ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2012


ერთი ფინჯანი იასამანი

მომაწოდეთ ერთი პეშვი მზე...
სიცივისაგან ხელებგაყინულს
მზეს ნუ დამამადლით...
შეხსენით ურდულები
კარ-ფანჯრებს...
მომაწოდეთ ერთი პეშვი მზე...
კამელიები ცეკვავენ რუმბას...
არ მითხრათ ახლა:
არ იციანო?
კამელიები ცეკვავენ რუმბას
და ქარს მიაქვს
მათი ყვავილების მტვერი...
– გამიმზადეთ ერთი ფინჯანი
იასამანი
და ერთი პეშვი მზე –
ხომ შეიძლება მოვითხოვო
ერთხელ კაფეში?..
უშაქროდ, ულიმონოდ,
რომ ფერი და გემო არ დაეკარგოს...
სულერთია:
რას იფიქრებენ
ან რა თვალებით შემომხედავენ...
სულერთია:
საფეთქელთან დატრიალებული თითიც –
კამელიები დაუსრულებლად ცეკვავენ რუმბას...
მე ერთი ფინჯანი იასამანი და
ერთი პეშვი მზე მინდა
მხოლოდ...
თუ სიგიჟეა,
იყოს სიგიჟე...
ვიცეკვოთ ჩვენაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები