ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2012


არაგვისპირი:მენესო,გვრიტო...

                                      "შენ აქ რა გინდა,მაგრამ ყოველთვის
                                      მომაგონდები ამ ანანურთან"
                                                                                  ტიციანი
                        <><><>
არაგვისპირი:მენესო,გვრიტო...
სადაც არ უნდა ვიყოთ ასეა,
როცა ერთად ვართ,პატარა გვრიტო,
ყველგან ზღაპრული სილამაზეა.

დღეს გული უფრო ზევით მიმიწევს,
ნეტავ საიდან მოდის არაგვი?
ერთხელაც ღრუბლის ქიმზე მიგიწვენ
და შენ სიყვარულს მოვიმარაგებ.

დააწყობს დილას მზე ფიჩხის კონებს,
სხივები წყალში იციალებენ.
დაერევიან მთიელ გოგოებს
ზე- იმერელი ტიციანები!

"შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის",
ხელჩაკიდულნი მიდიან ხანდოს.
შენ მამა არ გყავს და მამა-ღმერთმა
მე მთელი შენი ცხოვრება მანდო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები