ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2012


ერთი ამოფრქვევა

აბორგება განიცდება როგორც დევნა.
დევნა სულის გაიშლება უფრთო ფრენად.
და დაშრება, გაიშლება, დაიშლება
ამტვერდება უდაბნოში ხელუკუღმა გადაყრილ და
ნასთუთარ, ფარატინა,
გამჭირვალე სინდისგულად.

როგორ მტკივა.... მტკივა, მტკივა! მეწვის სული!...
ნასუნთქარი, სულნაბერი, ნაოცნებარ-ნაფანტარი...
ნაგანცდარი, დასაცლელი ძირის ძირით,
გაუმთბარი, დაუმტკბარი, განაკილი.
გადაღლილი მტკივა სუნთქვა,
მფუფქავს, მეწვის.
იქნებ მეთქმის!
ვიტანჯები, რომ მიღირდეს.
რომ დამიწდეს ნაჟრჟოლევი განსაცდელი, დავმიწდები...
და ხელახლა შევიხიდებ საყრდენ სიტყვებს.

ოოჰ!! ახლახანს ლამის გული ამომფლითეს
გაყინული ხელისგულით ვჟრჟოლავ, ვკრთები.
ეს ნაფერი ხელოვნურად წუთ-წამები
როგორ გვანან ამოგლეჯილ სულის ფურცლებს.

მტკივა, მტკივა განაკრთობი, განაჟღერი,
გათელილი, ნაცრემლარი, ნაფეთქარი.
უმეგობროდ დანაფერფლი.
ნაბედკრულევ-უთავბოლოდ ნადინარი --
სული მტკივა.
ნუ იტყვით და... როცა გტკივა თურმე ცოცხლობ.
ღმერთო მიხსენ!
დავიბენი, გავიწირე:
უმეგობროდ, უერთგულოდ.
ნაწვიმარი წუთ-წამები ჩავისუნთქე.
და კორიდა გავუმართე უსახელოთ
უამური, უმადური გავუყევი გზას უკვალოდ,
უ-ამურ-ოდ...
დავიბრუნო მინდა სული.
სული მეწვის დაფანტული ფრაზა-ფრაზად.
სიტყვა-სიტყვად, ასო-ასოდ, ბგერა-ბგერა
ნანარეკალ-სასათუთო
როდის უნდა დავიბრუნო
ბედის კვერი, მარტო ჩემთვის გამომცხვარი!

და მიწა კი... ითხოვს თიხას. ასეც იყო!
ზეცას -- სული -- ნატანჯი და ნასისხლარი...........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები