წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩის პირველ ნომერში, ჩაწნულ-ჩახერგილ ღობის მიღმა, ერთი უცნაური კაცი ცხოვრობდა. თვითონ შექმნა ეს ქუჩა, პირველი და ერთადერთი მოსახლეც თავად გახლდათ. ადამიანი იყო- ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით: კარგი მეფუტკრე, კარგი მებუხრე, მევენახე, ხურო, კალატოზი, , მძღოლი... ბოლოსდაბოლოს( ან იქნებ, სულაც პირველ რიგში) - დიდებული მწერალი, ისეთი, სიცოცხლეშივე რომ აღიარეს.... პირველად 18 წლის წინ მივადექი იმ ღობეს. მაისი იყო. აკაციის თეთრად დახუნძლული ტევრის თავბრუსდამხვევი სურნელი და ფუტკრების ზუზუნი იმ მცირეოდენ გამბედაობასაც მაცლიდა, ამ ეზომდე მოსვლამდე რომ მქონდა. ზარის ღილაკზე რამდენჯერმე უშედეგოდ თითის დაჭერის შემდეგ, უკანასკნელი სითამამე მოვიკრიბე და ჭიშკარი შევაღე. ორი უზარმაზარი ნაგაზი ავი ღრენით ჭიშკრისკენ გამოიქცა, მთლად რომ შევეჭამე მაშინ იმ ძაღლებს, მაინც არ ვიყავი გადაღმა გადამსვლელი. -ბუხუ! რუხო!- პატრონის შეძახილზე მყისიერად შედგნენ ძაღლები. მასპინძელიც გამოჩნდა. ხელით მოიჩრდილა და შორიდანვე შემომძახა -რომელი ხარო? - ჟურნალისტი ვარ - რაც შემეძლო, ხმამაღლა ვუპასუხე ( მგონი ვჩურჩულებდი). მომიახლოვდა ამასობაში. -რაღა გიჭირს აპა, ჟურნალისტი თუ ხარ! რაშია საქმე? - ინტერვიუს აღება მინდა... -ამ გაგანია მუშაობაში, კაცო? ვინ გამოგიშვა? - ცალი თვალი მოჭუტა და ისე მიყურებს. ვუთხარი, ვინც... უსიტყვოდ შებრუნდა, ძაღლებიც თან გაჰყვნენ. მე დავრჩი ჭიშკართან. სახლის კიბესთან რომ მივიდა , მობრუნდა: -რას გაშტერებულხარ მაქანე? ჭიშკრიდან კიბემდე მანძილი (კაი სამოყვრო გზა) წამის მეათასედში დავფარე ალბათ. -რო დაადევი თავი და შემოტენტერდი ეზოში, რო დეეგლიჯე ძაღლებს? ყველა წინადადება, რაც აქამდე წარმოსთქვა, საყვედური იყო - მეჯუჯღურებოდა... - არ შემშინებია, მიყვარს ძაღლები. მომეჩვენა, რომ ორივე თვალით შემომხედა. ხის, ულამზესრიკულებიან აივანზე ავედით. ხის დაბალი სავრძლების წინ მოგრძო ტაბლა იდგა, წიგნებით, ფურცლებით, ჟურნალ-გაზეთებით, საწერ-კალმებით, სიგარეტის კოლოფებით, საფერფლით... დაჯდა. მე აივნის ბოძთან ავიტუზე. -დამიტოვე კითხვები და რო მევიცლი, მიგიწერ ზედ პასუხებს. -არ მაქვს დაწერილი კითხვები - ამოვილუღლუღე. -აპა, კითხვებიც მე უნდა მევიფიქრო და პასუხებიც?- ბრაზობს. -არ მინდოდა დაწერილი კითხვებით... ვიფიქრე, ვისაუბრებთ და... -დაჯექი, დაჯექი და დევიწყოთ აბა საუბარი. უჰ, რაღაც იმედი გამიჩნდა. ვხვდები, პირველ კითხვაზეა დამოკიდებული ყველა იმ კითხვის ბედი, დღესაც და მომავალშიც რომ უნდა დავუსვა ამ კაცს. სადღაც, ხვამლისკენ იყურება. არ მიყვარს მოსაუბრის მზერა სხვაგან რომაა მიმართული, მაგრამ ახლა მაგას დავეძებ? ღრმად ჩავისუნთქე და... - ბავშვობაში, ყველა ზღაპარი ჩემთვის დაწერილი რომ მეგონა, უცებ, ვიღაც მეტიჩარა დაჩიმ , მთელი ზღაპრების წიგნი მიითავისა. იმ დაჩიზე დაუმარცხებელი მეტოქე მგონი არც მყოლია მერე არასდროს. - ამოვისუნთქე. არ მომჩვენებია, ნამდვილად ორივე თვალით მიყურებდა. სახლში შევიდეთო. ასე შევდგი პირველი ნაბიჯი იმ საოცარ სახლში. უზარმაზარ , მინებიან კარადასთან მიმიყვანა. -აქ სულ “დაჩის ზღაპრების“ გამოცემებია. მსოფლიოს ხალხთა ოცდაათზე მეტ ენაზე თარგმნეს და გამოსცეს. ა, ბატონო, აგერ, იაპონელებს გადოუთარგმნიათ. მიკვირს, რას გებულობენ იაპონელები, ქართველ ბოვშებს აღარ ესმით არაფერი და... მერე თითქმის სამი საათი ვსაუბრობდით: იმაზე, როგორ დაუწერეს სამხატვრო აკადემიაში, მისაღები გამოცდებისას, ქართულის გამოცდაში ორიანი და როგორ უმტკიცებდა მას შემდეგ ცას და ქვეყანას, უპირველესად კი, თავის ქართულის მასწავლებელს - ქეთევან ბალანჩივაძეს, სამიანზე ვიცი ქართულიო. იმაზე, როგორ წაიკითხა პირველად საკუთარი წიგნი: - წიგნი თუ არ გაქ, შენ უნდა დაწერო და ისე მაინც უნდა წეიკითხოო... იმაზე, როგორ დახატა გამზრდელი ბებიას პორტრეტი: - დავახატიებდი ვინმე კარგ მხატვარს ბებიაჩემის პორტრეტს უკეთესად, მარა ყველამ თვითონ უნდა დახატოს თავისი ბებიას პორტრეტი, სხვა ბებიას ვერ დაგიხატავსო... კიდევ ბევრ რამეზე... წიგნი მაჩუქა, წარწერით - “მეგობრობას ასაკი ხელს არ უშლისო“. ამაყმა და ბედნიერმა გადმოვაბიჯე იმ ეზოდან. აკაციის ტევრის სურნელი და ფუტკრების ზუზუნი მიმაცილებდა. იმის შემდეგ უამრავჯერ ვიყავი იმ სახლში. განსაკუთრებულად მახსენდება 2000 წლის 16 ივნისი. 70 წლის გახდა იმ დღეს. ზარ-ზეიმები და იუბილეები სხვისი ეჯავრებოდა და საკუთარს როგორ აღინშნავდა? მაინც აღუნიშნეს.
“ რომ აყვირდები და ატეხავ განგაშს: არიქა! მოდით, გაიხარეთ, გვეწვიეთ, გაბედნიერდით (ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა)! -რა მოხდა? რა გვეღირსა ამისთანა? გადავრჩით? ავშენდით? პასუხი ერთობ პატივმოყვარული და უზნეოა: - მე დავიბადეო“
ის დღე მასთან ერთად გავატარეთ. ადრიანად ვეწვიე, ცნობილ ფოტოხელოვან გურამ გერსამიათან ერთად. -სულ იმას ვიძახი, მარტო გერსამიამ, მარტო გერსამიას-თქვა... გაზეთი მომიტანე? -გაზეთი.. გაზეთი, ბოლო ნომერი, გუშინწინ ხომ გამოგიგზავნეთ? - თუ გინდა , მქონოდა... წამეგეღო მაინც, რავა, მეტი არ გეშოვებოდათ თუ ამიყროლდებოდა? მოდიან მისი მეგობრები, მკითხველები, მომკითხველები... -მაპატიეთ, აქ მოსვლით რომ შეგაწუხეთ, ეს შეწუხება თავის მართლებად ჩამითვალეთ, რომ ქვეყნის დაქცევას ხელი ვერ შევუშალე. ამ ქვეყანაში , პატიოსანი კაცი, წესით, სამოცდაათ წელს ვერ უნდა ცოცხლობდესო. განსაკუთრებით ერთი კაცის მოსვლა უხარია - დიდებული მომღერლის და გამრჯე გლეხკაცის, ვაჟა კუბლაშვილის. -ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უკეთესი გლეხიაო. ხმებს გვივრცელებენ, თითქოს მე მეთქვას- შენ რომ ღვინოს წურავ, იმდენი მე ღვინის გადაღებისას მექცევაო, შენ კი, თითქოს შემოგითვლია- შენ რომ ღვინით ავსებ, ის ჭურჭლები მე თაფლით მაქვს სავსეო - ამბობს ვაჟა და ეშმაკურად უღიმიან ერთმანეთს ორი ბატონის - მიწის და მუზის - ყმები. უხიაგი და უკმეხი კაცი იყო, ერთი შეხედვით... მაგრამ, ისეთი ფაქიზი სული ჰქონდა, ისეთი ლირიკა... ბევრმა არც იცის ალბათ, ლექსებს რომ წერდა:
“ დღეს ქარი იქნება იფნებთან. ისეთი ქარი, შენ რომ გიყვარს... დღეს ქარი იქნება იფნებთან, მაგრამ, ვაი, რომ შენ აღარ იქნები! დღეს მე უშენოდ ვიქნები იფნებთან! ... და შენ, ფიქრო ჩემო, დარდო ჩემო, ჩემო ქარო და იფანო, თეთრად დაწრეტილო ღამევ... დღეს ქარი იქნება იქნება იფნებთან და იცი, რას ვიზამ?... უშენოდ მე ვერას გავუგებ ქარს, უშენოდ რას მეტყვიან, რას გამიმხელენ იფნები! ქარი იქნება იფნებთან, ისეთი ქარი, შენ რომ გიყვარს! ნუ ფიქრობ, უშენოდ არ წავალ იფნებთან... წავალ, უშენოდ წავალ და ყურს მივუგდებ... და იმ ქარს, შენ რომ გიყვარს, დავიმახსოვრებ... დავიმახსოვრებ ქარს იფნებში და, როცა შენ ჩემთან აღარ იქნები შენ, ფიქრო ჩემო, დარდო ჩემო, ჩემო ქარო და იფანო, თეთრად დაწრეტილო ღამევ... დავიმახსოვრებ ქარს იფნებში და გეტყვი შენ, გეტყვი, როცა ჩემთან იქნები.... მაგრამ, ვაი, რომ შენ ჩემთან აღარასდროს იქნები. დღეს კი, ქარი იქნება იფნებთან...“
გამუდმებით ეწეოდა, სულ ნაპერწკალი ციმციმებდა მის მუნდშტუკებსა და ყალიონებში. _ნუ ეწევი ამდენსო! -რავა, მოუწეველი მკვდარი არ გინახიათო? ერთხელ მიამბო: -ყაზახეთში ვიყავით ქართველი მწერლები, იქაური მწერლები გვმასპინძლობდნენ. როგორც ჩვენ ვიცით, საპატიო სტუმრისთვის ხბოს ან გოჭის დაკვლა, იქ ასე კვიცს კლავენ. დამანახა ჩემმა მასპინძელმა - ე, ის კვიცი უნდა დაგიკლათო. გადევირიე კაცი, ცხენს რა შემაჭმევდა? არადა, მასპინძლის დიდ შეურაცხყოფად ითვლება თურმე უარის თქმა. მაინც გავბედე და ვუთხარი, ვერ შევჭამ მაგას, მეცოდება-თქვა. ა ფარასიონკა ნე ჟალკაო?- მიმიხვდა ეშმაკობას ყაზახი. ავადსახსენებელი სენის დიაგნოზი რომ დაუსვეს, არ შეშინებულა, არც გატეხილა - ბოლო დღეებამდე ჩვეული რიტმით ცხოვრობდა. "ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, - რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებიაო“ - ამბობდა. “ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცისო“- ესეც თქვა. 81 წლის ასაკში აღესრულა. “დაიხარჯაო“- აჭარაში ამბობენ ადამიანის გარდაცვალებისას. ის უცნაური კაცი მართლაც რომ დაიხარჯა - მეფუტკრეობაში, მევენახეობაში, მებუხრეობაში, ხუროობაში, კალატოზობაში... მწერლობაში დაიხარჯა და წავიდა... თუმცა, არსადაც არ წასულა, ისევ იქ არის, იმ ჩაწნულ-ჩახერგილ ღობის მიღმა, აკაციის ყვავილები ეფინება მისი საფლავის ქვას - მასსავით უბრალოსა და დიდებულს, ფუტკრებიც ისევ დაზუზუნებენ... გადავიკითხე ეს მოკრძალებული მოგონება და სახელი არ მითქვამს თურმე არსად. კი, ოტია იოსელიანზე მოგახსენებდით...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
50. მეც გამახსენდა და მოვყვები,ბარემ. ერთ დღეს ოტიასთან მივიდა ერთი სოფლელი,რომელიც თანასოფლელზე იყო გაბრაზებული.ლანძღა და აგინა ის კაცი,შემდეგ ოტიას უთხრა მირჩიე რამეო. იმის შემდეგ ის გალანძღულ-შეგინებული კაცი მივიდა და იმან პირიქ,პირველს აგინა. ოტიას კითხეს მერე,რა ურჩიე მათო.ოტიამ რა უნდა მეთქვა,ორივე ცამდე მართალი იყოო. მეც გამახსენდა და მოვყვები,ბარემ. ერთ დღეს ოტიასთან მივიდა ერთი სოფლელი,რომელიც თანასოფლელზე იყო გაბრაზებული.ლანძღა და აგინა ის კაცი,შემდეგ ოტიას უთხრა მირჩიე რამეო. იმის შემდეგ ის გალანძღულ-შეგინებული კაცი მივიდა და იმან პირიქ,პირველს აგინა. ოტიას კითხეს მერე,რა ურჩიე მათო.ოტიამ რა უნდა მეთქვა,ორივე ცამდე მართალი იყოო.
49. ჩემი შეფასება: 5+ ჩემი შეფასება: 5+
48. ვახ დღესაც როგორ გამიმართლა! ვვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით)) დავაგვიანე, ყველაფერი უთქვამთ უკვე... 5. ვახ დღესაც როგორ გამიმართლა! ვვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით)) დავაგვიანე, ყველაფერი უთქვამთ უკვე... 5.
47. თავიდანვე ვიეჭვე ვისზეც იყო საუბარი, მეორე აბზაციდან დავრწმუნდი და სიამოვნებით ჩავიკითხე. თავიდანვე ვიეჭვე ვისზეც იყო საუბარი, მეორე აბზაციდან დავრწმუნდი და სიამოვნებით ჩავიკითხე.
46. ეზოს აღწერაზე მივხვდი ვიზე იქნებოდა საუბარი... ნამდვილად შესანიშნავადაა გადმოცემული ეზოს აღწერაზე მივხვდი ვიზე იქნებოდა საუბარი... ნამდვილად შესანიშნავადაა გადმოცემული
45. ძალიან მომეწონა... + + ძალიან მომეწონა... + +
44. უთბილესი ნაწერია. . . საშინლად მომეწონა <3 ++ უთბილესი ნაწერია. . . საშინლად მომეწონა <3 ++
43. თავიდანვე დიალექტებით მივხვდი ვისზე იყო საუბარი.ძალიან კარგადაა გადმოცემული ყველაფერი(უჩემოდაც იცით).მადლობა ამ ნაწერისთვის თავიდანვე დიალექტებით მივხვდი ვისზე იყო საუბარი.ძალიან კარგადაა გადმოცემული ყველაფერი(უჩემოდაც იცით).მადლობა ამ ნაწერისთვის
42. თავიდანვე დიალექტებით მივხვდი ვისზე იყო საუბარი.ძალიან კარგადაა გადმოცემული ყველაფერი(უჩემოდაც იცით).მადლობა ამ ნაწერისთვის თავიდანვე დიალექტებით მივხვდი ვისზე იყო საუბარი.ძალიან კარგადაა გადმოცემული ყველაფერი(უჩემოდაც იცით).მადლობა ამ ნაწერისთვის
41. ოტია, საოცრად უბრალო და მართალი ადამიანი... "კარგი მეფუტკრე, კარგი მებუხრე, მევენახე, ხურო, კალატოზი, , მძღოლი... ბოლოსდაბოლოს( ან იქნებ, სულაც პირველ რიგში) - დიდებული მწერალი," - მე აქ უკვე 99% ვიცოდი, ვისზე იყო საუბარი, სახელი "დაჩი" რომ დავინახე, მაშინ ბოლომდე დავრწმუნდი. :) ოტია, საოცრად უბრალო და მართალი ადამიანი... "კარგი მეფუტკრე, კარგი მებუხრე, მევენახე, ხურო, კალატოზი, , მძღოლი... ბოლოსდაბოლოს( ან იქნებ, სულაც პირველ რიგში) - დიდებული მწერალი," - მე აქ უკვე 99% ვიცოდი, ვისზე იყო საუბარი, სახელი "დაჩი" რომ დავინახე, მაშინ ბოლომდე დავრწმუნდი. :)
40. რა თბილია... რა თბილია...
39. ეს ძალიან კარგი პუბლიკაციაა და ისტორიას დარჩება..
მეორმოცედ ვკითხულობ მემგონი.. :) ეს ძალიან კარგი პუბლიკაციაა და ისტორიას დარჩება..
მეორმოცედ ვკითხულობ მემგონი.. :)
38. "- წიგნი თუ არ გაქ, შენ უნდა დაწერო და ისე მაინც უნდა წეიკითხოო... იმაზე, როგორ დახატა გამზრდელი ბებიას პორტრეტი: - დავახატიებდი ვინმე კარგ მხატვარს ბებიაჩემის პორტრეტს უკეთესად, მარა ყველამ თვითონ უნდა დახატოს თავისი ბებიას პორტრეტი, სხვა ბებიას ვერ დაგიხატავსო..." <<< ეს განსაკუთრებით. სახელის თქმა არც იყო საჭირო :) "დაჩის ზღაპრები" რომ არ გეხსენებინა, მაინც...
ჯონათანისეული ნაწერია.
+5 "- წიგნი თუ არ გაქ, შენ უნდა დაწერო და ისე მაინც უნდა წეიკითხოო... იმაზე, როგორ დახატა გამზრდელი ბებიას პორტრეტი: - დავახატიებდი ვინმე კარგ მხატვარს ბებიაჩემის პორტრეტს უკეთესად, მარა ყველამ თვითონ უნდა დახატოს თავისი ბებიას პორტრეტი, სხვა ბებიას ვერ დაგიხატავსო..." <<< ეს განსაკუთრებით. სახელის თქმა არც იყო საჭირო :) "დაჩის ზღაპრები" რომ არ გეხსენებინა, მაინც...
ჯონათანისეული ნაწერია.
+5
37. ყველაზე რთული დასაწერი მოგონება მგონია. რაც აქ დევს, უბრალოდ, მოგონებაზე მეტია. თავად ბატონ ოტიასაც მოეწონებოდა ასე მოკრძალებულად გამხელილი სიყვარული. ყველაზე რთული დასაწერი მოგონება მგონია. რაც აქ დევს, უბრალოდ, მოგონებაზე მეტია. თავად ბატონ ოტიასაც მოეწონებოდა ასე მოკრძალებულად გამხელილი სიყვარული.
36. ძალიან კარგი მოგონებაა. კარგად გაქვს ყველაფერი გადმოცემული, კარგი ენით წერია და შესაბამისი განწყობა მოაქვს. ძალიან კარგი მოგონებაა. კარგად გაქვს ყველაფერი გადმოცემული, კარგი ენით წერია და შესაბამისი განწყობა მოაქვს.
34. არ ვიცი რა ვთქვა...არც ვიტყვი.არაა ჩემი სათქმელი.
მადლობა! არ ვიცი რა ვთქვა...არც ვიტყვი.არაა ჩემი სათქმელი.
მადლობა!
33. კიდე ერთხელ გადავხედე ამ ძალიან კარგ მოგონებას.. კიდე ერთხელ გადავხედე ამ ძალიან კარგ მოგონებას..
32. უთბილესი მოგონებაა "ჯუჯღუნა" და ენაკვიმატ ოტია იოსელიანზე... როგორი კარგი მწერალიც იყო, ისეთივე მოგონება დაგიწერია, ჯონათან! ...და არა მარტო ბატონი ოტია გააცოცხლე, მისი ეზო-კარის სურნელიც გვაგრძნობინე... ერთი სიტყვით, უნდა წერო, ეს საქმე კარგად გამოგდის... უთბილესი მოგონებაა "ჯუჯღუნა" და ენაკვიმატ ოტია იოსელიანზე... როგორი კარგი მწერალიც იყო, ისეთივე მოგონება დაგიწერია, ჯონათან! ...და არა მარტო ბატონი ოტია გააცოცხლე, მისი ეზო-კარის სურნელიც გვაგრძნობინე... ერთი სიტყვით, უნდა წერო, ეს საქმე კარგად გამოგდის...
31. პირველივე სტრიქონებიდან მივხვდი, ვისზეც წერდით....................... სული გამითბო........დიდი მადლობა....:) პირველივე სტრიქონებიდან მივხვდი, ვისზეც წერდით....................... სული გამითბო........დიდი მადლობა....:)
30. ეს უკვე ორჯერ წავიკითხე, შესანიშნავად დაწერილია არაჩვეულებრივ ადამიანზე! მწერალზე! ეს უკვე ორჯერ წავიკითხე, შესანიშნავად დაწერილია არაჩვეულებრივ ადამიანზე! მწერალზე!
29. მგონი უკიდურესად ეგოისტი ვარ, ან ამდენი პრობლემისგან-დაბნეული. რატომ არ წავიკითხე, ჯონათან, ეს დო სიხ პორ ?! თუ არ მშურდეს შენი!... წარმოუდგენელი და დიდი სიყვარულით მიყვარდა ოტია. :) შესანიშნავად გადმოცემული მოგონებაა. :) ვისიამოვნე. :)
პატივისცემით: ტენდი მგონი უკიდურესად ეგოისტი ვარ, ან ამდენი პრობლემისგან-დაბნეული. რატომ არ წავიკითხე, ჯონათან, ეს დო სიხ პორ ?! თუ არ მშურდეს შენი!... წარმოუდგენელი და დიდი სიყვარულით მიყვარდა ოტია. :) შესანიშნავად გადმოცემული მოგონებაა. :) ვისიამოვნე. :)
პატივისცემით: ტენდი
28. რამდენი ხნის წინ გაღიარე მე შენ -კატიე წინასწარმეტყველად!:)) დიდი მადლობა სუულ ყველას! რამდენი ხნის წინ გაღიარე მე შენ -კატიე წინასწარმეტყველად!:)) დიდი მადლობა სუულ ყველას!
27. ახლა თამამად შეგიძლია წერო "5"-იანები :)))))))
დაუჯერე პითია კატიეს! :)))))))))))))))))))
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me ახლა თამამად შეგიძლია წერო "5"-იანები :)))))))
დაუჯერე პითია კატიეს! :)))))))))))))))))))
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
26. საოცარი ნაწერია უფრო საოცარ ადამიანზე. საოცარი ნაწერია უფრო საოცარ ადამიანზე.
25. პირველად ვარ აქ ჩემო ჯონათან და ბევრს დავკარგავდი,რომ არ აღმომეჩინე) წამეკითხა ყველაფერი და შენ ერთგულ მკითხველად მიგულე დღეიდან. რაც შეეხება ამ მოგონებას, არაჩვეულებრივადაა გადმოცემული. ისე, ოტიას რომ შეეფერება. და რა თქმა უნდა, ჩემი მოკრძალებული შეფასება შენ.
პირველად ვარ აქ ჩემო ჯონათან და ბევრს დავკარგავდი,რომ არ აღმომეჩინე) წამეკითხა ყველაფერი და შენ ერთგულ მკითხველად მიგულე დღეიდან. რაც შეეხება ამ მოგონებას, არაჩვეულებრივადაა გადმოცემული. ისე, ოტიას რომ შეეფერება. და რა თქმა უნდა, ჩემი მოკრძალებული შეფასება შენ.
24. ულამაზესად დაწერილი უთბილესი მოგონება დიდებულ ადამიანზე. რატომღაც ამეკვიატა თოლია-ჯონათან - ”დიდებული ადამიანები უძრგლოდ (არ) იკარგებიან”!!!... გაიხარეთ! ჩემი განსაკუთრებული სითბო და მოკრძალებული +2 ულამაზესად დაწერილი უთბილესი მოგონება დიდებულ ადამიანზე. რატომღაც ამეკვიატა თოლია-ჯონათან - ”დიდებული ადამიანები უძრგლოდ (არ) იკარგებიან”!!!... გაიხარეთ! ჩემი განსაკუთრებული სითბო და მოკრძალებული +2
23. რა ლამაზი მოგონებაა :) აი გული გამითბა რასაც ქვია...დიდებული ადამიანის მართლაც ღირსეული მიძღვნა...
რა ლამაზი მოგონებაა :) აი გული გამითბა რასაც ქვია...დიდებული ადამიანის მართლაც ღირსეული მიძღვნა...
22. ჯო, შემოგივარდი აქ მე პრაქტიკულად და ჩაგეკვეხები რა მაგ ლამაზად მოწყობილ ტვინში ... იმისთანა მოგონებები გაქვს შენ მანდ, ლამის "ლეჟანკასაც' გავიშლიდი შიგნით :)) როგორ მიყვარხარ :*
პ.ს გადაწყვიტე ბოლო-ბოლო გამომყვები თუ არა ცოლად ? :)) :* ჯო, შემოგივარდი აქ მე პრაქტიკულად და ჩაგეკვეხები რა მაგ ლამაზად მოწყობილ ტვინში ... იმისთანა მოგონებები გაქვს შენ მანდ, ლამის "ლეჟანკასაც` გავიშლიდი შიგნით :)) როგორ მიყვარხარ :*
პ.ს გადაწყვიტე ბოლო-ბოლო გამომყვები თუ არა ცოლად ? :)) :*
21. ვახ, ეს აქამდე როგორ დამრჩა წაუკითხავი?!თოლიავ,რა სუფთა და თბილი ნაწერია! "უბრალოსა და დიდებულს"...-აი,ეს წერილიც ასეთივეა-უბრალო და დიდებული!გაიხარე! ვახ, ეს აქამდე როგორ დამრჩა წაუკითხავი?!თოლიავ,რა სუფთა და თბილი ნაწერია! "უბრალოსა და დიდებულს"...-აი,ეს წერილიც ასეთივეა-უბრალო და დიდებული!გაიხარე!
20. კარგა ხანია არაფერი წამიკითხავს აქ და დღეს კატიემ მირჩია, წაიკითხე ესო.. ხოდა ახლა არც კი ვიცი რა ვთქვა, იმდენად მომეწონა ეს მოგონება..
ჯონათან, სახელიც რომ არ გეთქვა, მაინც მივხვდებოდით ვინ იმალებოდა პერსონაჟის უკან.. გამართული და ძალიან ემოციური ნაწერია!! მეც ვისურვებდი თავფურცელზე ვიხილო!! წარმატებები!! :) :)
პ.ს. "- ბავშვობაში, ყველა ზღაპარი ჩემთვის დაწერილი რომ მეგონა, უცებ, ვიღაც მეტიჩარა დაჩიმ , მთელი ზღაპრების წიგნი მიითავისა. იმ დაჩიზე დაუმარცხებელი მეტოქე მგონი არც მყოლია მერე არასდროს. - ამოვისუნთქე." - პირველი შეკითხვა განსაკუთრებით მომეწონა.. :**
კარგა ხანია არაფერი წამიკითხავს აქ და დღეს კატიემ მირჩია, წაიკითხე ესო.. ხოდა ახლა არც კი ვიცი რა ვთქვა, იმდენად მომეწონა ეს მოგონება..
ჯონათან, სახელიც რომ არ გეთქვა, მაინც მივხვდებოდით ვინ იმალებოდა პერსონაჟის უკან.. გამართული და ძალიან ემოციური ნაწერია!! მეც ვისურვებდი თავფურცელზე ვიხილო!! წარმატებები!! :) :)
პ.ს. "- ბავშვობაში, ყველა ზღაპარი ჩემთვის დაწერილი რომ მეგონა, უცებ, ვიღაც მეტიჩარა დაჩიმ , მთელი ზღაპრების წიგნი მიითავისა. იმ დაჩიზე დაუმარცხებელი მეტოქე მგონი არც მყოლია მერე არასდროს. - ამოვისუნთქე." - პირველი შეკითხვა განსაკუთრებით მომეწონა.. :**
19. კი, თქვენეულად, გემრიელი ენითაა დაწერილი.
"ძველი სიზმრებით მთვრალი მერეთი, გარს გვეხვეოდა ლექსი ხროებად. თუ როგორ დარჩა ეს იმერეთი, არაბულ ზღაპრის დაბოლოებად".
არ ვიცი, რატომ გამახსენდა და რატომ დავწერე ახლა აქ. კი, თქვენეულად, გემრიელი ენითაა დაწერილი.
"ძველი სიზმრებით მთვრალი მერეთი, გარს გვეხვეოდა ლექსი ხროებად. თუ როგორ დარჩა ეს იმერეთი, არაბულ ზღაპრის დაბოლოებად".
არ ვიცი, რატომ გამახსენდა და რატომ დავწერე ახლა აქ.
17. თვალწინ დამიდგა ბატონი ოტია. ბოლოში გვარის მიწერა ვფიქრობ არ ჭირდებოდა. გადასარევათაა გადმოცემული. ოტიას ხმა მესმოდა ყურებში. ერთ კარგ ამბავსაც გავიხსენებ: ოტიას ინტერვიუში ჰკითხეს: რას იტყვი ჯაჭვლიანის ფილმზე, "სვანზეო"? ოტიამ უპასუხა: ეგ ფილმი არავის აჩვენოთ ტორემ "ნატოში" კიარა "კაფეშიც აღარ შეგვიშვებენო. (ეს ხუმრობით თქვა რა თქმაუნდა) "დაჩის ზღაპრები" კი ჩემი ბავშვობის პირველი წიგნი იყო რომელიც წავიკითხე. მამამ მიყიდა დაბადების დღის საჩუქრად. დღემდე თვალისჩინივით ვუფრთხილდები.
გაიხარეთ როგორც ახლა მე მასიამოვნეთ. 5 თვალწინ დამიდგა ბატონი ოტია. ბოლოში გვარის მიწერა ვფიქრობ არ ჭირდებოდა. გადასარევათაა გადმოცემული. ოტიას ხმა მესმოდა ყურებში. ერთ კარგ ამბავსაც გავიხსენებ: ოტიას ინტერვიუში ჰკითხეს: რას იტყვი ჯაჭვლიანის ფილმზე, "სვანზეო"? ოტიამ უპასუხა: ეგ ფილმი არავის აჩვენოთ ტორემ "ნატოში" კიარა "კაფეშიც აღარ შეგვიშვებენო. (ეს ხუმრობით თქვა რა თქმაუნდა) "დაჩის ზღაპრები" კი ჩემი ბავშვობის პირველი წიგნი იყო რომელიც წავიკითხე. მამამ მიყიდა დაბადების დღის საჩუქრად. დღემდე თვალისჩინივით ვუფრთხილდები.
გაიხარეთ როგორც ახლა მე მასიამოვნეთ. 5
16. ეგრევე 55555
ძალიან მაგარი ენით არის დაწერილი და ძალიან მაგარი მოგონებაა...
ისე სახელი რომც არ მიგეწერა .......:) ეგრევე 55555
ძალიან მაგარი ენით არის დაწერილი და ძალიან მაგარი მოგონებაა...
ისე სახელი რომც არ მიგეწერა .......:)
15. კი მართალი ხარ ♥ კი მართალი ხარ ♥
14. დიდი მადლობა, ყველას! ისე მიხარია რომ მოგეწონათ, ისე, რომ... ვიცი, მთლად ჩემი დამსახურება რომ არაა:) დიდი მადლობა, ყველას! ისე მიხარია რომ მოგეწონათ, ისე, რომ... ვიცი, მთლად ჩემი დამსახურება რომ არაა:)
13. ბოლოს დამზრინა ♥ +++ ბოლოს დამზრინა ♥ +++
12. თოლია =)
მე დღეს გაგიცანი (როგორც პროზაიკოსი). მშვენიერია, ძალიან, ძალიან კარგია. თოლია =)
მე დღეს გაგიცანი (როგორც პროზაიკოსი). მშვენიერია, ძალიან, ძალიან კარგია.
11. ძალიან ლამაზი მოგონებებია :)) ძალიან ლამაზი მოგონებებია :))
10. ძალიან თბილი და სიყვარულით დაწერილი სტრიქონებია, რომელიც კიდევ ერთხელ აცოცხლებს მკითხველის თვალწინ "დაჩის ზღაპრების"(და არა მარტო) კოლორიტულ ავტორს... გმადლობ, ავტორო! ძალიან თბილი და სიყვარულით დაწერილი სტრიქონებია, რომელიც კიდევ ერთხელ აცოცხლებს მკითხველის თვალწინ "დაჩის ზღაპრების"(და არა მარტო) კოლორიტულ ავტორს... გმადლობ, ავტორო!
9. მეც ძალიან მომეწონა...განსაკუთრებით მიყვარდა ოტია იოსელიანი...( +++ მეც ძალიან მომეწონა...განსაკუთრებით მიყვარდა ოტია იოსელიანი...( +++
8. თუმცა, არსადაც არ წასულა, ისევ იქ არის, იმ ჩაწნულ-ჩახერგილ ღობის მიღმა, აკაციის ყვავილები ეფინება მისი საფლავის ქვას - მასსავით უბრალოსა და დიდებულს, ფუტკრებიც ისევ დაზუზუნებენ...
არაჩვეულებრივი იყო jonatan!...:-* გამითბა გული, სული... როგორ უნდა გვიყვარდეს ”დიდი” ადამიანები, იმას გვასწავლის ეს ნაწერი... ეს ”დიიიდი” კაცი ისე ცოცხალია ახლა, ამ წუთას...-შენ გააცოცხლე...555555 კატიე...:-* მეც მინდა რომ ვიხილო თავფურცელზე... თუმცა, არსადაც არ წასულა, ისევ იქ არის, იმ ჩაწნულ-ჩახერგილ ღობის მიღმა, აკაციის ყვავილები ეფინება მისი საფლავის ქვას - მასსავით უბრალოსა და დიდებულს, ფუტკრებიც ისევ დაზუზუნებენ...
არაჩვეულებრივი იყო jonatan!...:-* გამითბა გული, სული... როგორ უნდა გვიყვარდეს ”დიდი” ადამიანები, იმას გვასწავლის ეს ნაწერი... ეს ”დიიიდი” კაცი ისე ცოცხალია ახლა, ამ წუთას...-შენ გააცოცხლე...555555 კატიე...:-* მეც მინდა რომ ვიხილო თავფურცელზე...
7. როგორ მიყვარხარ, jonatan! შემშურდა, რომ პირადად იცნობდი ასეთ დიდებულ ადამიანს :)
ეს არის ყველაზე, ყველაზე ლამაზი მოგონება, რაც წამიკითხავს!
+5! თავფურცელზე მინდა ვიხილო! როგორ მიყვარხარ, jonatan! შემშურდა, რომ პირადად იცნობდი ასეთ დიდებულ ადამიანს :)
ეს არის ყველაზე, ყველაზე ლამაზი მოგონება, რაც წამიკითხავს!
+5! თავფურცელზე მინდა ვიხილო!
6. მართლაც, არც უნდოდა სახელი, პირველივე შეხვედრიდან ჩანდა ვისზეც ყვებოდით. გაიხარეთ. მართლაც, არც უნდოდა სახელი, პირველივე შეხვედრიდან ჩანდა ვისზეც ყვებოდით. გაიხარეთ.
5. ძალიან კარგია, ძალიან მარტივად, ძალიან ხალასად, ძალიან თავისუფლად დაგიწერიათ ძალიან კარგ ადამიანზე. კარგი შესრულებაა. ძალიან კარგია, ძალიან მარტივად, ძალიან ხალასად, ძალიან თავისუფლად დაგიწერიათ ძალიან კარგ ადამიანზე. კარგი შესრულებაა.
4. დიდი მადლობა, თოლია ჯონათან! ასეთი მოგონებები შენ თავს უნდა შეუნახო ეგოისტურად? ასე რა,-ჩვენც მოგვიყევი ხოლმე! [♥] [:-bd] 10+ დიდი მადლობა, თოლია ჯონათან! ასეთი მოგონებები შენ თავს უნდა შეუნახო ეგოისტურად? ასე რა,-ჩვენც მოგვიყევი ხოლმე! [♥] [:-bd] 10+
3. აჰ, ან რად უნდოდა სახელის თქმა, ყველა, ყველა გამოიცნობდა ოტია ბაბუას. ძალიან მომეწონა თოლია ჯონათან. დამამშვიდა ამ ნაწერმა, თან ჩემი კუთხის სურნელიც მომიტანა იფნების ნიავით. შენ გაიხარე მაინც და მაინც... :* აჰ, ან რად უნდოდა სახელის თქმა, ყველა, ყველა გამოიცნობდა ოტია ბაბუას. ძალიან მომეწონა თოლია ჯონათან. დამამშვიდა ამ ნაწერმა, თან ჩემი კუთხის სურნელიც მომიტანა იფნების ნიავით. შენ გაიხარე მაინც და მაინც... :*
2. დიდი კაცი იყო ოტია, იშვიათად იბადებიან ასეთები. მადლობა ამ ნაწარმოებისთვის. დიდი კაცი იყო ოტია, იშვიათად იბადებიან ასეთები. მადლობა ამ ნაწარმოებისთვის.
1. როგორ კარგად და ტბილად დაგიწერია ჯონატან , რო ეკუთვნოდა ზუსტად ისე:) კარგი გოგო ჯონატანი ხარ შენ:) როგორ კარგად და ტბილად დაგიწერია ჯონატან , რო ეკუთვნოდა ზუსტად ისე:) კარგი გოგო ჯონატანი ხარ შენ:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|