ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
,,არის წუთები, როცა ადამიანებს ბოროტება იზიდავთ და უყვართ” თეოდორ დოსტოევსკი
,,ეშმაკი ჩაგსახლებია გვამში. ილოცე, ო-გინ!” რიუნოსკე აკუტაგავა
კაბის ბოლო პატარა თითებში მოემწყვდია და ნელა, ძალიან ნელა ამოკლებდა სიგრძეს. თან თვალს წამითაც არ აშორებდა თვალებგაფართოებულ და პირდაღებულ ბიჭებს. -ცოტაც, რა.-მუდარით ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა და თან ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი. ზუსტად ამას ელოდა გოგონაც, მაშინვე გაუშვა არშიებით გაწყობილ, უბრალო კაბას ხელი: -დღეს გეყოფათ.-გაუღიმა, თავი ასწია და ამაყად გაიარა. საოცარია, როგორ ჰგვანან ზოგჯერ დემონი და ანგელოზი ერთმანეთს. -ერთი წუთი, მოიცადე ერთი წუთი.-გააჩერა გოგონა ყველაზე პატარამ. -რა გინდა?-ისე უპასუხა, ლაპარაკი ეზარებოდა თითქოს. -რა გავაკეთო? -შენ რა უნდა გააკეთო, ყველაზე პატარა ხარ.-გადაიკისკისა. -მერე, რა.-ბრაზი ჩაუდგა თვალებში. -ყველა ბიჭს სცემ?-ხმადაბლა და გამომცდელად ჰკითხა. -ყველას! ამჯერად კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა გოგონას ჯერ კიდევ უმანკო ბაგეს, ბიჭის ნერვიულობისგან გაოფლილი ხელი აიღო, კაბა ოდნავ აიწია და ფეხზე დაადებინა. ხელიც გაუბედავად, სვენებ-სვენებით აუყვა მაღლა. სხვები თვალებით ჭამდნენ სურათს. აკვირდებოდა გოგონა ბიჭის ყოველ ნაკვთს, ხედავდა, როგორ მალიმალ ებერებოდა ნესტოები. მერე მკვეთრი მოძრაობით ააღებინა ხელი, კაბა შეისწორა: -ჩუ.-თითი მიუტანა ტუჩებთან, ნაზად გაუღიმა და გაშორდა. -მერილინ!-გაისმა მომვლელის ყვირილი.-სად ხარ, საზიზღარო გოგონავ! ბიჭები ბუზღუნით დაიშალნენ.
-მამაჩემი მეზღვაური იყო. -როგორც პეპისი.-გულიანად გაუღიმა გოგონამ. -ჰო, როგორც პეპისი. შენ გინახავს ხომალდები? -არა, არასდროს. -ძალიან დიდია და სუფთა. -მე არ მიყვარს ზღვა. -გინახავს? -არა, მაგრამ მაინც არ მიყვარს. -ძალიან ლამაზია. -მამაშენზე მომიყევი. -ბევრი მეც არ ვიცი. მახსოვს, რომ მაღალი იყო და ცისფერი თვალები ჰქონდა. შენ გახსოვს მამაშენი? -უფრო მაგრად. ბიჭმა უფრო მაგრად ჰკრა ხელი საქანელას: -მამაშენი გახსოვს? -არა, მე მარტო დედა მყავდა. მამაშენი ზღვაში დაიღუპა? -არა, თავის ხომალდში. -რა განსხვავებაა? -ალბათ, მაინც ექნებოდა განსხვავება მისთვის. -კარგი იქნებოდა, მამაშენი მამაჩემიც რომ ყოფილიყო. -რატომ? -მერე მეც ცისფერი თვალები გამომყვებოდა. -და მამაჩემი რომ მამაშენი ყოფილიყო, ხომ ვეღარ გეყვარებოდი? -რატომაც არა. -ჩამოწყდება ახლა ეს საქანელა. -ოჰ, გამიძლებს. უფრო მაგრად მკარი ხელი. თავისუფალ კაბას ქარი უფრიალებდა. -დედას ჰგავხარ?-არ მოეშვა ბიჭი. -დედაჩემი მეძავი იყო. იცი, ეს რას ნიშნავს? -მგონი, კი. -მამაშენის თვალები გაქვს შენ. -ჩამოდი, მერილინ, ქარი ამოვარდა.-საქანელა გააჩერა.
-ახალი წიგნი მოგიტანე. -ჰოო? ვისია?-გამოსძახა სამზარეულოდან. -სტეინბეკი. -ოჰ, ეგ უწყინარი პესიმისტი. დადე სადმე და მოდი აქ. -არ მეგონა, შენც თუ აგივიდოდა ოდესმე საჭმლის სუნი.-უკნიდან მივიდა და ლოყაზე აკოცა. -კაცები ხშირად ცდებით, როცა საქმე ქალებს გვეხება. შენ წაიკითხე? -რა? -სტეინბეკი. -არა, დიდია. მომიყევი მერე. -ოჰ, რა აზრი აქვს ეგრე. იგივეა, რაც სექსს უყურო. -ნუ გაქვს ხოლმე ასეთი შედარებები. -რატომ, მართალია.-გაუღიმა. -გველი ხარ.-მსუბუქად მოქაჩა თმა და მერე კედელს მხრით მიეყრდნო. -დიახ, ადამიანები ჰგვანან ცხოველებს. კარგია, გველი თუ შემირჩიე. კაცმა თავი ღიმილით გაიქნია: -რატომ გადმოიტანე ღვთისმშობლის ხატი სამზარეულოში? -საძინებელი შეუფერებელ ადგილად მეჩვენა. -გასაგებია.-როგორღაც გაწელა.-ეს რა არის?-კარადიდან რვეული აიღო და გადაშალა. -წაკითხული წიგნების სიაა. -ყველაფერს იწერ, რასაც კითხულობ? -აჰა. -და რად გინდა? -რავი, ბავშვობის ჩვევაა. ძიძა გვაწერებინებდა, არ გახსოვს? -და მხოლოდ ორას სამოცი?-გაუცინა. -ორას სამოცდაერთი. სტეინბეკიც მიათვალე, ხვალ დამთავრებული მექნება.-ხელები შეიმშრალა და დიდი, წითელი ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა. -თუ დაგაცადე.-მიუახლოვდა. -აი, ახლა შენ ხარ გველი. -ჰო, ხან შენ, ხან-მე. -ერთმანეთში ვიცვლით ტყავს.-გაუღიმა, ხელი კისერზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -გაიხადე ტყავი, მერილინ.-ცალი ხელით კაბა აუწია თეძომდე, მეორეთი აიყვანა.
როგორც შეეძლო, სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი და ქუჩაში გაცოფებული გამოვარდა. დიახაც, ადამიანები ჰგვანან ცხოველებს. იმ მომენტში სიამოვნებით ეცემოდა ვეფხვივით და შუაზე გაგლეჯდა. -მოიცადე,-მხარზე მოკიდა ხელი და მიაბრუნდა. -შემეშვი.-შეანათა შავი თვალები. -მეგონა, დიდი გოგო იყავი უკვე, პატარასავით კი გამოვარდი კაბინეტიდან.-დამცინავი ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში. -რა ჯანდაბა გინდა? -მერილინ, მერილინ,.. გახსოვს, როგორ გვაწვალებდი ბავშვობაში? -გიჟი ხარ.-ზიზღით აწია ტუჩი. -გიჟი მაშინ ვიყავი. ჰო, ჰო, ზუსტად მაშინ მაგიჟებდი.-ხარბად შეისუნთქა თმის სურნელი და თითებით სახის კონტურები მოუხაზა. ცხვირში ეცა ქალს ბავშვობიდან ნაცნობი, ექიმის ხელების ცივი და საშიში სუნი. -შენმა ბიჭუნამ თუ იცის, ისევ ისეთი გამომწვევი რომ ხარ?-ყურთან უთხრა და საზიზღარი ღიმილი ყურებამდე გაეწელა. -და შენ?-ღიმილი გადაედო.-მითხარი, რამდენჯერ გაგიუპატიურებია შენი ცოლი? -ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც შენ. აქ ქალმა იგრძნო, რომ ნამდვილად, ნამდვილად შეძლებდა მისი გვამისთვის თვალების დათხრას, როგორც კატა. და მიცოცავდა ღამე, როგორც დრო.
გამხმარი სისხლისა და კვამლის სუნი იდგა ეზოში. -ესეც ასე. დავამაგრე, მერილინ. შეგიძლია, დაჯდე.-საქანელა ისე გამოუწია, რომ დაჯდომა მოეხერხებინა.-კარგია? -ჰო, გამიძლებს.-გაუღიმა.-შენც ჩამოჯექი. -ორადგილიანი გაცილებით მოსახერხებელია.-მიუჯდა. -იცი, რა გამახსენდა? ჩვენი საცხოვრებლის უკან დიდი ხეები იდგა. წაბლი იყო თუ მეორე? -მეორე. გოთური ანბანი რომ ეკიდა საძინებელში, გახსოვს? -კი. შენი საწოლის თავთან ეკიდა. -ჰო.-და სიჩუმე. -რატომ მომიყვანე? -მიყვარდი და იმიტომ. -ყველაფრის სიყვარულით გამართლება არ შეიძლება. -ბარგი ჩაალაგე? -ჰო, დილიდანვე. -ის ნაბიჭვარი მართლა არ მოდის თქვენთან ერთად? -მერამდენედ უნდა მკითხო? -სადღაც რაღაცას წვავენ. -არაფერსაც არ წვავენ, გაზაფხულის ტიპიური სუნია. -ჰოდა ვერ ვიტან. -მოდი, მშობლებზე ვილაპარაკოთ. -გინდა, ვინმეს გადააბრალო შენი ცხოვრება. -არა, სამაგისოდ ღმერთიც კმარა. უბრალოდ, ტკივილი მჭირდება წასვლამდე. -მამაჩემი მეზღვაური იყო. -როგორც პეპისი.-გაუღიმა. -ჰო, როგორც პეპისი. შენ გინახავს ხომალდები? -ხვალ ვნახავ. -აი, ხედავ, აღარ გამოგვდის. -მაინც ვცადოთ. -კაი. და მამაჩემი რომ მამაშენი ყოფილიყო, ხომ ვეღარ გეყვარებოდი? -მართალი ხარ, აღარ გამოგვდის. -ჩვენ არასდროს ვლაპარაკობთ მშობლებზე საკმარისად ბევრს. -ჰო, დიდ ტკივილზე არავინ ლაპარაკობს.-და სიჩუმე.-ღვთისმშობლის ხატი ისევ საძინებელში გადაიტანე. -კარგი. მერილინ, ყველაფერი კარგად იქნება. -მაგას როცა მეუბნები, ვხვდები, რამდენად ცუდადაა საქმე. -აუცილებელია, წახვიდე? -იქ მინდა, სადაც არ ვარ. -მართალი იყავი, მერილინ. ბავშვობაში დაკარგულ გზას ვეღარასდროს პოულობენ დიდები. -მე მიყვარს ჩემი ბავშვობა ყველაფრის მიუხედავად. და ეს საქანელაც იყოს აქ, არ ჩამოხსნა. -არ ჩამოვხსნი, მერილინ. -მწამდი. -რომელზე უნდა იყო სადგურში? -შვიდზე. -მიგაცილებ. -ჰო. -გინდა, გაქანავებ. -არა, იჯექი. -მერილინ. -რა? -ყველანაირ სიყვარულზე მეტია-გწამდეს. -რატომ გგონია, რომ აღარ დავბრუნდები? -არ მგონია. -მომიყევი, რას იზამ, როცა წავალ. -შენ მატარებელში ჩაჯექი და ისე წახვედი, ხელიც არ დამიქნიე. მერე ნელი ნაბიჯით გამოვუყევი გზას სახლამდე და ლტოლვილივით უარაფრო მეგონა თავი. ეზოს რომ მოვუახლოვდი, კვამლის სუნი მეცა. მერე გამახსენდა, რომ გაზაფხულია. და საქანელა აღარ ქანაობდა. მერე ღვთისმშობლის ხატი ისევ საძინებელში გადავიტანე და დავიფიცე, რომ იმ სახლში აღარასდროს მექნებოდა სექსი. მერე თაროდან ჩამოვიღე პეპი, რომელიც, სხვათაშორის, შენი ნომერ მეათე წაკითხული წიგნია, მე კი ერთხელაც არ წამიკითხავს. -მართლა არ წაგიკითხავს?-გაუღიმა. -არა. -არასდროს გითქვამს. გინდა, მოგიყვე? -არა, ეს ისეთივე უინტერესო იქნება, როგორც სექსის ყურება. -რომელ ცხოველს ვგავარ ახლა? -ადამიანს ჰგავხარ ახლა.-გაუღიმა თბილად და მისი სახე მოიქცია ხელებში.-არ გინდა, მერილინ.-თვალის სისველე თითზე აიკრო. -მითხარი, მითხარი, რომ ადამიანები არ თენდებიან და მე აღარასდროს დავსვამ უაზრო კითხვებს. -ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან ადამიანები, მერილინ. შენ ნუ იფიქრებ. -მომიყევი, მერე რა მოხდა. -მერე?-აგდებით გაეღიმა.-შენ მატარებელში ჩაჯექი და ისე წახვედი, ხელიც არ დამიქნიე. მერე ჩვენი რწმენაც, ხომალდივით, წყალმა წაიღო. გამხმარი სისხლისა და კვამლის სუნში შვიდის ათ წუთამდე ირწეოდა საქანელა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
63. ეს რა კარგი რამე ვნახე აქ . ეს რა კარგი რამე ვნახე აქ .
62. სამწუხაროა რომ 2-ზე მეტის დაწერა არ შემიძლია..ძალიან კარგია + + სამწუხაროა რომ 2-ზე მეტის დაწერა არ შემიძლია..ძალიან კარგია + +
61. შენთან რომ მოვდივარ, ამას ვირჩევ ხოლმე პირველ წასაკითხად. გეფიცები თუ ვიცოდე რატომ. შენთან რომ მოვდივარ, ამას ვირჩევ ხოლმე პირველ წასაკითხად. გეფიცები თუ ვიცოდე რატომ.
60. ეპიგრაფი - უმაგრესი :)) დანარჩენიც მომეწონა ეპიგრაფი - უმაგრესი :)) დანარჩენიც მომეწონა
59. ჩემო ტკბილოოოოოოო... აუ,რაღაცნაირად გეფერები,ვიცი,მარა ზუსტად ასე მომინდა-მოგფერებოდი! \ :* ჩემო ტკბილოოოოოოო... აუ,რაღაცნაირად გეფერები,ვიცი,მარა ზუსტად ასე მომინდა-მოგფერებოდი! \ :*
58. ყოჩაღ!!! წინსვლით!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!! წინსვლით!!! გაიხარე შენა!!!
57. საინტერესო ავტორი ხართ, მდიდარი ლექსიკით, ლაკონურობით, იშვიათი წარმოსახვის უნარით და რაც მთავარია, კარგი ლიტერატურული გემოვნებით!!! საინტერესო ავტორი ხართ, მდიდარი ლექსიკით, ლაკონურობით, იშვიათი წარმოსახვის უნარით და რაც მთავარია, კარგი ლიტერატურული გემოვნებით!!!
56. -მითხარი, მითხარი, რომ ადამიანები არ თენდებიან და მე აღარასდროს დავსვამ უაზრო კითხვებს.
მითხარი............................... -მითხარი, მითხარი, რომ ადამიანები არ თენდებიან და მე აღარასდროს დავსვამ უაზრო კითხვებს.
მითხარი...............................
55. ..თამაში.. ჭვავის ყანაში... ..თამაში.. ჭვავის ყანაში...
54. ძალიან კარგი ხარ ძალიან კარგი ხარ
53. -აი, ახლა შენ ხარ გველი. -ჰო, ხან შენ, ხან-მე. -ერთმანეთში ვიცვლით ტყავს.-გაუღიმა, ხელი კისერზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -გაიხადე ტყავი, მერილინ.
მომეწონა და რა ვიცი .. -აი, ახლა შენ ხარ გველი. -ჰო, ხან შენ, ხან-მე. -ერთმანეთში ვიცვლით ტყავს.-გაუღიმა, ხელი კისერზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -გაიხადე ტყავი, მერილინ.
მომეწონა და რა ვიცი ..
52. "-ადამიანს ჰგავხარ ახლა.-გაუღიმა თბილად და მისი სახე მოიქცია ხელებში.-არ გინდა, მერილინ.-თვალის სისველე თითზე აიკრო. -მითხარი, მითხარი, რომ ადამიანები არ თენდებიან და მე აღარასდროს დავსვამ უაზრო კითხვებს. -ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან ადამიანები, მერილინ. შენ ნუ იფიქრებ. -მომიყევი, მერე რა მოხდა. -მერე?-აგდებით გაეღიმა.-შენ მატარებელში ჩაჯექი და ისე წახვედი, ხელიც არ დამიქნიე. მერე ჩვენი რწმენაც, ხომალდივით, წყალმა წაიღო. გამხმარი სისხლისა და კვამლის სუნში შვიდის ათ წუთამდე ირწეოდა საქანელა." - ეს მონაკვეთი ყველაზე ძალიან მომეწონა, თუმცა იყო ამის გარდა არაერთი საინტერესო ადგილები და ფრაზები. . დიახ ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განა ამას არ ვაწყდებით? საკმარისია ერთ სიტუაციაში იცოდე რა გააკეთა ერთმა ადამიანმა, რომ მიხვდე მსგავს სიტუაციაშიც მეორეც იგივეს ჩამდენია, თუმცა კი მოლოდინი და რწმენა გაქვს რომ ასე არ იქნება, რომ ასე არ შეიძლება ტყუპისცალივით ჰგავდეს ყველაფერი ერთმანეთს. სტანდარტულმა ქცევებმა ხომ შეიძლება მოსპოს ინდივიდუალიზმი. მაგრამ ამ რწმენას ხომალდივით წყალი წაიღებს თქვენი თქმისა არ იყოს და ვრჩებით ისევ სტანდართულნი ამ ცხოვრებაში. აი ნაწერი კი მართლაც ექსპერიმენტულია. - " საოცარია, როგორ ჰგვანან ზოგჯერ დემონი და ანგელოზი ერთმანეთს" აქ ვფიქრობ დემონნი და ანგელოზნი იქნებოდა სწორი. თუ ვცდები მომიტევეთ. "-ადამიანს ჰგავხარ ახლა.-გაუღიმა თბილად და მისი სახე მოიქცია ხელებში.-არ გინდა, მერილინ.-თვალის სისველე თითზე აიკრო. -მითხარი, მითხარი, რომ ადამიანები არ თენდებიან და მე აღარასდროს დავსვამ უაზრო კითხვებს. -ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან ადამიანები, მერილინ. შენ ნუ იფიქრებ. -მომიყევი, მერე რა მოხდა. -მერე?-აგდებით გაეღიმა.-შენ მატარებელში ჩაჯექი და ისე წახვედი, ხელიც არ დამიქნიე. მერე ჩვენი რწმენაც, ხომალდივით, წყალმა წაიღო. გამხმარი სისხლისა და კვამლის სუნში შვიდის ათ წუთამდე ირწეოდა საქანელა." - ეს მონაკვეთი ყველაზე ძალიან მომეწონა, თუმცა იყო ამის გარდა არაერთი საინტერესო ადგილები და ფრაზები. . დიახ ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განა ამას არ ვაწყდებით? საკმარისია ერთ სიტუაციაში იცოდე რა გააკეთა ერთმა ადამიანმა, რომ მიხვდე მსგავს სიტუაციაშიც მეორეც იგივეს ჩამდენია, თუმცა კი მოლოდინი და რწმენა გაქვს რომ ასე არ იქნება, რომ ასე არ შეიძლება ტყუპისცალივით ჰგავდეს ყველაფერი ერთმანეთს. სტანდარტულმა ქცევებმა ხომ შეიძლება მოსპოს ინდივიდუალიზმი. მაგრამ ამ რწმენას ხომალდივით წყალი წაიღებს თქვენი თქმისა არ იყოს და ვრჩებით ისევ სტანდართულნი ამ ცხოვრებაში. აი ნაწერი კი მართლაც ექსპერიმენტულია. - " საოცარია, როგორ ჰგვანან ზოგჯერ დემონი და ანგელოზი ერთმანეთს" აქ ვფიქრობ დემონნი და ანგელოზნი იქნებოდა სწორი. თუ ვცდები მომიტევეთ.
51. ძალიან კარგია და ძალიან ზუსტი. კითხვის დროს ტანზე დადიოდა. რავიცი, ძალიან კი მინდა შენიშვნა მოგცე მაგრამ არ გამომდის, მხოლოდ ერთი კორექტურა აღმოვაჩინე და იმასაც არ მიგითითებ, არ გავახარებ საკუთარ ჭიას.
რომელ ცხოველს ვგავარ ახლა?
ისე ადამიანები მეორდებიან?
ძალიან კარგია და ძალიან ზუსტი. კითხვის დროს ტანზე დადიოდა. რავიცი, ძალიან კი მინდა შენიშვნა მოგცე მაგრამ არ გამომდის, მხოლოდ ერთი კორექტურა აღმოვაჩინე და იმასაც არ მიგითითებ, არ გავახარებ საკუთარ ჭიას.
რომელ ცხოველს ვგავარ ახლა?
ისე ადამიანები მეორდებიან?
50. არ მქონდა შენი არაფერი წაკითხული.
ძალიან კარგი ხარ. +2+ არ მქონდა შენი არაფერი წაკითხული.
ძალიან კარგი ხარ. +2+
49. ეს წაკითხული მქონდა, კიდევ სიამოვნებით წავიკითხე!+5 ეს წაკითხული მქონდა, კიდევ სიამოვნებით წავიკითხე!+5
48. ნათი, რომ იცოდე, როგორ მიჭირს პროზის კითხვა მონიტორიდან, დავიწყე და ბოლომდე ვერ მოვშორდი, ძალიან ზუსტი აქცენტებია, ისეთი კარგი სტილი, ჩვეულებრივი ეპიზოდებია ერთ შეხედვით, თუმცა მხოლოდ ერთით, ძალიან ძლიერი ხარ, ისე სადად და მარტივად ახერხებ თქვა რთული, რომ იმასაც კი, ვისაც ვერ გაუგია, შეუგნია, რომ აქ რაღაც კარგი წერია და თავისებურად აღუნიშნავს. გულწრფელად ვამბობ,არავის გემოვნებას არ ვაკნინებ, მაგრამ შეუძლებელია აქ სიღრმე ვერ დაინახო, გუნებაზე არ იყვნენ მავანნი ალბათ, სარკაზმში ნუ ჩამომართმევენ კომენტართა უძღები მკითხველნი :), შენ ძალიან საინტერესო შემოქმედი ხარ და მიხარია, რომ თამამად შემიძლია გიწოდო მეგობარი 5 ნათი, რომ იცოდე, როგორ მიჭირს პროზის კითხვა მონიტორიდან, დავიწყე და ბოლომდე ვერ მოვშორდი, ძალიან ზუსტი აქცენტებია, ისეთი კარგი სტილი, ჩვეულებრივი ეპიზოდებია ერთ შეხედვით, თუმცა მხოლოდ ერთით, ძალიან ძლიერი ხარ, ისე სადად და მარტივად ახერხებ თქვა რთული, რომ იმასაც კი, ვისაც ვერ გაუგია, შეუგნია, რომ აქ რაღაც კარგი წერია და თავისებურად აღუნიშნავს. გულწრფელად ვამბობ,არავის გემოვნებას არ ვაკნინებ, მაგრამ შეუძლებელია აქ სიღრმე ვერ დაინახო, გუნებაზე არ იყვნენ მავანნი ალბათ, სარკაზმში ნუ ჩამომართმევენ კომენტართა უძღები მკითხველნი :), შენ ძალიან საინტერესო შემოქმედი ხარ და მიხარია, რომ თამამად შემიძლია გიწოდო მეგობარი 5
47. ნათ, ისე მეზარება ხოლმე პროზის კითხვა ინტერნეტში :) მართლა რაღაც დამოკიდებულებით უნდა მივუდგე, რომ თავს ვაიძულო. იმდენად მომაჯადოვე გამოფენაზე შენი დახვეწილობით, რომ გადავწყვიტე, მენახა რას წერდი და საოცარი სიმსუბუქით შემითრია, სულ აღარ დამჭირვებია "დაძალება". ბრავო! რაც შეეხება "გველს" :) გველი სიბრძნის ერთ-ერთი სიმბოლოა და რატომღაც, სწორედ დახვეწილ ქალებს მიმართავენ ხოლმე "გველო"-თი ;) ნათ, ისე მეზარება ხოლმე პროზის კითხვა ინტერნეტში :) მართლა რაღაც დამოკიდებულებით უნდა მივუდგე, რომ თავს ვაიძულო. იმდენად მომაჯადოვე გამოფენაზე შენი დახვეწილობით, რომ გადავწყვიტე, მენახა რას წერდი და საოცარი სიმსუბუქით შემითრია, სულ აღარ დამჭირვებია "დაძალება". ბრავო! რაც შეეხება "გველს" :) გველი სიბრძნის ერთ-ერთი სიმბოლოა და რატომღაც, სწორედ დახვეწილ ქალებს მიმართავენ ხოლმე "გველო"-თი ;)
46. განწყობით და სითამამით მივამსგავსე (თვალთვალის სცენას) - გოგონა ცეკვავს და მან იცის რომ ის ბიჭი უყურებს) :) განწყობით და სითამამით მივამსგავსე (თვალთვალის სცენას) - გოგონა ცეკვავს და მან იცის რომ ის ბიჭი უყურებს) :)
45. სმიტ,აი ეს შენ ჩემგან: :-*
+2 სმიტ,აი ეს შენ ჩემგან: :-*
+2
44. შეფასება: 5++++ შეფასება: 5++++
43. მმმ,იშვიათად აქ რამე მომეწონოს,კარგია! მმმ,იშვიათად აქ რამე მომეწონოს,კარგია!
42. სამაგიეროდ, რამხელა სიამოვნება მელოდება წინ?! :)) 5 ქულის და საერთოდაც, ქულების მეტი რა მაქვს:)) სამაგიეროდ, რამხელა სიამოვნება მელოდება წინ?! :)) 5 ქულის და საერთოდაც, ქულების მეტი რა მაქვს:))
41. ჯონათან ბევრი დაგიკარგავს... :) უფრო სწორედ ბევრს კარგავ თუ არ გყავს ნანახი ჯერ კიდევ.. :) ჯონათან ბევრი დაგიკარგავს... :) უფრო სწორედ ბევრს კარგავ თუ არ გყავს ნანახი ჯერ კიდევ.. :)
40. ეს გოგო ჩემთვისაც...:) მერე რა რომ , სულაც არ მინახავს, არასდროს! ეს გოგო ჩემთვისაც...:) მერე რა რომ , სულაც არ მინახავს, არასდროს!
39. ეს გოგო ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია ამ საიტზე...
და საერთოდაც ვინც პირადად იცნობს ამ ადამიანს მიხვდება, რომ ძალიან მაგარი ვინმეა...
მე სულ რაღაც ორი საათით ვნახე და მომაჯადოვა.. :)
(ნაათ...გაპიარებ არ შეიმჩნიო.. :))) :**** ეს გოგო ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია ამ საიტზე...
და საერთოდაც ვინც პირადად იცნობს ამ ადამიანს მიხვდება, რომ ძალიან მაგარი ვინმეა...
მე სულ რაღაც ორი საათით ვნახე და მომაჯადოვა.. :)
(ნაათ...გაპიარებ არ შეიმჩნიო.. :))) :****
38. კარგი გოგო ხარ შენ .. ადვილად წასაკითხი და "რეალური" .. 5! კარგი გოგო ხარ შენ .. ადვილად წასაკითხი და "რეალური" .. 5!
37. ინტერესით წავიკითხე:) რამოდენიმე ეპიზოდი ნაცნობი იყო და გამახსენა მაგ. ფილმი -ერთხელ ამერიკაში-. რაც შეეხება თხრობის სტილს და განწყობას, დიდი ალბერი ამომიტივტივდა მეხსიერებაში(ვფიქრობ, ძალიან მოგწონთ:), და რაც მთავარია საოცრად დამაჯერებლად გადმოსცემთ ამბავს, რომელიც დროში განზოგადებულია. პატივისცემით:) ინტერესით წავიკითხე:) რამოდენიმე ეპიზოდი ნაცნობი იყო და გამახსენა მაგ. ფილმი -ერთხელ ამერიკაში-. რაც შეეხება თხრობის სტილს და განწყობას, დიდი ალბერი ამომიტივტივდა მეხსიერებაში(ვფიქრობ, ძალიან მოგწონთ:), და რაც მთავარია საოცრად დამაჯერებლად გადმოსცემთ ამბავს, რომელიც დროში განზოგადებულია. პატივისცემით:)
36. ჰო, რაც შეეხება წითელ ნიშანს, მგონი, მართლა არ იყო საჭირო, ალბათ, ბავშვებს აარიდე, ტორემ ჩვენთვის ყველასთის მისაღებია, რაც წერია. მაგარი მოქნილი ენა გაქვს რა, მართლაც რომ საღოლ! (მომიტევე ჟარგონისთვის). ისეთია – წნევიანი და გემრიელი ჩასაკითხი. ჰო, რაც შეეხება წითელ ნიშანს, მგონი, მართლა არ იყო საჭირო, ალბათ, ბავშვებს აარიდე, ტორემ ჩვენთვის ყველასთის მისაღებია, რაც წერია. მაგარი მოქნილი ენა გაქვს რა, მართლაც რომ საღოლ! (მომიტევე ჟარგონისთვის). ისეთია – წნევიანი და გემრიელი ჩასაკითხი.
35. -მართალი იყავი, მერილინ. ბავშვობაში დაკარგულ გზას ვეღარასდროს პოულობენ დიდები.– ეჰ, ყველანი ხომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ? თუ ერ იპოვით, გისურვებთ, მიუახლოვდეთ მაინც და ძალიან არ დაშორდეთ. მოეწონა უმას, მართლა ძალიან მსუყე ნაწერია, ყოჩაღ, მართლა საიდან მოგაქვს ასეთი დახუმძლული, ვიტყოდი, მწიფე სტილი? მაოცებ. +++ ალბათ, ბევრი არ არის აქ შენნაირი პროზაიკოსი. -მართალი იყავი, მერილინ. ბავშვობაში დაკარგულ გზას ვეღარასდროს პოულობენ დიდები.– ეჰ, ყველანი ხომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ? თუ ერ იპოვით, გისურვებთ, მიუახლოვდეთ მაინც და ძალიან არ დაშორდეთ. მოეწონა უმას, მართლა ძალიან მსუყე ნაწერია, ყოჩაღ, მართლა საიდან მოგაქვს ასეთი დახუმძლული, ვიტყოდი, მწიფე სტილი? მაოცებ. +++ ალბათ, ბევრი არ არის აქ შენნაირი პროზაიკოსი.
34. ყველანაირ სიყვარულზე მეტია-გწამდეს!!!
ადამიანები არ თენდებიან!!!
გენიალურიაააააააააააა +++++++++++++++++++++++++++++++++++++++ ყველანაირ სიყვარულზე მეტია-გწამდეს!!!
ადამიანები არ თენდებიან!!!
გენიალურიაააააააააააა +++++++++++++++++++++++++++++++++++++++
33. როგორ მომეწონა თავფურცელი დღეს, როგორ მომეწონაა!!! როგორ მომეწონა თავფურცელი დღეს, როგორ მომეწონაა!!!
32. ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან ადამიანები. საინტერესო აღქმაა :D ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან ადამიანები. საინტერესო აღქმაა :D
31. . შენ წაიკითხე? -რა? -სტეინბეკი. -არა, დიდია. მომიყევი მერე. -ოჰ, რა აზრი აქვს ეგრე. იგივეა, რაც სექსს უყურო.
-მოდი, მშობლებზე ვილაპარაკოთ. -გინდა, ვინმეს გადააბრალო შენი ცხოვრება. -არა, სამაგისოდ ღმერთიც კმარა. უბრალოდ, ტკივილი მჭირდება წასვლამდე.
-ყველანაირ სიყვარულზე მეტია-გწამდეს.
მგონი მთელი ტექსტის ამოკოპირება დამჭირდება, რომ მივყვე ნელ-ნელა...
. შენ წაიკითხე? -რა? -სტეინბეკი. -არა, დიდია. მომიყევი მერე. -ოჰ, რა აზრი აქვს ეგრე. იგივეა, რაც სექსს უყურო.
-მოდი, მშობლებზე ვილაპარაკოთ. -გინდა, ვინმეს გადააბრალო შენი ცხოვრება. -არა, სამაგისოდ ღმერთიც კმარა. უბრალოდ, ტკივილი მჭირდება წასვლამდე.
-ყველანაირ სიყვარულზე მეტია-გწამდეს.
მგონი მთელი ტექსტის ამოკოპირება დამჭირდება, რომ მივყვე ნელ-ნელა...
30. დამსახურებული ხუთიანი მოთხრობას! ერთადერთი შენიშვნასავით მაქვს: -,,ბევრი მეც არ ვიცი. მახსოვს, რომ მაღალი იყო და ცისფერი თვალები ჰქონდა. შენ გახსოვს მამაშენი? -უფრო მაგრად. ბიჭმა უფრო მაგრად ჰკრა ხელი საქანელას"-არ აჯობებდა ,,უფრო კარგად" პირველ შემთხვევაში? ,,უფრო მაგრად" ორჯერ მეორდება და ტავტოლოგიაც აღარ იქნებოდა. პ.ს. ასი სიტყვის გასვლა ხომ უნდა მოგილოცოთ? [:))] დამსახურებული ხუთიანი მოთხრობას! ერთადერთი შენიშვნასავით მაქვს: -,,ბევრი მეც არ ვიცი. მახსოვს, რომ მაღალი იყო და ცისფერი თვალები ჰქონდა. შენ გახსოვს მამაშენი? -უფრო მაგრად. ბიჭმა უფრო მაგრად ჰკრა ხელი საქანელას"-არ აჯობებდა ,,უფრო კარგად" პირველ შემთხვევაში? ,,უფრო მაგრად" ორჯერ მეორდება და ტავტოლოგიაც აღარ იქნებოდა. პ.ს. ასი სიტყვის გასვლა ხომ უნდა მოგილოცოთ? [:))]
29. მისის სმიტ, ამას წინათ ჩავიკითხე შენი და მერვე კომენტარის ავტორის პროზა!
ინებეთ ჩემი ბუმბერაზი მოწონება! მისის სმიტ, ამას წინათ ჩავიკითხე შენი და მერვე კომენტარის ავტორის პროზა!
ინებეთ ჩემი ბუმბერაზი მოწონება!
28. მე ეს ადრე მაქვს წაკითხული, არ ვიცი სხვა ნიკით იდო, სხვა სათაური ქონდა, თუ სად იყო, შინაარსი მახსოვს. საზღვარი არ აქვს შენს ფანტაზიას! მთლიანობაში კარგია! მე ეს ადრე მაქვს წაკითხული, არ ვიცი სხვა ნიკით იდო, სხვა სათაური ქონდა, თუ სად იყო, შინაარსი მახსოვს. საზღვარი არ აქვს შენს ფანტაზიას! მთლიანობაში კარგია!
27. სექსით გამოხატული რმწენის სიკვდილი და ბავშვობის დაკრგვა. რავიცი აბა :) რაღაც არ მომეწონა იდეა. წერის სტილი კიდე გადასარვია, ოღონდ რაც წერია არ მომწონს. ნუ ერთია დიდი დიალოგები იყო და ვინ ვის ელაპარაკებოდა რთული გასარკვევი იყო. არვიცი რატომ ასოცირდება რწმენის დაკარგვა და სექსი ერთმანეთთან. როცა იტყუებით ტყუილს თუ უკეთებთ ოდესმე რწმენის დაკარგვის ასოციაციას ან ხვდებით, რომ დაკარგულია? ნუ ეს სექსი ქართველების გადაუხარშავი მცნებაა. კაცის კვლაზე დიდ ცოდვად აღიქვამენ. mrs.smith ნაწარმოებში მოხვდა, ახალი დაწერილია და იმიტომ წავიკითხე. არ მიწყინო. უბრალოდ არ მომეწონა. სექსით გამოხატული რმწენის სიკვდილი და ბავშვობის დაკრგვა. რავიცი აბა :) რაღაც არ მომეწონა იდეა. წერის სტილი კიდე გადასარვია, ოღონდ რაც წერია არ მომწონს. ნუ ერთია დიდი დიალოგები იყო და ვინ ვის ელაპარაკებოდა რთული გასარკვევი იყო. არვიცი რატომ ასოცირდება რწმენის დაკარგვა და სექსი ერთმანეთთან. როცა იტყუებით ტყუილს თუ უკეთებთ ოდესმე რწმენის დაკარგვის ასოციაციას ან ხვდებით, რომ დაკარგულია? ნუ ეს სექსი ქართველების გადაუხარშავი მცნებაა. კაცის კვლაზე დიდ ცოდვად აღიქვამენ. mrs.smith ნაწარმოებში მოხვდა, ახალი დაწერილია და იმიტომ წავიკითხე. არ მიწყინო. უბრალოდ არ მომეწონა.
26. ოხ სმიტ, მიმავიწყდა თითქოს ეს საიტი და... ფანტაზიტა :)))) ოხ სმიტ, მიმავიწყდა თითქოს ეს საიტი და... ფანტაზიტა :))))
25. უი და დამავიწყდა....მაშინრო...დამეწერა...პირველი ეპიზოდი....მალენას მაგონებს..:უ :ინლავ:.... უი და დამავიწყდა....მაშინრო...დამეწერა...პირველი ეპიზოდი....მალენას მაგონებს..:უ :ინლავ:....
23. კარგად იკითხება, ვფიქრობ, არ უნდოდა წითლით აღნიშვნა, თამამი ნაწერია, მაგრამ არა ისეთი, რომ ცენზი სწირდებოდეს. რაღაც ადგილები ოდნავ ბუნდოვანია ალბათ, ჭარბი პოეტურობა არის მიზეზი ამისა, ჩანაფიქრიც, ალბათ, ეს იყო. კარგად იკითხება, ვფიქრობ, არ უნდოდა წითლით აღნიშვნა, თამამი ნაწერია, მაგრამ არა ისეთი, რომ ცენზი სწირდებოდეს. რაღაც ადგილები ოდნავ ბუნდოვანია ალბათ, ჭარბი პოეტურობა არის მიზეზი ამისა, ჩანაფიქრიც, ალბათ, ეს იყო.
22. -არა, მე მარტო დედა მყავდა. მამაშენი ზღვაში დაიღუპა? -არა, თავის ხომალდში. -რა განსხვავებაა? -ალბათ, მაინც ექნებოდა განსხვავება მისთვის. -კარგი იქნებოდა, მამაშენი მამაჩემიც რომ ყოფილიყო. -რატომ? -მერე მეც ცისფერი თვალები გამომყვებოდა.
აქ ქალმა იგრძნო, რომ ნამდვილად, ნამდვილად შეძლებდა მისი გვამისთვის თვალების დათხრას, როგორც კატა.
-აუცილებელია, წახვიდე? -იქ მინდა, სადაც არ ვარ.
იცი, რას გავაკეთებდი სიამოვნებით? საღამოს, ლექსებით და შენი ნაწერებიდან ამოღებული ნაწყვეტებით. ულამაზესი იქნებოდა, ძალიან დახვეწილო სმით. :*
და მიცოცავდა ღამე, როგორც დრო. -არა, მე მარტო დედა მყავდა. მამაშენი ზღვაში დაიღუპა? -არა, თავის ხომალდში. -რა განსხვავებაა? -ალბათ, მაინც ექნებოდა განსხვავება მისთვის. -კარგი იქნებოდა, მამაშენი მამაჩემიც რომ ყოფილიყო. -რატომ? -მერე მეც ცისფერი თვალები გამომყვებოდა.
აქ ქალმა იგრძნო, რომ ნამდვილად, ნამდვილად შეძლებდა მისი გვამისთვის თვალების დათხრას, როგორც კატა.
-აუცილებელია, წახვიდე? -იქ მინდა, სადაც არ ვარ.
იცი, რას გავაკეთებდი სიამოვნებით? საღამოს, ლექსებით და შენი ნაწერებიდან ამოღებული ნაწყვეტებით. ულამაზესი იქნებოდა, ძალიან დახვეწილო სმით. :*
და მიცოცავდა ღამე, როგორც დრო.
21. კარგი იყო, ძალიან საინტერესო დიალოგებით...:-* მიყვარს როცა ავტორი თამამაია და თან დახვეწილი...5 თუმცა ცოტა გაშუქება არ აწყენდა ნაწერს...ალაგ-ალაგ იბინდება...:)) (კვამლისა და სისხლის სუნიო...ეს მეც უნდა ვიგრძნო მკითხველმა...მიმიხვდები შენ რასაც ვამბობ...) კარგი იყო, ძალიან საინტერესო დიალოგებით...:-* მიყვარს როცა ავტორი თამამაია და თან დახვეწილი...5 თუმცა ცოტა გაშუქება არ აწყენდა ნაწერს...ალაგ-ალაგ იბინდება...:)) (კვამლისა და სისხლის სუნიო...ეს მეც უნდა ვიგრძნო მკითხველმა...მიმიხვდები შენ რასაც ვამბობ...)
20. ისა........მერილინიმიყვარს........:უ ისა........მერილინიმიყვარს........:უ
19. რა მაგარი დიალოგებია...გავგიჟდი......ძალიან მაგარი ხარ სმიტ.....საიდან მოგაქვს ამდენი ფანტაზია და წერის ასეთი კარგი მანერა... ? :*
და ყველაზე მთავარი და კარგი რაც შენშია....... ულევი სიტყვათა მარაგი...... ეს მწერლის ყველაზე დიდი პლიუსია....
ერთ დიალოგს მოვიტან რაც ყველაზე მაგრად მომეწონა... :))))
""" -კარადიდან რვეული აიღო და გადაშალა. -წაკითხული წიგნების სიაა. -ყველაფერს იწერ, რასაც კითხულობ? -აჰა. -და რად გინდა? -რავი, ბავშვობის ჩვევაა. ძიძა გვაწერებინებდა, არ გახსოვს? -და მხოლოდ ორას სამოცი?-გაუცინა. -ორას სამოცდაერთი. სტეინბეკიც მიათვალე, ხვალ დამთავრებული მექნება.-ხელები შეიმშრალა და დიდი, წითელი ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა. -თუ დაგაცადე.-მიუახლოვდა. -აი, ახლა შენ ხარ გველი. -ჰო, ხან შენ, ხან-მე. -ერთმანეთში ვიცვლით ტყავს.-გაუღიმა, ხელი კისერზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -გაიხადე ტყავი, მერილინ.-ცალი ხელით კაბა აუწია თეძომდე, მეორეთი აიყვანა. კარგია სექსი სარეცხის მანქანაზე. """
ძალიან მაგარი ხარ სმიტ....... :) :*
მპუა........ბლაგვისგან......
რა მაგარი დიალოგებია...გავგიჟდი......ძალიან მაგარი ხარ სმიტ.....საიდან მოგაქვს ამდენი ფანტაზია და წერის ასეთი კარგი მანერა... ? :*
და ყველაზე მთავარი და კარგი რაც შენშია....... ულევი სიტყვათა მარაგი...... ეს მწერლის ყველაზე დიდი პლიუსია....
ერთ დიალოგს მოვიტან რაც ყველაზე მაგრად მომეწონა... :))))
""" -კარადიდან რვეული აიღო და გადაშალა. -წაკითხული წიგნების სიაა. -ყველაფერს იწერ, რასაც კითხულობ? -აჰა. -და რად გინდა? -რავი, ბავშვობის ჩვევაა. ძიძა გვაწერებინებდა, არ გახსოვს? -და მხოლოდ ორას სამოცი?-გაუცინა. -ორას სამოცდაერთი. სტეინბეკიც მიათვალე, ხვალ დამთავრებული მექნება.-ხელები შეიმშრალა და დიდი, წითელი ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა. -თუ დაგაცადე.-მიუახლოვდა. -აი, ახლა შენ ხარ გველი. -ჰო, ხან შენ, ხან-მე. -ერთმანეთში ვიცვლით ტყავს.-გაუღიმა, ხელი კისერზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -გაიხადე ტყავი, მერილინ.-ცალი ხელით კაბა აუწია თეძომდე, მეორეთი აიყვანა. კარგია სექსი სარეცხის მანქანაზე. """
ძალიან მაგარი ხარ სმიტ....... :) :*
მპუა........ბლაგვისგან......
18. ესეიგი:
1.****-დიახ, ადამიანები ჰგვანან ცხოველებს. კარგია, გველი თუ შემირჩიე. - ამ ფრაზაზე გამეღიმა და გამახსენდა . გაგითავისებია. (ოხ, ეს მამაკაცები ... :)))) *****-მართლა არ წაგიკითხავს?-გაუღიმა. -არა. -არასდროს გითქვამს. გინდა, მოგიყვე? -არა, ეს ისეთივე უინტერესო იქნება, როგორც სექსის ყურება. -რომელ ცხოველს ვგავარ ახლა? -ადამიანს ჰგავხარ ახლა.-გაუღიმა თბილად და მისი სახე მოიქცია ხელებში.
ეს ფრაზაც გამოვარჩიე.
2. ჯერ კიდევ ექსპერიმენტის პროცესში ხარ და ეს რათქმაუნდა ეტყობა ბოლო პერიოდში დაწერილ შენს ნაწარმოებებს.- ყველა სხვადასხვანარია. ერთფეროვანი ადამიანი არ ხარ. :) რაც შენი წერის სტილსაც ეტყობა. საინტერესოა ეს ყველაფერი უდავოდ. ვფიქრობ ამ ექსპერიმეტებს დასასრული არ ექნება და ესეც კარგია. თუმცა ეტაპობრივად ალბათ გაჩერდები - რომელიმე მიმართულებით.
3. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო ავტორი იყავი და ასე იქნება სულ.
4. რაც ამ ნაწარმოებს შეეხება, მომეწონა. აშკარად სხვანაირია ვიდრე ერთი -ორი წინა. თუმცა ისინიც ყველა თავისებურად ,,ინტერესნო " ერთადერთი ცოტა გაწელილი მომეჩვენა ეს დიალოგი. ვფიქრობ ადრე უფრო კარგად ახერხებდი შეზავებას ...:)
5. ქართულ თანამედროვე მწერლობაში შენსსავით ნაკლებად ახერხებენ ასე დახვეწილად და ლამაზად აღწერას - ინტიმური დეტალი იქნება ეს თუ რამე ამდაგვარი. რადგან რაც აქამდე წამიკითხავს ნაკლებად ან საერთოდ არ მომწონებია იაფფასიანი აღწერები ამაზე... ამ მხრივ ძალიან სპეციფიური ხარ.
6. მაინც რაღაც სხვას ვეძებ შენს ხელწერაში და იმედია ვიპოვნი, ამიტომ ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე შენს ახალ მოთხრობას.
7. მიყვარს ფრაზების დაჭერა, რასაც ხშირად ახერხებ(დი). :))
8. არ გაჩერდე . წერე და გვასიამოვნე შენი ნიჭიერებით.
9. მიყვარხარ ძალიან ძალიან :-*
ყვითელი =)) ესეიგი:
1.****-დიახ, ადამიანები ჰგვანან ცხოველებს. კარგია, გველი თუ შემირჩიე. - ამ ფრაზაზე გამეღიმა და გამახსენდა . გაგითავისებია. (ოხ, ეს მამაკაცები ... :)))) *****-მართლა არ წაგიკითხავს?-გაუღიმა. -არა. -არასდროს გითქვამს. გინდა, მოგიყვე? -არა, ეს ისეთივე უინტერესო იქნება, როგორც სექსის ყურება. -რომელ ცხოველს ვგავარ ახლა? -ადამიანს ჰგავხარ ახლა.-გაუღიმა თბილად და მისი სახე მოიქცია ხელებში.
ეს ფრაზაც გამოვარჩიე.
2. ჯერ კიდევ ექსპერიმენტის პროცესში ხარ და ეს რათქმაუნდა ეტყობა ბოლო პერიოდში დაწერილ შენს ნაწარმოებებს.- ყველა სხვადასხვანარია. ერთფეროვანი ადამიანი არ ხარ. :) რაც შენი წერის სტილსაც ეტყობა. საინტერესოა ეს ყველაფერი უდავოდ. ვფიქრობ ამ ექსპერიმეტებს დასასრული არ ექნება და ესეც კარგია. თუმცა ეტაპობრივად ალბათ გაჩერდები - რომელიმე მიმართულებით.
3. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო ავტორი იყავი და ასე იქნება სულ.
4. რაც ამ ნაწარმოებს შეეხება, მომეწონა. აშკარად სხვანაირია ვიდრე ერთი -ორი წინა. თუმცა ისინიც ყველა თავისებურად ,,ინტერესნო " ერთადერთი ცოტა გაწელილი მომეჩვენა ეს დიალოგი. ვფიქრობ ადრე უფრო კარგად ახერხებდი შეზავებას ...:)
5. ქართულ თანამედროვე მწერლობაში შენსსავით ნაკლებად ახერხებენ ასე დახვეწილად და ლამაზად აღწერას - ინტიმური დეტალი იქნება ეს თუ რამე ამდაგვარი. რადგან რაც აქამდე წამიკითხავს ნაკლებად ან საერთოდ არ მომწონებია იაფფასიანი აღწერები ამაზე... ამ მხრივ ძალიან სპეციფიური ხარ.
6. მაინც რაღაც სხვას ვეძებ შენს ხელწერაში და იმედია ვიპოვნი, ამიტომ ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე შენს ახალ მოთხრობას.
7. მიყვარს ფრაზების დაჭერა, რასაც ხშირად ახერხებ(დი). :))
8. არ გაჩერდე . წერე და გვასიამოვნე შენი ნიჭიერებით.
9. მიყვარხარ ძალიან ძალიან :-*
ყვითელი =))
17. წუხელ წავიკითხე.... რა თამამი ხარ-5 მიხარია გიცნობ:))
ჰო-სიამოვნება იყო:რომელ ცხოველს ვგავარ ახლა? -ადამიანს ჰგავხარ ახლა.-გაუღიმა თბილად და მისი სახე მოიქცია ხელებში.-არ გინდა, მერილინ.-თვალის სისველე თითზე აიკრო. -მითხარი, მითხარი, რომ ადამიანები არ თენდებიან და მე აღარასდროს დავსვამ უაზრო კითხვებს. -ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან
ბრავოს სმაილი რსებობს?? :) წუხელ წავიკითხე.... რა თამამი ხარ-5 მიხარია გიცნობ:))
ჰო-სიამოვნება იყო:რომელ ცხოველს ვგავარ ახლა? -ადამიანს ჰგავხარ ახლა.-გაუღიმა თბილად და მისი სახე მოიქცია ხელებში.-არ გინდა, მერილინ.-თვალის სისველე თითზე აიკრო. -მითხარი, მითხარი, რომ ადამიანები არ თენდებიან და მე აღარასდროს დავსვამ უაზრო კითხვებს. -ერთმანეთის მიყოლებით მეორდებიან
ბრავოს სმაილი რსებობს?? :)
15. მადლობთ :) უკვე გასვლას და დაძზინებას ვაპირებდი და ნამდვილად არ მეგონა ასეთ საინტერესო ნაწარმოებებს და ავტორს თუ აღმოვაჩენდი ამ შუაღამეზე. ეხლა სულ 2 ნაწარმოები წავიკითხე, ეს და ცარცის წრე, და დიდი სურვილი გამოჩნდა ყველაფერი წავიკითხო. აუცილებლად წავიკითხავ. ძალიან კარგია :) მადლობთ :) უკვე გასვლას და დაძზინებას ვაპირებდი და ნამდვილად არ მეგონა ასეთ საინტერესო ნაწარმოებებს და ავტორს თუ აღმოვაჩენდი ამ შუაღამეზე. ეხლა სულ 2 ნაწარმოები წავიკითხე, ეს და ცარცის წრე, და დიდი სურვილი გამოჩნდა ყველაფერი წავიკითხო. აუცილებლად წავიკითხავ. ძალიან კარგია :)
14. რაღაც მეტკინა...
ძალიან ძნელი საქმეა ჩემი ტკენა :)
ასე რომ ყოჩაღ :) რაღაც მეტკინა...
ძალიან ძნელი საქმეა ჩემი ტკენა :)
ასე რომ ყოჩაღ :)
13. სმიტ, იცი რა მომწონს ? დიალოგები გიხდება ისეთი :))) ჰო იცი რასაც ვამბობ :)
ნუ, მე პეპის სადაც ვნახულობ, ყველაფერი მიყვარს 10 -ჯერ :)))) სმიტ, იცი რა მომწონს ? დიალოგები გიხდება ისეთი :))) ჰო იცი რასაც ვამბობ :)
ნუ, მე პეპის სადაც ვნახულობ, ყველაფერი მიყვარს 10 -ჯერ :))))
12. დამსახურებული 2 ჩემგან! დამსახურებული 2 ჩემგან!
11. კარგია, მომეწონა. საინტერესოდ ყვები :)
როგორც იტყვიან ხოლმე, ლამაზი, სადა და ელეგანტურია ;) კარგია, მომეწონა. საინტერესოდ ყვები :)
როგორც იტყვიან ხოლმე, ლამაზი, სადა და ელეგანტურია ;)
10. კარგია.:) თავიდან თარგმანი მეგონა. :)
"-შენ მატარებელში ჩაჯექი და ისე წახვედი, ხელიც არ დამიქნიე. მერე ნელი ნაბიჯით გამოვუყევი გზას სახლამდე და ლტოლვილივით უარაფრო მეგონა თავი. ეზოს რომ მოვუახლოვდი, კვამლის სუნი მეცა. მერე გამახსენდა, რომ გაზაფხულია. და საქანელა აღარ ქანაობდა. მერე ღვთისმშობლის ხატი ისევ საძინებელში გადავიტანე და დავიფიცე, რომ იმ სახლში აღარასდროს მექნებოდა სექსი. მერე თაროდან ჩამოვიღე პეპი, რომელიც, სხვათაშორის, შენი ნომერ მეათე წაკითხული წიგნია, მე კი ერთხელაც არ წამიკითხავს. -მართლა არ წაგიკითხავს?-გაუღიმა. -არა."
მთელი მოთხრობის არსი. :)
პატივისცემით: ტენდი და 5 კარგია.:) თავიდან თარგმანი მეგონა. :)
"-შენ მატარებელში ჩაჯექი და ისე წახვედი, ხელიც არ დამიქნიე. მერე ნელი ნაბიჯით გამოვუყევი გზას სახლამდე და ლტოლვილივით უარაფრო მეგონა თავი. ეზოს რომ მოვუახლოვდი, კვამლის სუნი მეცა. მერე გამახსენდა, რომ გაზაფხულია. და საქანელა აღარ ქანაობდა. მერე ღვთისმშობლის ხატი ისევ საძინებელში გადავიტანე და დავიფიცე, რომ იმ სახლში აღარასდროს მექნებოდა სექსი. მერე თაროდან ჩამოვიღე პეპი, რომელიც, სხვათაშორის, შენი ნომერ მეათე წაკითხული წიგნია, მე კი ერთხელაც არ წამიკითხავს. -მართლა არ წაგიკითხავს?-გაუღიმა. -არა."
მთელი მოთხრობის არსი. :)
პატივისცემით: ტენდი და 5
8. როგორ საინტერესოდ გადაუხვიე შენი წერის სტილიდან :) მომწონს შენი ექსპერიმენტული პროზა, სმიტ :) როგორ საინტერესოდ გადაუხვიე შენი წერის სტილიდან :) მომწონს შენი ექსპერიმენტული პროზა, სმიტ :)
7. მე რომ ვამბობ უკვე კომპლიმენტია )) ხმა მაქვს ეგეთი )))))))))))))))))) მე რომ ვამბობ უკვე კომპლიმენტია )) ხმა მაქვს ეგეთი ))))))))))))))))))
6. რწმენა კარგია, მაგრამ ზოგჯერ სიცარიელე გრჩება და ვერ ხვდები, რისი უნდა გწამდეს. +2 რწმენა კარგია, მაგრამ ზოგჯერ სიცარიელე გრჩება და ვერ ხვდები, რისი უნდა გწამდეს. +2
5. სხვებიც აქვს სტეინბეკს =))
ჰო, არამხოლოდ შენ =)) (რამდენად კომპლიმენტად, ეს სხვა საქმეა) სხვებიც აქვს სტეინბეკს =))
ჰო, არამხოლოდ შენ =)) (რამდენად კომპლიმენტად, ეს სხვა საქმეა)
4. ზამთარი ჩვენი მღელვარებისა :D:D:D ოხ ეს სტეინბეკი :D
გველი. როგორ მიყვარს ამ კომპლიმენტის თქმა. )) ზამთარი ჩვენი მღელვარებისა :D:D:D ოხ ეს სტეინბეკი :D
გველი. როგორ მიყვარს ამ კომპლიმენტის თქმა. ))
3. თოლია =)
და ეს ის არ არის, რაც შენ გგონია =)) თოლია =)
და ეს ის არ არის, რაც შენ გგონია =))
2. მერილინ, მერილინ... კვამლის სუნიც იყო ახლა აქ და კვამლიც, რომელმაც ცოტა დაბინდა ეს ამბავი. მაგრამ ოდნავი ბურუსი მოუხდა კიდეც, თანაც, ნათელ მომენტებს მაინც ვერაფერი დააკლო. მერილინ, მერილინ... კვამლის სუნიც იყო ახლა აქ და კვამლიც, რომელმაც ცოტა დაბინდა ეს ამბავი. მაგრამ ოდნავი ბურუსი მოუხდა კიდეც, თანაც, ნათელ მომენტებს მაინც ვერაფერი დააკლო.
1. "-ყველანაირ სიყვარულზე მეტია-გწამდეს."
ნამდვილად ასეა. ეს ფრაზა გამოვარჩიე...
+5 "-ყველანაირ სიყვარულზე მეტია-გწამდეს."
ნამდვილად ასეა. ეს ფრაზა გამოვარჩიე...
+5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|