ხიდი,

როდესაც მივხვდი, მე სხვას ვხედავდი შენში, -
ოცნების რაინდს! და არა მავალს ხვნეშით

კაცს მუდამ, ყველგან ვნებააშლილი მზერით,
ხრინწიანი ხმით და გაოფლილი ხელით!

ასეთ სიყვარულს ვერასდროს ვარქმევ სახელს:
ქუჩაში შემხვდი და... მივაბრუნე სახე!

07.04.12.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები