ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2008


მონატრებას

ეს ზაფხულიც ამიხირდა უსაშველოდ,
კვალში მიდგას და თავს აღარ მანებებს,
ისევ მინდა ოცნებები მოვაშენო,
დრო ვაჩერო ცხადადქცეულ ნატვრებზე.

უსახური იარები მოგაშორო,
სულის კოჟრებს დავეფინო მალამოდ...
უგზოობამ ისე დაგვაშორიშორა,
უწყლოდ ხიდიც აღარ შერჩა კალაპოტს.

გადავივლი ზღაპრულ ცხრა მთას, როგორც ჭორომს,
დამელოდე, მეც არ ვიცი როდემდე,
სულერთია, რადგან შენთან მოვალ ბოლოს,
ღამე ვეღარ გაილაშქრებს გრძნობებზე.

იქნებ, გულის ფეთქვაშიაც მოგეშველო,
და ლექსებიც წაგიკითხო თავნება,
შენს სუნთქვაში უჩვეულო ვპოვო ჩერო,
და ეგოისტ მონატრებას დავნებდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები