როდესაც თვალი გავახილე, მზე უკვე დასავლეთისკენ გადახრილიყო. სიცხე თავის ხარკს ბოლომდე იმკიდა. თავზე ცხენი მადგა და ფრუტუნით თითქოს მახსენებდა „ არ დაგავიწყდეს შუაგულ საჰარაში რომ ხარო“. წითელი კარკადეს ერთი ყლუპი ჩემთვის გავიმეტე, ცხენს კი ისევ ორი პეშვი წყალი ერგო. წყლის მარაგი მელეოდა. გარემოს თვალი მოავლე. იდეალური სიჩუმე იდგა. რამოდენიმე ბღუჯა ეფემერა უნაგირის ჩანთაში ჩავტენე. ჯადარმა მსუბუქი ნახტომით მოიტოვა უკან ეფემერების მდელო და სამხრეთისკენ შევბრუნდით. ორიენტირად არჩეულ „ჩემს კლდეს“, რომლის ბექიდანაც ეფემერების მდელო დავინახე, - სწრაფად მივუახლოვდით. გზის გაგრძელებას შეუჩერებლად ვაპირებდი, მაგრამ კლდის იმ ნაშალში ჩემთან ერთად რომ დაენარცხა მიწას, აქა-იქა ჩემი კაბის ნაგლეჯები შევნიშნე. ასეთი აშკარა კვალის დატოვება მდევრისათვის სისულელეზე მეტი იყო, გადავწყვიტე არ დამეტოვებინა არცერთი ნაკუწი და სასწრაფოდ ჩამოვქვეითდი.
კლდიდან ჩამოწოლილ ქვაღორღში ბრწყინვას მოვკარი თვალი. მზის გადახრილ სხივებს, „რაღაც“,- ნათებასავით ირეკლავდა. ეს „რაღაც“, კლდიდან მოწყვეტილი ქვა აღმოჩნდა. დავწვდი და ხელში შევატრიალე. ერთი მხრიდან ჩვეულებრივი კლდის ნატეხი იყო, მაგრამ მეორე მხრიდან, ბროლივით მინერალი ზედ შაქარყინულივით ასხმულიყო და თვალისმომჭრელად ციმციმებდა, მინერალი რამოდენიმე მომცრო, დაწახნაგებული, გამჭვირვალე და ერთმანეთზე ამოზრდილი „სვეტისგან“ შედგებოდა და ბავშვის სათმაშოს გავდა. – „კვარცი! ეს კვარცია, აი თურმე რატომ მეტკინა ასე მუხლი და რისგან მაქვს ეს ნაკაწრები...“ - გავიფიქრე და გამჭირვალე მინერალში მზეს გავხედე. კვარცის კრისტალში გატარებული მზის სხივები, სინათლის ფერად ლაქებად დაეფინა ჩამოშლილ ქვებს. მინერალს აქეთ იქით ვატრიალებდი და მიწაზე გაშლილ ფერად მანათობელ ლაქებს ვუცქერდი.
„სადაც კვარცია, იქვე სადმე ოქროც უნდა იყოს“, - გამახსენდა კაზრეთის ექსკურსიაზე გიდის ნათქვამი ფრაზა. ასეთი კენჭები კაზრეთში, ოქროს საბადოზე მქონდა ნანახი. მაშინ ყველას გვაჩუქეს კვარცის პაწია მინერალი, რომელიც მცირეოდენობით ოქროს შეცავდა. ფეხით გავშალე კდლის ნაშალი, ყურადღებით ვათვალიერებდი, ორი ცალი ყვითელი კენჭი შევნიშნე, ხელში ავიღე და კარგად დავაკვირდი, მათ კვარცის მინარევები ქონდათ, მაგრამ ყვითელი გაცილებით მეტი იყო - ვიდრე კვარცი.
- „ოქრო! ეს ოქროა!“ - წამომცდა გაკვირვებულს. ხელში ოქრო მეჭირა. წონა ხელით მოვსინჯე. ორივე კენჭი ერთად, დაახლოებით ოცდაათ გრამამდე უნდა ყოფილიყო. თუ კვარცის მინარევი მოსცილდებოდა, ოც გრამამდე მაინც დარჩებოდა, - ეს კი დაახლოებით ათას ამერიკულ დოლარს, ანუ კაიროში დაბრუნებას ნიშნავდა თუ დასახლებულ ადგილამდე მივაღწევდი... მაგრამ აქ, შიშველ უდაბნოში ოქრო რიყის ქვადაც არ ფასობდა. ჩემი თავი „დავიჭირე“ იმაში, რომ ჩემს სიცოცხლეში პირველად, ოქროს პაწია ზოდებს მომავალი სამკაულივით კი არ ვუცქერდი, არამედ როგორც გასაყიდ ნივთს. თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ნაშალს, ისევ მოვჩიჩქნე ქვების გროვა იმ იმედით იქნებ კიდევ მეპოვა ოქრო, მაგრამ აღარფერი იყო. - „საჰარა, გონი ისე აღარ გძულვარ როგორც პირველ დღეებში. დღეს კეთილი ხარ. ჯერ მირაჟის სარკე მაჩუქე, მერე ბედუინის რუკამ გაამართლა, ეფემერების მდელო ხომ ახდენილი ოცნებასავით მეწვია, ახლა ოქრო გამომიჩინე, ვინ იცის კიდევ რას მაჩვენებ სანამ შენს წიაღში ვარ და ჩემს უმწეო ნაფეხურებს გიტოვებ ქვიშის მკერდზე.”
ჩემი ფიქრის პასუხად, საიდანღაც ყრუდ მოგუგუნე ექო მოსწვდა ჩემს სმენას. ოქროს კენჭები ფეხსაცმლის ყელში ჩავიტენე, მოგროვილი კაბის ნაგლეჯები კვარცის მინერალთან ერთად უნაგირის ჩანთაში ჩავჩურთე, ცხენზე შევხტი, აღვირი მოვიმარჯვე და სმენად ვიქეცი. ექო მიახლოვდებოდა. ცხენიანად კლდეს მოვეფარე და „სავალ გზას“ თვალმოუცილებლად მივაჩერდი. თხუთმეტიოდე წუთში ხმაური გაძლიერდა და ქარიც „დავინახე“. ერთ დიდ ბურთად შეკრული ქარი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩემსკენ მოქროდა. მის უკან გრძელი შლეიფივით ფრიალებდა ცაში ატყორცნილი ქვიშის ნისლი.
- რა უნდა იყოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რა საოცარი სისწრაფით მოძრაობს... - ამისი გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ქარი ორასიოდე ნაბიჯზე მომიახლოვდა, ჩემს კლდეს ელვის სისწრაფით უქცია გვერდი და პირი დასავლეთისაკენ იბრუნა. სანამ რკალს მოხაზავდა, ქარში გახვეულ, ჰაეროვან, გრაციოზულ მოძრავ სხეულებს ვკიდე თვალი.
ანტილოპები... ეს იყო წარმოუდგენელი სისწრაფის თავაწყვეტილი რბოლა, რომელიც არ ცნობდა არანაირ დაბრკოლებას და სამანს. ანტილოპების მფრინავი რემა თავის ბუნებრივ სტიქიაში, - უმშვენიერესი სანახაობა იყო. ქვიშისფერი ანტილოპები მხოლოდ წამით ეხებოდნენ მიწას და მორიგი ნახტომით ჰაერში მიფრინავდნენ. მათი „გადაფრენით“ გამოწვეული ექო ჰამადის კლდეებში სულ სხვანაირად ხმიანობდა. რბოლის ქარით გამოწვეული ხმაური - გაცილებით ჭარბობდა მათი ფეხის ხმას. განცვიფრებული, მხოლოდ ანტილოპების მოღერილ კისრებს, წვეტიანი რქებით დამშვენებულ თავებს, მიწაზე დაშვებისას მშვილდივით მორკალულ ზურგებს ვხედავდი, რომლებიც გაფრენისას ლარივით სწორდებოდნენ და უდაბნოს შედედებულ სიჩუმეს გაშლილი მკერდით სხივილით მიაპობდნენ.
ქვიშისფერი ანტილოპები კარგად ეგუებოდნენ საჰარას მკაცრ ჰავას და მშვიდად ცხოვრობდნენ უდაბნოში, ლეოპარდებისა და ლომებისაგან დაცული, რომლებიც აქ ცხვირის შემოყოფას ვერ ბედავდნენ. მახვილი თვალი და სმენა, სისწრაფე და წვეტიანი რქები მათ კარგად იცავდა, ფერით იდეალურად ერწყმოდნენ უდაბნოს ფერებს, წყურვილის მოთმენაში ბადალი არ ჰყავდათ, ისეთი სისწრაფით კეცავდნენ უდაბნოს სივრცეებს, რომ წყლის მოსაძებნად დიდი დრო არ ჭირდებოდათ. გამეგონა რომ ანტილოპას ერთი სახეობა, ჯეირანი, - საქართველოშიც ბინადრობს მაგრამ მე ის მხოლოდ ფოტოებზე მენახა და ახლა, პირველად ვხედავდი უდაბნოში მისი ჯიშის ულამაზეს ქმნილებებს. ანტილოპების რემამ ფიქრზე სწრაფად ჩამიქროლა და დასავლეთისკენ ჩაიკარგა. ქვიშაზე მხოლოდ მათი წვეტიანი ფლოქვების კვალი დარჩა... ძლივს გამოვერკვიე სტიქიასავით მძვინვარე ქროლვის შემხედვარე.
ანტილოპები რაღაცას გამოექცნენ, რაღაცამ აიძულა ადგილი შეეცვალათ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ასეთი? წიგნებში წაკითხული მქონდა, რომ ანტილოპების ქერშილობა ნოემბერ-დეკემბერში იწყებოდა, ახალ სიცოცხლეს ანტილოპა ხუთი თვე ატარებდა. ესე იგი ახლა ნუკრების გაჩენის ჟამი იყო მოწეული და ასეთ დროს ისინი ადვილად არ დატოვებდნენ მიჩვეულ ადგილებს.
ის რამაც ანტილოპები დააფრთხო, წესით კვალზეც უნდა მოყოლოდა მათ. ცხენიანად უკან დავიწიე და კლდე კარგად ვისაფრე. ვიცოდი ცხენი უფრო სწრაფად დაიჭერდა ხმაურს და ამიტომ მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე. ლოდინი დიდი ხანს არ დამჭირვებია. ჯადარმა ყურები დაცქვიტა და კისერი დაძაბა. გუგუნი მომესმა, რომელიც სწრაფად იკრებდა ძალას და მიახლოვდებოდა. კლდეებმა ექო აიტაცეს. უდაბნოს გაშლილ ადგილს ვაკვირდებოდი. რამოდენიმე წუთში ახლო ჰორიზონტიდან მოულოდნელად, სასწაულებრივად ამოზრდილი ვერტმფრენის მოტრიალე ფრთები დავინახე, ხოლო წამში მთელი ვერტმფრენიც გამოჩნდა. მიწიდან ალბათ ორასიოდე მეტრის სიმაღლეზე იქნებოდა. ის სამხრეთ აღმოსავლეთიდან მოფრინავდა. ეჭვიც არ შემპარვია იმაში, რომ ვერტმფრენი მე მეძებდა.
სიხარულმა სული შემიხუთა, ის იყო გაშლილ ადგილას ცხენიანად ვაპირებდი გამოსვლას, რომ ვერტმფრენი მოულოდნელად შებრუნდა და აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი. ჯადარს აღვირის ბოლო მათრახივით გადავუქნიე და ვერტმფრენს წარმოუდგენელი სისწრაფით დავედევნეთ. ნიკაბი თავიდან მოვიგლიჯე და მარცხენა ხელით ავაფრიალე... გაუჩერებლად ვყვიროდი, ხელს ვიქნევდი, ჩემი აბრეშუმის თავსაფარი დროშასავით გაიშალა ჰაერში, ბრმასაც კი უნდა დავენახე ალბათ, მაგრამ ვერტმფრენი რამოდენიმე წუთში აღმოსავლეთისკენ აღმართულ კლდეებში მირაჟივით ჩაიკარგა.
გაქანებული ცხენიდან გადმოვარდნილი მიწაზე პირქვე დავემხე... გულამოსკვნილი ვტიროდი, გადარჩენის შანსი ასე ახლოს მქონდა და მე ხელიდან გავუშვი. მუშტად შეკრულ ხელებს სიმწრისაგან ქვიშას ვუშენდი და ვყვიროდი: - საჰარა, რა გინდა ჩემგან ?! რატომ, რატომ არ მიშვებ!.. ქვიშის მარცვალიც არ ვარ შენთვის, რა შეემატება ჩემი ძვლებით შენს ქვიშას და კლდეებს... ძრავის გუგუნი მიიკარგა და საჰარაში ისევ დუმილი ჩამოწვა. ის ახლა უფრო აუტანელი გახდა, ამ უდაბნოსავით თვალუწვდენელი და უსაზღვრო, ამაზრზენი და საშიში.
ყვირილით და ტირილით დავიღალე. ძალა გამომეცალა და მიწაზე თვალდახუჭული გავწექი. გონებაში ათასჯერ „დავატრიალე“ ყველა დეტალი, რაც ანტილოპების გაუჩინარების შემდეგ დავინახე. როგორ ამოფრინდა მოულოდნელად ჰორზონტიდან ვერტმფრენი, მზეზე მოლაპლაპე მინებსაც კი ვხედავდი, ციგასავით ფეხებს, ორი სილუეტიც კი გავარჩიე ფანჯრების უკან.... ახლა კი ეს ყველაფერი მირაჟივით გამქრალიყო... - „იქნებ კიდევ მობრუნდეს, იქნებ სჯობია აქ დავიცადო....“ - ისევ სასოწარკვეთა მომერია ... ისევ ქვიშააკრული სველი სახე, ქვიშით სავსე თმები, დაფლეთილი და ჭუჭყიანი კაბა, ისევ ერთი ჭიქა წყალი. დაკაწრული ფეხები... ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ორი დღის წინ, სამი დღის წინ, ხუთი დღის წინ... მოულოდნელად გონებაში რაღაცამ გამიელვა და ისე სწრაფად წამოვჯექი, რომ დამფრთხალმა ცხენმა უკან დაიხია.
- „ღმერთო! მე ხომ ვერტმფრენზე არ შემიმჩნევია არც პოლიციის ემბლემა, არც რაიმე სახელმწიფო ან სამხედრო ნიშანი. ეს ხომ ნაქირავები კერძო ვერტმფრენია და იქნებ ჩემი მოკვლის მსურველის მიერ დაქირავებულიც.“ - კიდევ ერთხელ გონების თვალით დავაკვირდი ნანახს. ნამდვილად ასე უნდა ყოფილიყო, ეს ვერტმფრენი არ ეკუთვნოდა სახელმწიფოს. აი რატომ დამეძებდნენ დასავლეთით, მხოლოდ მტერი შეიძლებოდა ყოფილიყო დარწმუნებული რომ დასავლეთისკენ ვიარე... ახლა პირიქით, ვერტმფრენის დაბრუნების შემეშინდა.
ჩემი საქციელით გაოგნებული ჯადარი ირიბად მიცქერდა. ცხენს მოვეფერე და კისერზე მივეკარი...
„მაპატიე ჯადარ, მაპატიე მეგობარო, წავიდეთ ჯადარ, წავიდეთ აქედან“. - არაბულად ვუჩურჩულე ცხენს. სახე ჩემი თავსაბურავით შევიმშრალე, ნიკაბით მხოლოდ ცხვირ-პირი ავიკარი და ცხენზე შევჯექი. ჯადარი დარიგებულივით, თავისით შებრუნდა დასავლეთისკენ, ანტილოპების ნაკვალევს გვერდი უქცია და უდაბნოს თბილი ქარივით ჩუმად დაიძრა. ახლა, ჩემი მიზანი არწივისთავიანი კლდე იყო, რომლისთვისაც როგორმე შუაღამემდე უნდა მიმეღწია. - „ფარაფრაში ცოტა ხნით გავჩერდები, წყალს და სურსათს მოვიმარაგებ, იქნებ როგორმე ლიბიის საზღვრამდე მივაღწიო და მესაზღვრეებს ავუხსნა, რომ გზა ამებნა და საელჩოს დამაკავშირონ. სხვა გამოსავალი მაინც არ ჩანს. მთავარია მდევარი არ ჩამიდგეს კვალში.“ - სწორი გამოსავალი ჩემი აზრით, მხოლოდ ეს იყო.
თუ ჩანაფიქრი გამომივიდოდა, მაშინ ჩემი მიზანი, ეგვიპტე-ლიბიის საზღვარი, რეალურად მისაღწევად მეჩვენა. სასაზღვრო პოლიცია ბედუინსაც მომაცილებდა თავიდან, მდევარსაც და უფრო ადვილად შევძლებდი საელჩოსთან დაკავშირებას. მდევარი ნაკლებად იფიქრებდა რომ საზღვარზე ვეძებნე. თუ „ჩემებიც“ მეძებდნენ, მაშინ შეიძლება შინ მოხვედრის მოკლე გზას ავცდენოდი, მაგრამ მდევრის იმდენად მეშინოდა, რომ „გრძელი გზა“ მერჩია.
... ჩემი საათის მიხედვით ღამის თერთმეტი სრულდებოდა, როცა პირველ ორიენტირს მივაღწიე. ყოველ ერთ საათში თხუთმეტიოდე წუთით ვისვენებდი, მაგრამ დაღლილობისაგან მაინც მთელი სხეული მტეხდა. რუკაზე ნაჩვენებ ისარს გავყევი და სამალავის ძებნა დავიწყე. რამოდენიმეჯერ ავუარე და ჩავუარე იმ ადგილს, რომელსაც ისრის წვერი უჩვენებდა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. დარჩენილი წყალი ცხენს დავალევინე, მე წითელი, მომჟავო სითხის ბოლო წვეთები მერგო. ახლა აღარც წყალი მქონდა და აღარც კარკადე. სამალავი სადღაც აქვე, სულ ახლოს უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ჩემი გამოუცდელი თვალით, სიბნელეში ვერ ვამჩნევდი მონიშნულ ადგილს. ბედუინის ჩანახატის მიხედვით დღისით უნდა მოვხვედრილიყავი აქ, მაგრამ ჩემი თავგადასავლის შემდეგ დროში ავირიე და მხოლოდ ღამით მოვაღწიე აქაურობას. ხელისცეცებით დავიწყე კლდის ნაპრალების მოსინჯვა, მაგრამ ამაოდ. მთვარის შუქს უნდა დავლოდებოდი და ისე გამეგრძელებინა ძებნა, ღამის სიცივისთვის სამალავში უნდა შემესწრო. ცხენს ეფემერები დავუყარე, ჭკვიანმა ცხოველმა მადლიერად ამოიფრუტუნა და მცირე ვახშამს ფრთხილად შეექცა.
მე თვალმოუცილებლად გავცქეროდი საჰარას.
... ულევი, ულევი უდაბნო... რა დაუსრულებელია ეს მკვდარი ადგილი, ნამდვილი სასაფლაოა. დედამიწის საფლავი... ნეტავ ის როგორ არის, ალ კაბირი, რას აკეთებს, რა მოხდა ჩემი გაქცევის შემდეგ, ნეტავ ცოცხალი თუა, იქნებ აღარცაა, იქნებ მოკლეს...“
მთვარის ნათებამ იმატა, ცხენის ჩრდილმა ნელნელა კონტურები შემოიხაზა და დაგრძელდა. თვალს ვადევნებდი ჩრდილის დაბადებას, კუდი, ფეხები, სხეული, კისერი, ფაფარი, თავი... თავი სადღაა? წამოვხტი და ჩრდილს მივყევი.... თავის ჩრდილი რომელიღაც ნაპრალში შემძვრალიყო, მეც მივყევი და სულ ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ცარიელ სივრცეს მივადექი. ეს გამოქვაბული იყო, წამოწეული შვერილი ხელით მოვსინჯე, ხელში გასანთლული ასანთი მომყვა... მე სამალავის შესასვლელთან ვიდექი...
გამოქვაბული სანთლის მოციმციმე სინათლემ მოიცვა, ათიოდე კვადრატული მეტრი იქნებოდა, მასში ცხენიანი კაცი მთელი სიმაღლით მთლიანად გაიმართებოდა. წინა გამოცდილებით შეშინებულმა სანთლის მწირ სინათლეზე „ჭერი“ და ბნელი კუნჭულები კარგად მოვათვალიერე. - „მადლობა უფალს, არაფერია, მორიელები და ობობები სანადიროდ იქნებიან წასული,“ - გავიფიქრე და სანთელი კლდეზე მივამაგრე. გამოქვაბულის უკანა კედელთან აქლემის ტყავები იყო გაშლილი. დავბერტყე, მორიელების მეშინოდა, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა. კლდის შვერილზე ორი უნაკერო გუდა ეკიდა, ერთში გამომშრალი პური, ცოტა ყველი და ხორცის მშრალი ნაჭრები ელაგა, მეორეში რაღაც ვარსკვლავის მაგვარი ფორმის გასუფთავებული ფესვები თუ კენჭები ეყარა. ორი უნაკერო გუდა კი მიწაზე იდო. ერთში ნამდვილად წყალი იყო, ხოლო მეორეში ტანისამოსი, კიდევ ერთი ნაჭრის ტომარა შევნიშნე კედელთან მაგრამ მისი შემოწმება მომავლისთვის გადავდე და ცხენთან მოვბრუნდი. ჯადარს პირწმინდად აესუფთავებინა ეფემერები და ცხვირი პირდაპირ ხელებში ჩამიყო მოლოდინით, რაიმე ხომ არ მქონდა კიდევ მისთვის. ლაგამში ხელი ჩავავლე და გამოქვაბულისკენ გავიყოლიე. ცოტა ხანში მშრალ და თბილ გამოქვაბულში აქლემის ტყავზე ვიწექი, ჩურჩულით ვამბობდი იმ სამიოდე ლოცვას რომელიც მახსოვდა. ჩაძინებას ამაოდ ვცდილობდი. დაღლილობისაგან კუნთები მეწვოდა და არ მაძინებდა.
სანთელი მიილია და სიბნელე გამეფდა.
ამ ძილ-ღვიძილში ალბათ ორი საათი მაინც იქნებოდა გასული, რომ გამოქვაბულის სიჩუმეში ხმაური შემოიჭრა, ნელ-ნელა ძლიერდებოდა. ცხენების ფეხის ხმას ადამიანების ხმაც მოყვა. მათი საუბარი ისე კარგად მოჰქონდა ექოს ჩემამდე, თითქოს ჩემს ყურთან ლაპარაკობდნენ. ძალიან შევშინდი. მაგრამ ისე გაუფრთხილებლად აღარ მოვქცეულვარ როგორც ვერტმფრენის დანახვისას. სმენად ვიქეცი. ხმებზე მივხვდი რომ ხუთნი იყვნენ. გამოქვაბულის უკანა კედელთან, იქ სადაც მე ვიდექი მათი ლაპარაკი კარგად ისმოდა. - აქ გავათიოთ ღამე, დააჩოქეთ აქლემები - დაილაპარაკა ერთმა და გავიგონე როგორ ჩამოქვეითდა. - ნაჰამა, - უპასუხა მეორემ. - მუსტაფა, შენ ცეცხლი დაანთე, ქვანახშირი აქლემზეა აკიდებული, ჩაიც აადუღე, ცოტა წავიხემსოთ და დავიძინოთ. - რამდენი ხანია უგზოუკვლოდ დავდივართ ამ უდაბნოში და კვალსაც ვერსად მივაგენით. ცხენის კვალს მაინც რატომ ვერ ვპოულობთ. გოგო გამოუცდელია, მაგრამ შაითანი იფარავს, თუ მისი ღმერთი, ასეთი რა მოუხელთებელი შეიქნა... თავსაც მივანებებდი აქამდე ამ საქმეს მაგრამ შენი დანაპირები ფული მოსვენებას არ მაძლევს. - ჰო ასეთ ფულს ალბათ ვერსადროს იშოვი. - მომესმა კარგად ნაცნობი ხმა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ცეცხლის ტკაცუნმა იმატა.
- სალეჰ, ნახშირი დაუმატე ცეცხლს, ამაღამ შენ იდარაჯებ. აქლემებს მიხედე, ქერი აჭამე და ცოტა წყალიც მიეცი. დილისთვის საუზმისთვის თადარიგი დაიჭირე. ცოტა დავლიოთ, კარგი ვისკი მაქვს და ცოტათი გახურება არ გვაწყენს. მუსტაფა, აზიზ, სალეჰ, რაშიდ მოდით, ცეცხლს შემოუჯექით, ვისკი ჩამოასხით, მე ვახშამს მოვამზადებ. - ალაპარაკდა ნაცნობი ხმა. - რას უფროსობ, ხომ არაფერი გეშლება ? - შეუტია ჟანგანი ანჯამასავით მოჟღრიალე ხმამ. - არ ვუფროსობ, უბრალოდ გეპატიჟებით, ყველა დაღლილები ვართ და გვშია, - შეიცვალა ნაცნობი ხმის ტონი. - ვახშამს სალეჰი მოამზადებს, შენ აქ დაჯექი, ბევრი რამე გაქვს სათქმელი ჩვენთვის, რაღაცას გვიმალავ. -გაეპასუხა მოჟღრიალე ხმა. - გისმენ რაშიდ, რა გაქვს გასარკვევი, რა ეჭვი გაწუხებს ? - მოღლილი ტონი მიეცა ნაცნობ ხმას. - აგვიხსენი იმ ქალს ასე ჩაციებით რატომ დაეძებ. პირველი ხანს გვეგონა შენი ცოლი ან საცოლე იყო, კაცურად გაგიგეთ და მცირე გასამრჯელოს დავჯერდით. მაგრამ მერე შეგნიშნეთ რომ შენ შეშინებულს უფრო გავხარ. ალ კაბირთან უსიამოვნებასაც ცუდი ამბები მოყვება. ბედუინები აგვიმხედრდებიან, ჩვენ კი სარფიან საქმეს დავკარგავთ. შენ რა გენაღვლება, შენს პოლონეთში წახვალ, ჩვენ კი აქ გვაქვს სახლიც და სამშობლოც. უნდა ხვდებოდე, რომ თუ ქალმა ფარაფირაჰის ოაზისში მიგვასწრო, - ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება. ხუთი ათასი ბედუინის ოჯახი ცხოვრობს ფარაფირაჰში, ჩვენი განზრახვა თუ გამჟღავნდა, ვერც წყალს ვიშოვით და ვერც საკვებს მოვიმარაგებთ, ისე ამოვიხოცებით ამ უდაბნოში რომ ტყვიის გასროლაც არავის დასჭირდება.
- როგორ ალ კაბირი ცოცხალია ? ... ბედუინი არ მოკალით ? - შიშისაგან ჩაიხრინწა ნაცნობი ხმა. - ჩვენ ამაზე არ მოვრიგებულვართ. ჩვენ მხოლოდ ქალის მოძებნაზე მოგირიგდით. ალ კაბირს იარაღი წავართვით და მისი სასმელი წყალი ჩვენ წამოვიღეთ. თუ უწყლოდ მოკვდება, ეგ არ იქნება ჩვენი ბრალი და პასუხსაც ვერავინ მოგვთხოვს. მეორეცაა, ქრისტიანის დავალებით მუსლიმს აქ, უდაბნოში, - არავინ მოკლავს. მაგრამ რომც მოგვეკლა, უკვე სხვა რამ იქნებოდა საშიში. ბაჰარიას და ფარაფირაჰის ოაზისის ბედუინები ყველაფერს აუცილებელს, ალ-კაბირის, ხანდახან კი სულაც მისი ფულის მეშვეობით იმარაგებენ. პატივს სცემენ, რადგან სანაცვლოდ არაფერს ელის. ვალს თუ დაუბრუნებენ - მადლობას იხდის, თუ არა და არც ითხოვს რამეს, მცირეოდე საგზლის და წყლის გარდა, რომ მერე უდაბნოში იხეტიალოს. ზამთარს და ზაფხულს ტიდიკელტიში ატარებს, შემოდგომასა და გაზაფხულს უდაბნოში. ბევრი არც იცნობს, მაგრამ მისი სახელი ყველას სმენია. შენ გესმის რას ნიშნავს ხუთი ათასი შეიარაღებული ბედუინი?! თუ ჩვენს სიკვდილს არა, მთელი ჩვენი ბიზნესის ჩაშლას ხომ ნამდვილად ნიშნავს. ყველა საქარავნე გზა დაიკეტება, მარტო ფარაფირაჰი და ბაჰარია კი არა ყველა ოაზისი და მთელი ტიდიკელტი ფეხზე დადგება. ამას სინაის ნახევარკუნძულზე მოსახლე ბედუინებიც შეუერთდებიან. მონებს ბირ-ტავილში* უდაბნოს გავლით ვეღარ გადავიყვანთ, აღარც წითელ ზღვაზე გადაგვიშვებენ სინაის ბედუინები. თვითმფრინავებს სახელმწიფო ჩვენ არ მოგვაქირავებს, ამდენ ვერტმფრენს კი სად ვიშოვით, რომც ვიშოვოთ და სიძვირეს არ შევუშინდეთ, ჩვენი ბიზნესი გახმაურდება, ეს უფროსობას ჭკუაში არ დაუჯდება. ასეა თუ ისე, ცუდი დღე მოგველის და ყველაფერი ეს რატომ ღირს იმ ერთი ქალად - იქნებ აგვიხსნა? ან რა დარწმუნებული ხარ იმაში რომ ის მუნჯი მართლა ის ქალია რომელსაც შენ ეძებ.
- ის არის, დარწმუნებული ვარ. ნამდვილად ნილნაა. უნდა მოგეკლათ ბედუინი და ქვიშაში ჩაგეფლათ, რომ გადარჩეს და გაგვთქვას? - თუ თავი გაინთავისუფლა, ფეხით დიდხანს ვერ მოაღწევს ოაზისამდე. თან წყალიც აღარ აქვს. შენ კი, არც იმდენს გვიხდი, რომ ათასობით ბედუინის გადაკიდებად ღირდეს შენი ფული. თუ გადარჩა, ნამდვილად არ გაგვთქვამს, უბრალოდ სამაგიეროს გადაგვიხდის. - რატომ უნდა მიიტანონ ეჭვი ჩვენზე? უდაბნოში ცოტა ხალხი კვდება? ან რატომ ხარ დარწმუნებული რომ არ გაგვთქვამს? - ყველამ იცის, ალ კაბირი მონებით ვაჭრობაში არ ერევა, მაგრამ ამას წინათ ხუთი, სულ დარჩეული რუსი გოგო მოტაცა ემირ ასადის ათკაციან ჯგუფს, სუდანში გადაიყვანა და იქ უკვალოდ გააქრო. ერთი ცენტიც ვერ იხეირა იმ საქმიდან ემირ ასადმა. შუამავლები მიუგზავნა ალ კაბირს და შეუთვალა, არ მაცოცხლებენ ფული რომ არ მივიტანო, ან ქალები დამიბრუნე ან შეგაკვდებიო. ბედიუნმა იმავე შუამავლების ხელით ფული გამოუგზავნა და დააბარა, შენი სიკვდილი არაფერში მჭირდება, ბედუინების სახელით რომ ეწევი ამ ბინძურ საქმეს, იმიტომ წაგართვი ქალები, ან შენი სახელით აკეთე შენი საკეთებელი ან არადა სულ შეეშვიო. - მერე რა მოხდა ? - ის, რაც უნდა მომხდარიყო. მისატანი მიიტანა ასადმა, მაგრამ საქმეს შეეშვა. ალ კაბირმაც ნამუსი შეუნახა და ეს ამბავიც არსად გაუმხელია. მოგვიანებით გავიგეთ ის ქალები კეიპტაუნამდე ჩასულან და იქედან გაჰყოლიან გემს.
- საიდან აქვს მაგ კაცს ფული, რას საქმეს ეწევა ან გამომშრალ უდაბნოში რა დარჩენია? - გაერთიანებულ საემიროებში ბრწყინვალე განათლება აქვს მიღებული. ის კარგი გეოლოგია. საჰარა ჩვენთვის მხოლოდ ქვა და ქვიშაა, მისთვის კი ჰამადის კლდეები ტოპაზი, საფირონი, ოქრო, ლალი და ფირუზია. წელიწადში ორჯერ, კაიროში ჩააქვს ნაპოვნი ოქრო და ქვები, იქ კარგ ფასს უხდიან. ფული ყველაფრისთვის ყოფნის, ოაზისებში ბედუინებს ეხმარება. ექიმები ჩამოჰყავს, წამლები ჩამოაქვს, მარილი, მარცვლეული, წიგნები ბავშვებისათვის... ხან ვერტმფრენს ატანს, ხანაც აქლემების ქარავანს. მაგრამ მისი ყველაზე დიდი ღირსება ისაა, - არავისი გასაჭირი არ ავიწყდება და არც მარტოობის ეშინია. ასეთი კაცის მოკვლა ადვილად არავის შერჩება და არც მკვლელის ვინაობა დარჩება გაუგებარი.
ქალი კი, თუ მართლა ისაა ვისაც ვეძებთ, ახლა თუ არ ჩავიგდეთ ხელში სანამ მარტოა, მერე ბედუინი ჯინაზე აღარ დაგვითმობს. იმ გოგოს ერთადერთი კოზირი ალ კაბირის არაბული ცხენია. თუ ის ოაზისში ბედუინის ცხენით მივა, ყველაფერს დაუჯერებენ და ქალს აღარავინ გამოგვიჩენს. ალ კაბირის საძებნელადაც დაუყოვნებლივ წამოვა უდაბნოში ბედუინების ჯგუფი. დიდი, დიდი შეცდომა დაუშვა მუსტაფამ, ასე არ უნდა მოქცეულიყო იმ ღამეს, კაბა არ უნდა შემოეხია ქალისთვის, ვერც კი მოვასწარი ხელის შეშლა ეს ისე სწრაფად მოხდა. ალ კაბირი ძალიან გაბრაზდა, თუმცა თავი შეიკავა და ნირი არ უცვლია. ასე რომ ვითარება გართულდა და შენი დაპირებული ფული აღარ გვაკმაყოფილებს. თანხა უნდა გაასამმაგო და არაფერი არ უნდა დაგვიმალო.
- მე რას მაბრალებ რაშიდ, ხომ გვეუბნებოდა ბედუინი სამასი დოლარი მომეცი და ქალი წაიყვანეო, რად არ დათანხდი? ახლა ამ საქმეს მორჩენილები ვიქნებოდით. - მუსტაფა, შენ ბედუინი სულელი გგონია? რომც დავთანხმებოდით და ფულიც მიგვეცა, მაინც გააქცევდა იმ ქალს. ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. მაგრამ შენ თუ შარიათის დარღვევაში დაგდო ბრალი ალ კაბირმა, თავი სადღა უნდა გამოყო?
- უნდა მოგეკლათ. ახლა ყველაფერი მარტივად იქნებოდა. - გაიმეორა ნაცნობმა ხმამ. - მილოშ, რატომ გინდა ასე მისი სიკვდილი ჩვენი ხელით? ბევრ რამეს მალავ! შენც იქვე არ იყავი ახლო, როცა ქალი ცხენით გაიქცა, რატომ არ ესროლე გოგოს, ხომ დაინახე ცხვირწინ რომ ჩაგიარა. არც მერე მოგვეკარე რომ ბედუინს არ დაენახე. დრო დადგა, - ყველაფერი გაამხილო და ისიც უნდა თქვა ჩვენთვის მოსაცემი ფული სად გაქვს და როდის მოგვცემ. შენ საფრთხეს გვიქმნი და უნდა ვიცოდეთ რამდენად დიდია ეს საფრთხე. - დაასრულა ჟღრიალა ხმამ. - კი არ ჩამიარა, ჩამიფრინა. თანაც ისე მოულოდნელად გამოსხლტა რომ დავიბენი, არ ველოდი. რომც მესროლა ალბათ ასცდებოდა, ამიტომ დავედევნე, მაგრამ არაბულ ცხენს, თანაც ჯადარს, ვინ დაეწევა? კარგა ხანს ვდიე, მალე ჩამომიტოვა უკან, მერე ამინდიც აირია ჩვენს ჯინაზე. - უპასუხა ნირწამხდარმა ხმამ. - სიტყვას ბანზე ნუ აგდებ მილოშ. დროა ალაპარაკდე. - უპასუხა ჟღრიალა ხმამ.
პასუხმა დააყოვნა. სიჩუმე ჩამოვარდა. მივხვდი რომ ვითარება გვარიანად დაიძაბა. ცხენს მივეკარი დასამშვიდებლად და ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო. დავაფასე აქლემის ტყავის ამოსაცმელები, ბედუინმა რომ ფეხებზე ამოაცვა ჯადარს. ჩვენ კვალს არ ვტოვებდით. ანტილოპების კვალსაც გვერდი თავისით უქცია ცხენმა ისე, რომ მე არც კი გამხსენებია. სიჩუმე ტბასავით დაგუბდა და შეიკრა. ხმას არავინ იღებდა.
- ბედუინთან ძველი მტრობა მაქვს, - როგორც იქნა დაიწყო მილოშმა, - სანამ ელ გიზაში მუშაობას დავიწყებდი, რამოდენიმეჯერ უდაბნოში გავყევი წითელი ჯვრის მისიას პროფილაქტიკურ მკურნალობისა და გამოკვლევების ჩასატარებლად ოაზისების მოსახლეობაში. ერთ ასეთ მისიაზე ტიდიკელტიში ჩავედით. საშინელი ქალაქია, გულს ვერაფერს გადააყოლებ. არც გასართობია რამე და არც სასეირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატივისცემით მექცეოდა, მე როგორც ევროპელს და კათოლიკეს მაინც ყველა თავს მარიდებდა და ურთიერთობაც არავისთან მქონდა. კინაღამ გავლოთდი იმდენი სპირტი დავლიე მაშინ. წყალსაც ძლივს ვშოულობდი რომ სპირტი გამეზავებინა. წყლის მოყიდვაც არ უნდოდათ ჩემთვის იქაურებს, მხოლოდ მუსლიმანებზე და ბედუინებზე ყიდდნენ წყალს. ზამთარი იყო, თითქოს ისე არ ცხელოდა როგორც ახლა, მაგრამ მაინც ცეცხლი ეკიდა ყველაფერს. ერთ დღესაც მისიაში ვიყავი მორიგედ, როცა ჩემთან ჩადრში გახვეული მაღალი ქალი მოვიდა, მას შედარებით ახალგაზრდა ქალი მოჰყვა უკან, ისიც თავფეხიანად ჩადრში გახვეული. დედა-შვილი უნდა ყოფილიყვნენ. მსახური ახლდათ, ტუარეგი მამაკაცი, რომელსაც იქაურ პირობაზე ძალიან სუფთად ეცვა და ღირსეული გამომეტყველებაც ქონდა. იქ ქალები, მამაკაცის გარეშე ქუჩაში მარტო არ დადიან, ეს თქვენც მოგეხსენებათ. მსახური წინ წამოდგა და მითხრა: - ექიმო, ეს ახალგაზრდა ქალი შეუძლოდაა, იქნებ რაიმე გვირჩიოთ. ოჯახის მამაკაცები აქ არ არიან და ნებართვა ჩემმა დიასახლისმა მათგან ვერ მიიღო, მაგრამ მათი დაცდა აღარ უნდა, რადგან ისინი შეიძლება ორ კვირაშიც არ დაბრუნდენ შინ. - რა აწუხებს ? - საღამოობით სახსრები უსივდება და ტეხავს, ღამ-ღამობით მაღალი სიცხე აქვს, ჩემმა დიასახლისმა თქვა რომ კანის ფერიც შეეცვალა. საჭმელს ვეღარ ჭამს და ყოველდღე უფრო და უფრო ცუდადაა. მაგრამ თქვენ ის ხელშეუხებლად უნდა გასინჯოთ და სამოსიც არ უნდა გახადოთ. - მესმის, - ვუპასუხე მე და ქალებს ვანიშნე დამსხდარიყვნენ. - არ შევეხები, - ვუთხარი მსახურს, - მაგრამ ხელები უნდა მაჩვენოს. უფროსმა ქალმა ახალგაზრდას თავი დაუქნია და გოგონამაც ჩადრიდან ხელები მტევნებამდე გამოაჩინა. არასოდეს მინახავს ასეთი ნატიფი ხელები. კანი ბუნებრივად თეთრი ქონდა, მაგრამ ახლა სპილოს ძველი ძვალივით ოდნავ ქონდა ოდნავ გაყვითლებული. - თვალებიც უნდა ვნახო. - ვუთხარი ტუარეგს. ქალი შეცბა. არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, ცოტა ხანს იფიქრა და ბოლოს თავისი ხელით აუწია პირბადე ქალიშვილს, ოღონდ ჩადრი ისე შეუსწორა რომ მხოლოდ თვალები უჩანდა. ახლაც დაფიცებით ვიტყვი რომ არც მანამდე და არც შემდეგ, ასეთი სილამაზის თვალები არ მინახავს. ეს იყო მწვანე, დიდი, წყლიანი და ცოცხალი თვალები. მეგონა თვით გაზაფხული მიცქერდა, აყვავებული ხეებით, ველებით, ყვავილებით, გაზაფხულის სურნელიც კი ვიგრძენი. მათ დანახვაზე მივხვდი ამ ხნის მანძილზე სიმწვანე ჩემთვის თურმე როგორი სანატრელი გამხდარიყო. თავბრუ დამესხა, ძლივს შევძელი დამეთვალიერებინა თვალის სკლერა.
დიაგნოზი ნათელი იყო. გოგონა სიყვითლით იყო ავად. წამლები გამოვუწერე, შესაბამისი საკვების სია მივეცი მსახურს და ვუთხარი, მხოლოდ ხილის წვენები ან რაიმე კომპოტისმაგვარი უნდა დაელია ავადმყოფს და აუცილებლად შაქრიანი. არანაკლებ ორმოცი დღე უნდა წოლილიყო და მისთვის წყლის დალევა არ შეიძლებოდა. წყლის აკრძალვაზე, ნაკადულივით წკრიალა ხმა გავიგონე, გოგონა იცინოდა. დედამისი სწრაფად მიუბრუნდა. სიცილი შეწყდა.
დედამ ჩადრიანი თავი მოწიწებით დახარა მადლობის ნიშნად და კარვიდან ჩუმად გავიდა. სტუმრები გაქრნენ. თვენახევრის შემდეგ ისევ ვნახე ქალები მსახურთან ერთად, სადღაც ფეხით მიდიოდნენ.დედამ მსახურს ანიშნა და მანაც მომახსენა, რომ ავადმყოფი გამოჯანმრთელდაო. გოგონას შევხედე, მან მადლობის ნიშნად თავი დახარა და დედამისის ზურგსუკან დაიმალა...
იქედან ჩემს წამოსვლამდე ორი კვირით ადრე, ჩემს კარავში ტუარეგი მსახური მოვიდა და მათთან ოჯახში მიმიპატიჟა. გავყევი. მსახურმა მშვენიერ,თაღებიან სახლში შემიყვანა. რომლის ტერასაზე პალმები და მრავალგვარი მცენარე მწვანედ ღაღანებდა, სიცხის მიუხედავად სახლში ძალიან გრილოდა. მსახურმა ხალიჩებით მოგებულ სასტუმრო დარბაზში შემიყვანა. მალე შესანიშნავი აღნაგობის ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, თავდახრით მომესალმა, თავსაბურავი მოიხადა და ხალიჩაზე გაშლილ ბალიშებზე დასაჯდომად მიმპატიჟა. ეს ალ კაბირი იყო. მან ჩილიმი ჩამოდგა, გააღვივა და თაღებქვეშ ფორთოხლის არომატი დატრიალდა. მსახურმა ნაირნაირი კერძები ვერცხლის სინებით მოგვართვა. მსუბუქად ვივახშმეთ, თბილად ვისაუბრეთ, კარკადეს ჩაი დავლიეთ და მასპინძელმა ტერასაზე მიმიპატიჟა. გაკვირვებული ვუცქერდი მწვანე მცენარეებს. ტერასაზე მთელი ბაღი იყო გაშენებული, რომელიც გინდ დაიჯერეთ და გინდ არამ მაგრამ პირდაპირ ჰაერში ეკიდა.
- ეს ჰიდროპონიკაა, - მითხრა მასპინძელმა, - მცენარეთა ფესვები მხლოდ წყლით იკვებებიან, წყალი წრეზე ტრიალებს, აქედან ავზში ჩაედინება, სადაც სუფთავდება და შემდეგ ისევ მცენარეებს უბრუნდება. სულ ხუთასი ლიტრი წყალი ბრუნავს საცავში, სამაგიეროდ ნახე რა სიმწვანეა, ვერც კი იგრძნობ რომ საჰარაში ხარ. - გაიღიმა ალ-კაბირმა. იმ წუთას ის საოცრად ჰგავდა თავის დას. - სემირამიდას დაკიდული ბაღები მოგიწყვია. - კი ზუსტად ასეა. პრინციპი იგივეა, თანაც ეს გაცილებით ადვილია ვიდრე მიწიან ქოთანში მცენარის მოვლა. - ჰო, შენი დაც არაფრით ჩამოუვარდება სემირამიდას, - ვუთხარი მე. ალ კაბირს ჩრდილმა გაუარა სახეზე, მაგრამ მშვიდად მითხრა: - მე მადლობის მოსახდელად მოგიპატიჟე. მე და მამაჩემი წასული ვიყავით ქალაქიდან და ვერ მივხედეთ ოჯახს. დედაჩემმა ყველაფერი მიამბო. მადლობას გიხდი ავადმყოფის მორჩენისთვის და მინდა ჩემი ხელით დამზადებული მცირედი საჩუქარი გიძღვნა. - მან ყვითელი რგოლი გამომიწოდა. - ეს ოქროს ბეჭედია, ბრილიანტის ორი თვლით. ასეთებს ევროპელები ქორწინების ნიშნად ატარებთ, მაგრამ ამას მცირე საიდუმლო აქვს. თუ ბეჭდზე ბრილიანტებს თითით დააწვები, ის ორ, ზუსტად ერთნაირ ბეჭდად იყოფა და მეორე ნახევარი შეგიძლია შენს რჩეულს გაუკეთო ხელზე - საოცარია. ეს ძვირფასი საჩუქარია ალ კაბირ, უხერხულად ვარ, მაგრამ ისეთი გენიალური მოფიქრებაა რომ უარს ვერაფრით ვიტყვი. - აღმომხდა გაკვირვებულს. ასე დავცილდით ერთმანეთს, მეგონა რომ მეგობარი შევიძინე, მაგრამ შაითანს როდი ძინავს. გულში ჩამივარდა ალ კაბირის და. მსახური მოვისყიდე და რამოდენიმეჯერ ფარულად შევხვდი, მაგრამ მსახური გვერდიდან არ მოშორებია. ჩემსა და ქალს შორის თქვენი ადათი და ჩადრი, მისი მსახურივით ფეხმოუცვლელად იდგა. გადავწყვიტე ბედუინისთვის მისი ხელი მეთხოვა მაგრამ ვიცოდი არ დამთანხმდებოდა. არც საკადრისი ყალიმის ფული მქონდა, არც მაჰმადიანი ვიყავი და არც ტიდიკელტიში შემეძლო ცხოვრება. ამიტომ მარტივი გზა ავირჩიე, ქალის მოტაცება გადავწყვიტე და მათ სახლს დილაადრიან მანქანით მივადექი. გოგონას სახლიდან გატყუება მინდოდა და სწორედ მაშინ, როცა მსახურს ძლივს შევუთანხმდი ქალის გარეთ გამოყვანაზე, ვიღაცის ძლიერი ხელი კისერში მწვდა და მიწაზე დამაკრა. ოთხი ბედუინი მადგა თავს, მეხუთეს კისრით ვეჭირე. ალ კაბირი მეხივით იდგა, თავზე დამცქეროდა. თვალს ვერ ვუსწორებდი მის ფეხსაცმელსაც კი. ქორწინების ნებართვა ვთხოვე. პასუხიც არ მაღირსა. თანმხლებებს რაღაც ანიშნა, მიტრიალდა და წავიდა. ბედუინებმა ცალ ფეხზე თოკი ჩამაბეს და ქალაქის მთავარ ქუჩაზე მთელი დღე ზემოთ-ქვემოთ მათრიეს. როცა სისხლიან მასად ვიქეცი, როგორც იქნა გაჩერდნენ და ერთმა მათგანმა მკითხა, ასე რატომ მოვექეცი ალ კაბირის ოჯახს, მე იგივე ვუთხარი რაც თქვენ. მან კი მიპასუხა: - ალ კაბირმა შემოგითვალა, რომ ყველაზე მთავარი ადათი კაცობაა და წუხს რომ შენში შეცდა, მიუხედავად იმისა რომ მუსლიმ ქალწულს სხვა რჯულისაზე არ ათხოვებენ, რომ გაგემხილა მისთვის, იმამებს გამოსთხოვდა ნებართვას და შენ ჩვენი რჯულის მიღება მოგიწევდა ამ ქორწინებისთვის. მაგრამ შენ საყვარელი ქალისთვისაც კი, სირთულეების დაძლევა არ გსურს, ამიტომ გიბრძანებს, მიუხედავად შენი გრძნობებისა, თავი შეიკავო მისი ოჯახისგან და შენს ქვეყანაში დაბრუნდე, რადგან იგი ვალდებულია უმცროსი და ღირსეულად გაათხოვოს. თუ საჰარას ქვეყნებში მას კიდევ შეეჩეხები, მაშინ ყველაფერს თქვენს შორის შემთხვევა, იღბალი და ბედისწერა გადაწყვეტს.
ამის შემდეგ მან კისერზე დადებული დანა ამაცალა, ყველამ სათითაოდ ამომცხო წიხლი და დამაფურთხა. ბედუინები ისევე მოულდნელად გაქრნენ როგორც გამოჩნდნენ. კარგა ხანს ვეგდე ქვიშაზე, როგორც იქნა საღამოსპირზე ფორთხვა შევძელი და ჩემს კარვამდე მივაღწიე. მისიის ექიმები დამეხვივნენ, ათასგვარ კითხვას მისვამდნენ, მე ვპასუხობდი რომ ცხენით სეირნობისას გადმოვვარდი, ფეხი უზანგში გამეხლართა და ცხენმა მათრია.
იმ დღის მერე ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. პოლონეთში არ დავბრუნებულვარ, მაგრამ ალჟირიდან წამოვედი, წითელ ჯვარში მუშაობას თავი დავანებე და კაიროში ქირურგად დავიწყე მუშაობა. ოცდახუთმილიონიან ქალაქში ადვილად ჩავიკარგე. წლები გავიდა. გარკვეულ წრეებში ნდობა მოვიპოვე, რადგან სრულიად საიდუმლოდ, მათი ხალხისათვის მძიმე ოპერაციების გასაკეთებლად. ოპერაციებს ვაკეთებდი და საიდუმლოსაც ვინახავდი. მალე დარწმუნდნენ ჩემს სანდოობაში, საქმეებსაც მავალებდნენ და უნაკლოდ ვასრულებდი, მერე მეც ჩავერთე საქმეში და წელიწადში ორჯერ თხუთმეტ-ოც ჯანმრთელ და ღონიერ ადამიანს სარფიანად ვყიდი. „ფულს სუნი არ აქვს“ და მინდა იმდენი მქონდეს, რომ ჩემზე ჭორაობაც აღარ უღირდეს ვინმეს. დიდი ფული ღირსების აღსადგენად მჭირდება. ახლა ჩემი საკუთარი საავადმყოფო მაქვს და კარგი შემოსავალიც, მაგრამ ის, - რაც ტიდიკელტიში გადამხდა, - წამითაც არ დამვიწყებია. რაც შეეხება ქალს, რომელსაც დავეძებთ, სტუმრად ჩამოვიდა, ჩემთვის მოულოდნელად, ჯგუფთან ერთად დილით გამოცხადდა საფარი-ტურზე და ფულიც იქვე გადამიხადა. მე წინასწარ მყავდა შერჩეული, ღონიერი, ჟინიანი, საფრთხის და მონური შრომის ამტანი და გამძლები ბაიკერები, ხალხიც დათქმულ ადგილზე უდაბნოში მანქანებით მელოდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ორი ადამიანი მიშლიდა ხელს, მოამადი და ეს ქალი.
სანამ ჯგუფს კაიროდან გამოვიყვანდი, ინფორმაციის მოგროვება ვცადე, ქალზე სწრაფად გავიგე რომ უცხოელი დიპლომატის, და იყო, მაგრამ აი მოამადზე კი ვერაფერი დავადგინე. ვეჭვობდი, რომ მოამადი პოლიციის ჩანერგილი უნდა ყოფილიყო, ხოლო ქალი - უბრალო ცნობისმოყვარე. გადავწყვიტე თავიდან უჩუმრად მომეცილებინა ორივე. იმავე ღამეს, როგორც კი ცხენის ამბავი მომიყვა ნილნამ, მივხვდი რომ ბედუინმა ჩემზე ყველაფერი იცოდა, ის, რომ ეგვიპტე არ დამიტოვებია, ისიც, რასაც ვსაქმიანობდი ღიად თუ ფარულად... ცხადია, ჩემი დასჯა გადაწყვიტა და პოლიციას მეკავშირეობა აღუთქვა. ნილნას ნათქვამმა მოამადი ბედუინის ცხენით წავიდაო,- საბოლოდ დამარწმუნა მის ჯაშუშობაში. როგორც კი ყველამ მიიძინა, შემოვლა დავიწყე და ორიოდე ბარხანის მიღმა ჩასაფრებულ ბედუინს სრულიად შემთხვევით წავადექი თავს. ბრძოლა ხანმოკლე და მძაფრი იყო. მე, ქვიშას მიუჩვეველს ფეხზე დგომაც მიჭირდა, ფეხი მიცურდებოდა. მან სწრაფად და ჩუმად მომიხელთა, იარაღი წამართვა და გადააგდო, პისტოლეტი დიუნას კალთაზე დაცურდა, ბედუინმა მკლავი კისერზე შემომიჭირა, მხრით სახეზე დამაწვა და სუნთქვა შემიკრა, ისე შემოემხვია როგორც კობრა და ნელ-ნელა მგუდავდა. მე გავიბრძოლე და ქვიშაზე დავგორდით. როგორღაც ჩემი პისტოლეტი ხელში მომყვა თავში ჩავარტყი, ის გაბრუვდა ხელები მოადუნა და ქვიშაზე ჩაცურდა, წამით ჩემსკენ ზურგით მოექცა. მე გავისროლე, მაყუჩმა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა, ჩქამიც არ გამიგია, ისე შეიღება მისი მხარი სისხლით, მოცელილივით ჩაგორდა ქვიშის მთის კალთაზე. მინდოდა დარწმუნებულიყავი რომ მართლა მოვკალი, მაგრამ თენდებოდა, ბანაკში უნდა დავბრუნებულიყავი და ქვიშის იმხელა ბარხანის ჩავლა და უკან ამობრუნება, ძალიან დამაგვიანებდა. დილით ნილლნამ ქვიშაზე ჩემი ფეხის ნაკვალევი შენიშნა და დაეჭვდა რომ რაღაც ხდებოდა. გამიჭირდა, მაგრამ ეჭვები გავუფანტე და როგორც იქნა დელტაპლანით ფრენაზე დავითანხმე, მეგონა კისერს თავადვე მოიტეხდა და მის გვამს "დიდი გლოვით" ჩავიტანდი კაიროში, მაგრამ უარესი მოხდა, მან მონების წასაყვანად ჩასაფრებული არაბების ჯგუფი და სატვირთო მანქანები ციდან დაინახა და მანიშნა კიდევაც საფრთხე გველისო. რაღა დამრჩენოდა, ვესროლე რომ იქნებ ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ავაცილე და მისი დელტაპლანი ჰამადისკენ წაიღო ქარმა. მაშინვე ბანაკში დავბრუნდი, ბაიკერები აჩოჩქოლებული დამხვდნენ, გამოვაცხადე რომ ტურსტის დაკარგვის გამო სასწრაფოდ კაიროში უნდა დაბურნებულიყვნენ და საფარი-ტური შეწყვეტილი იყო. მათ მაშინვე დამიჯერეს და მანქანებში თავისითაც კი ჩასხდნენ, ეგონათ მართლა კაიროში ვაბრუნებდი. მე ადგილზე დარჩენა ნილნას მოძებნის მიზეზით გავამართლე და დავემშვიდობე. ისინი მონებად წაასხეს, მაგრამ ჩემზე მაინც ვერ მიიტანენ პირდაპირ ეჭვს. ან ვიღა იყო ამბის მთქმელი.
როგორც კი მანქანები გავისტუმრე, სასწრაფოდ მოვიარე ჯიპით ის ადგილები, სადაც ბედუინი დავტოვე, მაგრამ გვამი ვერსად ვიპოვე, ეტყობა ცხენმა პატრონს მიაკითხა და იმ ადგილს მოაცილა. დანარჩენი თქვენც იცით. მოამადს ხომ თქვენვე გაუსწორდით, კიდევ კარგი რომ მიხვდით და ტყვიით არ მოკალით. მადლობა ღმერთს, ძალადობის კვალი არ ემჩნევა, კისრის მალები აქვს დამსხვრეული. პატარა წერილი გავატანე ერთ არაბს ჩემი სახელით, სადაც დავწერე, რომ მოამადი გაქანებული მოტოციკლით ამობრუნდა და კისერი მოიტეხა, რომ მის ოჯახს არ ვიცნობ და ჩემს ჩასვლამდე გვამის შესახებ არავის უთხრათ და მორგიდან არავის გაატანოთ სანამ არ დავადგენ ვინაა ჭირისუფალი-თქო, ასე რომ პოლიცია მის გვამს ჯერჯერობით ვერ მიაგნებს. ის ახლა ჩემი სავადმყოფოს მორგშია და სანამ მე არ ჩავალ, ხელს არავინ ახლებს. ეჭვიც რომ გაუჩნდეს პოლიციას, მტკიცებულება მაინც არაფერი აქვთ და ვერაფერს იზამენ. რაკი საქმეში გვამი გაერია, თქვენმა უფროსმა დაპირებული თანხის მხოლოდ ნაწილი მომცა. ვერტმფრენის გამოშვებასაც დამპირდა დასავლეთისკენ ქალის მოსაძებნად და იმ ვერტმფრენის ქირის და პილოტების ფულიც მე დამაკლო. რაც დამრჩა, ამ აქლემებში, საგზალში და საჭირო ნივთებში დაიხარჯა. თითო აქლემში ოთხი ათასი ამერიკული დოლარი მივეცი იმ მექარავნეს, მარილი რომ მიჰქონდა აქლემებით. ძალიან გამიმართლა, ბაჰარიადან წამოსული ქარავანი რომ შემეჩეხა გზაში, არც იმ ჯიპს დავეძებ იქ რომ დავტოვე. თქვენი მადლობელიც ვარ რომ დახმარებაზე დამთანხმდით და ხალხს არ გაჰყევით... თუ ეს საქმე მშვიდობიანად მომთავრდება, დანაკლისსაც მომცემენ. ახლავე კი მხოლოდ ის ხუთი ათასი შემიძლია მოგცეთ, რაც დამრჩა, აჰა, აიღეთ და გაინაწილეთ... თანახმა ვარ გასამმაგებაზეც, მეტი რა მეთქმის. თქვენს იქით არც გზა მაქვს და არც გამოსავალი, დანარჩენ ფულს მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როცა კაიროში დავბრუნდები. კარგა ხანს მეგონა ბედუინი თავიდან მოვიცილე და ერთადერთი, ეს ქალიღა მიშლიდა ხელს, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ბედუინი და ნილნა, ამ მილიონობით კილომეტრზე გადაჭიმულ უდაბნოში ერთმანეთს გადაეყრებოდნენ და ეს ცხენი ასეთი ჭკვიანი გამოდგებოდა. ღმერთის არსებობა დავიჯერო თუ ბედისწერას მივაწერო ეს ყველაფერი, - უკვე აღარ ვიცი... არც კი დავფიქრებულვარ რომ ცხოველს ამდენი პრობლემის შექმნა შეეძლო. ახლა სამი მტერი მყავს, ალ კაბირი, ცხენი და ნილნა. აი რატომ უნდა მოგეკლათ ბედუინი, ქალი როგორ გამოგექცათ, მით უმეტეს გათოკილი ყოფილა. თუ ნილნამ ფარაფრამდე ჩააღწია, ისეთი საერთაშორისო სკანდალი ატყდება, რომ ხუთიათასი შეიარაღებული ბედუინი ზღაპრად იქნება მონაგონი. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ კაცი მოკალით და თანაც ალბათ პოლიციელიც, მე კი, ჯერ არავინ მომიკლავს, მაგრამ ეს საქმე თუ მშვიდობიანად არ დასრულდა, ცოცხალს არ დამტოვებენ და თქვენც მხოლოდ ამ ათას-ათასი დოლარის ამარა დარჩებით... ... ახლა ყველაფერი იცით. "
საუბარი შეწყდა. უდაბნოში სიჩუმე ჩამოვარდა. დაზაფრული ვუსმენდი გაავებულ სიჩუმეს. რამზადა ექიმის ხმა ჯერ კიდევ ჩამესმოდა. არაბები დუმდნენ. პატრონის სახელის ხსენებაზე, ცხენმა რამოდენიმეჯერ ყურები დაცქვიტა, მაგრამ ქანდაკებასავით უძრავად იდგა და ისიც, ჩემსავით სიჩუმეს აყურადებდა. მთვარე ალბათ ახლა ცეცხლზე უკეთ ანათებდა გარემოს, მაგრამ ჩემს გამოქვაბულამდე, რომელსაც ხუთიოდე მეტრის სიგრძის ნაპრალი ფარავდა, მისი სინათლე ვერ აღწევდა. მიუხედავად იმისა რომ აქ ნამდვილად ვერავინ მიპოვიდა თუ მე თავად არ გავთქვამდი თავს, - შიშმა შემზარა. „ის ვერტმფრენიც ამათი ყოფილა.“ - ესღა გავიფიქრე და უღონოდ დავეშვი მუხლებზე. მოსმენილით გაოგნებულს, ფიქრის თავიც არ მქონდა. კლდეს ზურგით მივეყრდენი და ჩუმად ავტირდი. მხოლოდ ის მამშვიდებდა რომ ბედუინი ცოცხალი იყო და ჩემს გამო არ მოკლეს. სიჩუმე აღარაფერს დაურღვევია, მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა. ( იხილე როგორ გაგრძელდა)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- * ბირ–ტავილი, 2060 კვ.კმ ფართობის ტერიტორია, მდებარე ეგვიპტესა და სუდანს შორის, ფაქტიურად არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფოს. ეს უცნაური გარემოება წარმოიშვა ამ ორი სახელმწიფოს საზღვრების რამოდენიმეჯერ გადატანა–გადმოტანის შედეგად. არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს პრეტენზიას ამ ტერიტორიაზე, შედეგად ბირ–ტავილს იხსენიებენ როგორც «terra nullius». _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. +2 ბრწყინვალეა უდიდესი სრულყოფილება +2 ბრწყინვალეა უდიდესი სრულყოფილება
39. +5 და უფრო მეტიც!.. კარგი იქნება თუ წიგნადაც გამოვა... აუცილებლად შევიძენ! +5 და უფრო მეტიც!.. კარგი იქნება თუ წიგნადაც გამოვა... აუცილებლად შევიძენ!
38. აჰააამ! კარტიც გაიხსნა... საინტერესოა...
+5 აჰააამ! კარტიც გაიხსნა... საინტერესოა...
+5
37. ვიცოდი რომ ასეთი თავი აუცილებლად იქნებოდა, დადებითი პერსონაჟების ისტორიებს ძირითადად უარყოფითებისგან ვიგებთ ხოლმე, 19-20 საუკუნეებში წამოვიდა ეს ტენდენცია...
მშვენიერი იყო ეს ნაწილიც, მართლაც რომ მშვენიერი. ვიცოდი რომ ასეთი თავი აუცილებლად იქნებოდა, დადებითი პერსონაჟების ისტორიებს ძირითადად უარყოფითებისგან ვიგებთ ხოლმე, 19-20 საუკუნეებში წამოვიდა ეს ტენდენცია...
მშვენიერი იყო ეს ნაწილიც, მართლაც რომ მშვენიერი.
36. ეს თავი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავია. მიუხედავად იმისა, რომ მკითხველმა ზუსტად იცის, მდევარი ვერ შენიშნავს ნილნას და ეს საშიშროება არ დგას, (ავტორი ამას არ უპირებს) აქ ისეთი ინფორმაციებია, ისეთი თხრობაა, თვალებგაფართოებული კითხულობ, გგონია რომ ყველა საიდუმლოს ფარდა სწორედ ახლა ეხდება. საგულისხმოა, ალ კაბირის შესახებ ყველაფერს მილოშისაგან ვიგებთ. ძალიან მომწონს ავტორის გადაწყეტილება- ნილნას თავისი წარსულის შესახებ ალ კაბირი არ უყვება, თუმცა ნილნამ ისედაც ყველაფერი უკვე იცის... ეს თავი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავია. მიუხედავად იმისა, რომ მკითხველმა ზუსტად იცის, მდევარი ვერ შენიშნავს ნილნას და ეს საშიშროება არ დგას, (ავტორი ამას არ უპირებს) აქ ისეთი ინფორმაციებია, ისეთი თხრობაა, თვალებგაფართოებული კითხულობ, გგონია რომ ყველა საიდუმლოს ფარდა სწორედ ახლა ეხდება. საგულისხმოა, ალ კაბირის შესახებ ყველაფერს მილოშისაგან ვიგებთ. ძალიან მომწონს ავტორის გადაწყეტილება- ნილნას თავისი წარსულის შესახებ ალ კაბირი არ უყვება, თუმცა ნილნამ ისედაც ყველაფერი უკვე იცის...
35. ეს თავიც ჩავიკითხე.ვფიქრობ,ნილნა ბედუინის საძებნელად გაბრუნდება,ან ოაზისკენ იჩქარებს და ბედუინებს გააგებინებას მის ამბავს-უწყლოდ და უცხენოდ უდაბნოში დარჩენილს ხომ საფრთხე ელის?!...თუმცა,ეს არც თუ ისე ადვილი ჩანს_ნილლნას მოსაკლავად ეძებენ...მაგრამ ვიცი,გადაურჩება ხიფათებს...,აბა ნილნა რისი ნილნა იქნება,ანდა ნეფერტარი კიდევ_ რა ნეფერტარი! :)
ჩემი შეფასება + + ეს თავიც ჩავიკითხე.ვფიქრობ,ნილნა ბედუინის საძებნელად გაბრუნდება,ან ოაზისკენ იჩქარებს და ბედუინებს გააგებინებას მის ამბავს-უწყლოდ და უცხენოდ უდაბნოში დარჩენილს ხომ საფრთხე ელის?!...თუმცა,ეს არც თუ ისე ადვილი ჩანს_ნილლნას მოსაკლავად ეძებენ...მაგრამ ვიცი,გადაურჩება ხიფათებს...,აბა ნილნა რისი ნილნა იქნება,ანდა ნეფერტარი კიდევ_ რა ნეფერტარი! :)
ჩემი შეფასება + +
34. აი თურმე რაში ყოფილა საქმე! 5+++ჩემო დედოფალო:) აი თურმე რაში ყოფილა საქმე! 5+++ჩემო დედოფალო:)
33. მადლობა თამარ, რა თქმა უნდა გამომადგება. კარგი კრისტალია თქვენი კომენტარი... :)
მაგრამ ვერ გავიგე, თავიდან კითხულობთ "ბედუინს" თუ? რა ხდება... მადლობა თამარ, რა თქმა უნდა გამომადგება. კარგი კრისტალია თქვენი კომენტარი... :)
მაგრამ ვერ გავიგე, თავიდან კითხულობთ "ბედუინს" თუ? რა ხდება...
32. "სემირამიდას დაკიდული ბაღები მოგიწყვია."
ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო თავისი მეუღლისთვის, - დედოფალ ამიტასათვის.
ეს ინფორმაცია ახლა ვიპოვე და... იქნებ გამოგადგეს? "სემირამიდას დაკიდული ბაღები მოგიწყვია."
ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო თავისი მეუღლისთვის, - დედოფალ ამიტასათვის.
ეს ინფორმაცია ახლა ვიპოვე და... იქნებ გამოგადგეს?
31. კარგი ხარ! ძალიან! 5 კარგი ხარ! ძალიან! 5
29. დროული იყო უკვე.
სჭირდებოდა მკითხველს ერთი საიდუმლოს გახსნის "გადმოგდება".
უყურე შენ პან მილოშს!!! არ ყოფილა მაგი პატიოსანი ექიმი.
პოლონელების ადგილას გავაპროტესტებდი. :))
კარგად მიდის,კარგად...
დროული იყო უკვე.
სჭირდებოდა მკითხველს ერთი საიდუმლოს გახსნის "გადმოგდება".
უყურე შენ პან მილოშს!!! არ ყოფილა მაგი პატიოსანი ექიმი.
პოლონელების ადგილას გავაპროტესტებდი. :))
კარგად მიდის,კარგად...
28. გადასარევად წერ ნეფერტარი.საინტერესოდ.ბევრი დაძაბული მონაკვეთია,რომელიც გიტაცებს დასიამოვნებას განიჭებს.
ჩემი მაქსიმუმი. გადასარევად წერ ნეფერტარი.საინტერესოდ.ბევრი დაძაბული მონაკვეთია,რომელიც გიტაცებს დასიამოვნებას განიჭებს.
ჩემი მაქსიმუმი.
27. სიტყვები არ მყოფნის. სიტყვები არ მყოფნის.
26. როგორც ყოველთვის მონუსხული გავდივარ... მაგარი ხართ, ძალიან...ძალიან.. ძალიან... როგორც ყოველთვის მონუსხული გავდივარ... მაგარი ხართ, ძალიან...ძალიან.. ძალიან...
25. ამას ხვალ წავიკითხავ. ახლა დრო მაქვს და მინდა ბოლომდე ჩავიკითხო.. ამას ხვალ წავიკითხავ. ახლა დრო მაქვს და მინდა ბოლომდე ჩავიკითხო..
24. ისეთი კადრებია, ისეთი...
ლამაზ ფილმს გადაიღებდა ჭკვიანი რეჟისორი...
+5 ისეთი კადრებია, ისეთი...
ლამაზ ფილმს გადაიღებდა ჭკვიანი რეჟისორი...
+5
23. ისე დააგვიანე გაგრძელება მიუხედავად ,სულ მოგდევ ფეხ-დაფეხ და ვკითხულობ, სად გავჩერდი გახსენებისთვის უკან დავბრუნდი, და ახლა გეტყვი, რომ საუკეთესოდ წერ, , ეს ალბად წიგნია, ამ წუთას მომდევნო ნაწილსაც წავიკითხავ, საიდან ამდენი ცოდნა? ისე დააგვიანე გაგრძელება მიუხედავად ,სულ მოგდევ ფეხ-დაფეხ და ვკითხულობ, სად გავჩერდი გახსენებისთვის უკან დავბრუნდი, და ახლა გეტყვი, რომ საუკეთესოდ წერ, , ეს ალბად წიგნია, ამ წუთას მომდევნო ნაწილსაც წავიკითხავ, საიდან ამდენი ცოდნა?
22. კარგია...ძალიან კარგი...გაფასისებით ვკითხულობ კარგია...ძალიან კარგი...გაფასისებით ვკითხულობ
21. უღრმესი მადლობა იმ ადამიანებში ჩამოთვლისათვის, სადაც უნიჭიერესი ხალხია და მე სიზმრებსაც კი მიფორიაქებს ეს რომანი... დედას გეფიცები. გააგრძელეთ რა ცოტა მალე და ცოტა დიდი:) საშინლად მაინტერესებს და მატყვევებს. უღრმესი მადლობა იმ ადამიანებში ჩამოთვლისათვის, სადაც უნიჭიერესი ხალხია და მე სიზმრებსაც კი მიფორიაქებს ეს რომანი... დედას გეფიცები. გააგრძელეთ რა ცოტა მალე და ცოტა დიდი:) საშინლად მაინტერესებს და მატყვევებს.
20. უფრო სწორად გუგლში თუ ჩაწერ... მის სახელს და გვარს. უფრო სწორად გუგლში თუ ჩაწერ... მის სახელს და გვარს.
19. პოეტი რომანისტი, ანუ აი ეს არის მაინარდ: http://www.dephy.ge/
ვიკიპედიაშიც იძებნება თუ გულში ჩაწერ... პოეტი რომანისტი, ანუ აი ეს არის მაინარდ: http://www.dephy.ge/
ვიკიპედიაშიც იძებნება თუ გულში ჩაწერ...
18. დეფი გოგიბედაშვილი ვინ არის? დეფი გოგიბედაშვილი ვინ არის?
17. ქალბატონი თანანა ჩემი ერთგული მკითხველი გახდა...
პოეტი, რომლის ლექსსაც ურაკპარაკზე შემოვყევი და პირველად მოვხვდი აქ, რა თქმა უნდა სრულიად მოვიხიბლე მისი პოეზიით, შემდეგ აღმოვაჩინე ბევრი ნიჭიერი პოეტის და მწერლის ნაშრომი, რითაც ძალიან გავიხარე... არადა ვდარდობდი, ვაითუ რატი ამაღლობელის და დეფი გოგიბედაშვილის ამარა ვრჩებით-თქო...
მე უკვე ვარ თქვენი რჩეული, რჩეული ავტორების რჩეული. სხვა რაღა უნდა ვინატრო, მაინც და მაინც თავფურცელზე გასვლა? თქვენ ხომ იცით რომ ეგ ჩემი მიზანი არ არის. ასე რომ "ბედუინი" გრძელდება... დარჩით ჩემთაბ ჩემო მკითხველებო, სულ ცოტა ხანში წინ საინტერესო თავგადასავალი გელით, მე ხომ წერა ჯერ არ დამისრულებია... :)
ქალბატონი თანანა ჩემი ერთგული მკითხველი გახდა...
პოეტი, რომლის ლექსსაც ურაკპარაკზე შემოვყევი და პირველად მოვხვდი აქ, რა თქმა უნდა სრულიად მოვიხიბლე მისი პოეზიით, შემდეგ აღმოვაჩინე ბევრი ნიჭიერი პოეტის და მწერლის ნაშრომი, რითაც ძალიან გავიხარე... არადა ვდარდობდი, ვაითუ რატი ამაღლობელის და დეფი გოგიბედაშვილის ამარა ვრჩებით-თქო...
მე უკვე ვარ თქვენი რჩეული, რჩეული ავტორების რჩეული. სხვა რაღა უნდა ვინატრო, მაინც და მაინც თავფურცელზე გასვლა? თქვენ ხომ იცით რომ ეგ ჩემი მიზანი არ არის. ასე რომ "ბედუინი" გრძელდება... დარჩით ჩემთაბ ჩემო მკითხველებო, სულ ცოტა ხანში წინ საინტერესო თავგადასავალი გელით, მე ხომ წერა ჯერ არ დამისრულებია... :)
16. არ ვიცი, ვინ როგორ, მე კი გამაოცე შენი ცოდნით, ეს არაა "ინფორმაციული ნაგავი", ეს აღმოსავლეთის კულტურის, ტრადიციების და წეს-ჩვეულებათა ზედმიწევნით ცოდნა და წვდომაა, ნაწარმოებში საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გამოყენებული. ამ რომანში საჰარა ცოცხალია, სუნთქავს... კარგი რეჟისორის ხელში მშვენიერი ფილმი გამოვიდოდა, მეგონა, სათავგადასავლო ფილმს ვუყურებდი... რომანიცა და ავტორიც უდავოდ იმსახურებენ რჩეულად წოდებას!!! პ.ს. ბებერი აღმოსავლეთი სიბრძნის მამაა და მეცინება, როცა მას "ჭკუას" ასწავლიან... ВОСТОК - ДЕЛО ТОНКОЕ... არ ვიცი, ვინ როგორ, მე კი გამაოცე შენი ცოდნით, ეს არაა "ინფორმაციული ნაგავი", ეს აღმოსავლეთის კულტურის, ტრადიციების და წეს-ჩვეულებათა ზედმიწევნით ცოდნა და წვდომაა, ნაწარმოებში საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გამოყენებული. ამ რომანში საჰარა ცოცხალია, სუნთქავს... კარგი რეჟისორის ხელში მშვენიერი ფილმი გამოვიდოდა, მეგონა, სათავგადასავლო ფილმს ვუყურებდი... რომანიცა და ავტორიც უდავოდ იმსახურებენ რჩეულად წოდებას!!! პ.ს. ბებერი აღმოსავლეთი სიბრძნის მამაა და მეცინება, როცა მას "ჭკუას" ასწავლიან... ВОСТОК - ДЕЛО ТОНКОЕ...
15. ძალიან, ძალიან მომეწონა ნეფერტარ.
ბირ-ტრავილში ვიცხოვრებდი, ნეტავ ჩემი იყოს ეგ მიწა, წარმოგდიგენია ? ერთ გოჯაზე რა ამბები ტყდება ხოლმე და აქ კიდევ მთელი ოცი ათასი კვადრატული კილომეტრი მიწა არავისი არ ყოფილა თურმე ??????
ვაააააახ, რას არ გაიგებს კაცი ამ ავტორთან. :) ძალიან, ძალიან მომეწონა ნეფერტარ.
ბირ-ტრავილში ვიცხოვრებდი, ნეტავ ჩემი იყოს ეგ მიწა, წარმოგდიგენია ? ერთ გოჯაზე რა ამბები ტყდება ხოლმე და აქ კიდევ მთელი ოცი ათასი კვადრატული კილომეტრი მიწა არავისი არ ყოფილა თურმე ??????
ვაააააახ, რას არ გაიგებს კაცი ამ ავტორთან. :)
14. ნეფერტარო, შესანიშბავზე შესანიშნავად ვითარდება მოვლენები. :) ცოტა რედაქტირება უნდა და სულ ცოტა კორექტურა. :)
ეს რომანი აღიარებას მოგიტანს. სჭირდება თარგმნა და რაც შეიძლება სწრაფად. :)
დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო თავებს.
პატივისცემით: ტენდი 5 ნეფერტარო, შესანიშბავზე შესანიშნავად ვითარდება მოვლენები. :) ცოტა რედაქტირება უნდა და სულ ცოტა კორექტურა. :)
ეს რომანი აღიარებას მოგიტანს. სჭირდება თარგმნა და რაც შეიძლება სწრაფად. :)
დიდი ინტერესით ველოდები მომდევნო თავებს.
პატივისცემით: ტენდი 5
13. ეს სპეციფიური ცოდნა ,რა თქმა უნდა შემთხვევითი არაა, ალბათ რაღაც კავშირშია ავტორთან. ფილმივით არის..:) 5.+ ეს სპეციფიური ცოდნა ,რა თქმა უნდა შემთხვევითი არაა, ალბათ რაღაც კავშირშია ავტორთან. ფილმივით არის..:) 5.+
12. აზგო, ბედუინი (ნაწილი VIII. გაქცევა ) თქვენ ეს თავი გამოგრჩათ, იქნებ გადაგეხედათ კიდევ, იქ დევს თქვენი კომენტარი, მაგრამ ის შეუსაბამო იყო ნაწერთან. ზოგიერთ თქვენს შეკითხვაზე იქაა პასუხი. თანაც მე არსად მითქვამს რომ ნილნა სიკვდილის პირას იმყოფება, მას უბრალოდ მოსაკლავად მისდევენ რადგან ადამიანების მოტაცების და მათი მონებად გაყიდვის ფაქტს შეესწრო, როგორც დიპლომატის ნათესავს მას საშუალება აქვს მსოფლიოს დიპლომატიურ წრეებს აცნობოს ამბავი კონკრეტული პირების და ფაქტების მითითებით. ის რომ ჩვეულებრივი ბაიკერი ყოფილიყო, მასაც მონად გაყიდიდნენ, მაგრამ ეს არ აწყობს ადამიანებით და მათი ორგანოებით მონებით მოვაჭრე ექიმს. თანაც მე ჯერ ხომ არ დამიმთავრებია ეს ამბავი. :) რა იცით რას იზამენ ექიმის დაქირავებული არაბები? მოთმინების უნარი ხომ გაქვს :D აზგო, ბედუინი (ნაწილი VIII. გაქცევა ) თქვენ ეს თავი გამოგრჩათ, იქნებ გადაგეხედათ კიდევ, იქ დევს თქვენი კომენტარი, მაგრამ ის შეუსაბამო იყო ნაწერთან. ზოგიერთ თქვენს შეკითხვაზე იქაა პასუხი. თანაც მე არსად მითქვამს რომ ნილნა სიკვდილის პირას იმყოფება, მას უბრალოდ მოსაკლავად მისდევენ რადგან ადამიანების მოტაცების და მათი მონებად გაყიდვის ფაქტს შეესწრო, როგორც დიპლომატის ნათესავს მას საშუალება აქვს მსოფლიოს დიპლომატიურ წრეებს აცნობოს ამბავი კონკრეტული პირების და ფაქტების მითითებით. ის რომ ჩვეულებრივი ბაიკერი ყოფილიყო, მასაც მონად გაყიდიდნენ, მაგრამ ეს არ აწყობს ადამიანებით და მათი ორგანოებით მონებით მოვაჭრე ექიმს. თანაც მე ჯერ ხომ არ დამიმთავრებია ეს ამბავი. :) რა იცით რას იზამენ ექიმის დაქირავებული არაბები? მოთმინების უნარი ხომ გაქვს :D
11. რომ დავამთავრე, ვკითხე ჩემს თავს: რა მომეწონა? იყო რაიმე მოულოდნელი, ორიგინალური სიუჟეტური სვლა? არა. ყველაფრის თავი და თავი თურმე ბანალური თრეფიკინგია. იქნება ხასიათების განვითარება ან თუნდაც გახსნა მოხდა საინტერესოდ. ვერ დავინახე. შეიძლება ცუდი მხედველობა მაქვს? როგორაა რომ ნილნამ ყველაფერი იცის ყველაფრის შესახებ? ამას განმარტება სჭირდება, თორემ ისე მას(მთავარ გმირს!), კატასტროფულად აკლია დამაჯერებლობა. მილოშის მეტამორფოზებიც ძნელად დასაჯერებელია მიუხედევად იმისა, თუ რა მოუყვა ყაჩაღებს. სად გინახია რომ ექიმი ადამიანი ასე უცებ მკვლელად გადაქცეულიყო? ამას რაღაც ძალიან სერიოზული მიზეზი სჭირდება და არა უბრალოდ რამდენიმე საეჭვო პაციენტის განკურნვა. ინფორმაციის გადმოცემის მხრივაც მგონი ვერაა ყველაფერი გამართულად. მასეთ ლექციებს(კრისტალებისა და ქურციკების შესახებ და ადრეც რომ იყო იმათ) ისინი infodump-ს ანუ ინფორმაციის ნაგავსაყრელს ეძახიან. როცა შენ აღწერ ანტილოპების რბოლას და ამით ცდილობ დახატოს უდაბნოს გარემო - კი ბატონო, გასაგებია. მაგრამ ისინი რომ ადრე საქართველოში ცხოვრობდენენ, ეს რა კავშირშია შენს ამბავთან? დარწმუნებული ვარ იცი ჩეხოვის წესი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ თუ პირველ მოქმედებაში სცენაზე თოფია, მესამეში მან აუცილებლად უნდა გაისროლოს. ანუ ზედმეტი, სიუჟეტისთვის არ მომუშავე ინფორმაციის არსებობა ტექსტში დაუშვებელია. ის ბესთსელერები, რომლებსაც ბოლო ხანებში ვკითხულობ, თითქმის სუყველა წმინდა კომერციული პროდუქტია და ცხადია რამე "შედევრობისგან" შორს არიან. მგრამ იმასაც ვერ დაუკარგავ იმ ავტორებს, რომ პროზის ტექნიკას ისინი უზადოდ ფლობენ. ხასიათები საკმარისადაა გახსნილი, (ზოგში განვითარებულიც კი(განსხვავებით ნილნასგან რომელსაც საერთოდ არ ეტყობა, რომ უკვე 5 დღეა სიკვდილის პირზე იმყოფება). მათ ტექსტებში არაა არცერთი ზედმეტი ინფორმაცია, აღწერა ან რეფლექსია და ბოლოს და ბოლოს არც ერთი ზედმეტი სიტყვა. შენ მაგ მხრივ "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გაქვს", მაგრამ ვინ თქვა რომ ვერ იზამ? რით ხარ შენ მაგათზე ნაკლები? ერთი სიტყვით, გისურვებ სიძნელეების წინაშე არ შედრკომას!
რომ დავამთავრე, ვკითხე ჩემს თავს: რა მომეწონა? იყო რაიმე მოულოდნელი, ორიგინალური სიუჟეტური სვლა? არა. ყველაფრის თავი და თავი თურმე ბანალური თრეფიკინგია. იქნება ხასიათების განვითარება ან თუნდაც გახსნა მოხდა საინტერესოდ. ვერ დავინახე. შეიძლება ცუდი მხედველობა მაქვს? როგორაა რომ ნილნამ ყველაფერი იცის ყველაფრის შესახებ? ამას განმარტება სჭირდება, თორემ ისე მას(მთავარ გმირს!), კატასტროფულად აკლია დამაჯერებლობა. მილოშის მეტამორფოზებიც ძნელად დასაჯერებელია მიუხედევად იმისა, თუ რა მოუყვა ყაჩაღებს. სად გინახია რომ ექიმი ადამიანი ასე უცებ მკვლელად გადაქცეულიყო? ამას რაღაც ძალიან სერიოზული მიზეზი სჭირდება და არა უბრალოდ რამდენიმე საეჭვო პაციენტის განკურნვა. ინფორმაციის გადმოცემის მხრივაც მგონი ვერაა ყველაფერი გამართულად. მასეთ ლექციებს(კრისტალებისა და ქურციკების შესახებ და ადრეც რომ იყო იმათ) ისინი infodump-ს ანუ ინფორმაციის ნაგავსაყრელს ეძახიან. როცა შენ აღწერ ანტილოპების რბოლას და ამით ცდილობ დახატოს უდაბნოს გარემო - კი ბატონო, გასაგებია. მაგრამ ისინი რომ ადრე საქართველოში ცხოვრობდენენ, ეს რა კავშირშია შენს ამბავთან? დარწმუნებული ვარ იცი ჩეხოვის წესი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ თუ პირველ მოქმედებაში სცენაზე თოფია, მესამეში მან აუცილებლად უნდა გაისროლოს. ანუ ზედმეტი, სიუჟეტისთვის არ მომუშავე ინფორმაციის არსებობა ტექსტში დაუშვებელია. ის ბესთსელერები, რომლებსაც ბოლო ხანებში ვკითხულობ, თითქმის სუყველა წმინდა კომერციული პროდუქტია და ცხადია რამე "შედევრობისგან" შორს არიან. მგრამ იმასაც ვერ დაუკარგავ იმ ავტორებს, რომ პროზის ტექნიკას ისინი უზადოდ ფლობენ. ხასიათები საკმარისადაა გახსნილი, (ზოგში განვითარებულიც კი(განსხვავებით ნილნასგან რომელსაც საერთოდ არ ეტყობა, რომ უკვე 5 დღეა სიკვდილის პირზე იმყოფება). მათ ტექსტებში არაა არცერთი ზედმეტი ინფორმაცია, აღწერა ან რეფლექსია და ბოლოს და ბოლოს არც ერთი ზედმეტი სიტყვა. შენ მაგ მხრივ "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გაქვს", მაგრამ ვინ თქვა რომ ვერ იზამ? რით ხარ შენ მაგათზე ნაკლები? ერთი სიტყვით, გისურვებ სიძნელეების წინაშე არ შედრკომას!
10. ველოდებით გაგრძელებას <3 ველოდებით გაგრძელებას <3
9. ნეფერტარ, საჰარას... ულამაზესი გრძელი სიზმარივით მოვყვები პირველივე თავიდან და ვნატრობ რომ არ დამთავრდეს...;-* ეს თავიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ისევე , როგორც წინა თავები...საინტერესო იყო, საიდუმლოს ფარდა აეხადა... ალბათ ბოლოსკენ წაგვიყვანს ავტორი უკვე, მაგრამ ვგრძნობ ჯერ კიდევ მელის რამოდენიმე ლამაზი თავი...5555555555
ნეფერტარ, საჰარას... ულამაზესი გრძელი სიზმარივით მოვყვები პირველივე თავიდან და ვნატრობ რომ არ დამთავრდეს...;-* ეს თავიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ისევე , როგორც წინა თავები...საინტერესო იყო, საიდუმლოს ფარდა აეხადა... ალბათ ბოლოსკენ წაგვიყვანს ავტორი უკვე, მაგრამ ვგრძნობ ჯერ კიდევ მელის რამოდენიმე ლამაზი თავი...5555555555
8. ისე საინტერესოდ ყვები, ასე მგონია, მეც ნალნასთან ერთად ვარ. მაოცებს შენი ცოგნის დონე უდაბნოსთან დაკავშირებით. შესანიშნავი ნაწარმოებია ყოველმხრივ. ძაან არ დააგვინო რა გაგრძელება.:) ისე საინტერესოდ ყვები, ასე მგონია, მეც ნალნასთან ერთად ვარ. მაოცებს შენი ცოგნის დონე უდაბნოსთან დაკავშირებით. შესანიშნავი ნაწარმოებია ყოველმხრივ. ძაან არ დააგვინო რა გაგრძელება.:)
7. ზედმიწევნით დახვეწილი თხრობაა, საჰარა დამათვალიერებინეთ, განმაცდევინეთ, მისი რეალობით მაცხოვრეთ გარკვეულ დროში. სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას
პატივისცემით: ზედმიწევნით დახვეწილი თხრობაა, საჰარა დამათვალიერებინეთ, განმაცდევინეთ, მისი რეალობით მაცხოვრეთ გარკვეულ დროში. სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას
პატივისცემით:
6. მართლაც, ძალიან, ძალიან საინტერესო! 5 აღარ არის დრო, რომ "ბედუინი" მოხვდეს თავფურცელზე?!
მართლაც, ძალიან, ძალიან საინტერესო! 5 აღარ არის დრო, რომ "ბედუინი" მოხვდეს თავფურცელზე?!
5. ამ ნაწარმოების ავტორს შეუძლია მკითხველი ამოგზაუროს, მძაფრად შეაგრძნობინოს იქაური გარემო თავისი ჰავით, ბუნებით, სურნელით. საოცრებაა... ეს რომანი აუცილებლად უნდა ითარგმნოს. "ბედუინი" გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ამ ჟანრის შედევრების შორის. წარმატებას გისურვებ ნეფერტარ! მოუთმენლად ველი "ბედუინის" შემდეგ თავს. ამ ნაწარმოების ავტორს შეუძლია მკითხველი ამოგზაუროს, მძაფრად შეაგრძნობინოს იქაური გარემო თავისი ჰავით, ბუნებით, სურნელით. საოცრებაა... ეს რომანი აუცილებლად უნდა ითარგმნოს. "ბედუინი" გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ამ ჟანრის შედევრების შორის. წარმატებას გისურვებ ნეფერტარ! მოუთმენლად ველი "ბედუინის" შემდეგ თავს.
4. ოოო ! ნეფერტარო, ძლივს არ ვეღირსეთ გაგრძელებას? :)) ამით საღამოს ვისიამოვნებ. :) ჩემი ძალიან საყვარელი ავტორი ხარ და ნაწარმოების ჩემთვის უსაინტერესოესი ნაწარმიებია (როგორც ამას ბატონი იმპრესიონისტი იტყოდა) :))))
მკითხველებს: თქვენ დამისახელეთ სხვა ქართველი ავტორი ამ ჟანრში... ვერ დამისახელებთ. :)))
პატივისცემით: ტენდი ოოო ! ნეფერტარო, ძლივს არ ვეღირსეთ გაგრძელებას? :)) ამით საღამოს ვისიამოვნებ. :) ჩემი ძალიან საყვარელი ავტორი ხარ და ნაწარმოების ჩემთვის უსაინტერესოესი ნაწარმიებია (როგორც ამას ბატონი იმპრესიონისტი იტყოდა) :))))
მკითხველებს: თქვენ დამისახელეთ სხვა ქართველი ავტორი ამ ჟანრში... ვერ დამისახელებთ. :)))
პატივისცემით: ტენდი
3. დილის მოციონი... თვალწინ "ჩამიშხუილა" ანტილოპების გუნდმა...
მთლიანობაში ეს იქნება ძალიან კარგი რომანი... ვის, როგორ არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ "ბედუინი" უნდა ითარგმნოს სხვა ენებზეც... იშვიათია ასეთი ცოცხალი თხრობა, ფილმის კადრებივით მიდის მთელი ნაწერი.
ერთხელ სადღაც თავად ნეფერტარმა თქვა, რომ სხვის წაკითხულს, ჩემი "გულის ხმით" წაკითხული მირჩევნიაო... ეს კი ისეთი სასიამოვნო ნაწარმოებია, რომ სხვის წაკითხულს კი არა, გადაღებულ ფილმსაც სიამოვნებით ვუყურებდი...
ვისაც ჩემი ცოტა მაინც დაეჯერება, წ ა ი კ ი თ ხ ო ს და თავად დარწმუნდება!
+5! დ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ უ ლ ა დ !
დილის მოციონი... თვალწინ "ჩამიშხუილა" ანტილოპების გუნდმა...
მთლიანობაში ეს იქნება ძალიან კარგი რომანი... ვის, როგორ არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ "ბედუინი" უნდა ითარგმნოს სხვა ენებზეც... იშვიათია ასეთი ცოცხალი თხრობა, ფილმის კადრებივით მიდის მთელი ნაწერი.
ერთხელ სადღაც თავად ნეფერტარმა თქვა, რომ სხვის წაკითხულს, ჩემი "გულის ხმით" წაკითხული მირჩევნიაო... ეს კი ისეთი სასიამოვნო ნაწარმოებია, რომ სხვის წაკითხულს კი არა, გადაღებულ ფილმსაც სიამოვნებით ვუყურებდი...
ვისაც ჩემი ცოტა მაინც დაეჯერება, წ ა ი კ ი თ ხ ო ს და თავად დარწმუნდება!
+5! დ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ უ ლ ა დ !
2. ნილნა უნივერსალურია, ჯონათან, ყველაფერი იცის და ყველაფერში ერკვევა! [:))] რათქმაუნდა ,,კულისებიდან" ვიცოდი, რაშია საქმე დაახლოებით, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა, კვანძი რომ იხსნება ნელ-ნელა და ნათელი ეფინება მკითხველის გაურკვეველ მოლოდინს. ,,ბედუინის" კითხვის დროს უფრო მეტად მიმძაფრდება სურვილი, რომ ეგვიპტე ,,მოვიხილო" და საჰარას მტვერი ჩავყლაპო, ისე ცოცხლადაა ყველაფერი მოტანილი. მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია ამ საიტზე ,,ბედუინი" და ყველას, ყველას ვურჩევ მის წაკითხვას! 5 რათქმაუნდა! ნილნა უნივერსალურია, ჯონათან, ყველაფერი იცის და ყველაფერში ერკვევა! [:))] რათქმაუნდა ,,კულისებიდან" ვიცოდი, რაშია საქმე დაახლოებით, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა, კვანძი რომ იხსნება ნელ-ნელა და ნათელი ეფინება მკითხველის გაურკვეველ მოლოდინს. ,,ბედუინის" კითხვის დროს უფრო მეტად მიმძაფრდება სურვილი, რომ ეგვიპტე ,,მოვიხილო" და საჰარას მტვერი ჩავყლაპო, ისე ცოცხლადაა ყველაფერი მოტანილი. მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია ამ საიტზე ,,ბედუინი" და ყველას, ყველას ვურჩევ მის წაკითხვას! 5 რათქმაუნდა!
1. უცნაურია, დღეს ყველაფერი წავიკითხე თქვენი, რაც აქ გიდევთ, თითქოს, ვგრძნობდი, რომ "ბედუინის" გაგრძელებას დადებდით და არ მინდოდა "ვალი" მქონოდა... სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და სასაცილო "დასკვნებს" ვაკეთებდი დროდადრო - აჰ, მუსიკოსი ყოფილა! უი, არა, იურისტი(გამომძიებელი)! ან ორივე ერთად! თუ აღმოსავლეთმცოდნე?იქნებ გეოლოგი (კვარცის და ოქროს გამო)....:))) როგორ ვდარდობდი საჰარაში მიტოვებულ ნილლნაზე, კი იცით. ამ თავში ალ კაბირმა კაპიტანი ნემო გამახსენა:) P. s.: არასწორია - ნეფერტარი, ჩვეულებრივი წევრი. სწორია - ნეფერტარი, არაჩვეულებრივი წევრი! უცნაურია, დღეს ყველაფერი წავიკითხე თქვენი, რაც აქ გიდევთ, თითქოს, ვგრძნობდი, რომ "ბედუინის" გაგრძელებას დადებდით და არ მინდოდა "ვალი" მქონოდა... სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და სასაცილო "დასკვნებს" ვაკეთებდი დროდადრო - აჰ, მუსიკოსი ყოფილა! უი, არა, იურისტი(გამომძიებელი)! ან ორივე ერთად! თუ აღმოსავლეთმცოდნე?იქნებ გეოლოგი (კვარცის და ოქროს გამო)....:))) როგორ ვდარდობდი საჰარაში მიტოვებულ ნილლნაზე, კი იცით. ამ თავში ალ კაბირმა კაპიტანი ნემო გამახსენა:) P. s.: არასწორია - ნეფერტარი, ჩვეულებრივი წევრი. სწორია - ნეფერტარი, არაჩვეულებრივი წევრი!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|