ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2012


აფრინდა ქორი

უძაღლო ქალაქში კატებმა პროტესტი გამოთქვეს ყეფაზე;
ამინდი ისეთი - ჰაერის მასებს რომ არსაით მოელი;
აქ შენთვის სამყოფი ადგილი არ არის, უღმერთოდ ვერ გაძლებ
(იქ, სადაც მეჩეთის გარეშე კივიან გრძელწვერა მოლები
ან სადაც, სულ ისე, უბრალოდ, სულს ძაღლი მიაკვდა).

არავინ, არავინ აღმოჩნდა ისეთი ცოტა რამ მოგიყვეს,
გითხრას, რომ სადაც ვართ, იქიდან ვაპირებთ დაშვებას მიწამდე,
რომ სული არ დაგვყვეს, რომ აღარ ვხედავდეთ და აღარ მოგვინდეს
დარჩენა - იქ, სადაც დედები შვილებს (და პირიქით) წირავენ
ერთმანეთს - იქ, სადაც სულ ისე ფრთხებიან ყვავები;

გაშორდი ამ ქალაქს, ამ სივრცეს ამ ადგილს გაშორდი; თავიდან
დაიწყე ცხოვრება რომელიც იცი რომ არც ისე დიდია;
რა გინდა მათ გვერდით, თავი რომ ვერაფრით მოაბეს გაფრენას
მდინარე დააშრეს, რომელშიც წლებია ბებერი ჰკიდია
და ვისი ჩრიდილებიც, სხვის ლანდებს შესთხოვენ წყალობას.

აფრინდა,აფრინდა ქორი და ვინანე უშენოდ დარჩენა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები