ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2012


როცა საღამომდე საქმეები.................

იქნებ მზე მოგინდეს ჭრაქის ნაცვლად,
ანდა ფანჯრებს იქეთ ალპები და
შენი სურვილები მარცვალ-მარცვალ
რადგან ელექტრული ამპერია...
ხელისგულებიდან გაფრენილი-
ჭიამაიების სეზონია.
ჩვენს ქუჩებს შორის რომ ქვაფენილი
აღარ გრძელდება და ეზოიან
სახლებს ვერ შეხვდებით, შუალედებს
ავსებს სკვერები ან კაფეები
მაშინ, როცა თითქმის შუადღეა
როცა საღამომდე საქმეები.............

хочешь, солнце вместо лампы?
Хочешь за окошком Альпы?






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები