ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2012


მე არ გიტყდები სიყვარულში...

მე არ გიტყდები სიყვარულში ემოციურად,
უბრალოდ ფინჯანს ტკბილი სითხის დაღვრაში ვშველი...
ახლა, როდესაც შენზე ფიქრის გენოციდია,
სული, რომელიც ამოსუნთქვას ეცდება შვებით...

მე არ გიტყდები სიყვარულში, სისულელეა...
მქონდეს მიზეზი გაბუტვის ან სულაც გაქცევის,
სულაც სურვილებს ძველებურად მისრულებდე და
ოდნავ ფრანგული, ოდნავ რბილი ჩემი აქცენტით-

მე არ გიტყდები სიყვარულში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები