ნაწარმოებები



ავტორი: სარკმელი2
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2012


ჭაობის ალქაჯი( სრული ვარიანტი)

ნორა სიხარულიძე

ჭაობის ალქაჯი


    ბაღი გავაშენე სიზმარში, უცხო ყვავილებით, მშვენიერი ვარდებით-ნამდვილი ედემი. ჯიშის და წარმომავლობის გარკვევა ადამიანისა მიჭირს, ყვავილებს რას გაუგებ-საოცარი სილამაზე კი იდგა ეზოში. ჭიშკრიდან სახლამდე ეზოს ორივე მხარეს უცხო, სხვადასხვა ფერის ყვავილები და ვარდები მონაცვლეობით ჩამორიგებულიყვნენ. ფერთა სიუხვე და გამათა სიჭრელე, დილის ცვრით დანამული ფოთლები: სამოთხე!
    როგორც იქნა ვიხილე სამოთხე.
    როგორი უბრალო, მარტივი და მშვენიერი ყოფილა. გააშენებ ლამაზ ყვავილებს და თავს ედემში იგრძნობ. Lლამაზი წამი მოვპარე სიზმარს. გადის დრო და სიზმარს კვლავ ვნახულობ. ზუსტად იმავეს, არც არაფერი არ შეცვლილა- ჩემი ეზო და ყვავილები: სილამაზე, სილამაზე და ბედნიერების განცდა სილამაზის ხილვისა. ისევ გადის დრო, ალბათ, ერთი თვე, სიზმარი მეორდება. Fფოტოგრაფს კადრი რომ გაუფუჭდება და ერთ და იმავე პოზას რამდენჯერმე იღებს დაახლოებით ისეა, ყვავილები, ჩემი ეზო, სახლამდე მისასვლელი ბილიკიც კი ყვავილებითაა მორგული.   
    სამოთხე ვიხილე-თქო უკვე ვთქვი. Aარც ასე ყოფილა საქმე. Mმარტო სამოთხე არ არის  ეს: ნიშანია რაღაცის. Fფიქრი უნდა ამას, განსჯა და დაფიქრება. ვფიქრობ. ერთი დღე ვიფიქრე, ერთი თვე ვიფიქრე, ერთი წელი ვიფიქრე, როცა ფიქრის მეორე წელი დაიწყო და სიზმარი მეათეჯერ განმეორდა, ფიქრი შევწყვიტე.     
    მისით მოვიდა აზრი, როგორ მოვიდა და საიდან არ მახსოვს. Aაზრის მოსვლასთან ერთად სიზმრის ინტესივობამაც იკლო და ბოლოს დამივიწყა სიზმარმა. Gგამიხარდა.Aაზრის სისწორისთვის მიმიგნია: ნამდვილია და ჭეშმარიტი. Uადვილი დასანახი იყო. Aადამიანის ბუნებაში ჩაბუდებული დიდი ცოდვა - ამპარტავნება, არ მაძლევდა შეცნობის ნებას.Dდაინახე ის, რაც შენს ირგვლივაა, ხელით შეეხე მას, რასაც შეგიძლია ხელით მიწვდე, შეიგრძნო ის, რასაც მხოლოდ შენი სხეული თუ შეიგრძნობს. 
    მიწა! ნეშომპალიანი ბელტი ჩამეფშვნა მუჭში. თბილი ყოფილა. ჩავიცუცქე თეთრი ბლის ძირში, ბეჭით მივეყრდენი ხეს. ჭიანჭველა ამაცოცდა ხელზე. Mმიწაზე დავსვი.Mმიწა.Mმზის სხივი ჩამოცურდა ციდან და ერთადერთ ვარდს, ჩემი ეზოს მშვენებას დაადგა თავზე. Lლამაზი ყოფილა ვარდიც. ცას ავხედე-სამშვენის ქვეყნიერებისას. შავ-თეთრი ორმოები მონაცვლეობით განფენილიყო ცის კიდურზე. ცხოვრებაც ასეა, შავს ენაცვლება თეთრი, სიხარულს-მწუხარება. იქ, სადაც მე ვეძებდი, მხოლოდ შავი იყო, კიდევ რუხი ფერი, გარდამავალი შავსა და თეთრს შორის. სიხარული განცდაა წარმოსახვის, წუთიერი და დაუკმაყოფილებელი. სადაც მე ვეძებდი არ იციან სიხარული, მხოლოდ გონებას ემონებიან, გონებაა წარმართველი ცნობიერების. ცნობიერება მეტაფიზიკური აზროვნების სიღრმეების მქექავი, მაგრამ ბოლოს ვერაფრის შემცნობი. დავიღალე და ვერც ვერაფერი ვიპოვე.
    აქ არის მიწა, დავყნოსე ბელტის ნაფშვენი, სინოტივის სუნი ვიგრძენი, ისეთი შლამს რომ აუდის ნაწვიმარზე. რატომ უნდა გამოიგონო გრძნობა, ვის ჭირდება გამოგონება, როცა ცხოვრება ასე უბრალოა და მარტივი. Dდააკვირდი! ვუბრძანე თავს, მივიწყებული ინსტიქტები მოიძებნე (თუკი საერთოდ გქონია), სხვადასხვა აზრების აბსურდისაგან განთავისუფლდი, უბრალო და ჯანსაღ ადამიანებს დააკვირდი. Dდავაკვირდი. ჯერ არაფერი, სრულიად არაფერი-ამრეზით გავიხედე გვერდზე.
    რომანტიკოსი ვიყავი და ნიჰილისტი-დავწერე კიდეც. რეალისტი ვიყავი და ნიჰილისტი-წერის სურვილმა ისევ შემომიტია, ეხლა ნიჰილისტი ვარ და ისევ ნიჰილისტი, ჩემს თავში ახალი ადამიანი ავღზარდე. ვნახოთ რა გამოვა, მეც მაინტერესებს, გულგრილად ვუყურებ ფაქტებს, მხოლოდ ავღნუსხავ გონებაში და როგორც ნიჰილისტს შეფერის, იმედგაცრუებული, გულგატეხილი და ოდნავ მთვლემარე გონებით ვეჭიდები კალამს.
    ფოთოლი შევაწყვიტე ბალს, პირში გავიჩარე პაპიროსივით. შიშველ ფეხზეც ამომაცოცდა ჭიანჭველა და წვივზე მიკბინა, იქვე მივასრისე თავხედი. Gგამეცინა. საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ნიჰილისტად. Mმეც ისეთივე ვარ როგორც სხვები, მათ არ იციან რა ჭირთ, მე მივხვდი, მივხვდი და შემეშინდა. Eეს არის ადამიანის განწყობის ბოლო ზღვარი, რომელიც შევიცანი და რომელმაც შემზარა.
    -გამარჯობათ!-ქუჩიდან დამიძახეს ბავშვებმა. Aახლად გაწყობილი ანკესი ორს მხარზე გადაედო, მესამე ფლოსტების ფრატუნით მისდევდა უფროსებს. Pპატარა ხან ერთ ანკესს ჩაეჭიდებოდა, ხან მეორეს. Uუფროსებმა დაუცაცხანეს, პატარამაც შეუშვა ხელი და გაბრაზებულმა ზაფხულის ხვატისგან დარბილებულ ასფალტზე ხის ჯოხით შავი ზოლი მოხაზა. ეხლა ქუჩის განათების ბოძზე აცოცდა, იქედან დაემანჭა ბიჭებს. Aარც კი მოუხედეს უკან, პატარა ჭინკა ფეხშიშველი მირბის ცხელ ასფალტზე, ცალი ხელით ფლოსტები უჭირავს, მეორეთი პატარა ტომსიკა-ჭიებით სავსე კოლოფით.
    ვუყურებ ბავშვებს და რატომღაც ჩემი სიზმარი მახსენდება. ზოგჯერ ხდება ასე, ფიქრი იქ მოდის, სადაც ალოგიკური უფრო მეტია ვიდრე ლოგიკური. რატომ გამახსენდა სიზმარი, ბავშვებმაც რატომ ჩამოიარეს ეხლა ქუჩაში? რაღაც მენიშნა. დაგვიანებით შევაწიე ბავშვებს ’’გამარჯობა’’, არც გაუგიათ. სიგნალით ჩაიარა ლურჯმა ჯიპმა ჩემს ჭიშკართან და Bბავშვების ხმა გადაფარა.
    სახლში შემოვედი. ჩემს ოთახში ჩავიკეტე, შუქი ავანთე-მეტი ინტიმისთვის, რატომღაც ფურცელი და კალამი მოვიძებნე. Aგონება აბსოლიტურად თავისუფალია, მხოლოდ ინსტიქტები... რომანტიზმი იყო, რეალიზმიც იყო, ეხლა მხოლოდ ინსტიქტები და ცივი გონება.
    თუ ამ ღამესაც ჩემი სიზმარი ვნახე, საბოლოოდ ვირწმუნებ ნიშანს. Aარასოდეს არ ყოფილა ასე ლამაზი ჩემი სიზმარი. მთელი ეზო ყვავილებით იყო სავსე, კიბის სახელურზეც აცოცებულიყო წითელი ვარდი, სადარბაზოს კარებს სუროსავით შემოხვეოდა.Pპატარა ბიჭი გვირილების მწკრივში იდგა. რეზინის ბურთს მაღლა ისროდა და ისევ იჭერდა. შემეშინდა ფეხით არ გაეთელა ჩემი ყვავილები. დავუძახე. ბიჭი ამოძვრა გვირილებიდან, ბურთი მესროლა, დავიჭირე. Pპატარა ჭინკამ ასკინკილით ჩამოუქროლა ვარდების მწკრივს, ქრიზანთემების ჩრდილში ჩამალულ უფროსს ბიჭებს რაღაც ჩასძახა, ისინიც ამოძვრნენ ყვავილებიდან, პატარას ხელი ჩაკიდეს და...გაქრნენ.
    გამეღვიძა.
    საბოლოოდ ვირწმუნე აზრის სისწორე.
    ჩემს ერთადერთ ვარდს, გვერდითი კოკრები გამოეღო, ალბათ, ხვალ გაიშლება.
    დილის ცვარს დაეორთქლა გამომშრალი ბალახი. Bბარის პირით ამოღებული ბელტი ლოყაზე მივიდე, მაინც თბილი იყო მიწა. Bბელტი ბელტს მივუწვინე, ბადრიჯნის სუსტი ნერგი სიმძიმეს რომ არ გადაეზნიქა.
    ისევ გამახსენდა ჩემი სიზმარი, ბავშვები და თბილი მიწა.
 
                    .    .  .
 
    - გამარჯობათ. - ბიჭებმა ფეხაწყობით, დიდი ჯარისკაცული ნაბიჯებით ჩაუარეს ჭიშკარს. Kკაცს ალადასტურის ტალავერზე კიბე მიედგა, ლერწს მავთულზე ამაგრებდა, უცებ მოვარდნილ ქარს ნორჩი ყლორტი რომ არ მოეტეხა. შეატეხა ტოტი, გამეჩხრა ვენახი, პერანგის ჯიბიდან წვრილად დაჭრილი ჭინჭები ამოიღო, ყლორტი მავთულს გადაადო და ფრთხილად განასკვა. თეთრმა ჟიგულმა სიგნალ-სიგნალით ჩაიარა. Kკაცმა მხოლოდ ეხლა შეუშვა ხელი ვენახს, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა, პერანგის კალთით სახიდან ოფლი მოიწმინდა. ქუჩას გახედა. ქუჩიდან ბიჭები მოესალმნენ. Uუმცროსი ძმა ჩამორჩენოდა უფროსებს, ბავშვური სიანცით აცოცებულიყო სინათლის ბოძზე და იქედან ემანჭებოდა ბიჭებს. Uუფროსი ასაკს ახსენებდა შეყოჩებულ ბიჭს, მასზე უფრო ზორბას და მაღალს.Kკაცმა ხელი დაუქნია, ბიჭები ვერ ხედავდნენ, უკვე ლიანდაგზე მიარაკუნებდნენ გრძელ ანკესებს. წითურმა დათქარმა ზურგი შეაფხანა კიბის საყრდენს და კმაყოფილი წკმუტუნიტ მოლაზე გაწვა.Uუკანასკნელად წამოიკივლა ელმავალმა და სოფელიც დადუმდა.
    - გამარჯობათ, ბიჭებო!

     
                    თ  ე  ვ  ზ  ა  ო  ბ  ა

    რიონის შლამი, ტევრებად ჩაწყობილი დანოტიავებული ფშალები, ფრინველთა გადაფრენის დროს გაზაფხულზე და შემოდგომით გარეულ იხვებზე დაგეშილ ძაღლებთან ერთად ჭაობში ჩამალული მონადირეების სათვალთვალო, ზოგჯერ ღამის გასათევიც. Mმერე როგორი ღამე იცის რიონის ნაპირზე, სველი, ნესტი ძვალში ატანს, Dდილით შმორის სუნი აუდის მიწას. ცისკიდურს მიღწეული მზე, როცა  ძალუმად მოათბობს Gგარემოს, მხოლოდ მაშინ დაიწმინდება ჰაერი, დაჭაობებული ლოყოფოს სუნი მზის სხივებით გაიწოვება.
    რიონის ჭიუხებში დავაჟკაცდნენ ბიჭები. Aამ ჯაგნარებში დასდევდნენ იხვს და გარეულ ქათამს, რიონის სიღრმეშიც შეპარულან, მშობლებისგან მალულად რეზინის ნავით. გინახავთ რიონის ღლავი? არ გინახავთ? საოცრებაა! რომლის მსგავს ვერსად ვერ იპოვით. კითხეთ აქაურ მეთევზეებს. რიონის მდორე ტალღებზე კუდს გამეტებით მოიქნევს, წყლის ქაფს დააყენებს ირგვლივ. Dდგაფუნებს და დგაფუნებს წყალში, უძალიანდება მეთევზეს, ნავი სიმძიმისგან გადაიწონება, თევზი მოქაჩავს თოკს, მეორე მეთევზე წაეშველება პირველს, ორივე ექაჩება ნადავლს, იწილო-ბიწილო, იწილო-ბიწილო ... ანკესი ღრმად ჩასრიალდა მუცელში, კაუჭი მოედო ნაწლავებს ... და ამოქაჩეს მეთევზეებმაც, ღლავი ამოაგდეს ნავზე, ტანი დაეტია, კუდი მისრიალებს მდინარის ზედაპირზე, ლაყუჩები იტუმბავს ჟანგბადს, საბოლოოდ გაიბრძოლა თევზმა, ნავი შეტორტმანდა, ბეცი თვალები გაუშტერა ჯაგნარს და ასე თვალხილულმა დაამთავრა სიცოცხლე.
    აქ დავაჟკაცდნენ ბიჭები-რიონის შლამში, ქარშოტია მხარეში, სადაც ქარი მხოლოდ ქარი არ არის, ოჯახის წევრივითაა, დააგვიანებს - იკითხავ რატომ არ მოდისო, მოუსვლელობა გიკვირს, თორემ მოსვლა რა გასაკვირია. Mმატარებელი. Mმატარებელი როცა მოაკივლებს მთელი სოფელი ჩადუმდება, ლიანდაგების დუგდუგი ყველა ხმას გადაფარავს და სოფლის იდილიაც ჩაინაცრება რელსებზე მოსრიალე ვაგონთა გუგუნში.
    უკან ჩამორჩა უფროსებს, ჭიებით სავსე თუნუქის კოლოფი ტომსიკაში გამოკრა. ბატებმა გადმოჭრეს ქუჩა, რკალად შემოერტყნენ, ყირყიტოები წაიგრძელეს და ნისკარტი მოიმარჯვეს. Mმამალ ბატს, ყველაზე მსუქანს და ყოჩს მათ შორის, ფერდში ატაკა ანკესი.Mმეწინავეს წაბერბეცებით შეტოკდნენ მომხდურები, ბიჭმაც გაარღვია ალყა, ძმას და მეგობარს ქოშინით დაეწია.
    გავა წლები და ისევ გაახსენდება ბიჭს ეს დღე, მოწიფული კაციც ვერ გაექცევა ამ დღის მოგონებას. რიონის ჯაგნარიც ახსოვს, ანკესზე წამოგებული ღორჯოც, მატარებლის გაბმული კივილი, ქარისგან გამომშრალი ასფალტის მტვრის ბუღიც, თხმელების ვიწრო ზოლი რიონის ნაპირზე, მდინარეში შეცურებული მწვანე კორდი. ნავით ხშირად გადმოსულან იქ, კოცონზე აშიშხინებული, შამფურზე აცმული თევზით ფშალებიდან ტურები გამოუხმიათ.
    ...სირინოზი წამოიმართა წყლის ქაფისგან, შხეფები აუცეკვდა შიშველ მხრებზე, ნიმფასავით აზიდა სხეული, ცისკენ აღმართა ხელები, მზის სხივის გამოხმობა უნდოდა თითქოს, წითური თმები აელვარდა, აენთო და წითელ რკალად გადაეფარა ცას. ჩამობნელდა.  ბიჭს მოეჩვენა რომ ჩამობნელდა და მარტო დარჩა სირინოზთან, არც მზე იყო ცაზე, არც მდინარე მორაკრაკებდა ფეხებთან, ძმა და მეგობარიც კორდის სიმწვანეში ჩაკარგულიყო.
  Mმარტო დარჩა ბიჭი სირინოზთან.
    მდინარეში ჩაკიდული ანკესი ამოზიდა. შეტორტმანდა მიწა - სირინოზმა მიწაზე დაადგა ფეხი, ქარმა ჩამოუქროლა ნაპირს - კაბა გადაიცვა სირინოზმა, წვიმის წვეთები შეესხა სახეზე - სველი თმები დაიწურა.
    წინ დაუდგა - მთებს ჩამოეფარა, ფეხებთან ჩაუცუცქდა, კენჭი ისროლა წყალში. თევზები დააფრთხო. Gგაბრაზდა ბიჭი, მეთევზის თავმოყვარეობა შეელახა, როგორც მეთევზეს დასცინეს. Aანკესს მოუნაცვლა ადგილი, ისევ აღიმართა მის წინ მთები. Kკორდზე კვამლი ვიწრო ზოლად ადის ცაში, ცეცხლი დაუნთიათ ბიჭებს, კობრს ტკაცუნით ეხეთქება კანი.
    - ცოლად მომიყვანე, ნიკა.
  Qქალმა უბრძანა ცოლად მომიყვანეო და თვითონ უარყო ქალი, რომელიც სირინოზად მოეჩვენა უცებ, ეგონა მთებს ჩამოეფარა და ციდანაც კი გამოიხმო მზის სხივი. Gგოგო თავაზობს თავს და ბიჭი ანკესს უნაცვლებს ადგილს, გვიმრაზე მოისვრის აფართხალებულ თევზს, ჭიაყელას გადაწყვეტს  შუაში, კაუჭს წამოაცმევს და მდინარის სიღრმეში მოისვრის. Gგოგოს ჩააბარებს ანკესს, უბარებს, თვალი არ მოაშოროს ტივტივას, თუ წყალში ჩაყურყუმალდა, მოზიდოს და ამოაგდოს მიწაზე, თვითონ ნაჭაობარ, ნატორფალ, საქონლის ფუნისგან განაყოფიერებულ მიწაში ჭიებს დაეძებს. ღლავი ესიზმრა წუხელ, რიონის ღლავი, დახორკლილი ტანითა და წამახული ლაყუჩებით. Aარც კი ახსოვს რა უთხრა გოგომ - ღლავი, კობრი... ქაშაყიც შეიძლება, თუ მეტად არ გაუმართლა... შიშხინებს და შიშხინებს კობრი კორდზე, ბიჭს ათკილოიანი ღლავი ამოჰყავს ნაპირზე (კარგი, რვაკილოიანი იყოს), კუდზე აწვება მთელი ტანით, სიმძიმით მოაშთობს თევზს, ბედნიერი გადაწვება გულაღმა, შეყვითლებულ ხეებს დასიცხული ფოთლები მოჭკნობიათ, გავარვარებული მზე გადაცურდა ხეებს იქით, თითქოს თეთრი  კვამლი გადაეფარა ცას.
    იმ დღეს ბიჭს არც ღლავი დაუჭერია, არც კობრი, მხოლოდ სამად-სამი ქაშაყი ამოჰყვა ტივტივას. ძმამ და მეგობარმა ერთი მოზრდილი და ორი მომცრო კობრი მოინადირეს, კარგად შეატკაცუნეს გირჩების ბოლზე, სახლიდან წამოღებული ჭაჭით, შეციებულიEმჭადით, რიონის, მეგობრობის, მათი მშობლიური კუთხის - სოფლის, სადაც ყველაფერი ასე ლამაზია, - სადიდებელი შესვეს.
    - გვერდზე მიიწიე, გულქანა, სიცხეა ისედაც. - ბიჭმა მკლავზე მიკრული გოგო გვერდზე გაწია. Gგოგოც ძმას მიუჩოჩდა, თავი ჩამოადო მხარზე, ჟღალი თმები ცეცხლის ალზე აგიზგიზდა, ამზევდა და მწუხრის მზისფერი გადაეკრა.
  Bბექობზე მისრიალებდა მწვანე ხვლიკი.
    ძმას შეუხურდა სხეული, წითლად Dდაეფოთლა სახე. Mმკლავზე წაეპოტინა გულქანას, მიიზიდა გოგო, სპირტმა შეუთამამა გონება. მუდამ დუნე, უსიტყვო, მორიდებულმა ბიჭმა გულქანას ჟღალი თმები მიიზიდა, მოშიშვლებულ მუხლის თავზე მძიმედ დაეშვა  ხელი.
    -ლამაზი ხარ, გულქანა!
    კაბა ჩამოიფარა მოტიტვლებულ მუხლებზე, მალულად გადახედა ბიჭს. ბიჭი გვერდს უნაცვლებს კობრს, ძმის სითამამეზე ეცინება, გულქანას უსირცხვობაზე ბრაზდება და ჩაბჟუტულ ცეცხლს სულს უბერავს. თვალი აუწვა კვამლმა, ნაჭყეპია ხმელ ფიჩხს უმატებს, ჯოხით გამოჩიჩქნა ნაცარი, აღვივებს ჩანაცრებულ ნაკვერჩხალს. Aარ შესწრებია გულქანას და მათეს ღლაბუცს. Aარ უყვარდა ნაჭყეპიას გულქანა, მეზობლის გოგო, ლოთი მამისა და აშარი დედის ლამაზი შვილი. არც გულქანას უყვარდა მეზობელი, ეს ჯმუხი ტრაქტორისტი, გადამწვარ მაზუთში ჩამბალი ხელითა და როხროხა სიცილით. სიყვარული არ  იცოდა რა იყო, რაში ჭირდებოდა მისი ცოდნა, სიყვარული ტკივილია, უტკივილოდ უნდა იცხოვროს. Aარც არავინ უყვარს და არც არასდროს ეყვარება არავინ (ნეტავ მალე განთავისუფლდეს ლოთი მამისგან!).
    არავინ მოიხედავს მისკენ, სანამ ოჯახი სირცხვილად აკიდია ზურგზე მის სუსტ მხრებს. ეს გამურული ტრაქტორისტი და მისი მეგობრები ვერ გაუგებენ როგორ ტკივა გული გულქანას-პატარა გოგოს. Gგამდიდრებულ სოფელში სიმდიდრე მანქანებად, ძვირფასეულობად, ორსართულიან, თუნუქით დახურულ სახლებად გადაუქცევიათ. მორყეულ საძირკველზე შემდგარი მისი ოდა, ბაბუის თუ იმისი ბაბუის აშენებული, გაზაფხულზე მარწყვის  ბაღჩაში ჩადგმულ საფრთხობელას გავს გაზულუქებულ მეზობლების სახლ-კართან შედარებით.
    წითელთმიან გოგოს ამ დღის ხსოვნა ბევრჯერ შეახსენებს თავს (ჩვეულებრივი დღე, ოჯახიდან თავის დაღწევის სუსტი ცდა, მეტი არც ყოფილა არაფერი), გულუბრყვილო სიტყვები ტორნადოსავით დატრიალდა გოგოს სულში, აწმყო მომავალს გადააბა, მომავალი წარსულს დაუკავშირა. ვაშაძეების ოჯახის წარსული და მომავალი ერთმანეთში გადანასკვა გოგოდან წამოსულმა ზიზღმა, ბოღმის დიდ გუნდად მოზილა, სოფლის შარაზე გადმოაგორა ყველას დასანახად და გასაკილად. ბიჭი, უკვე დაკაცებული, წლებით დამძიმებული, პატივცემული და ყველასგან პატივსაცემი, სანიმუშო ოჯახის სანაქებო შვილი, მატერიალური და სულიერი სიმდიდრით უზრუნველყოფილი, ხშირად გაიხსენებს საბედისწერო თევზაობას: წითელთმიან გოგოს, არყისგან გამოთაყვანებულ ძმას, გამომშრალ ბალახზე წამოკოტრიალებულ ტრაქტორისტს-ბავშვობის მეგობარს ნოდარა ნაჭყეპიას, თხმელის წვერზე წამოსკუპებულ თაკარა მზეს, გვერდებდაბრაწულ კობრს, საოცნებო ღლავს, სადღაც რიონის შლამიან ფსკერზე მუცლით აკრულს.
    წყალი დაასხა ნაჭყეპიამ ნაკვერჩხალს, გვიმრის ფოთლები დააფარა ჩამქრალ კოცონს, ნასუფრალი პარკში ჩაყარა და რიონში მოისროლა.
    - მომეხმარე, მათე, შევაცუროთ ნავი.
    მდორედ მიღოღავდა რიონი, ჩქამიც არ ისმოდა არსად. ბიჭი და გულქანა ჩაჯდნენ ნავში. მძლავრად მოუსვა ნიჩაბი ბიჭმა, ოდნავ შექანდა ნავი, მარცხნივ გადაიფერდა, გოგოც ჩაცურდა, კაბა წამოეხადა, მოუშიშვლდა ბარძაყი. Kკორდიდან ეძახდნენ მათე და ნოდარა, ხელით ანიშნებდნენ, - ნიჩაბს მოუნაცვლეო პირი. მძლავრად ამოკრა ნიჩაბი ტალღებს, კინაღან ამოყირავდა ნავი, გულქანა თავუკუღმა ჩასრიალდა მის ფეხებთან, თავი წამოწია, დაძაგრულ ბიჭს თვალებში ჩახედა. ბიჭს ორივე ხელი ჩაეჭიდა ნიჩაბისთვის, დაფერდებული ნავი შესწორებულიყო, ზანტად, მაგრამ უკვე მშვიდად მიცურავდა ზედაპირზე.
  Lლურჯი თვალები მწველ, დანისლულ მზერას აფრქვევს.
  - რას მიყურებ?
  - ცოლად მომიყვანე, ნიკა!
  - შენს ლოთ მამას მიხედე.
  საბოლოოდ შეტორტმანდა ნავი, რიონის ნაპირს მიენარცხა. Gგოგო გადმოვიდა ნაპირზე. ბიჭმა ისევ შეაცურა მდინარეში, კორდზე დარჩენილი ძმისა და ნაჭყეპიას გადმოსაყვანად. წყლის ზედაპირზე ნიჩაბი რომ აადგაფუნა, მაშინ მიწვდა გოგოს ხმა, გულქანა მას კი არა, თითქოს რიონს აბარებდა აღსარებას, მდინარისკენ პირმიშვერილი, თმებაწეწილი, აცრემლებული გოგო რიონს უხმობდა მეგობრად. Uუმეგობრე, უმეგობრე რიონო! სხვა არავინ ჰყავს გულქანას, მარტოა გულქანა, არავის უყვარს და არც მას უყვარს არავინ. შეიბრალე რიონო, გულქანა, ეს ლამაზი, მარტოსული გოგო. Gგაზულუქებულმა, ამპარტავანმა, სანაქებო მშობლების ტუტუცმა შვილმა დაამცირა გოგო - ლოთი მამის და აშარი დედის შვილი. ცრემლები შეიმშრალე გულქანა, მხოლოდ რიონს გაანდე საიდუმლო, ეს სიტყვები აზღვევინე ტუტუც ბიჭს, შენი ტიტველი ბარძაყი პირველად მას დაანახე, არც კი ჩამოიფარე კაბა, მისი თვალებისთვის გინდოდა ხორცის სიშიშვლე, ამ თავქარიანი ბიჭის სველ სხეულს წაეპოტინე პირველად. Mმან კი... არ იტირო, გულქანა, რიონი შეგიფარებს, რიონი დაგიცავს, მოდი და ყოველ ღამე უთხარი მდინარეს გულისნადები ( (მხოლოდ ღამე, დღე არავის არ დაანახო თქვენი საიდუმლო), ინანებს ბიჭი და მთელი მისი მუცელამოყორილი, მაძღარი ოჯახი. Fფული ექნება გულქანას, სამკაულები ექნება, ლამაზი სახლი, ოჯახი ექნება და კიდევ...  ვერავინ ვერ წამოაძახებს ლოთ მამას.
    - შენს ძმას გავყვები ცოლად!


                       
                      .  .  .


    მძაგე სუნი იდგა ქოხში. Mმარსელის კრამიტი ალაგ-ალაგ შელახულიყო, ხშირი წვიმებისგან ჩამომპალი ქილიშები დაიბრიცა, ჭერისკენ ჩამოიწია, ხავსიც მოიდო. ბუხარში გამავალი საკვამურიდან ზამთარ-ზაფხულ კვამლი ამოდიოდა. Mმსხვილი ჯირკის ტკაცუნისა და სხვადასხვა ბალახბულახის ნახარშისაგან ქოხის კედლები დანესტილიყო, ზოგან მურის, ზოგან მომწვანო-მოიისფრო გამა ერთმანეთში გადასული ამოუცნობი ფერწერული ნამუშევრის განცდას ტოვებდა. ერთგან გამურული ხელი მიეხატა მოხუცს, ჭაობიდან შემოპარული კოღო თუ მიასრისა. სქელი ჯაჭვით ჩამოეკიდა დიდი, გაჭვარტლული კარდალი ბუხარში, ლაფერათი დროდადრო ურევდა ნეგოს ნახარშს, გამხმარი მატიტელას ფესვები ჩაამატა, მრავალძარღვას ფესვები როდონში ჩანაყა, გამოწურა. Mწვანე სითხე ქილაში გადაასხა. ცეცხლიდან ჩამოდგა კარდალი, ნაკვერცხალზე კეცი გადაადო, შქერის ფოთლები ჩააფინა, ცომი ხელში მოაგუნდავა და გახურებულ კეცზე დაატყეპა, ზემოდანაც ნაკვერჩხალი მოაყარა.
    ნახარშს მიუბრუნდა მოხუცი. შესაგრილებლად დიდ ჯამში გადმოასხა, დაიორთქლა ქოხის კედლები და ერთადერთი ფანჯარა. Kკარი შეაღო, მძაგე სუნი ქოხიდან გაიჭრა, ჭაობს მოედო, ფშალები გაჰკვეთა, სოფლის განაპირას, სულ ბოლო სახლის ოთახებშიც შეიჭრა. Kკარები გამოკეტეს მეზობლებმა - კუდიანი ხარშავდა ჯადოქრობის წამალს, ვიღაცის ოჯახში ქმარს გადაყვარებოდა ცოლი, დედამთილს შეძულებოდა რძალი, რძალს ორივე ერთად და კუდიანიც ხარშავდა და ხარშავდა ბალახებს, ადამიანთა ცოდვებს, დაუოკებელ სურვილებს თუჯის ქვაბში ათუხთუხებდა. ჭაობის პირას, განცალკავებულ ქოხში გამოკეტილი დედაბერი მეზობლებს ერიდებოდა. იცოდა, თვითონ იყო საჭირო მათვის, სიმაძღრემ შური იცის, თვითონ არც მაძღარი იყო, არც მშიერი, ეს მიწური და მცენარეთა გამხმარი ფესვები სიმდიდრეზე მეტი, ძალა იყო მისი ცხოვრების. მალულად მოიპარებოდნენ მეზობლები დედაბერთან, ერთმანეთზე გადამტერებულნი, ბოღმით და სიძულვილით სავსენი, გადიდებული ღვიძლის თუ კომბოსტოსავით თავმომრგვალებული ბუასილის საწამლოდ დარცხვენილნი გადააბიჯებდნენ გვერდზე გადაფერდებული ქოხის ზღურბლს. ჩაეცინება დედაბერს, დაჭირდათ იგი: ჯადოქარი, კუდიანი, მისანი... ვინაც სიცოცხლის მარადიულობის საიდუმლოს მიაგნო, ვისაც სიკვდილის გამოხმობა შეუძლია. ეშინოდნენ უბედურებს, არც იციან რა არის ცხოვრება, ვერ გამოიხმობენ ტურებს ჯაგნარიდან, ვერ ჩააჩუმებენ აბობოქრებულ რიონს, არც სიცოცხლე იციან რა არის და სიკვდილს როგორ შეიცნობენ? Mმისი ეშინიათ საცოდავებს, გამაძღარ ხალხს. მძაგე სუნი ყნოსვას უხშობს დედაბრის ქოხში ფეხშედგმულთ, ბეწვშეტრუსული კატა მიაკნავლებს სტუმარს, ფეხზე აცოცებას ლამობს. სტუმარი ხელს შეაშველებს მაგიდას, მტვრის სქელი გროვა აყვება ხელისგულს. ჩაიცინებს დედაბერი, გამოიხმობს ათასგვარ ღმერთს, ნამდვილს, გამოგონილს თუ მის საკუთარს. ცხელი ნაყენი ბუყბუყით ჩადის მეზობლის გულმუცელში. Bბუტბუტებს დედაბერი , თავზე ადებს ბებრულ ხელს, შუბლზე ნახშირით ჯვარი გამოყავს, გულზე ჩამოკიდებს შენალოცს. Fფურცელზე ჩამოწერს გაუგებარ სიტყვებს გაუგებარი ასოებით, ბუხარში შეაგდებს ნაჯღაბნს, მეზობელიც გადაემხობა ცეცხლს და ისრუტავს მისი თუ სხვისი ბედის, ბედნიერების, უბედობის, სიყვარულის, სიძულვილის, სიცოცხლის, სიკვდილის, მარადიული ბრძოლის ფარულ მიქსტურას. ჩაიხითხითებს დედაბერი. ჯადოსგან გამოლოცილი მეზობელი ტოვებს ქოხს. ბაყაყებმა ამოყვეს გუბურიდან თავი, სადღაც შორს, სოფლის მეორე მხარეს მოაკივლა ელმავალმა.Mმეზობლის ბავშვმა შემოაღო კარი, ჯვალოს ტომარას უხმოდ დებს მაგიდაზე. დედაბერი თავს აბრუნებს მხოლოდ, ნახარშებში ორივე ხელი ჩაუყვია და ქვაბის ფსკერზე დაეძებს ცხოვრების საწყის, მარადიულობის წამალს, ძალას მარტოობასთან შესაბრძოლებელს. იპოვა. Mმუქი, ერთმანეთში ჩახლართული მასა მუჭში მოიქცია, გამოწურა, წვენი შეაგროვა ბოთლში.
    - სამჯერ დალიოს დედაშენმა უზმოზე...  თქვენც მოისვენებთ და თვითონაც.
    ბავშვი მიდის. ტახტზე წამოწვა კმაყოფილი, ფეხებთან ამძუებული კატა მიუწვა, ხვადის საძებრად რამდენიმე დღით დაკარგული, ვნებადამცხრალი, ბალანშელანძღული და მუცელგამობერილი. სითბო იგრძნო, მუდამ გამოციებული ბებრული ძვლები შეუთბა. ნაკვერცხალიც მიინავლა ბუხარში, ოთახში ჩამობნელდა. ჩაეძინა.
    ძილში შეტოკდა. მიძინებულ კატას ლაჯებში ამოარტყა, კატამ გაიზმორა, ტახტიდან მაგიდაზე გადახტა, კარების დვიროში ჩამდგარ გამჭოლ ლანდს მიაკნავლა. Gგარედ შებინდებულიყო, ჭაობიდან მონაბერი სუსტი ქარი ქოხის ჭუჭრუტანებში ატანდა.
    - ცაცხა! - შეუძახა კატას, ჩუქურთმებით მოოჭვილ ტახტის რიკულებზე ახტა და ზედ წამოსკუპტა.
    - მიაუ, მიაუ, - გამბით მიაკნავლა, კარებში ჩამდგარ ჩრდილს ბეცი თვალები გაუშტერა.
    ჩრდილი ოთახის სიღრმეში შემოვიდა, ქვაბში ჩახარშულ მცენარეთა ნაზავს ფეხი გაკრა, ბლანტი სითხე ოთახში მიმოიქცა. შეშინებულმა წამოიკივლა, შეტორტმანდა და მაგიდას ზედ გადაემხო. შეფხიზლდა მოხუცი, მეზობლის ბავშვი ეგონა ისევ, შეუცაცხანა კატას, ტახტზე გვერდი მოინაცვლა, არც შეუხედავს ჩრდილისთვის ისე გასძახა.
    - დედაშენმა გამოგაგზავნა, ბიჭო?
  Mმაგიდიდან ჯამი გადმოვარდა, სითხე საწოლთან შეგუბდა. Kკატა მკერდზე დაახტა მოხუცს, კლანჭები გულისპირზე ჩაასო და მიეკრა. Mმიაყურა მოხუცმა: ხშირი სუნთქვა ისმოდა - ადამიანი იყო, კაცი თუ ქალი, ვიღაცას დაჭირვებოდა მოხუცი, დაორთქლილ, გაჭვარტლულ ქოხში, სადაც ჩამომდგარი საღამოს შემპარავი ათინათი ბჟუტავდა, სულიერი შემოპარულიყო.
    - რომელი ხარ? - საბოლოოდ შეფხიზლდა, ხელი მოიჩრდილა, ლანდს დააკვირდა. შეიცნო, - ქოხში სუსტად ბჟუტავდა დღის სინათლე, მაგრამ მაინც შეიცნო ლანდი.Gგაუკვირდა, არ ჩაუცინია თავისებურად, მზაკვრული კმაყოფილებაც არ უგრძვნია. დამფრთხალი ლანდი, მაგიდის კიდეს ორივე ხელით ჩაფრენილი, მისი ახალგაზრდობის სახე იყო, მივიწყებული ოჯახის მსგავსება, ხავსმოკიდებული მოგონებების კიდობნიდან სუსტად მომზირალი წარსული. ზოგჯერ შეგეხმიანება, შეგანჯღრევს, თავს შეგახსენებს და კვლავ დაიკარგება, ვითომც არც ყოფილა წარსული, ოჯახსაც არ ჰრქმევია ოჯახი.
  Lლანდი ოთახის შუაგულში იდგა, სინათლის სუსტი სხივი თავზე დიადემასავით შემოეჭდო.
    - შენ ხარ, გულქანა? - გაუკვირდა დედაბერს წარსულის დანახვა, დიდი ხანია მისი ქოხის ზღურბლზე არ შემოუბიჯებია ხსოვნას ოჯახისა, სადღაც შეინახა გულის სიღრმეში, მიმალა და მიაჩუმათა. წითელი თმები ანათებდა ქოხს, დედაბერიც ჩიფჩიფებდა თავისთვის, ჯადოქრობის ლოცვებს კითხულობსო თითქოს.
    - ტერეზიას გოგო არ ხარ შენ, გულქანა?
    Oოდნავ შეირხა ლანდი, ბიჯგი წამოდგა წინ, კარის ღრიჯო საწყალობლად აწრიპინდა, ზენა ქარი უბერავდა შექანებული კედლის ჭუჭრუტანებიდან, მიმქრალ ნაკვერჩხალს აღვივებდა.
    - მე ვარ, ბებია.
    არ შემცდარა დედაბერი-იცნო წარსული.
    გოგო წინ დაუდგა ბებიას, ოდესღაც გარიყა მისი ცხოოვრებიდან, ისევე წყევლიდა, როგორც ლოთ მამას, შემაგინებელს და სახელის გამტეხს მისი ახალგაზრდობის.
    ხელის ფათურით მოძებნა დედაბერმა კედელზე ჩამრთველი. განათებულ ოთახში კარგად დააკვირდა გოგოს. Gგულქანა! Mმისი პატარა გულქანა. ტერეზიამაც არ იცის როგორ ძვირფასია ეს გოგო მისთვის, - ნამზეური პატარა ყელი და დაჭორფლილი პაჭუა ცხვირი. Eელოდა დედაბერი როდის მოვიდოდა გოგო მასთან, იცის რატომაც მოვიდა, შეიძლება თვითონ გოგომაც არ იცის ეს. ცხელმა გულმა მოიყვანა აქ, ბებიასთან, რომლის აღიარებაც არ სურდა არაფრით, ტერეზიას, დედამისის ერთადერთ დეიდასთან.
    ცაცხა კატა, შენც ჩადექი ქარო! Mმოდი გულქანა, რაღაც გაგიჭირდა და გაგახსენდა უარყოფილი ბებია. სალბუნად დაედება შენს ტკივილს დედაბერი, მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის გამოხმობა კი არა, სულის დაამებაც შეუძლია. Gგტკივა გულქანა?Gგიწამლებს ბებია.Gგცივა? დაგათბობს და ჩაგთბუნავს, მწყურვალს დაგაწყრულებს. Eგელოდებოდა დედაბერი მისი წარმავალი ჯიშის ნაშიერს, ლამაზ, დაჭორფლილ გოგოს. ტრიფოლიანტის ბარდებით შემოჯარულ ქოხში დიდი ხანია არ მოუკითხავს წარსულს, მოხუცი ბებია შორიდან შეხაროდა გოგოს, იცოდა მოვიდოდა, ელოდა და მოვიდა კიდეც. როცა სამზეურზე, მეზობლის ჭირში ნახა პირველად, პირკეტი ეცა, - წრსულს გამოუხმია აჩრდილი ახალგაზრდობისა, მიხვდა,  მისი ჩამჯდარი სისხლი გოგოს ძარღვებს მოითარეშებს ძლიერად.
    Mმოდი გულქანა, გელოდება ბებიაშენის ცივი საუფლო.
    - დამეხმარე, ბებია, დაალევინე შენი ბალახები მამაჩემს.
  Mმშობლის სიკვდილი მასაც არ უნატრია, რამდენი ოჯახი დაუნგრევია, რამდენიც შეუდუღებია, ავადმყოფიც მოუკეთებია, ჯანმრთელიც გაუსტუმრებია მოუსავლეთში, მაგრამ მშობლის სიკვდილი არ უნატრია მოხუცს. თვალებში ჩახედა გოგოს.
    - მამის სიკვდილს მთხოვ, გულქანა? Dდიდი ცოდვაა ეს.
  Aარც შეტოკებულა გოგო, თითქოს დარდს გაექვავებინოს, მუმიად ქცეულიყო მისი სხეული.
    - ცოდვა? რომელი ცოდვა. საცოდავი მე ვარ, ცხოვრება დამინგრია, არავის არ ვუყვარვარ, ყველა დამცინის, ლოთ მამას მაყვედრიან. რით ვარ სხვაზე ნაკლები, რით? ... მოკვდეს... მოკვდეს და გავთავისუფლდები მისგან. დედაჩემს, ტერეზიასაც, სძულს. ბებია, დაგვეხმარე,  დაალევინე შენი ნაყენი.
    სუსტი ძაფითაა ადამიანის ბედი ნაკერი, - ბებრული გონება ფიქრობდა ასე, - სხვა მაინც მოარღვევს სუსტად გალამბულს, ცხოვრებას მოარღვევს შენსას. Aარარაიდან წამოიშლება ფიქრი უკეთური: სხვისი ბედის ძაფი ხელზე დაიხვიო, წარუვალი რწმენა სხვისი ბედის განგებისა. Eერთის სიცოცხლე ტანჯვაა მეორესთვის, თუნდაც ეს მეორე შვილი იყოს მისთვის. წარსულის ლანდი მივიწყებული: სისხლის ცოდვა მაინ არ ყოფილა იქ.
    - მშობლის სიკვდილს ნუ მთხოვ, გულქანა, ამისთვის მოდი ჩემთან? Mმეგონა გაგახსენდა ბებია, სინდისმა შეაწუხა დედაშენი. ტერეზიას გამოგზავნილი არ ხარ შენ, სულელია ტერეზია, თორემ ბოროტი არ არის. ჩემი ჯილაგის ხარ, შენს თვალებში წავიკითხე ეს. სიძულვილი შეგიძლია, გულქანა, სიძულვილი. Aამ გრძნობის გეშინოდეს... ჩამოღამდა უკვე, ტურები გამოვა ჭალებში... კეციის მჭადს ავკრეფ და ვჭამოთ, წადი მერე. - განჯინიდან ყველი გამოიღო, თეთრი სუფრა გადააფარა მაგიდას. Gგულქანა არ იძვროდა, თითქოს ვერც გრძნობდა დედაბრის ფუსფუსს.
    გამეტებით ეხეთქებოდა ქარი კარებს, სინათლე წარეტაცა ლუსკუმს. Bბუხარი შეანთო დედაბერმა, უფრო განათდა ოთახი. სადღაც მეზობლის ძაღლმა შეუყეფა მთვარეს.
  Q ქარმა ჯაგნარში დაისისინა, კარებს მოასკდა, ქოხში შემოვარდა.
    - ბებია! - შეშინებულმა გოგომ დედაბერს ხელები მოხვია, მკერდზე მიეკრა.
    - შეგეშინდა, გულქანა?
    - ბებია!
  Kკატა კუდის ქიცინით ჩადგა მათ შორის, დედაბერს ფეხზე ააცოცდა. გოგომM უკან დაიწია. Dდედაბერმა აჭრიალებული კარი მიხურა, მსხვილი ჯაჭვი მოზიდა, სოლზე ჩამოაცვა.
  Dდამტვერილი სკამი მიაჩოჩა გოგოსკენ, კაბის ბოლოთი გადაწმინდა მტვერი. Aარ განძრეულა გულქანა, ამოჩემებულ წერტილს დაჟინებით მიშტერებოდა, გოროზი სახე ზიზღს დაებრიცა.
    - მამაჩემი მინდა მოკვდეს.
    წელში გაიმართა დედაბერი. Aარ უმტყუნია ალღოს, ამ გოგოში იცნო ჯიში, ზიზღიც მისებურად შეუძლია და სიყვარულიც, ვაი მას ვინც შეეწინააღმდეგება მის უტეხ სურვილს, ყველას წალეკავს და მოაშთობს.  Dდედაბრის გაუხედნელი სისხლი მოშლიგინებს მამის სიკვდილს დანატრებული გოგოს სხეულში.
  Gგოგო უხმოდ ტიროდა.
    ძარღვი შეუტოკდა დედაბერს, თითქოს წარსული შექანდა და ძირს დაენარცხა.
    - რა დაგემართა, გულქანა?
  Aაზლუქუნდა გოგო, მოთქმით ამოუშვა ტკივილი გულიდან. რაღაც გაახსენდა დედაბერს, ისევ შეუტოკდა ძარღვი. Aახალგაზრდობის აჩრდილმა ოთახში გაირბინა, საკვამურის ვიწრო ყელში ჩაინთქა.
    შეაჟრჟოლა. Gგულქანა მკერდზე ეკვროდა, შვილიშვილის დაჭორფლილი სახე ხელებში მოიქცია, პატარა გოგოს აჩრდილი თვალებში ამოიცნო, წეღან რომ გაძვრა საკვამურიდან. თავსაფარი მოიშორა. ნაკვერჩხალი უსაშველოდ აგიზგიზდა, გოგოს თვალებზე წითლად გადაეფარა ლანდი. მოიჩრდილა, ეგონა დაბრმავდა ,ისე ძლიერად ინათა ოთახში.
    თვალები მოიფშვნიტა, შეპარვით გაახილა, იმწამსვე დახუჭა.
    დიდხარს ვერ დაიბრმავებდა თავს, დამალული საცნაური გამხდარიყო უკვე. წითელი დალალები ზვირთებად ეყარა დედაბერს მხრებზე. თეთრი ძაფები უღრან ტყეში შეპარული ათინათივით ბჟუტავდა უცნაურად ახალგაზრდული წითელი თმების ტევრში. თმების სიმძიმეს გვერდზე გადაეზნიქა ოდნავ. მაშათი გადაქექა ნაკვერჩხალი, ნახშირით ჯვარი გადასახა გოგოს, ჩაიბუტბუტა თავისებურად, მოზრდილი კულული დანით მოიჭრა, ცეცხლში შეაგდო. ცეცხლი აალდა, ტრუსის სუნი დადგა ქოხში.
    ცეცხლო მომეცი ძალა, ჩაანაცრე, ჩაანაცრე ყოველი მტერი და უხიაგი. ალაბათური, ბალაბათური, აქეთური, იქეთური.
    ცეცხლი მტარვალს, ძალა მე!
    ცეცხლი მტარვალს, ძალა მე!
  G გოგოს თმებს წაეტანა, ცეცხლის პირმა შთანთქა გულქანას დალალი.
    ცეცხლი მტარვალს, ძალა გულქანას!
    ცეცხლი მტარვალს, ძალა გულქანას!
    უკეთურნო, უდღეურნო, მუხთალნო! შემოდით ჩემში, ძალა გინდათ? მიიღებთ ძალას, ცეცხლი გინდათ მიიღებთ ცეცხლს, მიწა გინდათ მიიღებთ მიწას.
    გშთანთქას ქვესკნელმა!
    ალაბათური, ბალაბათური, აქეთური, იქეთური.
    სიკვდილი მტარვალს, სიცოცხლე მე.
    სიკვდილი მტარვალს, სიცოცხლე მე!
  Dდარდმა არ წაგაქციოს, გულქანა. Gგეგონა მოხუცდა ბებიაშენი, როგორც სხეული მომეჩვარა, გულიც ასევე დამიძაბუნდა. Mმე მგავხარ, გულქანა, ჩემი ძალაა შენში. ბალღამმა არ დაგიმონოს, დარდს არ დააკვნეტინო გული. Gგჯეროდეს, გულქანა... და გწამდეს.Gგახსოვდეს, ჩემი სისხლი გადმოვიდა შენში, ტერეზიას ჯაგლაგი სხეული გამოტოვა და შენში გადმოვიდა პირდაპირ.
  როცა რწმენას დაკარგავ შენს წითელ თმებშიც გაჩნდება თეთრი ძაფი.
  ალაბათური, ბალაბათური, აქეთური, იქეთური.
  კაეშანი მტარვალს, რწმენა მე!
  კაეშანი მტარვალს, რწმენა გულქანას!
  ძაღლების ყეფა და ტურების კივილი მიაცილებდა გოგოს შემრგვალებული მთვარით განათებულ ვიწრო შუკაში.
  ჭიშკარს მოაწყდა მეზობლის ნაგაზი, მსხვილი ჯაჭვის აწყვეტას ცდილობდა, ყეფა-ყეფით გააცილა სიბნელეში გოგოს აშოლტილი სხეული. შედგა გულქანა, უკან მოუხედა ძაღლს, გამეტებით ჩააშტერდა თვალებში. ძაღლმა საწყალობლად დაიწკმუტუნა, წკმუტუნ-წკმუტუნით ღობესთან ჩაცუცქდა.
  წელში გაიმართა გოგო, დედაბერივით ჩაიხითხითა, თავი მოიქნია და ჟღალი თმები მხრებზე მათრახივით შემოიბერტყა.

O       
ო  ჯ  ა  ხ  ი
 
    მართლაც ოჯახი ერქვა ამ ოჯახს. წინსართი ოო! აღფრთოვანების გამოსახატავად ბევრჯერ გამოუყენებიათ ნიკოლოზ ვაშაძის ოჯახის დასახასიათებლად. სიტყვა ,,ჯახი’’ არაფრით მიესადაგებოდა თითქოსდა მშვიდ, ჰარმონიულ, მაგრამ მოძრავი, ურთიერთმოყვარული ადამიანებისგან შემდგარ ოჯახს. სოფელში პირველი, რაიონში პირველი თუ არა მესამე მაინც, ყველასგან დაფასებული, პროვინციის კვალობაზე განუსაზღვრელი ავტორიტეტის მქონე, განსწავლული, დიდად მცოდნე თავისი საქმის, პრესტიჟული საწარმოს გონიერი მმართველი. სარფიანი სამსახური დაეტყო მის ოჯახს: სახლი, ეზო-ბაღი, მანქანა, ფუფუნების აუცილებელი საგნები პატივცემულმა ოჯახის თავმა მეურნე დიასახლისის დახმარებით ჩუმად, უხმაუროდ მოაგროვა. სიტყვა ,,შურის’’ მნიშვნელობა კარგად ესმოდა ნიკოლოზ ვაშაძეს და ისიც ფრთხილად, უხმაუროდ, ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობდა მის სამწყოსს. სანამ ცხოვრება საათივით აწყობილი იყო, საწარმო მოგებას მოგებაზე იძლეოდა, როცა ცხოვრება გართულდა, ძველიც დაინგრა და არც ახლის აშენებას დაადგა საშველი, მართალია ცოტათი წაიფორხილა, მაგრამ ბიზნესის უტყუარმა ალღომ, ფულის ყადრმა, საქმის სიყვარულმა ნიკოლოზ ვაშაძის ოჯახი ახალ დროებას მოარგო, ახლებურად გარდაქმნა, ჯახი სწორედ დროებასთან მოუწია. M მაინც წამოიმართა, მხრები გაშალა ახალი დროის მეწარმემ, ბიზნესმენმა და მეცენატმა.
    ფუფუნება არ იყო ის, რასაც ამ ოჯახში ნახავდით, უფრო აუცილებლობა, ვიდრე ფუფუნება. წიგნიერმა ოჯახის თავმა კარგად იცოდა რასაც ნიშნავდა Fფუფუნება: წიგნი თაროზე, წიგნი მაგიდაზე, წიგნი საწოლზე, წიგნი ყველგან, ყველგან... ყველაზე ძვირფასი საუნჯე ოჯახის.
    ოო! აღმოხდებოდა ჭკვიანს, ჰი-ჰი, ჩაიხითხითებდა უბირი.
    პიროვნული უბრალოება და სიქველე ამ მშვიდი ოჯახის ყველა წევრის უმთავრესი ნიშა იყო. თვით შვილებიც, სიყმაწვილეს გადაცილებული, უკვე მამაკაცობაში შემდგარი ბიჭებიც თავდაბლობით, უბრალოებით, მშობლების მიმართ მოკრძალებით მისაბაძნი იყვნენ. აღზრდა ერთი ჰქონდათ ბიჭებს, ერთი თვალით უყურებდნენ ცხოვრებას, როგორც ძმა შეხედავდა, ისე უყურებდა მეორეც, ტკივილსაც ერთნაირად გრძნობდნენ, მაგრამ განცდა დანახულისა განასხვავებდნენ ერთმანეთისგან. აშინებდათ მშობლებს უფროსის-მათეს ზედაპირულობა, ყველაფრის მიმართ შემგუებლობა, რბილი, თითქმის უუნარობაში გადასული ხასიათი. უმცროსიც სადარდებელი ჰყავდათ - უფრო დედას, ვიდრე მამას (კაცმა კარგად უწყის ხასიათის სიჯიუტის უპირატესობა გონებრივ სიზანტესთან), სხარტი, მოქნილი ხასიათი, დუნე, ზანტ ძმას ძნელად ეთავსებოდა. Gგაბრაზდი მაინც, - შეუძახებდა უმცროსი. რატომ? - გაიკვირვებდა მათე.
    რატომ? უკვირდათ მშობლებს. რატომ უნდა გაბრაზდეს მათე. ის ხომ ასეთი საყვარელი შვილია, ყველაფრის მიმართ შემგუებელი, მიამიტი, დაახლოებით ისეთი, კაცზე რომ იტყვიან რბილი ცომითაა ნაზელიო, რაც არ უნდა ფქვილი შეაზილო მაინც გაიფლაშება ტაფაზე. ასეთი ცომით ოყო ნაზელი მათეც-ოჯახის უფროსი შვილი, უმაღლესი აგრონომიული განათლებით, მამის დამხმარე საქმეში. მამასავით ფულის დათვლა კარგად ეხერხებოდა, ხარჯვა ნაკლებად ( ამაში არ გავდა მამას). საქმე იმდენად უყვარდა, რამდენადაც ფული იყო ამ საქმეში, დროსაც საქმოსნის თვალით ზომავდა. ყველასთან მეგობრობდა, ყველა უყვარდა, უმცროსი ძმისაგან განსხვავებით არც მეგობრობაში იყო მომთხოვნი და არც იმ გრძნობაში, უფრო დიდს, ქალის და კაცის ურთიერთობას რომ ეძახიან, ოჯახის ფუნდამენტის პირველ საძირკველს. ზედმეტი ფიქრი არ არის საჭირო, რაზეც გული მიგითითებს ის არის მთავარი, სხვა ყველაფერი დალაგდება, დრო დაალაგებს ცხოვრებას, საძირკველი მყარი აქვს მშობლების ბუდეს, გვერდით მიუშენებს პატარას, მისს-საკუთარს. რათ უნდა ამას ბევრი ფიქრი, გული ხომ კარნახობს, გული არ მოტყუვდება.
    როცა მათე ფულს ითვლიდა, ანგარიშობდა დღეს რამდენი ბოთლი საწებელი, რამდენი ქილა ბადაგი გამოუშვა საწარმომ, იმ დროს უმცროსი ძმა ერთ სწორ ხაზს მეორეს მიახატავდა, მეორეს მესამეს, ფურცელი ისერებოდა უთვალავი წვრილი ხაზებით, გრაფიტი დასრიალებდა ქაღალდზე, იხაზებოდა კოტეჯები, სახლები... ჯერ მხოლოდ სწავლობდა ოჯახის უმცროსი შვილი, მხრებში წახრილი დაჩერებოდა ნახაზებს, თავწამახული ფანქრით აბლაბუდას ქსელივით გადაეხლართა წრფეები, სხვადასხვა მხარეს განტოტვილნი და საბოლოოდ ერთ მრავალკუთხედში თავმოყრილნი.
    სწავლობდა უმცროსი.
    მუშაობდა უფროსი.
    ცხოვრების მიმწუხრს მიტანებული მშობლები ითვლიდნენ გალეული დღეების მონამაგარს. Dდედა შიშნარევი მოულოდნელობით ელოდა ოჯახში მატებას, ქალური საწყისის მრავალმხრივი ბუნება, ფარული ქიშპობა ორ მდედრს შორის, წინდახედულ ოჯახის დედას წინასწარ აღელვებდა. გამორჩეული სინაზით უყვარდა მათეს დედა, გოგოსავით სათუთი მისი ბუნება მამაკაცურ სიტლანქეს ძნელად ეგუებოდა. ხშირად კამათობდნენ ძმები, ყოველთვის ერთი იყო მიზეზი: ,,ერთხელ მაინც იკითხე, რატომ?’’, ,,რატომ უნდა ვიკითხო, ,,რატომ’’?’’ შეეპასუხებოდა უფროსი. DDდედა გადაეფარებოდა მათეს-მშვიდ, უწყინარ, მოყვარულ შვილს, დედის გული სუსტს უფრო იფარავს, ჰგონია დაუცველს უფრო ჭირდება სიყვარული, ასაკით დაკაცებული, მაგრამ ჯერ კიდევ მოუქნელი შვილი უფრო ეიმედებოდა, ვიდრე უმცროსი. Mმერე რა, რომ მათემ არ იცის ,,რატომ’’, ,,რისთვის’’, ,,სხვა’’,,,იმის’’... ბევრი სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა მათემ, რომელთა აზრი უმცროსს ზედმიწევით შეესწავლა, იმდენად გაეთავისებინა, ცხოვრების კრედოთაც კი გაეხადა. სამაგიეროდ მათეს ოჯახი უყვარდა, შრომა, შრომით ნაშოვნი ფული, დედა უყვარდა ძალიან და ვერავითარი,,რატომ’’, ,,რისთვის’’ ვერ დაამარცხებდა ამ სიყვარულს.
    შეცდა დედა.
    ეხლა მან შეეკითხა, პირველად ცხოვრებაში შეეკითხა მათეს:
    - რატომ, შვილო?
    მათემაც ახსნა თავისებურად, როგორც იცოდა ძმასთან კამათისას.
    - მიყვარს, დედა.
    დედა დაენარცხა ტახტზე, მამამ,,კორვალორი” ატაკა ცხვირში, ნიკამ წყალი შეასხა გულწასულს.
    საყვარელ შვილს ხელში ჩაებღუჯა გულქანას ხელი, გონდაკარგულ დედას მშვიდად უყურებდა.
  Oოჯახიდან გარიყული უმცროსი შვილი, ხშირად იხსენებდა ამ სცენას - ძმობის უარმყოფელ ძმას და უტეხ გოგოს, სადედამთილოს შეკივლება უცაბედი სიხარულის შეკივლება ეგონა ვითომ.
    მეზობლების დანახვაზე გამოერკვა დედა, არ შეიმჩნია ოჯახის სირცხვილი. ცრემლები ამოიმშრალა, სხეული აითრია ტახტიდან, უმცროსს შვილს დაეყრდნო მხარზე (ის დარჩა ერთადერთ იმედად). შეეცადა გაღიმებას, არ გამოუვიდა, ტუჩები უმწყობროდ გამობრიცა მხოლოდ.
    - უყვართ ერთმანეთი. - მეზობლების გასაგონად ჩაილაპარაკა.
    ერთმანეთს შეუთანხმდნენ მშობლები და ნიკა, არასდროს წამოაყვედრიდნენ რძალს მის მშობლებს, სითბოს და სიყვარულს ანახვებდნენ ოჯახს დანატრებულს.
    როგორ ცდებოდნენ მშობლები.
    იმ დღესვე მიხვდა უმცროსი შვილი: ეს ქალი იყო ოჯახის ბედისწერა. Mმის დასასჯელად შემოვიდა ამ ოჯახში, ვერ აპატია უარყოფა, დაემუქრა შენს ძმას გავყვებიო და გაჰყვა კიდეც.
    ძმა. სად ჰყავს ძმა? ნაჭყეპიას პირით შეუთვალა ( თვითონ ვერ გაბედა ძმისთვის ეთქვა):Aარ მოიყვანო ეს ქალი, ჯერ მე მთხოვა ცოლად მოყვანა, უარი რომ ვუთხარი შენ აგეტორღიალა. Gგატყუებს, მათე, ეს ქალი, ჩვენი ძმობის დანგრევა უნდა.
    არც ეხლა უთქვამს მათეს ,,როგორ’’, ,,რატომ’’, ,,რისთვის’’. მთავარია მას უყვარს, გულქანასაც უყვარს იგი. Gგულქანამ დაივიწყა წარსული, ძმამაც უნდა დაივიწყოს. Aარც არაფერი ყოფილა, დიდი ამბავი, სხვა თუ უყვარდა ადრე გულქანას.
    გაოგნდა ნაჭყეპია, შეეკამათა ძმაკაცს:
    - ის სხვა, ძმაა შენი.
    - რა მოხდა, მერე.
    აქ დამთავრდა ძმობა, ქალი ანაცვალა ძმას.
    რაც გულქანა მათი რძალი გახდა, დადუმდა ნიკა, ძმასაც იშვიათად სცემდა ხმას. ერიდებოდა ცოლ-ქმარს, ნაჭყეპიასთან ერთად ან ტბორებში გადაკიდებდა ანკესს, ანდა რიონში ეძებდა ღლავს. ვერ დაადუმა ტკივილი, უფრო გულს ასკდებოდა, ვიდრე ტკიოდა. ქალმა დაამარცხა, დანაქადნები შეასრულა, ვერავის ეტყვის სიმართლეს, ნაჭყეპია ხვდება რაღაცას, ის  არ იყო შუამავალი ძმებს შორის? ნადირობასაც მიეჩვია, ჯაგნარებში დასდევდა ტყის ქათამს, ყოველი ვაზნის დაცლაზე გული დაეცალა ეგონა, როგორც კი აათავებდა კიბის საფეხურებს და ფეხს შედგამდა სახლში, ისევ შეეკუმშებოდა გული, საკუთარი უმწეობა ნაღველს უმატებდა.
  Aასე არ გაგრძელდებოდა დიდხანს, გულქანას ბოროტი გული რაღაც მზაკვრობას მოისაზრებდა. ვერ მოეფიქრებია სად დამალვოდა სირცხვილს, სადღაც ახლოს რომ იყო და დღეს თუ ხვალ ოჯახს გრგვინვასავით დაატყდებოდა.
    მათე არ იმჩნევდა არაფერს, ძმასაც ვერ ამჩნევდა ზოგჯერ. ცოლის მოფერებას ერიდებოდა ძმის თანდასწრებით, ძმის თვალს არიდებდა მათ ალერსს.
    ძველებურად ცხოვრობდა ოჯახი. Mმამა საწარმოს ხელმძღვანელობდა, მათეს იხმარებდა საქმეში. ისევ შემოდიოდა ფული ოჯახში, არც ქესეტობის დროს წაუფორხილებიათ, ყველას რომ გაუჭირდა ირგვლივ, ხალხსაც, ქვეყანასაც და... სიმწრით შეკოწიწებული ქვეყანაც ჩამოინგრა უცებ, Aამასაც მზად შეხვდა ნიკოლოზ ვაშაძე, ახალ რელსებზე გადაწყობილი ჰქონდა საწარმო, მხოლოდ სახელი მოუგონა ახალი, ცოლიან შვილს ჩააბარა სამართავად.
  Mმატებას ელოდებოდა ოჯახი. მუცელი წამობერვოდა გულქანას. წელში გადაიზნიქებოდა, გამობზეკდა წინ და ცხვირწინ ამაყად ჩამოუტარებდა მაზლს. დუმდა ნიკა. გული მოემწუხრებოდა ძლიერ, იჭვნეულად გადახედავდა რძალს: რაღაცას ელოდა, ამ ქალის ბოროტი გული არ დაჯერდებოდა მუცლის გამობზეკას.
    რაც ცოლი დააფეხმძიმა, მერე ხანდახან თუ გადაულაპარაკებდა ძმას მათე: ნაჭყეპია გეძებდე დღეს და მამამ დაგიბარა ეზოს ბალახი მოეძალა ან თვითონ მოცელოს ან სხვა დაიქირაოსო.
    სხვა არაფერი. Eეს იყო სულ ძმობა.
    გულქანა ოთახში ჯერ მუცელს შემოიტანდა, შემდეგ თვითონ შემოყვებოდა, ძმებს უტყვი ცბიერებით გადახედავდა, ტუჩის კუთხეს ოდნავ შეათამაშებდა.
    უმცროსი ძმა რიონში იკლავდა ჯავრს. Uუფროსი საწარმოს მოგებას ითვლიდა ყოველ საღამოს მამასთან ერთად, დედას ჩააბარაბდა ნამატ ფულს სახარჯოდ, ლამაზ ცოლს ამაყად გადახედავდა, ცხრა თვის მომრგვალებას მოუთმენლად ელოდა.
    სტუდენტობამ უშველა. სწავლამ და აკადემიაში შეძენილმა მეგობრებმა გადაატანინეს დარდი. ჩაუჯდა ნახაზებს: ხაზავდა, ხაზავდა... აგებდა, აგებდა... ქმნიდა, ქმნიდა... აზროვნებდა და ეს შველოდა.
    უფროსი ძმა ითვლიდა ფულს, ელოდა ცოლის ფეხმძიმობის დასასრულს. Dდიდად არ ანაღვლებდა ძმის სატკივარი, თუმცა გრძნობდა მის მოუსვენრობას, გაიშვიათებული სტუმრობა სახლში არ ანაღვლებდა, ნაკლებად შეწუხდებოდა გულქანა, სიმშვიდეში ჩაივლიდა Fფეხმძიმობა, ნაყოფიც ჯანმრთელი მომწიფდებოდა. Mმერე რა, რომ იშვიათად ჩამოდის ძმა, მთავარია გულქანა იყოს მშვიდად.
    არავის უმხელდა სატკივარს. ნაჭყეპიას გაენდო მხოლოდ მთვრალი. Gგამარტებაზე ჩამოვიდა მშობლებთან (როცა ზამთარიც არ წასულა ჯერ და გაზაფხულიც ფეხს ითრევს), ჩამოუსვლელობა თვალში საცემი იქნებოდა ძალიან. Bბოლო თვეში იდგა გულქანა, სიარული დამძიმებოდა, სახეზე ტალები გამოფენოდა, ქვემოთ ჩამოშვებული მუცლის სიმძიმით ფეხები შესიებოდა. Gგოგოს ელოდა დედამთილი, ბიჭი უნდოდა მომავალ მამას.
  Gგანგების ძალით, თუ ახლაც მზაკვრობას მიმართა გულქანამ, თითქმის ოცი დღით დაასწრო დათქმულ დროს, თითქოს უნდოდა მაზლიც გაეხადა მათი სიხარულის მიზიარე.Kკვირა დილით საუზმის Eშემდეგ ტელევიზორს უყურებდა მთელი ოჯახი. Dდედის გვერდით იჯდა ნიკა ტახტზე, მამა გაზეთს კითხულობდა, მათე გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა ტელევიზორს, დროდადრო თვალებს აფახულებდა გაკვირვებით. ტელევიზორში კი მსუქანმა ესპანელმა მზარეულმა ქათმის ბარკალი ჯერ გაურკვეველი შემადგენლობის გარნირში ამოავლო, გვერდები კარტოფილის თხელი ნაჭრებით შეუფუთა, შემდეგ ისევ ამოავლო გარნირში, ფქვილში და ასე შემზადებული ტაფაზე გადაიტანა შესაწვავად, მაყურებელსაც შეახსენა: ბრაზილიელები მიირთმევენ ასე ქათამსო.Mმზარეულიც ელოდებოდა შეწვას, მაყურებელიც და... გულქანამ უცებ მუცელზე იტაცა ორივე ხელი. შეკივლა.
    მამამთილს გაზეთი გაუვარდა ხელიდან, დაფეთებულმა ქმარმა ხელი გაკრა წყლიან ჭიქას, წყალი წურწურით ჩამოიცალა იატაკზე. დედამთილი მშვიდად იყო.
    - წასაყვანია უკვე. - უბრძანა კაცებს.
  Nნიკას მოეჩვენა მას უყურებდა გულქანა: Oორივე ხელი მაგრად მოეჭირა მუცელზე, ფეხები გაეფარჩხა გარდიგარდმო, ქოშინით სუნთქავდა. თვალს მაინც არ აცილებდა მაზლს.
    მიხვდა ნიკა: ისევ დასცინოდა რძალი, - მშობიარობას ხომ დაგასწარი, შეხედე ჩემს გაფარჩხულ ფეხებს, როგორ გამოვაგდებ საშოდან შენს ძმისშვილს. რომ შეძლებოდა მაზლის თვალწინ იმშობიარებდა, მისი ტანჯვის ყურებით მაზლი დაისჯებოდა უფრო.
    სავარძლიდან წამოდგა, უკლო ტკივილმა. Qქმარსა და მამამთილს მანქანა გამოჰყავდათ გარაჟიდან, დედამთილი ჩანთაში ალაგებდა გულქანას ტანსაცმელს.
    ცალი ხელით სავარძელს დაეყრდნო, მეორეს მუცელზე ისვამდა.
    თვალების მაგივრად ორი ცეცხლოვანი ბურთი გადმოცვივდა ბუდიდან.
    - ჩემი ლოთი მამის შვილიშვილს გავაჩენ დღეს.
    ისევ შეკივლა, მეორე ხელიც შემოიკრა მუცელზე, სამშობიარო წყლებიც დაღვარა.
    უგონოდ დათვრა იმ დღეს, ნაჭყეპიას მხარზე იტირა.
    ჭაობებში გადმოფრენილიყო გარეული იხვი, წითელი სეტერი ყნოსვით მიყვებოდა მონადირეების ნაფეხურებს.
  Mმოლორდ! -შეუძახა ნაჭყეპიამ, სეტერი კუდის ქიცინით მიეფართხალა პატრონს.
    თოფი დაცალა ნიკამ. Gგულქანამაც გაიბრძოლა გამეტებით, დედის კივილი ბავშვის ტირილმა გადაფარა.
    იხვი ცაში ამოტრიალდა, თითქოს კამარა შემოხაზა, ჯერ ნელა ჩამოინაცვლა, უცებ მოწყვეტიოთ დაეშვა, სადღაც ჯაგნარებში დაენარცხა.
  Gგოგო გააჩინა გულქანამ.
    - მილორდ, მილორდ! - წააქეზა ძაღლი ნაჭყეპიამ. სეტერმა დაყნოსა მიწა, ცხვირით გადაჩიჩქნა ბალახი, სუნს გაჰყვა, მაყვლის ბარდებში ჩაძვრა.
    ქოშინით მოირბინა პატრონთან, ფრთაში ჩაევლო პირი, ისე მოათრევდა იხვს.
    გაუხარდა ნიკას, რაღაცამ მაინც გაახარა დღეს. Pპირველად მოკლა იხვი. Mმილორდმა ფეხებთან დაუგდო ნანადირევი, კუდი ააქიცინა სიხარულით, წარმატებას ულოცავდა ისიც. თავზე გადაუსვა ხელი. ძაღლმა წყლიანი თვალებით ახედა, გრძელი, წითელი ენა გადმოაგდო, ხელი აულოკა.
    - მაჩუქე ეს ძაღლი, ნაჭყეპია.
    ნაჭყეპიამაც დაუთმო მეგობარს. მაშინ იტირა ნაჭყეპიას მხარზე, მონადირეების ქოხში, ჭაობში აეშენებინათ მონადირეებს გაურანდავი ფიცრებისაგან პატარა ქუხულა. Aაქ ათევდნენ ღამეს გარეულ იხვზე ჩასაფრებულნი, გახელებით ეძებდნენ თავგადასავალს ჭაობის ტორფში.
    შეციება იცის ჭაობმა. არყით შეითბეს სხეული. Mმილორდ  ხის საწოლის ქვეშ შემძვრალიყო და თვლემდა.
    კოღომ ყურებთან გაუბზუულა, ხელები შემოკრა ერთმანეთს, შიგნით მოიქცია, ხელის გული წითლად შეეღება. სისხლმა გაახელა მიყუჩებული ტკივილი, წამოუარა  ცხელმა ტალღამ, ყელში მოებჯინა და სახეზე წითლად გამოაფინა. ნაჭყეპია ცეცხლს უფიცხებდა დანოტიავებულ ტანსაცმელს. Mმილორდის ფერდი სუნთქვის დროს ამოიზნიქებოდა და ისევ დაიშრიტებოდა, წითელ ბალანში გაბურძგნოდა ღირკალიები.
    იტირა.
    ჯერ ერთ ლოყაზე ჩამოუგორდა ცრემლი, მერე მეორეზე. Aამოისლოკინა და ცრემლების წვიმაც წამოვიდა თვალებიდან.
    ნაჭყეპიამ მეორე მხრიდან მიაფიცხა ტანსაცმელი. ცრემლების მოზრდილი გორგალი ჩავარდა ნაკვერჩხალში, ცეცხლი ჩაინაცრა.
    თავი წამოწია ნაჭყეპიამ.
  Nნიკოლოზ ვაშაძის უმცროსი შვილი, მომავალი არქიტექტორი, ოცდაერთი წლის ვაჟკაცი ტიროდა.
    გლეხი კაცი იყო ნაჭყეპია, განცდაც გლეხური ჰქონდა: როგორც მას ესმოდა, ისეთი ეგონა ცხოვრება, არც ჩაღრმავებით იწუხებდა თავს. ვერ მიხვდა ცრემლების მიზეზს, თუმცა უნდა მიმხვდარიყო, თავი და ბოლო იცოდა ამბის. Mმიწის სუნი ადიოდა ნაჭყეპიას და ამიტომაც ვერ მიხვდა.
    ეგონა ბაზმა უკბინა. ქოხში შემოსვლისას ბუდე ჩამოუნგრიეს კარებთან გაკეთებული. ჯაყვა ამოიღო ჯიბიდან.
    - ნაკბენზე ჩამოისვი, ფეხი ამოვარდება.
    - ნეტავი, შენ, ნაჭყეპია.
    მხოლოდ ეს უთხრა ძმაკაცს, ზურგი შეაქცია, ჯორკოზე ჩამოჯდა, ხელები თავზე შემოიჭდო. Aამოიოხრა.
    Aარ უკბენია ბაზს, არც არაფერსაც არ უკბენია, ამას ძლივს მიხვდა ტრაქტორისტი. Mმეტს ვერაფერს.
    ჩაიცუცქა ძმაკაცთან, თავი აუწია.
    - ეჰ, ნეტავი იმ დროს, ნაჭყეპია, როცა მე, შენ, მათე ერთად ვთევზაობდით რიონში.
  Mმილორდმა კუდით კოღო მოიქშია, გამეტებით გაიწადინა, პატრონების სიახლოვე ყნოსვით შეიგრძნო, ისევ მიიძინა.
    ნაკვერჩხალმა გაიტკაცუნა, კვამლი დატრიალდა ქოხში.
    რაღაცა ენიშნა ნაჭყეპიას.
    ძმაკაცმა მხარზე ჩამოადო თავი, სლუკუნ-სლუკუნით გადმოაფრქვია ცრემლები. მაზუთით გაპოხილ ხელს უსვამდა თავზე: მეტი რა შეეძლო ტრაქტორისტს, მისთვის კაცის ცრემლებიც უცხო იყო და არც ტკივილის განცდა შეეძლო ცრემლამდე.
    - ნეტავი იმ დროს, ნაჭყეპია!
  კოღომ წუილით ჩაუქროლა თვალწინ, ნაჭყეპიამ თვალი გააყოლა. ის დრო მასაც ენატრებოდა: მათე მათთან იყო, გულქანა ჯერ კიდევ არ ჰყავდა ცოლად. Gგულქანა!
  მიხვდა ნაჭყეპია, ტრაქტორისტის გაურანდავი გონებაც მიხვდა.
  - გულქანამ გატკინა გული?
  - გული?... მხოლოდ გული... აი, აქ მტკივა, - ხელი ტერფზე მიიდო,- აქედან იწყება და აქ მთავრდება, - შუბლზე მიიკაკუნა თითი, - ამას ტკივილი არ ჰქვია, ნაჭყეპია, ეს ტანჯვაა... ტკივილს უწამლებ მაინც, მე კი ვერ მიმიგნია წამლისთვის. საერთოდ არ ჩამოვიდოდი აქ, მაგრამ მშობლებს რა ვუყო, მიზეზი რომ გაიგონ მარტო სირცხვილი დახოცავთ, ჩემი ოჯახიდან არაფერი არ დარჩება, არც სახელი, არც ადამიანები. Mმხოლოდ გულქანა იქნება ბედნიერი... შეასრულა დანაქადნები, ხელში ჩაიგდო ჩემი ბოთე ძმა, მათე გააცივა ჩემს მიმართ. ვინ იცის რას ეუბნება ჩემზე. ძაღლი გვყავს პატარა, ფინია, კი იცი შენ, იმას მეტი სითბოთი ექცევა, ვიდრე მე, მის ღვიძლ ძმას. Qქალი მანაცვალა, მერე ვინ, გულქანა მანაცვალა. ერთი სიკვდილი მაშინ მოკვდნენ ჩემი მშობლები როცა გულქანა შემოათრია სახლში, მე ვერ მივუმატებ სირცხვილს, უნდა მოვითმინო, მაგრამ, როგორ? როგორ მოვითმინო, ნაჭყეპია? დღეს ისევ დამცინა, ჩემს თვალწინ აპირებდა ბავშვის გამოგდებას... სახლიდან გამოვიქეცი... როდემდე, ნოდარა, როდემდე?... - ზლუქუნებდა მეგობრის მხარზე.
  Aარც ნოდარა ნაჭყეპიამ იცოდა როდემდე.
  Gგულქანამ წითელი დალალები გადმოფინა ბალიშზე, მშობიარობისგან მისუსტებული, მაგრამ ბედნიერი სხეული ბატისტის, თეთრ, ფითქინა თეთრეულზე მისვენებულიყო. მათეს ცოლის ხელი ტუჩებთან მიეტანა, თითებს სათითაოდ უკოცნიდა. Nნეკას მიეტანა საკოცნელად. თვალი გააპარა გულქანამ მეზობლისკენ. ბიჭის დედა კედლისკენ გადაბრუნდა, საწყალობლად გაიჭრაჭუნა საწოლმა. დრო იხელთა მათემ, ტუჩებში ჩააფრინდა ცოლს. ხმაურიანი გამოუვიდა კოცნა: ბიჭის დედა შეტოკდა ლოგინში.
  პერანგის სახელოთი მოიწმინდა ტუჩები: ფეხმძიმობისას დასჩემდა აზიზობა ქმრისადმი. მათემ მეორე ხელის თითებს ჩამოუარა. ზემოდან დაჰყურებდა ქმრის კეფას. ცბიერი ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე.
    - დედაშენის სახელი დავარქვათ.
    მათე შეეშვა ცოლის თითებს, განათებული თვალებით შეხედა გულქანას.
    - ანგელოზი ხარ, გულქანა, ჩემი ანგელოზი.
    ბავშვს დედამთილის სახელი, ლილი, დაარქვეს.



                      ჭ  ა  ო  ბ  ი

    Pპერანგის ზონარი ჩამოუცურდა, შიშველი მკერდი აიზნიქა ოვალურ სარკეში. გაკრთა ლანდი, მოჩვენება ახლო წარსულის, როცა უარყვეს და დასცინეს ქალს, ვერც ბავშვის დაბადებამ გადაწონა უარმყოფელი ოჯახის სიძულვილი.
    სარკის წინ შეჩერდა, თმები აიკეცა კეფაზე. Pპატარა ლილიმ თითი დაუმიზნა დედის მკერდს და ატიკტიკდა:
    - დედა... ძუძუ... დედა.
    მკერდზე აიფარა ხელი, სარკეს დაუმალა სიშიშვლე. Aაიზნიქა ფიქრთა სასწორი, წარსულიდან ამოიშალა მოჩვენებანი, რიონის ფშალებთან ახლოს, საკვამურიდან ამომავალი კვამლი გაახსენდა. Bბებია! სახეზე აიფარა წითელი ტევრი: გაუვალ ტყესავით გაუხშირავი კულულნი. პერანგი ფეხებთან ჩასრიალდა. უფროსი ლილის ნამზითვი სტამბულის სარკე, გულქანას კამკამა სითეთრისაგან გადაიზნიქა და თითქოს შუაში გაიბზარა. Pპატარა ლილი ტახტზე აღოღდა:
    - ძუძუ... დედა... - გამართულად ჩამომარცვლა. - დედა, ამიყვანე! - ხელები გაიშვირა.
    ლილი... პატარა, ბუთხუზა ლილი, შავი ტალღოვანი თმებით, მხოლოდ თვალები და ცხვირზე მიყრილი ჭორფლი გამოყოლია გულქანასი. ფეხმძიმობისას გაჩენილი ზიზღი ჯერაც არ გადასვლია, ბავშვის დაბადებამ უფრო დააშორა ქმარს. ვერ შეიყვარა მათე. რატომ?.. რისთვის... ვერ გაუგია ვერაფრით. მათემ შეიყვარა, მთელი გულით შეიყვარა, უკვე ხუთი წელია დაიღალა ამ სიყვარულისგან. Mმიზანი ღვარცოფივით გადმოიღვარა გულიდან, მთელი სხეული მოაშთო, სულიც თან ჩაიტანა. წაიშალა და ჩაირეცხა წლები, ამოუპირავი ორმოსავით მიწას აყრიდა წარსულს, ხსოვნას შლიდა დამცირების, გვერდზე რომ გაიხედეს მისი დანახვისას, თითქოს სიმყრალე ეცათ ლოთი მამის, ჯადოქარი ბებიის შელოცილი თილისმები ოჯახში შემოეტანოს თითქოს. იუკადრისეს გოგო, მანაც შეიძულა მთელი ოჯახი. სიყვარულის ნიჭი არ არის შენშიო, უთხრა ბებიამ, მე მგავხარ ამითო, წაიტრაბახა დედაბერმა. რა უნდა იქ სიყვარულს, სადაც სიძულვილია ასე ძლიერი. როგორც ზვირთად მოქუჩებული დიდი ტალღები ცუნამივით მოასკდება ნაპირს, ისე ასკდება სიძულვილი გულის ფიცარს, წალეკავს გულქანას წარღვნა შეურაცხყოფისა, დამცირებისა და ხსოვნა პატარა გოგოსი, რომელიც დედა გამხდარა, მაგრამ დედობა ვერ გაუთავისებია და პატარა ლილი იმ დიდი ლილის შვილი უფრო ჰგონია, რომლის უმცროსმა შვილმა ლოთი მამა წამოაყვედრა წარსულში, უფროსმა შვილმა, ბოთემ, მშიშარამ, უუნარო ახმახმა ძმისაგან უარყოფილი ქალი დაისვა ცოლად. Qქმარი უფრო ეზიზღებოდა, ვიდრე მისი ოჯახი: ძმას ანაცვალა ქალი. ლოთი მამა არ მოიქცეოდა ასე, სასმელს ბოლომდე არ წაუშლია მასში მამაკაცური ღირსება. Gგანგების ნებაში ჩაერია მათე, ქალს ირჩევ, -- ნება შენია, თავისუფალი, ძმა უფალმა დაგიწესა მეგობრად, მოსარჩელედ სიკვდილის ბოლომდე, სიხარულიც და ტკივილიც ერთ აქვს სისხლს - ნასესხებს მშობლებისაგან. Uუარყო და წაშალო გრძნობა მარადიული და ღვთისაგან ნაკურთხი? მათეს მსგავს კაცებს შეიძლიათ ეს. Fფუი ასეთ კაცობას! Mმისი ჭამაც  ეზიზღება. - პირს ამოივსებს ერთად, მერე ნელა იცოხნება ძროხასავით, ჭამაშიც ზოზინებს. საჭმლის შთანთქმაც არ შეუძლია ხეირიანად.
    Mმამის ფეხსაცმელებში ჩაეყო პატარა ფეხები ბავშვს,  დაბაკუნებდა ოთახში. Pპატარა ლილის გაჩენის შემდეგ უფრო ნაზი გახდა ქმარი. ქალში იმძლავრა სიძულვილმა, ჯერ კიდევ ეგონა, გულში სადღაც, მიუღწეველ კუნჭულში შემალულიყო სიყვარული, პატარა ლილის დაბადება შეაღვიძებდა ამ გრძნობას, შეალღობდა გულქანას გასიპულ გულს. სჯეროდა ქალს.
    არ მოვიდა სიყვარული.
    ბავშვი ამოძვრა მამის ფეხსაცმლიდან, დედის ქოშებს მოუსინჯა ძირი. Aაკივლდა გულქანა, ხელიდან წაგლიჯა ქოშები, საწოლის ქვეშ შეაგდო. აზლუქუნდა პატარა ლილი. კალთაში ჩაისვა ბავშვი, ხვეული ლოკონები ლოყაზე მიიფარა. Dდედის უბეში მიყუჩდა. Eეს ბავშვია ის სიყვარული, რომელსაც ეძებდა, სუსტია, უდღეური, ძლივს ფეთქავს, მაგრამ მაინც ცოცხლობს. Yყველა მდედრში ჩაბუდებული ღვთიური ინსტიქტი მასშიც იბრძვის, სხვა ყველაფერი სულ ერთია, თუგინდ ერთ დღეში წაშლილა ეს ოჯახი, ქმრის სიყვარული სიძულვილად შემობრუნებოდეს, მის ფეხებთან გართხმულ მაზლს პატიება ეთხოვოს, სულერთია ყველაფერი, ოღონდ პატარა ლილი ულღობდეს გაყინილ გულს.
    თოკზე აფენდა სარეცხს უფროსი ლილი, ბოლო დაუქაჩა ზეწარს, ნაწური წყალი ჩაუგორდა მაჯაზე, სახელოში ჩაიკარგა და სხეულზე შეაცივდა. სუსხი დაეჭირა ოქტომბერს, ასეთი ამინდი ნოემბრის ბოლომ უფრო იცის, მზე ჯერ კიდევ მძლავრობს, მაგრამ არც ძალა აქვს ისეთი სარეცხს გასაშრობად ადვილად მოერიოს. სარჭით გადააბა ზეწარი ზეწარს, სველი თეთრეულის სიმძიმით დაეღალა მკლავი. Uუფროსი შვილის ოთახის ფანჯარას ახედა. Pპატარა ლილის ლუღლუღი ისმოდა მოგუდულად.
    - გულქანა!
    ფანჯარა გამოაღო რძალმა, პატარა ლილი პერანგზე ებღაუჭებოდა დედას.
    - მომეხმარე, გულქანა.
    სველი ზეწარივით გამოწურავს ბოლო იმედს ოჯახის ერთობისა, ეს დედაკაცი, ფშალების ჯოჯო, ჭაობის ასპიტი, ეხლა თავაწეული რომ გადმოსძახებს რძალს -  ,,გულქანა!’’, საკუთარ ხორცს დაიკვნეტს, ტირილის უფლებას წაართმევს თავს, ოღონდ შეუმჩნევლად ჩამოხოცოს ოჯახს სირცხვილი, ერთობის გამანადგურებელი და საბოლოოდ დამსამარებელი.
    Dდედაკაცო! Aარ იცი რა გელოდება.
    - მოვალ, დედა.
    კალათა თეძოზე შემოიდო, სიმძიმისგან გადაიზნიქა, თითქოს ნისლი ჩამოწვა, ნაცრისფერმა წაშალა მთელი სამყარო, არც პატარა ლილი არსებობდა ამ სამყაროში, მხოლოდ სიძულვილში შეზრდილი ზიზღი დარჩა.
    ჯოჯო, ასპიტი, იცოდე მაინც რა გელოდება, დედაკაცო.
    - წადი, დედა, დაისვენე, მე გავფენ სარეცხს.
    სიძულვილი ყელში გაეჩხირა და უკანვე სხეულში ჩაგორდა.
  Bბოლო სარეცხი გადაფინა თოკზე, ცას ახედა; შუაზე გადახსნილი ლურჯი ცის ნაპრალიდან წამოზრდილიყო შავი ღრუბლები. ენიშნა რაღაც. ამძუებულ ძაღლს ლაჯებშუა ამოედო კუდი, ყნოსვა-ყნოსვით ეძებდა მამრს დედობა აკრძალული ხვადი. Gგულქანას სიახლოვეს ბალახი დაყნოსა. ხელი აუქნია ქალმა, ქათამს რომ აუქშევენ ისე. იუკადრისა ძაღლმა. განათლებულ ძაღლად ითვლებოდა სოფლის ძაღლებს შორის მილორდ, როგორც ნაკითხ კაცს ეკითხებიან ჭკუას, ისე მოწიწებით ექცეოდა პატრონიც და მომსვლელიც.Eეწყინა მილორდს, შეუღრინა გულქანას. თუხთუხით ჩაიარა ტრაქტორმა, მილორდ ყეფით შეეხმიანა პატრონყოფილს, Kკუდის ქიცინით გააცილა გამურულუ სახე.
    არც შენ გიყვარვარ, ნაჭყეპია. - გულქანას თავში უკვე მოიხაზა გეგმა. - არ დაგინდობ, არც შენს ძმაკაცს და არც ამ ამძუებულ ძაღლს.
    ძაღლი მოგკვდომიათ სულში!
    ფშალებში მიდიოდა შურისძიების გზა; საიდანაც შემოვიდა ამ ოჯახში, იქვე ჩაიტანდა ბოღმას, სიძულვილს, დარდს... ყველაფერს ერთად, რასაც გრძნობდა მისი გული მთელი ხუთი წელი. ლოთის შვილია, ხომ, გულქანა... ქუჩაშია გაგდებული დედამისის ენა, არა?... ჭაობის შმორის სუნი აუდის მის სახლს...
    ფშალები... ფშალები... აქ ჩამოირეცხავს სირცხვილს.
    ყველაფერი გათვალა გულქანამ.
    თებერვლის დასაწყისიდან იხვზე ნადირობის სეზონიც იწყება, მაზლიც ჩამოდიოდა ამ დროს თბილისიდან. იხვზე დაგეშეს მილორდ, - ნაჭყეპიასთან გადიოდა წვრთნას. ძაღლური სიმკვირცხლე არ აკლდა მილორდს, თეორიაში მოიკიჭლებდა ზოგჯერ: შინაური ქათმის ბურდღა ერეოდა გარეულ  ფრინველისაში. ცდას არ აკლებდა ნაჭყეპია, ჯახირობდა ძაღლი. წვრთნისაგან გადაღლილი მილორდ ნაჭყეპიას ფეხსაცმელს წამოიყოლებდა პირით, ცალ-ცალობით მოზიდა სახლში. ერთხელ მაზუთიანი მაისურიც მოიყოლა.
    შეინახა გულქანამ.
    სეზონიც დადგა. Mმაზლს ელოდებოდნენ თბილისიდან. შეაგულიანა ქმარი: წადით შენ და ნაჭყეპია ფშალებში, რა ჯობია იხვის ჩახოხბილს, უფროსი ლილი ღერღილს გადარეცხავს საღომედ და ამასობაში ნიკაც მოგვისწრებს თბილისიდან.
    ჭკვიან ქალს ფასი აქვს ქმრის თვალში, არც მათე იყო გამონაკლისი. გაწმინდა თოფი, საფანტით დატენა გილზები, ძაღლს გასძახა ამაყად:
    - მილირდ!
    გულქანას გეგმაში არ შედიოდა ეს.
    - გუშინ მთელი დღე ცუდად იყო ძაღლი, ალბათ, დარიშხნით მკვდარი თაგვი შეჭამა, ცოდვაა ასეთ ამინდში, ნაჭყეპიას მურია წაიყვანე.
  Kკი ეწყინა ქმარს, მაგრამ რას იზამდა, ცოლმა მასზე მეტად იცის რა ჯობია მისთვის, სხვისთვის და ძაღლისთვისაც კი.
    - კარგი იყო შენთან ნადირობა, მაგრამ... რას იზამ, ძმაო.
    ძაღლურ ღაბაბში შეუხიცინა. Uუკვირდა ძაღლს, მის გარეშე რომ მიდიოდა პატრონი.Mმილორდმა გულქანას შეუყეფა და თავის სადგომში შეიძურწა.
    საწვიმარი ლაბადა გადაიცვა მათემ, პირჯვარი გადაისახა, გარეთ პირველად მარჯვენა ფეხი გადგა.
    მატარებელმაც მოაკივლა.
    ჩაეცინა გულქანას, საქმის ნახევარი გაკეთებული იყო.
    ... პატარა ლილი მუხლებზე აცოცებოდა ბიძას, უფროსი ლილი ხაჭაპურს აბრტყელებდა ტაფაზე. Mმილორდ ფეხსაცმელს ულოკავდა პატრონს.
    ყველა კაცი კაცია და ქართველი კაცი ორჯერ მეტად კაცი. Dდედამ უთხრა ერთხელ, როცა მთვრალი მამა ტრიფოლიატის ღობეს გადაეკიდა, ეზო პირიდან შადრევანივით ამოფრქვეული ნაგვით მორწყო. საჭირო დროს გაახსენდა დედის შეგონება გულქანას. ვაშაძეების უმცროსი შვილიც კაცი იყო, ანუ ორჯერ მეტად კაცი.
    - ბიძიას ნუ აწუხებ, ლილი. - საჭადრაკო პარტიის დებიუტი წარმატებით დაასრულა, თამაში მიტერშპილში გადაიყვანა. - ნაჭყეპია და მათე ფშალებში წავიდნენ, მილორდ შენ დაგიტოვეს... გელოდებიან ქოხში... - ჰაერი შეისუნთქა, მტაცებელსავით გაზომა მანძილი მსხვერპლამდე, გადამწყვეტი ნახტომისთვის მოემზადა. - არ უთხრა დედას სად მიდიხარ, არ გაგიშვებს მაინც... მე დამაბარა მათემ.
    ზუსტად მოზომა მანძილის სიზუსტე, მსხვერპლი მის წინ ფართხალებდა, ოღონდ არ იცოდა მსხვერპლი რომ იყო თვითონ. Mმილორდმა ისევ შეუყეფა გულქანას, კუდის ქიცინით აედევნა პატრონს
    ძაღლმა და პატრონმა სოფლის გზა ჩაათავეს, სოფელიც ჩათავდა და ფშალებიდან წამოსული სუნიც ეცა სახეში. როგორ უყვარდა ეს სუნი! ნოტიო, თითქოს მჟავე გემოს გიტოვებს პირში, შემწიფებულმა მაყვალმა იცის ასე, ნერწყვით ამოგივსებს პირს, მხოლოდ მადას გაგიხელებს. Aამორფიები წამოზრდილიყო, მაჯის სიმსხოზე დამსხვილებულიყო ნაყარი. Aამორფიების ზოლს გადაივლის და ჭაობიც დაიწყება. ჭაობში მათი ქოხია... ბავშვობის ქოხი, მარტო მათი არა, ყველა მეთევზის, მონადირის, მაგრამ მაინც მათი, ასე ეგონა ბავშვობიდან, ჭაობიც მარტო მას ეკუთვნოდა, რიონი მისთვის მოირწეოდა მდორედ, ორმეტრიან ღლავს მარტო მისთვის ეძინა მდინარის ფსკერზე.
    გადათელა ამორფიები და ჭაობიც გამოჩნდა, - მწვანე ხავსი მოდებოდა ობივით.
    დაიჩოქა, სველი მიწა მოპოტა, სახეზე მიიდო. შეისუნთქა საყვარელი სუნი, მჟავე გემო იგრძნო პირში: შავი მაყვალი შემოსკდომოდა ბარდებს.
    ტყის ქათამმა გადაუფრინა თავზე. Mმილორდ ყეფით დაედევნა. Mმალევე მიხვდა ჭკვიანი ძაღლი: არც თვითონ იყო დამჭერი და ვერც მისი უთოფო პატრონი მოკლავდა ფრინველს.Uუხმოდ, ძუნძულით მიჰყვა პატრონს მონადირეების ქოხამდე.
    ძმა და ნაჭყეპია ელოდებოდა ქოხში. Bბოლი ამოდიოდა ქოხის ერთადერთი ფანჯრიდან: იხვს წვავდნენ, ალბათ, ტყის ქათამს მაინც დაიჭერდნენ. ბავშვობა გაუხსენებიათ: იქვე წვავდნენ თევზს ან ფრინველს - ჭაობში. მილორდივით დაყნოსა ქოხის სიახლოვეს ჰაერი, სუნი ვერ იგრძნო, უცნაური სიჩუმე იდგა ქოხში, ჩქამიც არ ისმოდა. Fფანჯრიდან გამოსული კვამლი სახურავს ვიწრო ზოლად შემორკალოდა.
    კარი შეაღო. შუა ცეცხლთან ვიღაც ჩაცუცქულიყო. Aარ განძრეულა, ოდნავ შეუტოკდა მხრები. ძაღლმა გადაუსწრო პატრონს, ოთახში შევარდა, ლაბადაზე მოქაჩა უცნობს.Uუცნობი წამოდგა, კარებისკენ შემობრუნდა, ლაბადა მოიძრო და...
    - გულქანა?!
    ენდშპილის დრო დამდგარიყო.
    უკვე არაფერი იყო დაფარული, უმცროსი ვაშაძე ქართველი კაცი კი გახლდათ, მაგრამ არც ძმასავით დუნე გონება გამოყოლოდა ვერ მიმხვდარიყო ამ ქალის ჩანაფიქრს. ერთადერთი მიზნით შემოვიდა მათ ოჯახში: შური ეძია მასზე. Dდგას ამ ალქაჯის პირისპირ და გრძნობს, დასრულდა მათი ოჯახის ერთიანობა ( როგორც ძმობაში შეიტანა ბზარი ქალმა),  გულქანას ხრიკებში ისე გაებლანდა მთელი ოჯახი თავის დაღწევის ძალა აღარ შერჩათ. Uუკვე იცის, - ეს ქალი არ არის, ალქაჯია, ალქაჯმა დაასრულა მათი ოჯახი.
    - აქ რას აკეთებ, გულქანა?
  Qქალმა გვერდით ჩაუარა. ჯირკზე მიგდებული ფუთა გახსნა, ნაჭყეპიას მაზუთიანი მაისური ამოიღო.
    - მოდო ჩემთან, ძუნკალო!
    მაისური აუფრიალა ძაღლს. მილორდმა სუნით იგრძნო პატრონყოფილი, ძაღლური გონებით ვინ იცის რა გაიფიქრა - საფრთხე ელისო, იქნებ ჭაობში ჩაუვარდა ნანადირევი და იქედან ვერ ამოიტანაო... ვინ იცის რა აზრებმა გაუელვა. Kკბილები ჩაასო მაისურს, წინა თათებით შეახტა კარებს, ქოხი შეზანზარდა.
    - აბა შენ იცი, ძუნკალო!
  Qქარმა ჩამოუქროლა რიონის ნაპირებს, ქოხში ფშალების მტვერი შემოხვეტა.
  Mმილორდ მირბოდა ჭაობისკენ, მაისური ბაირაღივით გადაშლილიყო ძაღლის თავზე.
    ისევ ააცდინა ნაჭყეპიამ, წინ და უკან უთავბოლო სირბილით დაიღალა მურია, ხან ბარდებში შევარდებოდა, ხან ჭაობში ჩაყოფდა დრუნჩს, ყეფით აგულიანებდა დათარსულ მონადირეებს.
    ჩხართვი შეიმალა ბურდებში. ერთდროულად დაიჭექა ორივე თოფმა. Mმურიამ მოკლული ჩხართვი მონადირეებს ფეხებთან დაუგდო.
  თოფის ხმაზე შეისვენა მილორდმა, გულდასმით დაყნოსა მიწა, თათებით გადაჩიჩქნა ნაკვალევი, მაისურის სუნი ბალახისას შეადარა. ჭაობსა და ნაჭაობარს შორის გამყოფი ბურდებიდან ისმოდა ბათქაბუთქი, სროლის ექო გზის მიმართულებას უკვლევდა ძაღლს.
  Mმურიამ თავი ნაჭყეპიას მკლავზე ჩამოადო. წითელი ბალანი სუსხით დაცვაროდა.
    - ყოჩაღ, შენ მურია, ყოჩაღ!
    თავიც გაიმხნევა, მათეც და ძაღლიც.
    სიხარულით აწკმუტუნდა მურია, გახარებულმა ჭაობს შეუყეფა. ჭაობმაც დაუბრუნა ექო, ხმა უფრო მჭაქე იყო, სიშორიდან მოდიოდა და იქვე ფშალებში იკარგებოდა. მოუსვენარი სიშლეგით მოირწეოდა ჭაობი, წითელი ფერი გადაეკრა, შემცირებულიყო, დაპატარავებულიყო, მოზრდილი ძაღლის ფორმა მიეღო. ყეფით უახლოვდებოდა მურიას, უნდა ჩაეტანა და ჩაეყლაპა ჭაობის უპირავ მუცელს, რომლის ბუყბუყი სულმხუთავ შიშად ქცეულიყო ძაღლისთვის. ნისლში ავარდნილ ბუღში ჩაიმალა ყოველი, მსწრაფმავალ, მთრთოლვარე, უხორცო სხეულს გასრულებული ძაღლის სახე მიეღო, უსასოობის ბოლო ძაფი გაეწყვიტა ლაჯებით, პირში ამოჩრილი მაზუთიანი მაისური გადაფინა ნაჭყეპიას ჩექმებზე.  ჭაობის ბნელეთიდან წამოზრდილ ეშმას ჰგავდა მილორდ.
    ... იქ ქოხში... იქ ქოხში... მირბის მათე, ნაჭყეპია აქეზებს მურიას. Mმურია წინ უსწრებს მათეს, უკან მილასლასებს ნაჭყეპია და მილორდ. Kკაცს მოულოდნელობის შიშისგან მინელებია გულისცემა, ძაღლს მთელი ძალა შეულევია ჭაობის ერთხელ დალაშქვრისთვის. ქამელეონივით უხილავი გამხდარა ჭაობი, უჩინარი გზა მონადირის ჩექმებით მოდრეკილი, გზის ბოლოს გაურკვევლობა, სიზმარეულიდან გამოყოლილმა განცდამ რომ იცის ისეთი. ადამიანის მთელი ძალმოსილება შეუცნობელი შიშის უსასოობის განცდაა.
    ... იქ ქოხში... იქ ქოხში... კარები შელეწა მათემ. ძმა ჩამომჯდარა ჯირკზე სიკვდილმისჯილივით, საბოლოო განაჩენის მოლოდინში, არც უცდია დამალვოდა განაჩენს, იცოდა, - მისი ოჯახის ბედისწერა ამ ალქაჯის ოჯახში შემოსვლისას დაიწერა.
  Aალქაჯს თმები ჩამოეშალა, მოშიშვლებული მკერდიდან წამოზრდილი ორი ბორცვი თეთრად გაკრთოდა გამურულ კედლებს შორის.
    სიკვდილმისჯილი ელოდა განაჩენს.
    ალქაჯის ნებას არ შეწინააღმდეგებია, ინტერესი უფრო იყო საბოლოო განაჩენისა, ვიდრე შეურაცხყოფისაგან განრისხება: ინტერესი და გამოცდა ოჯახის ერთიანობისა. თუ ამ ქალის ხრიკებმა გაიმარჯვა, მაშინ არც არსებულა მისი ოჯახი, ბუტაფორია ყოფილა, ზმანება ლამაზი, ვაშაძეების ოჯახის ერთობისა.
    მათე - მისი ძმა.
    ალქაჯის ორი ბორცვი მიჭყლეტოდა ამობურცულ მკერდს, კოცნით გამოტყუა განაჩენი ცოლის ალერსს დანატრებულ ქმარს.
    - მე არ მინდოდა, მათე, პატარა ლილის გეფიცები, არ მინდოდა... მაპატიე, მათე...
    წითელი დალალებით ამოუმშრალა თვალები, დიდი ხანია თმებზე შეხების უფლება ჩამოართვა ქმარს.
    - მაიძულებდა, მათე, მე შენთვის არ მიღალატია... არასოდეს არ მიღალატია შენთვის... შენი ძმა მაიძულებდა, მათე.
  Bბოლო კურცხალიც ამოუმშრალა კოცნით. ცოლის ცხელი ბაგეს ხსოვნა წარსულში ჩამარხულიყო.
    - მოვკლავ!
    ნაჭყეპია მოშორდა კარებს, მურია წკავ-წკავით შემოვარდა ქოხში. Mმილორდ მოიდრიკა, ზამბარასავით დაიჭიმა. Mმხოლოდ სიკვდილმისჯილი ელოდა მშვიდად განაჩენს.
    - მოვკლავ!
    უმცროსი ვაშაძე უკვე მკვდარია, ფიზიკური სიკვდილი რას შეედრება სულის გარდაცვალებას. საბოლოოდ მიაყრევინებს ძმას ძმისთვის მიწას, ზემოთ რომ არ ამყრალდეს და სიმყრალემ გულქანას ფაქიზი ყნოსვა არ შებილწოს.
    - არ მოკლავ, სახლიდან გააგდე!
    იმავე ღამეს ასრულდა განაჩენი, როდესაც უმცროსმა ვაშაძემ სახლის ზღურბლს გადააბიჯა, უფროსი ვაშაძე სავარძლიდან ჩამოცურდა, პირიდან დუჟი წამოუვიდა. ინსულტი.
    სამი დღის მერე მოვიდა გონზე ნიკოლოზ ვაშაძე. Aავადმყოფი თვალებით მეტყველებდა, გაურკვეველ ბგერებს ხრიალით ამოთქვამდა. Qქმრის სასთუმალთან ღამენათევმა ცოლმა მაინც გაარჩია ერთადერთი სიტყვა: ,, რატომ?’’
    ცოლი მუხლებზე დაეცა ავადმყოფის საწოლის წინ, ქმრის უღონო ხელი ლოყაზე მიიდო:
    - მე მაპატიე, ნიკოლოზ... დედა ვარ... ჩვენი შვილები მე მაპატიე.
  Uუმცროსი შვილის მონატრებამ გულმუცელში მძაფრი ტკივილივით დაუარა, პირზე აიკრა ორივე ხელი, გულიდან ამოსული კივილი სხეულში უკანვე ჩაიტანა.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები