ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასდდსა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2012


მე მინდა დავწნა სიყვარულის ხე

მე მინდა დავწნა სიყვარულის ხე,რომ მასზე იყოს ათასი ტოტი,
არ გამოცადონ უსიყვარულოდ,დარჩენა როგორც მკვდარი ნაფოტი,
ხე გაიზრდება და მის დიდ ჩრდილში, წამოწვებიან ხოლმე ბავშვები,
და დაიწყება გალობა წმინდა, და გაბრწყინდება ჩვენი ქაშვეთიც,
ამ დაწნული ხის ქვეშ კი ოდესღაც, ერთი იპოვის თავის ნახევარს,
და მის ნაზ ხელზე ამბორით, იწყებს გულშერეული სიტყვით გაბერვას,
და დაიმსხვრევა ნავსი ეულის, და ხეს მოტყდება სულ ერთი ტოტი,
და იმ ერთ ტოტზე ამოვა ანი, მარი ნონიკო და თინდაც  გოგი,
ანი ამ ხის ქვეშ იპოვის პეტრეს,ხეს ჩამოტყდება სულ ერთი ტოტი,
მარი ამ ხის ქვეშ იპოვის ნიკას, ხეს ჩამოტყდება მეორე ტოტი,
ნინო ამ ხის ქვეშ იპოვის ბაქარს, ხეს ჩამოტყდება მესამე ტოტი,
გოგი ამ ხის ქვეშ იპოვის ნელის, ხეს ჩამოტყდება მეოთხე ტოტიც,
და დამსხვრეული ტოტების ნაცვლად მის ქვეშ მკვიდრდება ათასი ბოძი,
და ამ დაწნულ ხეს ზედ ამოუვა, ათი ათასი ლამაზი ტოტი,
მე მინდა დავწნა სიყვარულის ხე,რომ მასზე იყოს ათასი ტოტი,
და ის გამრავლდეს ათასის ნაცვლად,ზედ ამოვიდეს იმდენი ტოტი,
რამდენ სიცოცხლესაც შექმნიან,მარი ნინიკო ან თუნდაც გოგი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები