ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2012


მ ს ხ ე მ ი

ვერ შეიყვარებს წუთისოფელს
„მწირი“ და „მსხემი“,
ვერ ემგვანება ძე შეცდომილს
მორწმუნე  მხსნელის.

თავის  სამყოფელს ის უყურებს
თვალებით  მდგმურის,
რადგანაც ბოლო გაჩერების
სხვაა სადგური.

22 ივნისი, 2012 წ.






ღღეს, 22 ივნისს, ეკლესია იოანე შავთელ-გაენათელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
იოანე შავთელი, XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი "აბდულმესიანი".
"ქართლის ცხოვრების", ცნობით, იოანე შავთელი იყო "ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული". იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრეხში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს "გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი". მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო, რაზედაც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია "ნეტარად", "წმინდანად". "აბდულმესიანში" იგი თავის თავს "მწირსა" და "მსხმებს" უწოდებს.

მსხემი  -  მდგმურივით, ადრე წარმავალი; აგრეთვე უცხო, ეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები