ნაწარმოებები


გაზაფხულის შემობრძანებას და ურაკპარაკის დაბადების დღეს გილოცავთ ერთად! გაზაფხულის ძალა და ხალისი არ მოგაკლოთ     * * *     იგაზაფხულეთ

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2012


ევა



ეს – ყველაფერი – 
თვალებზე,
ყელზე,
მუხლისთავზე,
ბოქვენზე,
წელზე  –
იყო!

შენ დარჩი!

შენ დარჩი ასე – მწუხრით სავსე
ოთახში.
წევხარ.

ნაკლული ნეკნი.

შენ დარჩი ასე – მწუხრით სავსე ოთახში,
მე კი...

თვალებზე,
ყელზე,
მუხლისთავზე,
ბოქვენზე,
წელზე...

სარკიდან
შიშით შეპყრობილი მიყურებს ევა –

არადა, მე ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს