ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2012


მე და ალექსა(სათავგდასავლო ამბავი-მინიატურა)

ალეპოში ვიყავით  მაშინ მე და ალექსა,(იქ საიდან გავიჩითეთ  მომკალი ვერ ვიხსენებ) ნუ დიდი და მაკედონიელიც რომ იყო  იმაზე მაქვს ბაზარი.
მაგრა ვილოთეთ წინა დღეს.  ჰოდა დამადგა თავზე დილაუთიენია და მეუბნება ,
ბიჭო ინდოეთზე რომ გავილაშქროთ, ხო არ გაგიტყდებაო?
ვეუბნები ალექსანდრე ძმაო, ამ დილაუთენია , ინდოეტზე კი არა კოლხეთზე გალაშქრებაც კი  მეზარება,
ვერა ვარ ეხლა ბრძოლის იშტაზე ,  მოგვერევიან ეგ შობელძაღლები  ხო იცი რამხელა სპილოები ჰყავთ, მაგ  სპილ–ოების წინააღმდეგ რამე სტრატეგია თუ არ მოვიგონეთ  დაგვენძრევა მეთქი.
ჰოდა ადე ძმაოოო , რომ წამოკოტრიალებულხარ აქ, ადე    და მოიგონე რამე,  სტრატეგია შენი  "კანიოკიაო"
ვეუბნები , ბლიად დიდი და უდიადესი კი ხარ , მაგრამ უნდა გიტხრა მეტქი...
რა უნდა მიტხრაოოო?????
რა და ატრაკებ ალექსანდრე , მაგრა და გიხარია მეტქი.
აუუუუ, მაგრა გაუტყდა ჩემი ნატქვამი. მაგრამ სიმართლე იყო ატრაკებდა, ეგრე მოუმზადებლად , ბლიად გაიღვიღიძო და ინდოეტზე გაილაშქრო არ მოსულა რა.
ჰოდა არ მოევერიდე და პირდაპირ ვუთხარი, ნუ გწყინს შე უდიადესო  მეტქი, რომ მიყვარხარ იმიტომ გეუბნები , თორემ სირზე ვინც მკიდია, იმათი სახელიც არ მახსოვს, შენ კიდე ხომ ხედავ დილის შემდეგ უკვე 9 სახელით მოგიხსენიე , ზნაჩიტ ვწუხვარ  და მიყვარხარ , ჰოდა მაგიტომაც გეუბნები და თუ გინდა კიდევ გაგიმეორებ მეთქი
რას გამიმეორებო? მოისულელა თავი.
რას და;

ნუ ატრაკებ, გეყოფა რაც  ატრაკე, გაიგე???????!!!!!!!!!!!
გაიგო ალექსანდრემ და იმ  დღეს ლაშქრობა გადაიფიქრა.
მერე კიიი,  ტო, წავედით და დედა ავუფეთქეთ ინდოეთს,  კი იცი შენ  , მაგ ლაშქრობის შემდეგ ხო იცი, ნაბუქოდონოსარჩიკის ბაითში მაგარი    გულიანკა ავწიეთ,  მაშინ იყო , ალექსამ დამიძახა ბიჭო რამაზ მიშველე , "მუცელი მტკივა სტრაშნად, არ დავიბრიდოოო "
აუ, დავტრიალდი ვინ არ დავახვიე თავზე , რა ეგვიპტელი მოგვები და ბერძენი  ესკულაპები , ჰიპოკრატე ჩამოვაყვანინე
ბლიად , ვერა, ვერ ვუშველე ალიოშას , მაგრა გამიტყდა და დამენანა, სავსემ მალჩიშკა იყო , მაგარი თავისნათქვამა. მაგრამ ჯიგარი იყო, მე მიჯერებდა....
ხოდა დამიჯერე შენც....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები