ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
17 მაისი, 2012


ნაცარა

კურდღელი ჰყავს ლიკუნას,
პაწაწინა, ნაცარა,
მაგრამ ჭამით იმდენს ჭამს...
სალათისგან გაგვცალა.
პურსაც კარგად მიირთმევს,
არ იწუნებს ნიახურს,
ყველას მიუცუცქდება,
მოფერება ვისაც სურს.
ის ისეთი ცელქია,
ისე ყურებცანცარა,
უნდა ერქვას "ცქვიტი" და
რად დაარქვეს ნაცარა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები