ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2012


გზა ღალატამდე

                                                                ღალატის ერთადერთ ფორმას ვაღიარებ,
                                                                    ესაა სიკვდილი.



არა, უჩემობას თუ არ შეგაჩვიე,
თუ არ მოვასწარი გარიდება,
ალბათ, საფლავშიც არ მომასვენებს
შენში უჩემობის ატირება.
უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ  გაგეშორო,
წვეთ-წვეთ გატკინო და გაგაცივო,
როცა გიღალატებ - არ გეტკინო,
ბოლო გზაზეც რომ არ გამაცილო.
ფიქრში უშენობას ვეჩვევი და
გულში ცრემლის მიდუღს ოკეანე...
როგორც მიყვარდი და როგორც  მწამდი,
ისე ვერასოდეს მოგიარე.
ღალატს არასოდეს პატიობენ! -
არც შენ მაპატიო, გამებუტე.
ვიდრე ვერ გელევი, მომეფერე,
ვიდრე გიღალატებ -  ჩამეხუტე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები