ნაწარმოებები



ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2012


***

გული მტკივა, სუნთქვა ფერად მეფანტება,
სული მტკივა, სული სხეულს ვეღარ იტევს.
დავიფიცებ,
აქ მე არრა დამრჩენია,
სულიც სადღაც გამრჩენია, დავიფიცებ.

მენატრება ოდა მთაში.
მენატრება ბინდი სულში ნაბოლთევი
ეს ფოთლები ახლა გზა რომ აბნევიათ,
შემოდგომის ფიქრებია
ნათოვლები.

ირეკლება...
სურვილებად იფერება.
შეაშველებს ფიქრი სიტყვას ცისკენ წასულს.
და დუმს...
და დუმს ჰორიზონტზე ორიონი.
ეძებს წარსულს თავდაკარგულს.
ეძებს წარსულს.

მედარდება.
მედარდება ანარეკლი.
ანარეკლი, შერჩენილი კუთხე-კუნჭულს.
შემოდგომა ხმელ ფოთლებში მეფანტება,
მიჩვეული კორომებში უხმოდ ფუსფუსს.

მეფანტება
ახეწილი ფანტელების შუქ-ჩრდილები.
მეკარგება სურნელება - განცდა ფერის.
ქარნაჩვევი თოვლი სახეს ეთანება.
სუნთქვა რჩება...
რჩება ჩემი მოთმინებით.

მენატრება.
იმედები შემოდგომის.
მედარდება. სული  სხეულს ვეღარ იტევს.
დავიფიცებ, აქ მე არრა დამრჩენია,
სულიც სადღაც გამრჩენია, დავიფიცებ...

ახეწილი - ქარისაგან წამოკრეფილი
ეთანება - ევლება გარს, ეტოლება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები