 | ავტორი: იველინა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 აპრილი, 2012 |
ჩვენ არ ვემახსოვრებით როგორც ჰიპები, ჩვენ არ დავრჩებით ისტორიას, ჩვენ უფლებები არ გვქონდა, ჩვენ არავის ვემახსოვრებით. წერილი იმათ ვისაც ესმით.
სკოლა დიდი თეთრი შენობა იყო. კაცმა არ იცის როდის გარემონტებული. მაშინ ამაზე უკეთესი სკოლა ვერც წარმოგვედგინა, ჩვენ ხომ უკეთესი ნანახიც არ გვქონდა. ყველაზე გამურული იატაკი რაც კი ოდესმე მინახავს. ჩვენი თაობა იყო ვინც იცოდა სირბილი ამოყრილ პარკეტიან იატაკზე და აქა-იქ წამოწვერილ ლურსმნებზე ისე რომ არ დაშავებულიყო და მხოლოდ იშვიათად თუ დაეცემოდნენ ბავშვები. თუ ვინმე ეცემოდა ისე ეცემოდა რომ ყველა გარს ეხვია დასახმარებლად ისეთ დაზიენებებს იღებდა სკოლის პარკეტზე წაქცევიდან. რამდენიმე კვირა მაინც ქონდა ხოლმე მერე სახე გალამაზებული ან კოჭი ამოგდებული ანაც სხვა რამ.
ტუალეტი? უმეტესად გაუწმენდავი. ის საზიზღარი სუნი, რითაც უხვად იყო შემკული იქაურობა, ალბათ დღემდე ყველას გვახსოვს. ნახევრად გამურული აქა-იქ მომტვრეული სარკეები. მერხები? მერხები ჩვენი ხელოვნების ნიმუშ იყო, პინკ ფლოიდიდან დაწყებული, მეტალიკით და სხვა ჯგუფების სახელებით გვქონდა გადავსებული. აქა-იქ ჩონჩხებიც გვეხატა და სხვა ბევრი რამ, ვისაც როგორი ფანტაზია ქონდა. ახლა რომ მახსენდება ასე მგონია დეპრესიული ნახატები იყო. გაკვეთილები იმდენად მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო ყველა მიყოლებით, რომ ხან მერხებზე ხატვაში, ხანაც რვეულის უკან, ხან ერთმანეთში საუბრით, წერილების გაცვლით ძვლივს გაგვყავდა ზარის დარეკივდაინ ზარის დარკევამდე. წუთებს ევლოდებოდით და პროტესტს გამოვხატავდით ერთი წუთიც მაინც თუ დააგვიანდებოდა დარეკვას. ვერ ვიტანდით სკოლას და ისინიც ვერ გვიტანდნენ ჩვენ.
რუსუდან ჭყონია რუსულის მასწავლებელი იყო. კლასში ერთი გოგო გვაყავდა, იმედა ერქვა. ახლა ვფიქრობ იმედა სპეციალურად ხომ არ დაარქვა მშობელმა, ან დაარქვა და მისი ბედი განუსაზღვა. მართლა იმედა იყო და ალბათ უკეთესი მომავლის იმედით ცოცხლობდა. კალსელები ტანსაცმელებს გადადებდნენ და ჩუმად აძევდნენ. არ უნდა შეგვემჩნია არასოდეს, რომ სხვისი გამონაცვალი ეცვა. უცნაურად იყენებდა თმებს. სულ ზევით პალმასავით იკრავდა ისეც მოკლე თმებს. და პალმა არა კარგი დასაქაჩი იყო. -იმედა ა. მოყევი ლექსი. იმედა დამორცხვით ადგებოდა და არვიცი მასწავლებელოო. კითხვაც კი არ იცოდა რუსულად არათუ ლექსის სწავლა. ხომ გითხარი ისწავლე მეთქი გამოექანებოდა რუსულის მასწავლებელი და საშინლად ურტყამდა. 30-მდე ბავშვი შიშის კანკალით ვუყურებდით როგორც ცემდა უმოწყალოდ იმედას. ოღონდ სანამ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით. იმედასავით ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო ზაქრო. ზაქროს თმები არ ქონდა იმედასავით გრძელი და სანამ მის გვარზე ჩამოვიდოდნენ ალფაბეტის მიხედვით გადაურჩებოდა ხოლმე ცემას, თუ არადა სულ არ შემოდიოდა რუსულის გაკვეთილზე. ორივე ჩვენი კლასელი მრავალშვილიანი ღარიბი ოჯახებიდან იყვნენ. სულ მათი ძმების გამონაცვალები ეცვათ და ამათი კიდე მათ პატარა და-ძმებს და დღისით ბავშვების მოვლაში ეხმარებოდნენ მშობლებს, ხან საოჯახო საქმის გაკეთებაში. მერე რომ წამოიზარდნენ მუშაობდნენ კიდეც. ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. ზაქროს და იმედას გარდა ბევრს უჭირდა კლასში, მთელს საქართველოს უჭირდა. სამაგიეროდ გაკვეთილებზე ბულკებით და ჩაის და ყავის ჭიქებით შემოდიოდნენ მასწავლებელი, როცა ჩვენ მაშინდელ 10 თეთრიან “პონჩიკებსაც” კი ვუყოფდით თანაკლასელებს, ბუფეტში ორ-ორად დავდიოდით. არავინ გვეუბნებოდა საერთოდ ესე გააკეთეთო, მაგრამ ბავშვურად კეთილები ვიყავით და სხვას თუ ჩვენზე უფრო მეტად უჭირდათ ვეხმარებოდით ისე რომ დახმარებადაც არ აღვიქვამდით ამას. “პონჩიკის” გაყოფა ჩვეულებრივი ამბავი იყო. გაკვეთილების მერე გულიც კი წასვლია რამდენიმე მოსწვალეს და მერე უკითხავთ და თურმე დილიდან არაფერი ეჭამათ და დაბალი წნევა ქონდათ, თვალებში უბნელდებოთ, თითქოს ძალა ეცლებოდათ და იქცეოდნენ. ამაში არაფერში ხელს არ უშლიდათ მასწავლებლებს მაინც ეჭამათ გაკვეთილებზე საკვები და პირგამოტენილი “აეხსნათ” გაკვეთილი, არაფერი უშლითად ხელს ეცემათ ბავშები, ფონდის ფულის ვერ გადახდის გამო სულ გარიცხვით ემუქრებოდნენ და გაურიცხვათ კიდეც სხვები და ბოლოს მე-9 კლასიდან თვითონ წავიდა სკოლიდან ზაქრო და ეს გრძელდებოდა წლები. ფონდის ფულის გამო სკოლიდან კი აკითხავდნენ მასწავლებელი ბაზარში მომუშავე მშობლებს და ამას ჩემი თვალით შევსწრებივარ. სამაგიეროდ არავის უზრუნია ოდნავ საინტერესოდ აეხსნათ ჩვენთვის გაკვეთილი, რაიმესი ინტერესი გაეღვივებინათ ჩვნეთვის, ჩვენზე ეზრუნათ, ჩვენ რომ პრობლემები გვქონდა მაშინ მოსულიყვნენ ჩვენთან, რომ რაიმე ერჩიათ, სწორი გზა ენახებინათ. სკოლის ექსკურსიებიც კი ღრეობის დონეზე დავიდა. სამჯერ ვიყავით ყვარელში ილიას სახლ-მუზეუმში. ფულს ვიხდით მგზავრობის, საჭმელის და ყველაფრისას. ჩვენზე კი არა მხოლოდ მასწავლებლებზე, ზოგჯერ ის მასწავლებლებიც მოგვყვებოდნენ, რომლებიც საერთოდ არ გვასწავლიდნენ. მასწავლებლებისთვის ცალკე ვშლიდით სუფრას, მშობლებს და ბავშვებს იქ დაჯდომა გვეკრძალებოდა, არ იყო მიღებული. ყვარელი ჩემს დიდ ღიპიან და თვალებგადმოკარლულ დირექტორს იმიტომ მოწონდა, რომ კაი საქეიფო გადახურული ადგილი ქონდა შეგულიანებული და მიდიოდა ღრეობა. კარგი ნიშანი გინდოდა და კარგად ისწავლიდი, მასწავლებლის მოქრთამვის გარეშე ვერ ეღისებოდი. კარგ 4იანს დაჯერდებოდი, მაგრამ არ გაირსებდნენ 5იანს. სწავლობდი და ვიღაცა საერთოდ არ სწავლობდა მაინც 5 ყვებოდა და შენ 4 და ყველანაირ ამბიციას და მიზნებს კლავდნენ ჩვენში. შრომის გაკვეთილებიც კი გვქონდა, ყველაზე სამარცხვინო. პროდუქტების მიტანას გვთხოვდნენ და თავად იტოვებდნენ ჩვენს გამოუყენებელ პროდუქტებსაც კი. ვითომ კარტოფილის შეწვას გვასწავლიდნენ და სხვა სისულეებს. მე შემიძლია ცხადად ვთქვა, რომ ბავშვებს გვამწარედბნენ თან ყოველთვის დამრიგებლური ტონით დააყოლებდნენ, რომ სკოლა მოგვენატრებოდა. იმ კლასიდან უმეტესობა წარუმატებელი იყო. ბევრი არ წავიდა უნივერისტეტში, ბევრი განარკომანდა, გალოთდა და არაფრის კეთებამდე დავიდა. განსაკუთრბეით იმ ბავშვებს გვქონდა ტრამვა ვისაც ოჯახშიც არეული სიტუაცია გვქონდა. ჩვენი სიმშვიდე არსად არ იყო არც სკოლაში, არც სახლში. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა. რამდენიმე ადამიანი, ვინც ვიაზრებდით რაც ხდებოდა და ვინც ვეღარ ვითმენდით ყველა რუსულის გაკვეთილზე იმედას ცემას. ვისაც გაგვიჩნდა პროტესტი. ჩვენ ცუდ და რთულ ბავშვებად მოგვნათლეს, სკოლიდან გარიცხვით გვემუქრებოდნენ, მასწავლებლის გინებისთვის, უსამართლობაზე შეპასუხებისთვის, როგორც ლალაი წ. იტყოდა ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მე არც კი მრცხვენოდა და თვალებსაც კი არ ვხრიდი და არ ვწითლდებოდი თურმე. გიორგი მ.-ს მასწავლებლისთვის ბოქლომის სროლაში დებდნენ ბრალს. თავმოყვარე ბიჭია და ვერ მოითმინა მისი გარდაცვლილი მამის, დედის და ოჯახის გინება და მიმის განსაკუთრებით, რომელიც მის გვერდით გარდაიცვალა ავტოავარიაში და დაღად დაესვა მის ცხოვრებას ეს მოვლენა. იყვნენ მორჩილებიც, რომლებაც ეს ყველაფერი აიტანეს, მაგრამ ვიყავით ჩვენც, რომლებიც გამოვხატავდით პროტესტს და ცხოვრების აზრი დავკარგეთ, ჩვენ რომლებსაც არასოდეს გვენატრება სკოლა. მხოლოდ ერთმანეთი და ჩვენი თავი უფრო ბავშვები, უფრო ოპტიმიზმით სავსე და უკეთესი მოლოდინებით აღსავსე. ჩვენ რომლებიც დაგვტოვეს ქუჩის ანაბარა. მშობლები, რომლებთაც ჩვენთვის არ ეცალა იმიტომ რომ დღე-ღამეს მუშაობაში ასწორებდნენ ან მშობლები, რომლებიც უფრო საშინელს ხდიდნენ ჩვენს უღიმღამო ცხოვრებას. მე გამოსავალი წიგნებში და დეპრესიაში ვიპოვე, გიორგიმ წამალში, ლაშამ სასმელში და ასე სხვები. ჩევნ ყველანი დავიკარგეთ, მაგრამ მე არ ვადანაშაულებ რატომ იპოვეს გამოსავალი თუნდაც წამლებში. მე ისევ ის გიო მახსოვს, კეთილი და კარგი, მაგრამ ის მასში მოკლეს. საზოგადოებამაც მოკლა. ოდნავ ფეხი თუ დაგიცდება სადმე გადაგილვლიან, დაგცინებენ და არა ფეხზე წამოგაყენებენ. სკოლის გარდა ქუჩაშიც ძალადობა გამოვიარეთ. ხან ვინ წამოგვარტყამდა ხელს ხან ვინ, ჩვენც წამოვარტყამდით მერე, ხშირად ერთმანეთსაც ვიცავდით და აი ესეთებად მოვედით. მხოლოდ ჩვენ გვახსოვს როგორები მივედით იმ თეთრ შენობაში და როგორები გამოვედით და ამიტომაც ვერ ვხედავთ ერთმანეთის ნაკლს. ჩვენ ისევ გვიყვარს ერთმანეთი, ეს ქალაქი, რომელიც ალბათ ბევრ ცუდ და კარგ დროს გამოივლის, გვიყვარს ყველა მასწალებელი, რომლებმაც ოდნავ მაინც შეასრულეს თავიანითი დაკისრებული მოვალეობა და არ არსებობს ცუდად მოვიკითხოთ და გვეზიზღება ის ყველა, რომლებმაც ბავშვობა გაგვიმწარა და მოგვპარა. ჩვენ ცუდ დროში დავიბადეთ და ჩვენი ბრალი არ არის, რომ ესეთები ვართ. გვაპატიოს ყველამ, რომ ჩვენ ვერ შევძლით ამ პირობებში ვყოფილიყავით უკეთესები. გვიყვარს და გვახსოვს ერთმანეთი სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ დაკარგული თაობა ვართ და წავალთ და გავქრებით, მაგრამ სანამ ვცხოცხოლობთ ერთმანეთი ისევ ძალიან გვიყვარს და იმედასავით იმედით ვცხოცხლობთ, რომ მომავალი იქნება უკეთესი. ჩვენი შვილები ნახავენ უკეთეს საქართველოს და უფრო ლამაზ თბილისს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კრიტიკა-პუბლიცისტიკა???
დაგემუშავებინა და მოთხრობა დაგეწერა... კეთილი რჩევა :) კრიტიკა-პუბლიცისტიკა???
დაგემუშავებინა და მოთხრობა დაგეწერა... კეთილი რჩევა :)
12. მყავს ერთი კარგი მეგობარი, იველინა ჰქვია, იმას რომ ასეთი რაღაც დაეწერა, მაწყენინებდა ალბათ. იმდენი რაღაც გაქვს ტექსტში გაუმართავი და ბუნდოვანი, რომ სერიოზულ თემებზეც კი მიჭირს სერიოზულად დაფიქრება. არ გეწყინოს, წარმატებები... მყავს ერთი კარგი მეგობარი, იველინა ჰქვია, იმას რომ ასეთი რაღაც დაეწერა, მაწყენინებდა ალბათ. იმდენი რაღაც გაქვს ტექსტში გაუმართავი და ბუნდოვანი, რომ სერიოზულ თემებზეც კი მიჭირს სერიოზულად დაფიქრება. არ გეწყინოს, წარმატებები...
11. განა გოგოს არ აქვს ფანტაზიები, უბრალოდ ეგეთი მასწავლებელი არ გყვავდა და მერეც ერთმანეთი ანუ კლასელები უფრო უყვარდებათ ხოლმე ვიდრე მასწავლებლები. ანუ გვიყვარდებოდა. განა გოგოს არ აქვს ფანტაზიები, უბრალოდ ეგეთი მასწავლებელი არ გყვავდა და მერეც ერთმანეთი ანუ კლასელები უფრო უყვარდებათ ხოლმე ვიდრე მასწავლებლები. ანუ გვიყვარდებოდა.
10. შენ უფრო კარგი ბავშვობა გქონია სერგეი :) არა ეგ ბუნებრივია, ფანტაზიების საწინააღმდეგო ახლა არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ეგეთები. ან მე არ ვიცოდი იმათ თუ ქონდათ. მე გოგო ვარ. შენ უფრო კარგი ბავშვობა გქონია სერგეი :) არა ეგ ბუნებრივია, ფანტაზიების საწინააღმდეგო ახლა არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ეგეთები. ან მე არ ვიცოდი იმათ თუ ქონდათ. მე გოგო ვარ.
9. მშვენიერია....შეიძლება რამე დავამატო ჩემი წარსულიდან?...აი მაგალითად ფანტაზიები,რომლებიც ჩემს მასწავლებლებლებთან ( ქალებთან,ვაზუსტებ,ჰმ.:))მქონდა და მათთან ერთად დასამარდა...ანუ ისინი ცოცხლები აღარ არიან და ჩემი თინეიჯერული ფანტაზიებიც მათთან ერთად დამთავრდა....:) ..თუმცა..ვერ მოგართვით!...დასასრული ეს დასაწყისია!..:) მშვენიერია....შეიძლება რამე დავამატო ჩემი წარსულიდან?...აი მაგალითად ფანტაზიები,რომლებიც ჩემს მასწავლებლებლებთან ( ქალებთან,ვაზუსტებ,ჰმ.:))მქონდა და მათთან ერთად დასამარდა...ანუ ისინი ცოცხლები აღარ არიან და ჩემი თინეიჯერული ფანტაზიებიც მათთან ერთად დამთავრდა....:) ..თუმცა..ვერ მოგართვით!...დასასრული ეს დასაწყისია!..:)
8. მოდი იმ კატეგორიაში იყოს სადაც დავწერე. დღიურში თუ მომინდება გადავიტან მერე. და არც მე დამიწერია უარყოფითი კომენტარი. და ჩანახატიც არაა კიდე ეს. არ მქონდა იმის თავი, რომ ეს ისტორია გამეცოცხლებინა და პერსონაჟების სახით დამერწერა, მაგრამ უნდა დამეწერა, იმიტომ რომ ეს თემა მტკივა. ვისაც არ უნდა არ წაიკითხავს და მორჩა. მე არასოდეს დამიწერია ქულებისთვის და არასოდეს დავწერ კიდე. მოდი იმ კატეგორიაში იყოს სადაც დავწერე. დღიურში თუ მომინდება გადავიტან მერე. და არც მე დამიწერია უარყოფითი კომენტარი. და ჩანახატიც არაა კიდე ეს. არ მქონდა იმის თავი, რომ ეს ისტორია გამეცოცხლებინა და პერსონაჟების სახით დამერწერა, მაგრამ უნდა დამეწერა, იმიტომ რომ ეს თემა მტკივა. ვისაც არ უნდა არ წაიკითხავს და მორჩა. მე არასოდეს დამიწერია ქულებისთვის და არასოდეს დავწერ კიდე.
7. ვფიქრობ უფრო დადებითი კომენტარი დაგიწერე ვიდრე უარყოფითი :)))) ხოოდა... კრიტიკა-პუბლიცისტიკა არაა ეს, დღიურია, ჩანახატის მაგვარი რაღაც. რვეულში რომ წერდნენ ხოლმე ადრე...შეიძლება ახლაც წერენ :))) ვფიქრობ უფრო დადებითი კომენტარი დაგიწერე ვიდრე უარყოფითი :)))) ხოოდა... კრიტიკა-პუბლიცისტიკა არაა ეს, დღიურია, ჩანახატის მაგვარი რაღაც. რვეულში რომ წერდნენ ხოლმე ადრე...შეიძლება ახლაც წერენ :)))
6. ენი40 - დამიჯერე ეს იყო ჩემი ბავშვობა. აი ესეთ სკოლაში გამოვაირე მე. ამაზე უარესებსაც დავწერდი რაც ხდებოდა, მაგრამ ძალიან გაიწელებოდა და ზოგადად ჩამოვწერე. ჩემს მოთხრობებსაც გადავხედე და სულ ყველა მელანქოლიური მაქვს. ამას ვერ დავწერდი მოთხორბის სახით. შეიძლება ერთხელ დავწერო და პერსონაჟები გავაცოცხლო, მაგრამ აი იმ დონეზე მტკივა ჩვენი ყველას ისტორია, რომ მიჭირს დაწერა. ვხედავ ჩემს მეგობრებს და ვიცი, რომ ჩვენ ამ სისტემამ და დრომ გვაქცია ეგეთებად. გარეუბნის ერთ-ერთი სკოლაა თბილისში. თუ გინდა პირადში მოგწერ, რომელი სკოლაც. ვხვდები რომ იმდენად მტკივა ეს სიღარიბის და უსამართლობის თემები, სანამ ბოლომდე არ ამოვიგლეჯ გულიდან სხვა თემებზე ვერ ვწერ.
ტორეტორ - რისი თქმა გინდოდა ვერ მვხვდი.
ზეუსი - რა არის აბა მითხარი? შეცდომებზე მართალი ხარ. და მადლობა მაინც. ენი40 - დამიჯერე ეს იყო ჩემი ბავშვობა. აი ესეთ სკოლაში გამოვაირე მე. ამაზე უარესებსაც დავწერდი რაც ხდებოდა, მაგრამ ძალიან გაიწელებოდა და ზოგადად ჩამოვწერე. ჩემს მოთხრობებსაც გადავხედე და სულ ყველა მელანქოლიური მაქვს. ამას ვერ დავწერდი მოთხორბის სახით. შეიძლება ერთხელ დავწერო და პერსონაჟები გავაცოცხლო, მაგრამ აი იმ დონეზე მტკივა ჩვენი ყველას ისტორია, რომ მიჭირს დაწერა. ვხედავ ჩემს მეგობრებს და ვიცი, რომ ჩვენ ამ სისტემამ და დრომ გვაქცია ეგეთებად. გარეუბნის ერთ-ერთი სკოლაა თბილისში. თუ გინდა პირადში მოგწერ, რომელი სკოლაც. ვხვდები რომ იმდენად მტკივა ეს სიღარიბის და უსამართლობის თემები, სანამ ბოლომდე არ ამოვიგლეჯ გულიდან სხვა თემებზე ვერ ვწერ.
ტორეტორ - რისი თქმა გინდოდა ვერ მვხვდი.
ზეუსი - რა არის აბა მითხარი? შეცდომებზე მართალი ხარ. და მადლობა მაინც.
5. კრიტიკა-პუბლიცისტიკა არაა ეს ნინა. გაასწორე უამრავი შეცდომა, პირდაპირ კომპიუტერში ნუ კრეფ. რაც შეეხება თემას, ეს თემა ძალიან ახლოა პირადად ჩემთან და მტკივნეული. ნუ მეტ-ნეკლებად ის ფაქტები რაც აქ წერია გამოცდილი და ნანახი მაქვს. ასე რომ ამ ამბავში პლიუსს გიწერ. მძიმე რამ გამახსენე , მაგრამ მაინც... ხო, რაც შეეხება კომენტარებს :)))))))) ენი40 : "ვინ ჩვენ?:) -------------- 22 წლის ხარ:) " პასუხიც თავად გაგიცია, ბოლოში მიმხვდარხარ. -2 წერის სტილში, +2 ამ თემის შეხსენებისთვის, ბოლოში შეფასების გარეშე გამომდის. ვერთობი :))) კრიტიკა-პუბლიცისტიკა არაა ეს ნინა. გაასწორე უამრავი შეცდომა, პირდაპირ კომპიუტერში ნუ კრეფ. რაც შეეხება თემას, ეს თემა ძალიან ახლოა პირადად ჩემთან და მტკივნეული. ნუ მეტ-ნეკლებად ის ფაქტები რაც აქ წერია გამოცდილი და ნანახი მაქვს. ასე რომ ამ ამბავში პლიუსს გიწერ. მძიმე რამ გამახსენე , მაგრამ მაინც... ხო, რაც შეეხება კომენტარებს :)))))))) ენი40 : "ვინ ჩვენ?:) -------------- 22 წლის ხარ:) " პასუხიც თავად გაგიცია, ბოლოში მიმხვდარხარ. -2 წერის სტილში, +2 ამ თემის შეხსენებისთვის, ბოლოში შეფასების გარეშე გამომდის. ვერთობი :)))
4. ეეეეეჰ... იველინ....იველინ!!!!!!!!! ................................................. ეეეეეჰ... იველინ....იველინ!!!!!!!!! .................................................
3. ჩვენ დაკარგული თაობა ვართ
ვინ ჩვენ?:) შეუძლებელია ეს ყველაფერი არ გადაიტანო და ასე იგრძნო,თან არათუ იგრძნო,არამედ მეც მაგრძნობინო არადა როგორ?:) 22 წლის ხარ:) ჩვენ დაკარგული თაობა ვართ
ვინ ჩვენ?:) შეუძლებელია ეს ყველაფერი არ გადაიტანო და ასე იგრძნო,თან არათუ იგრძნო,არამედ მეც მაგრძნობინო არადა როგორ?:) 22 წლის ხარ:)
1. არ წამიკითხავს, მარა რატომღაც ვფიქრობ სუსყლელე იქნება :) არ წამიკითხავს, მარა რატომღაც ვფიქრობ სუსყლელე იქნება :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|