ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2012


ასე - მარტივად

ცაში გავაფრინე ისევ იმედები,
სულში ნუ ჩამხედავ - ისევ აირია.
შენ რომ ვერავისთვის ვეღარ გიმეტებდი,
სწორედ ამიტომაც რაღაცნაირია

ჩვენი სიყვარული... თუმცა, მარტივია,
ზოგჯერ მთლად მაოცებს მისი სიმარტივე.
ბოლო თვეებია, ისე გულჩვილი ვარ,
საპნის ოპერებიც, ალბათ, ამატირებს.

ენთუზიაზმისგან ისე დაცლილი ვარ,
რომ ქარს მიჰყვებიან თვითონ იმედები...
ასე - მარტივად და
ასე - გაგიჟებით
ერთ დროს ვერავისთვის ვეღარ გიმეტებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები