ნაწარმოებები



ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2012


გაზაფხულება

წავალ, როდესაც იქნება ადრე,
მოვალ, როდესაც იქნება გვიან.
წელს გაზაფხულის ათინათებს და
ბრიალ-ბრიალს
მოჰყვება ჩემი და შენი ტანგო.
კვირტებს ენაზე მოადგებათ სათქმელი რითმად
ყვავილი ფიქრად გამოაყრის ტანზე სამყაროს.
იქვე სმენა რომ დაადარაჯონ,
თითის წვერებზე შემდგარან ხენი.
თავბრუდახვეულთ ნელი ვალსის
მსუბუქი რწევით,
ალერსისაგან წითლად ალეწილთ,
შემოსკდომიათ კაბები კვირტებს.
და ჩვენი ტანგო...
და ნელი ვალსი...
ალბათ ამიტომ წამოწია თავი სიმშვიდემ.
ტანგო და ვალსი?!
ჩვენ, თავდახსნილნი წლებსმოყოლილ ერთფეროვნებას,
ვერაფრით ავხსნით
ამ გაორებას...
ტანგო-ვალსის ამ ჰარმონიას,
უჩვეულს ჩვენთვის, მოვუძებნით უბრალო ახსნას,
რომ თავი აღარ შევაჩვიოთ ერთფეროვნებას,
შეჩვეულს ზამთრის ნაცრისფერ ფერებს.
და ვერ მივხვდებით, მიზეზი რომ იქ არის სწორედ,
სადაც ყველაზე ნაკლებად ვეძებთ.
ჩემი ბრალია...
... მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში
და ამ გაზაფხულს სამუდამოდ ბავშვი რომ შევრჩი,
რას გავაბრალო, თუარა ფიქრებს
დაუკითხავად შემოსულთ ისე,
რომ დაბნეული ავირიე რითმში და ფერში.
და იქნებ მივხვდეთ
და იქნებ მივხვდე...
ეს ჰარნონია ტანგო-ვალსის ფიქრია ჩემი...
სულია ჩემი დაბნეული ბედნიერებით...
...მე გაზაფხული გამიხარდა შენით და შენში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები