ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2012


ჯინსის კაბა

გაცვია ჯინსის კაბა ცოტა ღრმა "პრარეზით",
და მკერდზე წითელი პერანგი ჩაგხსნია სამ ღილზე,
მოვედი,სავახშმოდ მიმყავხარ ვერტმფრენით პარიზში,
ამხელა მანძილზე მგზავრობა იქნება არ ღირდა?

თუმცა კი მე შენი ღიმილი სიცოცხლედ მიღირს და
მაგ მკერდის თრთოლა და სურნელი მორფივით მაბრუებს,
შენს მწვანე თვალებში ჩახედვა რადგანაც მეღირსა,
ჩავყვები ბოლომდე მის მორევს და უკან ვბრუნდები,

რადგანაც ხელახლა გიხილო,შევეხო შენს ბაგეს,
თითებით ყელიდან გავწიო პერანგის საყელო,
ტანი გაქვს ისეთი ნატიფი-სამოთხის ბაღივით,
ყელიდან ფეხამდე ჩავდივარ და ისევ ყელამდე

ავდივარ,ტუჩების შეხებით,თრთოლვით და კანკალით,
აღგმოხდა ბაგიდან კვნესა და სამყაროს ედება
და შენი თვალები ცასავით წმინდაა,ანკარა
ტბასავით,სხდებიან შვეულად გრძნობების გედები.

ამგავრად შეგიგრძნობ ძვირფასო დონემდე ატომის,
შენს თვალში ეს მთელი უსაზღვრო სამყარო დავტიე,
დავწერე შენს ტანზე ლექსები,შევქმენი ტომები,
ზეციდან ჩამოვხსენ,დაგხურე ცის ლურჯი მანტია.

ამგვარად შეგიგრძნობ ძვირფასო ატომის ბირთვამდე,
სისხლი კი ძარღვებში ველური ყიჟინით დაგვიდის,
რომ იხდი,მას მერე შეშლილი ლექსებით ირთვები,
რომ იცვამ,ამოგდის შიშველი ლექსები ბაგიდან..

                                                  დმ.2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები