ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2012


დასაბრუნებლად

მე გარდავიცვლები და მოვალ შორიდან.
მე გარდავიცვლები მზის სხივთა ათვლაში.
მერმისსმიახლებულს ვისაგზლებ სიყვარულს,
ის თავად მასწავლის:
გზას დასაბრუნებელს.
ვცდი, სასალბუნებელს
მოვძებნი ბილიკებს -
გზებს თავბრუდამხვევ ლაბირინთად ქცეულს,
ბორჯღალოდ.
ჩემი იღბალი ბედისწერის ხიბლმა მორკალა.
როგორ მოგაგნოთ?
მინდა მოგენდოთ,
მინდა გენდოთ.
და გადავადნო სული წამებით
ახალ ჩარჩოში.
... რომ გარდავიცვალო, მჭირდება ქაოსი.
უდაბნო, ძიება...
ძიება საკუთარ თავის.
სიმბოლო ჯვრის და მზიანი ღამის...
ფერი ვიცვალო უნდა წამებით
და ამ სამყაროს, ჩემი სამყაროს ფერისცვალებით
გარდავიცვალო...
და სიმშვიდეში დავიბადო
და სიყვარულში დავიბადო
და კვლავ ადამში დავიბადო
ადამისათვის - ერთ სულ და ერთ ხორც.
მსურს გარდავიცვალო სიყვარულისთვის
მსურს რომ ვიპოვო...
და ფერი ვიცვალო...
სიყვარულისთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს