ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2012


ე(გო)მოცია

მხოლოდ იმას ვწერ,
რასაც განვიცდი...
ასე მგონია,
უხსოვარი დროიდან ახსოვს
ჩემს თვალებს სევდა.
ვხედავ
უხილავს,
ჰორიზონტს იქით გადამალულ
სამყაროს,
ვხედავ...
და ზუსტად ვიცი,
არაფერი იცვლება ქვეყნად,
ეს ჩვენ ვიცვლებით...
იცვლება ჩვენი წარმოდგენები,
ფანტაზიები,
გრძნობაც,
სურვილიც...
და მერე,
როცა თავს ვერ ვაღწევთ ამ ჩაკეტილ წრეს,
ცვალებადობას დროს ვაბრალებთ
ხელაღებით და სიზმარზე სწრაფად.
დრო დროა მაინც,
ამ გალაქტიკურ ორომტრიალში
გაწელილი და უსასრულო,
ჰოდა, ვაბრალებთ, რომ
შეიცვალა.
ან როგორ იტანს
შეუბრალებელ ცილისწამებას...
მე ვსევდიანობ...
დრო მეცოდება.
დრო და სიკვდილი,
რომელსაც არსად არავინ ელის...
რა ძნელია ასე ყოფნა:
უმოლოდინოდ...
როცა არავინ მიგიღებს თბილად,
როცა მარჯვენას კაციშვილი
არ გამოგიწვდის...
მახსოვს რაც იყო...
ისიც მახსოვს,
რაც უნდა იყოს...
ხომ არაფერი იცვლება მაინც...
ჩემი სხეული მიწისფერია
და მახსოვს მიწა.
ნეკნისგან მქმნიდნენ
და მახსოვს ნეკნიც...
ჩემი სანეკნე ადგილიც მახსოვს...
წამივით სწრაფად იცვლებიან
წარმოდგენები,
– სცენაზე –
ცხოვრება რომ ვუწოდეთ
ერთ დროს...
რასაც განვიცდი,
მხოლოდ იმას ვწერ...
ახსოვს ჩემს თვალებს,
ჰო, ახსოვს სევდა:
ადამს რომ ჰქონდა,
ევას გარეშე...
........................
მე არ ვიცვლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები