ნაწარმოებები



ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2012


დავიბენი

დავიბენი.,,
სიმღერები აჰყოლიან
სუნთქვა-სუნთქვა, რითმა-რითმა
ჩასმულ ბგერებს.
მერე რამ რომ სიტყვებს სახე დაფოთვლიათ,
მერე რა, რომ ოცნებები დავიბედე.

მითქვამს... მითქვამს:
ლექსი -  განცდა, რითმა ფიქრად,
ფიქრი - მირქმად
შეკერილი, დაკემსილი,
სიტყვა -სიტყვად, გრძნობა ლოცვად
აკრეფილი,
კაბადონზე ამოსუნთქვად გაფენილი,
დაფიონზე ამოთქმული,
გაზაფხულზე ნუშის მორცხვად ალეწილი
სახის მორთვა...
სტრიქონებად დაითოვლა
განცდა - ბგერად დაფერფლილი.
როგორ მოხდა,
როგორ შევრჩით მე და რითმა.
მე და ლექსი?
ბედისწერა (?!)
ფერთან ფერი,

მითქვამს... მითქვამს:
დავიბენი...
მისხალ-მისხალ აკრეფილი
ფიქრთა ფიფქვა,
შეკრული და გაფენილი,
ნათქვამი და უხმოდ, უთქმად გამხელილი:
სუნთქვა ჩემი, განცდა ჩემი,
ფიქრი, ღელვა, სული ჩემი.
სხეულშია წვეთ-წვეთ. ცეცხლ-ცეცხლ,
ნუგეშ-ნუგეშ ჩაფენილი,
(მალამოდ თუ ფენიქსივით ჩაფერფლილი),
რითმა, ლექსი (ფიქრი ჩემი, სუნთქვა ჩემი).
როგორ მოხდა? როგორ შევრჩით
მე და ლექსი?!...
ფერთან ფერი... სულთან რითმა
გულდაგულ და სასოებით დანამღერი,
ამოთქმული, ნაგანცდარი, ნაფიქრალი, ნაფერფლარი,
ნაწამარი, ნაწამები -
მე და ლექსი: ფეთქვა ჩემი,
წამება და რწმენა ჩემი:
ლექსი ჩემი...
სული ჩემი,,,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები