ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2012


ჟოზეფინა(ავტობიოგრაფია)

მე ვუკრავ ჰობოიზე.
დილით სეტერს ვასეირნებ ტბაზე.
უცხოელებთან საქმიანი და არასაქმიანი ურთიერთობები მაქვს.
ირლანდიურ ბარში რაგბს ვგულშემატკივრობ დროგამოშვებით.
ნახევარ ჭიქაში ვთვრები და მაგ დროს მინდა სწორედ, მეც ვიყო შეყვარებული.
ტაქსის ფულს მკერდთან ხორცშეჭმულ ქალს ვაძლევ და სახლამდე მისვლას საათები ვანდომებ,თან უამრავ გაჩერებულ მანქანას ვიშორებ მძღოლითურთ.
მე ყველაზე ერთგული და უპრეტენზიო- თანამშრომელი,კოლეგა,და,შვილი,შვილიშვილი და მეგობარი ვარ.
არაფრის ჭამა არ მიყვარს განსაკუთრებით,მხოლოდ შოკოლადის დაგემოვნებისას გამოვყოფ ბედნიერების ფერმენტებს.
იდეალისტი ვარ და იქედან გამომდინარე რომ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებ,ვერ ვპოულობ ჩემ მსგავსს ადამიანს.
რომ არა ჩემი სეტერი......
არ მაცვია ბრენდი(თუმცა მაცვია კიდეც)და დღემდე ვფიქრობ რომ ყველაფერი ძვირადღირებული კარგია.
სავალუტოში ვახურდავებ და არასოდეს ბანკში,ოფიციალური სახეების ატანა არ მაქვს.
3 უცხო ენა ვიცი, ყველა თვლის რომ ჭკვიანი ვარ, თუმცაღა მე სულელი ვიყავი ბავშვობაში....
4 წელია თმას ვიზრდი და როგორც იქნა მხრებს ჩაცდა ოდნავ.
გაზაფხულს იმიტომ ველოდებოდი რომ ორგანიზმი გადამეხალისებინა ვიტამინებით.
ენერგეტიკულ სასმელებს ვერ შევეწყვე.
იმდენად გამართულად და გასაგებად ვმეტყველებ, რომ ნებისმიერი ცდილობს მცირე დროით მაინც გაახანგრძლივოს საუბარი ჩემთან.
მე ვუკრავ ჰობოიზე...ახლაც ვუკრავ...
და ჩასაბერი საკრავებივით ვარ ზუსტად...
ჩემი ზურგის ოცნება, ჩემივე ხერხემალზე გადის და ვერაფერი მოვუხერხე გამრუდებას...
იცით?! მე ყველაფერს მივაღწიე ცხოვრებაში,მხოლოდ ბედნიერების გზაზე ვერ დავდექი ვერასოდეს...
დავდიოდი თუ არა ეკლესიაში?! განა ყველაზე მეტად ახლა ქრისტე არ მიყვარს?!
ჩემი სეტერი...ცხვირს ცხვირზე მადებს და მარწმუნებს რომ მე ყველაზე სრულყოფილი არსება ვარ, ვისაც კი იცნობს.
ფეხსაცმელები ჩემი სუსტი წერტილია და ყველაზე დიდი რაოდენით ჩემს სახლში სწორედ ისინი მოიძებნება, დაჟე ჭიქებზე და თეფშებზე გაცილებით მეტია...
უვარსკვლავო ცისკენ არც ამიხედავს...მე დაწერტილებული და ალაგ-ალაგ ალმოდებული ზეცა მომწონს.
როცა მცივა,ვიკუნტები და გნატრობ...
დღეს შემცივდა...ძალიან შემცივდა...(((


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები