ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2012


ჩარჩო

"ჩემი სამყარო" ჩარჩოში მოვაქციე.
უფრო სწორად, თვითონვე, თავისით  ჩაჯდა შიგ, ცოტა უკან დაიწია და  შორიდან დამენახა.

ფასანაურს გავცდით. არაგვის პირას გავჩერდით.  -მე, ქმარი ჩემი და...ორი ჩვენი  -.ბიჭი და გოგო.
აი, სწორედ აქ დავინახე, ჩარჩოში რა ლამაზად იჯდა ის,..-"ჩემი სამყარო."
ცის პატარა ჩამონაჭერი, მიწის მცირე ანათალი, არაგვის ერთი ნაწილი და ჩვენ.- ძალიან ლამაზი ტილო გამოვიდა.  მწვანე ჩარჩო ხომ ,  უხდებოდა  და უხდებოდა.
ვერავინ, ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს ყველაფერი ერთხელ გაქრება და აღარ იარსებებს.
ყველას გვაქვს ასეთი პატარა სამყაროები, რითაც ვხარობთ.  ღმერთმა ისინი ამოჭრა დიდი სამყაროდან და გვაჩუქა. ერთხელაც ამ ყველაფერს წაგვართმევს და გააქრობს?  -რა სისულელეა? მე სხვანაირად ვფიქრობ:
ჯერ  გვაძლევს ამ ყველაფერს,  მერე გვაცდის, სანამ ვისწავლით სიყვარულს, ჩვეულებრივს კი არა,  ღვთის ტოლა სიყვარულს. - ღმერთი ხომ  სიყვარულია.- და  მერე, ასე სიყვარულით სავსეებს  გადაგვიყვანს სხვა -თუ გინდათ გარდაცვალება დაარქვით და თუ გინდათ სიკვდილი-  განზომილებაში. ანუ აგვიყვანს შემდეგ საფეხურზე სიყვარულისა. იქ აღარ ვიცი, რა ფერის იქნება ცა.? არაგვი იქნება თუ არა? ჩვენ როგორები ვიქნებით?- მაგრამ  რადგანაც შემდეგი საფეხურია და თანაც სიყვარულის და თანაც ღვთის ხელი ურევია, აუცილებლად იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე  ეს არის!

აი, ჩარჩოც შეტოკდა და "სამყაროც" ამოძრავდა...
-ბიჭი არაგვში შევიდა, შევიდა კი არა და, არაგვს შეერია.
მუცელზე დაწვა, არაგვი ზედ გადასდის...გადასდის...ყოველ წამს...ასე დაუსრულებლად....
მეც მინდა არაგვთან წოლა! მოგვიანებით ჩავალ  მასთან.
-გოგო, ჯინსის მოკლე კაბით და თეთრი მაიკით, მდელოზე ამოსულ ფეხაკეცილ გვირილას გავს.
სურათებს იღებს. არ იცის, რომ თვითონაც სურათშია გამომწყვდეული.
-კაცი, მზრუნველად მაგიდას აწყობინებს.
- მე კი, ამ ყველაფერს ვიმახსოვრებ, გონებაში ვილექავ.
ვიცი, როცა  სადღაც ვიქნები, სხვაგან..., , ანუ როცა გარდავიცვლები, ეს ყველაფერი წამყვება თან,  ვიცი და რა ვქნა? თქვენი ნებაა,  ნუ დაიჯერებთ! ისე, ჩემი თუ არ გჯერათ, არაგვს ვკითხოთ.
გამეცინა...წარმოვიდგინე, როგორ წამოდგება ფეხზე, როგორ აიწევა  გრძლააად, ასწევს  უზარმაზარ ტანს და როგორ დამიქნევს თანხმობის ნიშნად.

მიყვარს არაგვი. რა ხანია მეძახის. აი, ამომწვდა კიდეც.  ფეხზე მომეფერა, მთხოვს რომ ჩავიდე.
ფრთხილად  შევედი. თვითონაც მიფრთხილდება,  შენელდა თითქოს, არ უნდა რომ წავიქცე.
ჩავედი, მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი.
მე ხომ გამიხარდა და... მას როგორ გაუხარდა?  თმებამდე მომწვდა, მეფერა ბავშვივით.
როგორ მინდოდა მასთან დარჩენა,  სულ, სამუდამოდ... 
მეც გამჭვირვალე გავხდი წყალივით, გარდავიცვალე, თუ გარდავისახე, აღარ ვიცი. 
ვიცი, ის რომ ეს სიყვარული განსხვავებული იყო , აქაურს არ გავდა, ჩვენებურს.
ამოსვლას აღარ ვაპირებდი,  "ჩემი სამყაროც" დამავიწყდა . მივხვდი, ჩარჩოდან არ უნდა გავსულიყავი.
სულ ცოტაც და ვეღარც შევძლებდი ამოსვლას. ისევ თვითონ იძალავა.
აჩქარდა , შემანჯღრია, ერთი ორჯერ გამეტებითაც გამარტყა. -გამოვფხიზლდიო. 
როგორც იქნა წვალებით ამოვედი.
მიწაზე დამიგულა თუ არა, ისევ ისე, ნაზად  მომეფერა ფეხზე.  დამემშვიდობა. 
არა სამუდამოდ კი არა, დროებით,  მასაც გაუჭირდება უჩემოდ.- ვიცი, მივხვდი ყველაფერს.
ისევ ჩარჩოში შევბრუნდი. ფიქრით - არაგვთან დავრჩი.  თვალი გადავავლე. - მიდის თავისთვის, ვითომც არაფერიაო.  როგორ გამომაგდო ? ცრელები მომაწვა, რას არ მივცემდი, ოღონდ ერთი გემრიელად მებღავლა.
აშკარად მიბღვერდა,  მომწვანო თვალებს მიბრიალებდა, -არ გაბედოოო!!! შენი ადგილი ჩარჩოშიაო, შენს სამყაროშიო. ცრემლები წამომცვივდა.-მე შენთან მინდა! უსასრულობაში... დაუსრულებლად  მინდა  ვიხეტიალო... 
ჩაეცინა ჩემს გულუბრყვილობაზე, მერე ისე შემომხედა, გული გამიჩერდა. - მიყვარხარო, მითხრა. ასეა საჭიროვო.
საცოდავად მოვიბუზე.  დავუჯერე. ჩემზე ჭკვიანია. ჩემზე ბევრი იცის და ჩემზე უკეთ იცის. - მეც მეთქი, ძლივს ამოვისლუკუნე,  და  "ც "ყელში გამეჩხირა.

არ ვიცი რა მატირებდა, ჩარჩოშიც ხომ კარგად ვიყავი?
ალბათ ის რომ  მწვანე კი იყო , მაგრამ მაინც ჩარჩო იყო.
აქვე გადვწყვიტე მომეხსნა.
ვითომ დაუშნოვდება? -არა მგონია,  ჩარჩოს ნაცვლად დიდი ცისფერი ფონი ექნება  და  ამ უსასრულო ცისფერში იქნება ჩახატული "ჩემი სამყარო". 
რა მოხდა მერე, მკვეთრად თუ აღარ ეჩანება, მე ხომ მეცოდინება?  ისედაც ჩემს მეტი, მაინც ვერავინ ამჩნევს ამ ტილოს. სამაგიეროდ დიდი სივრცე ექნება.
მაგრამ  ხომ შეიძლება დავკარგოთ ერთმანეთი?
ამხელა სივრცეში გამიჭირდება მათი მოძებნა...-ბიჭის..გოგოსი...კაცის....-ტილოც გაქრება თავისთავად.-არა არ მეთმობოდა.  უსასრულობა,  ან  ჩარჩო...- ეტყობა ერთად  არ ხერხდება.
იყოს ჯერ, არ მოვხსნი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები