ნაწარმოებები



ავტორი: თეთო
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2012


წამის წამება

გაექცა წამი, გაეცალა დროს და იწამა.
წამს წამი გაჰყვა, გაერიდა ერთფეროვნებას.
როცა ებრძოდა დაპირებულ იმედებს ფიქრით,
იგემა ფერთა უწამლო ფეთქვა
დაიფერფლა და...
უმატა ფერთქვას.
გამემეტება არიდება უჩვევი თვალის
და შემრცხვება უიმედობის.

განცდა შენდობის და შევუნდობ უსიტყვო განცდებს.
განცდა უფიქრო - რომ გავუყვე ლაციცს ტალღების...
თუ რამეს მომცემს ამ ურითმო სიტყვების დევნა,
გარდავიცვლები...
გადავალ ლექსში, შევიცვლი სუნთქვას...
ოღონდაც წამით გამიტაცოს თვალდახუჭული
მინდვრის ყვავილთა ფოთლების ღელვამ,
თავბრუდახვეულს მომტაცოს კოცნა,
იელვოს ზეცამ, აილეწოს ნახულით სული,
და გარდასული გამახსენოს სიზმარეულად
(ოცნებებშიც სჩვევიათ ფიქრებს გათამამება)...
უხმოდ მთავრდება ყველაფერი სახელად
'' გუშინ''...
ერქმევა ფუჭი ფიქრსა და განსჯას.
ასე უტყვად გაფანტული ფერთა ღელვაში
მივყვები წამ-წამ ნასათუთევ
წლებს და საათებს.
მე თანახმა ვარ!...
გარდავიცვლები...
(რა სიმშვიდეა!)
ფარფატა კაბით, ყვავილების ფარფატა კაბით
ჩამოვალ ციდან...
შრიალ-ჩურჩულით, ამბორ-ამბორ დავუვლი ქუჩებს
და ვიზეიმებ ამ სულიერ ფერისცვალებას.

გაექცა წამი, გაეცალა დროს და იწამა
ეს უეცარი, წამიერი ფერისცვალება.
ფარფატი ფერთა, ლაციცი ფერთა...
რა სიმშვიდეა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები