ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2012


== შემძახებელს ხე გაუხმო == (ასი სიტყვა)

  საქანელაზე ზის და ... ტრიალებს.  ვარსკვლავები გარს უვლიან დედამიწას.
გასრესილი თივაქასრას სურნელი აქვს ღამეს.
თოკი იგრიხება და  საპირისპიროდ იწყებს ტრიალს. პირი იბრუნეს ვარსკვლავებმაც.
საფეთქელთან  ძარღვი  დაჰბერვია, შუბლიც დაეცვარა და ხმებზე ნადირობს ჩასაფრებული.
ჭრიჭინები და კუტკალიები  გაკლაკნილი ვიბრაციებით ტალღავენ ჰაერს.
მთვარესაც ჰქონია ცისარტყელა.
იმახსოვრებს.
იცის, ვეღარ გაჩერდება აქ.
იცის – უნდა წავიდეს.
* * *
  არასოდეს ყოფილა სახლი ასეთი ჩუმი. 
  წითელი ღვინის, პურის და კიდევ რაღაცის სუნი აქვს ოთახს.
ახლახანს ივახშმეს.
ისევ უყვირეს. დაამცირეს. ისევ ღმერთი უხსენეს და გაახსენეს, რომ პატარაა და უსუსური.
მერე?...
მერე იყო საქანელაზე რომ ჩამოჯდა ნაჯახით ხელში “პატარა” და “უსუსური”.
ისუნთქავს ჰაერს.
იმახსოვრებს... რომ ოთახს პურის, ღვინის  და მგონი,...სისხლის სუნი აქვს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები