ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2012


ჭრელი აპრილი

გამიაპრილდა...
წვიმით, მაგრამ
მერე რა, ვითომ?
ფერად–ფერად
საკაბეებს მჩუქნის აპრილი...
მეცმევა მერე კაბა ჭრელი,
როგორც ფარდაგი,
ჩემი აფხაზი მეგობრისგან
ნასახსოვარი...
ვირბენ მინდორზე,
წვიმისაგან დაცვარულ
ველზე...
შიშველი სულით
უფრო ვიგრძნობ ბალახის სილბოს...
– ფიქრის ტევრიდან გამომექცა
დამფრთხალი შველი –
კადრი პირველი...
ფოტოგრაფიც გაშეშდა თითქოს...
გამიაპრილდა...
ნაცრისფერი ზეცაა გარეთ...
მაინც არ მინდა შევეგუო
უფერო ყოფას...
ჩავიცვამ კაბას,
ფარდაგივით ჭრელსა და ფერადს,
ყველა უფერო დღე და ღამე
კმარა, მეყოფა...
...............................................................
დღეს ბორიალა აპრილია ჩემი სტუმარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები