ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2012


წეროები მიფრინავდნენ

მახსენდება ბავშვობა და
გონებიდან არ ვდევნი...
მაგონდება დედის ცრემლით
დანამული ბალიშიც,
წეროები მიფრინავდნენ...
თუმც არ მახსოვს რამდენი,
დავბერდი და...იმ სიცელქეს
სიბერეშიც არ ვიშლი.
მახსენდება,ეზოს ყველა
ბავშვი...როგორც დაისმა
მზე ზღვის ფსკერზე მიმალა და...
მიაფრქვია ალერსი,
მიქრიანო წეროები-
კიდევ ერთხელ გაისმა,
დროს ვიხსენებ გარდასულს და...
ახლა უკვე გალექსილს.
სკოლის მერხი მომენატრა,
მერხი გასაოცარი...
მას ღრუბლებში ავიტან და
მოვიხსენებ ლოცვამდე,
ვიცი,ჩემი განკითხვის დღე
არც თუ ისე შორს არის,
აქ დამრჩება დრო...როდესაც
ვერ ვითვლიდი ოცამდე.
წეროები მიფრინავდნენ...
თუმც არ მახსოვს რამდენი,
იმ ლამაზ დროს გონებიდან
ვერასოდეს განვდევნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს