ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2012


ცის კიდურისკენ (ირმა ბებერაშვილს, ჩემს ცისკიდურელ გოგონას)

ცა ჩემი–ც სახლია...
და როცა ძალიან მოვიწყენ,
მოვდივარ ამ სახლში,
რომ სული მოვითქვა.
ამ სახლს არა აქვს კარები,
არც ფანჯრები,
სახურავი ცის–ფერია
და აქ მუდამ ანთია ბუხარი –
მარადიული სითბოს სიმბოლო.
მე არასოდეს ვარ აქ მარტო,
აქ, ცის–ფერ სახლში,
მხვდება გოგონა,
რომლის თვალებში მზის სხივები თამაშობენ
და რომელსაც ჩემსავით უყვარს უფლისწული
ასტეროიდ ბ–612–დან.
ცა ჩვენი სახლია...
და სადაც ჩვენ ვართ,
იქ არასოდეს ემსგავსებიან დიდებს.
სხვა რაღა გვინდა:
შეგვიძლია თავისუფლად გავისეირნოთ:
ცის კიდურისკენ...
ბოლოს და ბოლოს,
ეს ხომ სულაც არაა ძნელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები