ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2012


* * * (შეიშრობს ზეცა წვიმიან დღეებს)

შეიშრობს ზეცა წვიმიან დღეებს,
მე კიდევ... მძიმედ დაგისვამ წერტილს...
მიზეზი... ნეტავ, ვის უნდა, მაგრამ...
როდისმე მოვალ და მაინც გეტყვი...
მანამდე  - ზღურბლი,
ქაოსი,
შიში,
წყვდიადი,
ფარსი,
უსიტყვოდ, მდორედ...
ყველაფერს,
დღემდე რასაც ვტკეპნიდი,
ახლა წარსულის კიბესთან ვტოვებ...
და იშრობს ზეცა წვიმიან დღეებს,
მე კვლავ წერტილის დასმაზე ვწვალობ...
მიზეზს კი ვიცი, არასდროს მკითხავ,
და მაინც მოვალ...
აგიხსნი - რატომ...
მტკიცედ,
ჯიუტად
და თან - სიმშვიდით,
უკვე წესს ვუგებ შედეგს, გვიანდელს...
ქვეცნობიერად, ვერდაწერილი
ურჩ ფრაზებივით ამეკვიატე...
ახლა ინერტული დამაქვს განწყობა და
გიყურებ როგორც ჩამოთლილ ნაწილს...
ჰო, ნუღარ გიკვირს, შევეგუები,
ასე ”მარტივად” ყველაფერს, რაკი -
დღე წვიმიანი შეიშრო ზეცამ,
მე კი - წერტილი დაგისვი მძიმედ...
მოვალ და ერთხელ, მიზეზსაც გეტყვი...
თუმცა, მიზეზი არც მქონდეს... იქნებ...

ლიკა ოხანაშვილი
11.06.2012


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები