ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 ივნისი, 2012


საბა 2012 - პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ერთი ჯგუფური აფერის ისტორია

    მოახლოვდა ფინალი ლიტერატურული კონკურსისა ,, საბა'' და მე კვლავ მომეძალა მჭმუნვარე ფიქრები მის მესვეურებსა და ზოგიერთ გამარჯვებულზე.
    მართლაც, უცნაური რამ არის ცხოვრება!
    რას იფიქრებდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორი გიორგი კეკელიძე ან მისი პატრონები და პატრონთა პატრონები - ლიტერატურულ კონკურს ,,საბას " ჟიურიში მოკალათებული რატი ამაღლობელი და სხვები 2009 წელს, რომ მათი მორიგი ჯგუფური აფიორა არ დაიფარებოდა...
მოკლედ, საქმე ასეა.
      2009 წელს გიორგი კეკელიძემ საკონკურსოდ წარადგინა 2008 წელს გამოცემული თავისი ლექსების კრებული ,,ოდები". ჟიური დიდს საგონებელში ჩავარდა. პოეზიის ნომინაციაში ისე ჩანდა საქმე, ვერაფერს გაუხერხებდნენ წარდგენილ წიგნს, ამიტომ ( ვითომ ,, ავტორთან შეუთანხმებლად"?! ,,წლის საუკეთესო დებიუტის" ნომინაციაში გადასტყორცნეს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლის დიანა ანფიმიადის წიგნთან ერთად.
არც დიანა ანფიმიადი იყო მთლად უპატრონო. მოკლედ, ძალს ერთი იყო, ძალს მეორე. გამოსავალი რომ არა და არ მოიძებნა, შუაზე გაუყვეს ,, წლის საუკეთესო დებიუტის'' ნომინაციაში მოსაპოვებელი პრემია.
      ამ ჯგუფური აფერის მონაწილეებმა ან ჩათვალეს, რომ სიტყვა ,,დებიუტის" მნიშვნელობა მკითხველი საზოგადოებისთვის უცნობი იყო, ან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ტყუილი ყანჩასავით გრძელფეხება გამოდგებოდა.
      რეალობა კი ასეთია :
      გიორგი კეკელიძის მიერ 2009 წელს საკონკურსოდ წარდგენილი წიგნი არ წარმოადგენდა მის პირველ კრებულს ,ანუ დებიუტს. ავტორს 1999 და 2004 წლებში უკვე გამოცემული ჰქონდა ორი წიგნი, რომელთა მონაცემებიც დღემდე სათუთად არის დაცული აწ გიორგი კეკელიძისადმი დაქვემდებარებული ბიბლიოთეკის კატალოგში.


  ესეც - ფაქტი:

,,კეკელიძე, გიორგი
ძებნა სამოთხის კარისა / [რედ.: მიხეილ ქურდიანი]. - თბ. : სახ. პედ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 54გვ. ; 14სმ.. - ISBN: 99928-0-784-9 : [ფ.ა.][MFN: 20149]
UDC: 821.353.1-1
K 9.582/1 - საერთო ფონდი
K 9.583/1 - საერთო ფონდი
F 4.218/1 - ხელუხლებელი ფონდი
P 28/2004 - ხელუხლებელი ფონდი

კეკელიძე, გიორგი
ღამე და მთვარე : [ლექსები, პროზაული ესკიზები, აფორიზმები] / გიორგი კეკელიძე ; [რედ. მარინა თოფურია ; მხატვ. დათო ტრაპაიძე]. - ოზურგეთი, 1999. - 40გვ. ; 19სმ.[MFN: 138900]
UDC: 821.353.1-1 + 821.353.1-3 + 821.353.1-84
თოფურია, მარინა (რედ.);  ტრაპაიძე, დათო (მხავტ.);
F 94.019/3 - ხელუხლებელი ფონდი

იხ. ლინკი:
http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94+%E1%83%92.&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=&qs%5B2%5D%5Bf%5D=212&qs%5B2%5D%5Bq%5D=&qs%5B3%5D%5Bf%5D=213&qs%5B3%5D%5Bq%5D=&qs%5B4%5D%5Bf%5D=606&qs%5B4%5D%5Bq%5D=&pft=biblio&rnum=10&kbd=en&submit_btn=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E 1%83%91%E1%83%90


,,ვიკიპედიაში""არსებობს  გიორგი კეკელიძის  გვერდი . მასში  აღნუსხულია  ყოველგვარი ინფორმაცია 2012 წლის სიახლეების ჩათვლით,  აღნიშნული ისიც კი,  რომ მას თარგმნილი აქვს საბავშვო ზღაპრები რომელიღაც ჯგუფური კრებულისათვის, მაგრამ ხსენებაც კი არსადაა  მისი  2009 წელს  გულდაგულ  გადამალული  ორი კრებულისა. 
ამ  გვერდზე  რუბრიკა  ,, შემოქმედება" ასე გამოიყურება:

,,თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრები („ჯადოსნური კარი“), სერგეი დორენკოს „რომანი 2008“ [8]. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში

2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები“. წიგნში ლექსებთან ერთად გაბნეულია სხვადასხვა ცნობილი კრიტიკოსის (გაგა ლომიძე, ზაზა შათირიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, რევაზ სირაძე, ლევან ბრეგაძე, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ კიკაჩეიშვილი, გივი ალხაზიშვილი) მარგინალია კრებულის შესახებ და გაფორმებულია დავით მესხის ფოტოებით [9] 2010 წელს ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემულ საბავშვო პოეზიის კრებულში შესულია გიორგი კეკელიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი [10]"

იხ. ლინკი:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

    როგორც ჩემთვის ცნობილია,  სწორედ ახლა  ,,საბა 2012''  - ზე წარდგენილია  გიორგი კეკელიძის ოდიოზური წიგნი ,,ყორანი''.
    ნურავის გაუკვირდება, თუ ეს წიგნი  ნომინანტთა შორის დასახელდება,  ,, საბას''  მესვეურთა ,,მარადიული მოუსყიდველობის"  ამბავს თუ გავიხსენებთ,  არც ისაა გამორიცხული,  პრემიაც მიენიჭოს... 
      დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ხოლო მანამდე  მკითხველებს, ვისაც აინტერესებთ,  რას წარმოადგენს  გიორგი კეკელიძის ,,ყორანი" ,  ვთხოვ, დაელოდონ  ჩემს  ახალ ჩანაწერს , რომელსაც ამ დღეებში დავდებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები