ვწვალობ მამაო, რუდუნებით ვკემსავ სავალ გზებს, თითქოს ჯიბრში დგას, ყველა დღე და ყველა საათი, თითქოს, ჩემს თვალწინ ეკლესიის კარი ჩარაზეს და ვგრძნობ, მშიერ სულს, სულის საზრდო როგორ წავართვი,
ვწვალობ მამაო, მაგრამ მაინც ვერ მოგდევ უკან, თითქოს, შენამდე ახლოა და მაინც შორია, ჩემი ცრემლები, დედაჩემს რომ გულს უპობს, უკლავს მივიკედლე და მიეჩვივნენ სულში ბორიალს,
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი,
ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი,
ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. შეგეწიოს უფალი შენც, მეც და ყველას ვინც ითხოვს... გულწრფელი ნაწერია შეგეწიოს უფალი შენც, მეც და ყველას ვინც ითხოვს... გულწრფელი ნაწერია
16. 3. ჩამქოლეთ-თუმცა, მაინც ვიტყვი: ასეთი"ლექსები" აქ არ უნდა იყოს..აღსარება,მონანიება-ტაძარში..
შემინდე უფალო...
იგივე შეგრძნება და აზრი მქონდა ლექსის კითხვისას და გამიხარდა, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ასე :) 3. ჩამქოლეთ-თუმცა, მაინც ვიტყვი: ასეთი"ლექსები" აქ არ უნდა იყოს..აღსარება,მონანიება-ტაძარში..
შემინდე უფალო...
იგივე შეგრძნება და აზრი მქონდა ლექსის კითხვისას და გამიხარდა, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ასე :)
15. ძალიან აღვფრთოვანდი და კითხვისას ჩემი თავი წარმომიდგა. მე ვაფასებ ამ ლექსს, როგორც ამაღლებული შემოქმედების ნატოფს. თკვენც გაფასებთ ავტორო, რადგან ამხელა თავმდაბლობა ადვილი მისაღწევი არაა. ვინატრებდი, ბევრი თქვენნაირი მეგობარი მყავდეს, რაც მაკლია. ისე, დამერწმუნეთ, თკვენს იმედს გახმობა არ უწერია, რადგან ამ მშვენიერი პოეზიით ირწყვება. ძალიან აღვფრთოვანდი და კითხვისას ჩემი თავი წარმომიდგა. მე ვაფასებ ამ ლექსს, როგორც ამაღლებული შემოქმედების ნატოფს. თკვენც გაფასებთ ავტორო, რადგან ამხელა თავმდაბლობა ადვილი მისაღწევი არაა. ვინატრებდი, ბევრი თქვენნაირი მეგობარი მყავდეს, რაც მაკლია. ისე, დამერწმუნეთ, თკვენს იმედს გახმობა არ უწერია, რადგან ამ მშვენიერი პოეზიით ირწყვება.
14. ძალიან აღვფრთოვანდი და კითხვისას ჩემი თავი წარმომიდგა. მე ვაფასებ ამ ლექსს, როგორც ამაღლებული შემოქმედების ნატოფს. თკვენც გაფასებთ ავტორო, რადგან ამხელა თავმდაბლობა ადვილი მისაღწევი არაა. ვინატრებდი, ბევრი თქვენნაირი მეგობარი მყავდეს, რაც მაკლია. ძალიან აღვფრთოვანდი და კითხვისას ჩემი თავი წარმომიდგა. მე ვაფასებ ამ ლექსს, როგორც ამაღლებული შემოქმედების ნატოფს. თკვენც გაფასებთ ავტორო, რადგან ამხელა თავმდაბლობა ადვილი მისაღწევი არაა. ვინატრებდი, ბევრი თქვენნაირი მეგობარი მყავდეს, რაც მაკლია.
13. ძალიან მომეწონა :))) ძალიან მომეწონა :)))
12. ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, მედეა. :) დიდ პოეტს, საზოგადო მოღვაწეს და, ბოლოს და ბოლოს, წმინდანს კი არ ვედრებით, მაგრამ ილიას „მამაო ჩვენო“ უდიდესი აღსარებაა, რომელიც ყოველმა ქართველმა უნდა წაიკითხოს, გაიაზროს და შეისწალოს კიდეც, ასეც არის დღიდან მისი დაწერისა. ერი უნდა სულდგმულობდეს სინანულით და მოყვასისადმი სიყვარულით სავსე ლექსებით, მით უმეტეს, ისეთ არაჩვეულებრივ ლექსს უნდა გაეცნოს, როგორიც ეს ლექსია. :) პატივისცემით! :) მაკუნია, ნიჭიერი გოგო ხარ! ძალიან მიხარია, ასეთი მეგობარი რომ მყავს. :* :* :* ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, მედეა. :) დიდ პოეტს, საზოგადო მოღვაწეს და, ბოლოს და ბოლოს, წმინდანს კი არ ვედრებით, მაგრამ ილიას „მამაო ჩვენო“ უდიდესი აღსარებაა, რომელიც ყოველმა ქართველმა უნდა წაიკითხოს, გაიაზროს და შეისწალოს კიდეც, ასეც არის დღიდან მისი დაწერისა. ერი უნდა სულდგმულობდეს სინანულით და მოყვასისადმი სიყვარულით სავსე ლექსებით, მით უმეტეს, ისეთ არაჩვეულებრივ ლექსს უნდა გაეცნოს, როგორიც ეს ლექსია. :) პატივისცემით! :) მაკუნია, ნიჭიერი გოგო ხარ! ძალიან მიხარია, ასეთი მეგობარი რომ მყავს. :* :* :*
11. გააჩნია ვის მიმართავ, ამ შემთხვევაში : "ვწვალობ მამაო" ვინ იგულისხმება....
ღმერთო მამაო, მომიბილე ძე შეცდომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუ თუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი, ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი? ნ.ბ გააჩნია ვის მიმართავ, ამ შემთხვევაში : "ვწვალობ მამაო" ვინ იგულისხმება....
ღმერთო მამაო, მომიბილე ძე შეცდომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუ თუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი, ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი? ნ.ბ
10. ვეთანხმები ქ–ნ მედეა მოლოდინის კომენტარს ამ ნაშრომზე; (იმედია არ მიწყენს ავტორი); წარმატებები ვეთანხმები ქ–ნ მედეა მოლოდინის კომენტარს ამ ნაშრომზე; (იმედია არ მიწყენს ავტორი); წარმატებები
9. და ვგრძნობ, მშიერ სულს, სულის საზრდო როგორ წავართვი,
+5 და ვგრძნობ, მშიერ სულს, სულის საზრდო როგორ წავართვი,
+5
7. კარგია, მოკითხვა მაკა ++++ კარგია, მოკითხვა მაკა ++++
6. ნებისმიერი ხელოვანის შემოქმედება, თუკი ის გულწრფელია - აღსარებაა.
ჩემი აზრით, ამ ლექსში ძალიან განზოგადებული ფორმითაა სათქმელი ნათქვამი. ვფიქრობ, ავტორმა ამ ლექსით ძალიან ბევრი ჩვენთაგანი გაგვახმოვანა.
* * * ბევრს განეცადოს კეთილგონიერ მოძღვართან სიახლოვის სიხარული...
ნებისმიერი ხელოვანის შემოქმედება, თუკი ის გულწრფელია - აღსარებაა.
ჩემი აზრით, ამ ლექსში ძალიან განზოგადებული ფორმითაა სათქმელი ნათქვამი. ვფიქრობ, ავტორმა ამ ლექსით ძალიან ბევრი ჩვენთაგანი გაგვახმოვანა.
* * * ბევრს განეცადოს კეთილგონიერ მოძღვართან სიახლოვის სიხარული...
5. კარგი საუბარია სტრიქონებით .მომეწონა კარგი საუბარია სტრიქონებით .მომეწონა
4. ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი,
ჩემიიიიიიიიიიიიიიიიიიიი . რასაც პოეზიით ვერ ვამბობ შენ წერ დედოფალო... ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი,
ჩემიიიიიიიიიიიიიიიიიიიი . რასაც პოეზიით ვერ ვამბობ შენ წერ დედოფალო...
3. ჩამქოლეთ-თუმცა, მაინც ვიტყვი: ასეთი"ლექსები" აქ არ უნდა იყოს..აღსარება,მონანიება-ტაძარში..
შემინდე უფალო... ჩამქოლეთ-თუმცა, მაინც ვიტყვი: ასეთი"ლექსები" აქ არ უნდა იყოს..აღსარება,მონანიება-ტაძარში..
შემინდე უფალო...
2. ძალიან კარგია! ძალიან მართალი! ძალიან ლამაზი! 5! ძალიან კარგია! ძალიან მართალი! ძალიან ლამაზი! 5!
1. ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?
აი ეს მომეწონა, ეხ რა ახლოს არის მამაო და რა შორს არის, ღმერთი. ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?
აი ეს მომეწონა, ეხ რა ახლოს არის მამაო და რა შორს არის, ღმერთი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|