ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2012


ქალაუ

ყური დამიგდე ქალაუ,
შენზედ ვარ მუდამ მწუხარი,
შენზე ვფიქრობ და მადარდებს,
ცრემლი მდის ძალზედ მდუღარი.


შენზე ლოცულობს ეს გული,
გული ოცნებით მდუმარი,
ჩამომიქროლებს კვლავ მუზა,
მუზა რითმებით მქუხარი.


რაზედ მადარდებ ნეტავი,
რატომ არა მცემ ხმასაო,
უშენოდ მე ვარ ბეჩავი,
ვაკვნესებ სევდის ქნარსაო.


შენთვის ვიმღერებ სიმღერებს,
ლექსებით შევძრავ მთასაო,
ჩამოვაწვიმებ ცის ფერებს,
დარდებს გავატან ქარსაო.



ჩემი ცხოვრება გიწოდე,
შენ ჩემი გულის წამალო,
მიყვარხარ მინდა იცოდე,
და ამას არცა ვმალაო.


შენა ხარ ჩემი ოცნება,
და ჩემი გულის ტრფიალი,
არ მინდა ჩემი ცხოვრება,
უშენოდ ოხერ-ტიალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს