ნაწარმოებები



ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2012


შემომეგებე

გამარჯვებიდან დაბრუნებულს შემომეგებე
სიხარულიდან და სითბოდან დავბრუნდი ისევ.
მრავალწლულის უკვდავებას შემოვესხვისე,
მრავალწლეულის უკვდავებას.
ხედავ გავრისკე!
ისევ გავრისკე, რომ ყოფიერს მომედო კავი,
რომ ცოცხალ ჯაჭვად გავბმულიყავ ჩემს და შენს შორის.
დამედო ზავი წუთიერთან,
დამედო თავი,
რომ დამეხსენი და თავიც მეხსნა.
რომ დაკემსილებს ერთფეროვნების შავ-თეთრი ძაფით
სიcoცხლე გვეგრძნო,
ერთმანეთის სიცოცხლე გვეგრძნო.


რომ გადაშლილებს პირველქმნილი აღფრთოვანებით,
გულახდილობით, გაბავშვებით, მიამტობით,
სისულელის ჩადენის ფიქრით,
და ანც თვალებში მოთამაშე პაწაწა ჭინკით,
ფრთხილი ფიქრებით და სიტყვებით,
მოუსვენრობით, წრიალით,ღელვით,
მერე სიმშვიდით, სიხარულით,
შეგრძნებით თითქოს
გასკდება გული ასე უზომო აღტაცებით, ბედნიერებით...
გადამერჩინა მინდოდა როგორ
პატარა ფრთები!
ეს სიყვარული გადამერჩინა...
გადამერჩინა ის ციცქნა გოგო,
შენს ცხოვრებას რომ შემოეხიზნა.
შენი ნებართვით დაიდო ბინა უჩუმრად, ფრთხილად.
მერე მზერაში გამოკრთა სხივი,
ფერი იცვალა სამყარომ, თუ
შენ გახდი მისი.
ის _ შენი ''ჩემო''
ეს სიყვარული ჩემი და შენი
და ერთმანეთის
გადამერჩინა უნდა მკვლელობას

ერთფეროვნების მოშვებულ მკლავებს
და შავ-თეთრად დაკემსილ ხლართებს.
იყო სურვილი გადამერჩინე
გადაღლილ თვალებს,
ალმაცერ მზერას,
დუმილით სავსე საღამოებს,
გაფანტულ ფიქრებს,
ნაძალადევად გამოცრილ ბგერას,
სახლის კიბესთან ჩამომჭკნარ ფოთლებს,
არეულ სიზმრებს.
იყო სურვილი გადამერჩინე.
რომ ერთმანეთი გადაგვერჩინა
იმ პირველქმნილი აღფრთოვანებით, გულახდილობით,
ბავშვობით... სისულელის ჩადენის ფიქრით...
(გავმეორდები)
მოუსვენრობით, წრიალით, ღელვით,
მერე სიმშვიდით, სიხარულით...
შეგრძნებით, თითქოს გისკდება გული
ასე უზომო ბედნიერებით...
რადგან გიპოვე...
ერთმანეთი ვიპოვეთ, ჩემო!,,,
და გიკვირს, ვერ გთმობ?!
ისევ გავრისკე.
ხედავ... გავრისკე...
რომ თავიდან გვეგრძნო სიცოცხლე...
რომ ერთმანეთის სიცოცხლე გვეგრძნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები