| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2012 |
თვალახვეული ბედი ხელზე მიმინოდ მეჯდა. რასაც აქამდე ვწერდი, ესვა ტკივილი ბეჭდად... რისი ამოთქმა მსურდა სტრიქონს და სტრიქონს შორის? უძიროს ჰგავდა გუდა, ხმამოგუდული ჭორით, რომ დავიცალე უკვე, რომ წლებმა წელში გამჭრეს. გულს ვუზოგავდი ლუკმად ხსოვნის უთბილეს ნაჭრებს... თავს ვუამბობდი ალბათ, რაც თავს გადამხდა დღემდე, წამსვლელი იყოს კარგად, მე თუ ქიმერებს ვენდე... ოცნების ყველა ხომალდს, გულის ფსკერზე რომ სძინავს, მოვისაკლისებ ხომ არ, როცა საქარე მინა სახეში მაყრის წვეთებს, არ გაწვიმებულ ღრუბლის? ხო, ალბათ, უნდა ვწერდე, როცა ახლოა ზღურბლი წარსულისა და აწმყოს, დღევანდელის თუ ხვალის, არც არა უთქვამს, არც ჰო - ფიქრს უცნაური ქალის. მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი... თავს თუ ვიმართლებ თავთან, უკმაყოფილო ვრჩები... გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის, და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი... 11.06.12
*** იყო რაღაცა იმაზე მეტი, ვიდრე მოჩანდა ერთი შეხედვით. იდო კოლოფი ცარიელ ”კენტის”, მინაზე წვიმის სუსტი შხეფები თითქოს, განწყობას ხატავდნენ ჩემსას. ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი, მე მოგონების კიმონო მეცვა... ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით, რასაც არაფრით ეწერა შეცვლა... ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი, ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ... 12.06.12
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ეს მონკვეთი განსაკუთრებით მომეწონა:
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი, მე მოგონების კიმონო მეცვა... ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით, რასაც არაფრით ეწერა შეცვლა... ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი, ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ... ეს მონკვეთი განსაკუთრებით მომეწონა:
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი, მე მოგონების კიმონო მეცვა... ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით, რასაც არაფრით ეწერა შეცვლა... ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი, ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ...
13. არც არა უთქვამს, არც ჰო - ფიქრს უცნაური ქალის არც არა უთქვამს, არც ჰო - ფიქრს უცნაური ქალის
12. ნორმალურია ორივე ლექსი :) ნორმალურია ორივე ლექსი :)
11. ორივე კარგია, დახვეწილი და ისეთი ზუსტად, როგორიც ამ ძალაინ კარგ პოეტესას შეეფერება! 5! ორივე კარგია, დახვეწილი და ისეთი ზუსტად, როგორიც ამ ძალაინ კარგ პოეტესას შეეფერება! 5!
10. "ჩემი - ვრჩები" სარითმო წყვილები მეხამუშასავით. მეორე ძალიან მომეწონა...შენეულია და ლამაზი :) ისე ორივე ინტროვერტულია, თითქოს არ ამბობ ბოლომდე სათქმელს ... "ჩემი - ვრჩები" სარითმო წყვილები მეხამუშასავით. მეორე ძალიან მომეწონა...შენეულია და ლამაზი :) ისე ორივე ინტროვერტულია, თითქოს არ ამბობ ბოლომდე სათქმელს ...
9. რისი ამოთქმა მსურდა სტრიქონს და სტრიქონს შორის?- მუდმივი პასუხგაუცემელი კითხვა ავტორისთვის.:) -გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის, და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი... -ასეა,ხშირად მხოლოდ განცდებს "ვიფერთხავთ" და ვამზეურებთ ხოლმე:)-თქვენ კი, ამასთანავე, ძალიანაც ბევრი თქვით, ასე გულწრფელად და ლამაზად.
ორივე ლექსი მშვენიერია! პირველის ბოლო სტრიქონში ერთადერთი შიდა რითმა დამაკლდა:) თოთხმეტმარცვლიანიცაა და შვიდიანიც ამასთანავე:) რისი ამოთქმა მსურდა სტრიქონს და სტრიქონს შორის?- მუდმივი პასუხგაუცემელი კითხვა ავტორისთვის.:) -გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის, და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი... -ასეა,ხშირად მხოლოდ განცდებს "ვიფერთხავთ" და ვამზეურებთ ხოლმე:)-თქვენ კი, ამასთანავე, ძალიანაც ბევრი თქვით, ასე გულწრფელად და ლამაზად.
ორივე ლექსი მშვენიერია! პირველის ბოლო სტრიქონში ერთადერთი შიდა რითმა დამაკლდა:) თოთხმეტმარცვლიანიცაა და შვიდიანიც ამასთანავე:)
8. მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი...
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი, მე მოგონების კიმონო მეცვა... ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით, რასაც არაფრით ეწერა შეცვლა... ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი, ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ... სხვანაირად გამორჩეული და ”დაუმორჩილებელი” ხარ, ეს ყოველთვის არის შენს პოეზიაში და მიყვარს ძალიან, სტიმულს მაძლევს:) *** მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი...
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი, მე მოგონების კიმონო მეცვა... ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით, რასაც არაფრით ეწერა შეცვლა... ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი, ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ... სხვანაირად გამორჩეული და ”დაუმორჩილებელი” ხარ, ეს ყოველთვის არის შენს პოეზიაში და მიყვარს ძალიან, სტიმულს მაძლევს:) ***
7. მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი... თავს თუ ვიმართლებ თავთან, უკმაყოფილო ვრჩები... გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის, და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი...
მომხიბვლელი ავტორი...მომხიბვლელი ლექსებით და საკუთარი ხელწერით...:-* 5 მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი... თავს თუ ვიმართლებ თავთან, უკმაყოფილო ვრჩები... გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის, და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი...
მომხიბვლელი ავტორი...მომხიბვლელი ლექსებით და საკუთარი ხელწერით...:-* 5
6. მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი...
ეს სულ მახსოვს:) 5 მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი...
ეს სულ მახსოვს:) 5
5. ხო, ალბათ, უნდა ვწერდე, როცა ახლოა ზღურბლი წარსულისა და აწმყოს, დღევანდელის თუ ხვალის, არც არა უთქვამს, არც ჰო - ფიქრს უცნაური ქალის. მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი... თავს თუ ვიმართლებ თავთან, უკმაყოფილო ვრჩები... გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის, და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი...
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი, მე მოგონების კიმონო მეცვა... ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით, რასაც არაფრით ეწერა შეცვლა... ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი, ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ...
რა ლამაზია, ქალბატონო თამარ! :) ხო, ალბათ, უნდა ვწერდე, როცა ახლოა ზღურბლი წარსულისა და აწმყოს, დღევანდელის თუ ხვალის, არც არა უთქვამს, არც ჰო - ფიქრს უცნაური ქალის. მე კარგად მესმის მათი, ვისაც არ ესმის ჩემი... თავს თუ ვიმართლებ თავთან, უკმაყოფილო ვრჩები... გადმოვიფერთხე განცდა, როგორც სარჩული ჩანთის, და არაფერიც არ ვთქვი, თუმცა, გულწრფელი ვჩანდი...
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი, მე მოგონების კიმონო მეცვა... ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით, რასაც არაფრით ეწერა შეცვლა... ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი, ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ...
რა ლამაზია, ქალბატონო თამარ! :)
4. პირველი მართლაც ძალიან მაგარია–ბრავო!! ჩემი+2+აპლოდისმენტები წარმატებები პირველი მართლაც ძალიან მაგარია–ბრავო!! ჩემი+2+აპლოდისმენტები წარმატებები
3. ძალიან როგორ ვთქვა ...გემოვნებიანი ადამიანის დაწერილი ლექსია. ძალიან ზუსტადააა ყველაფერი. მისხალიც კი არაა ზედმეტი,ან ნაკლები... ვ სამუიუ ტოჩკუ... ძალიან როგორ ვთქვა ...გემოვნებიანი ადამიანის დაწერილი ლექსია. ძალიან ზუსტადააა ყველაფერი. მისხალიც კი არაა ზედმეტი,ან ნაკლები... ვ სამუიუ ტოჩკუ...
2. ხო, ალბათ უნდა წერდეთ..ალბათ კი არადა, აუცილებლად უნდა წერდეთ თქვენ! "რომ დავიცალე უკვე, რომ წლებმა წელში გამჭრეს. გულს ვუზოგავდი ლუკმად ხსოვნის უთბილეს ნაჭრებს..." - სხვა ვინ იტყვის, აბა, ამას და ასე? მოგონების კიმონოც... ხო, ალბათ უნდა წერდეთ..ალბათ კი არადა, აუცილებლად უნდა წერდეთ თქვენ! "რომ დავიცალე უკვე, რომ წლებმა წელში გამჭრეს. გულს ვუზოგავდი ლუკმად ხსოვნის უთბილეს ნაჭრებს..." - სხვა ვინ იტყვის, აბა, ამას და ასე? მოგონების კიმონოც...
1. პირველი ძალიან მაგარი... მეორე ძალიან ნატიფი და ქალური პირველი ძალიან მაგარი... მეორე ძალიან ნატიფი და ქალური
|
|
მონაცემები არ არის |
|
|