ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2012


პასუხის პასუხი

გეძვირფასები კი არა და...-
"უკვე გავლეწეო, ჩემი კალოები,"
ჭაში ჩაგდებული რიყის ქვასავით
გეუბრალოები.
გაგახსენდები კი არა და...ისე
მიყურებ, როგორც დრომოჭმულ მცნებებს,
სიზმრად თუ მოვალ, - საიდან მეცნობაო?
ვერც  გამიხსენებ.
დამიძახებ კი არა და...-
პირიქით, შენ ხარ , ჩვენში  პირველი გამქცევი,
ჩემი ხმა...- ხმაური გგონია,
ყურადღებაარმისაქცევი.

ჰო...,ეს სიმართლეა,    ვერ "გაგაცოცხლე",
ჩემი"იყო და არა იყოთი",
მორჩა! 
დავდუმდები და ღამეს წავყვები!...
-ვერსად მომიხელთებ!...
ვერსად მიპოვნი!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები