ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
,,ამქვეყნიდან გასვლა უმტკივნეულო იყო. აი, იმას ჰგავდა, კაცი სიზმარში თავის თავს მძინარეს რომ დაინახავს." ორჰან ფამუქი
,,აჩრდილი გარდაცვლილი ადამიანის სულია, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება ამას."
ჯეკ ლონდონი
დღეს მკვდარი ვარ. არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე ვიჯდე და გიყუროთ, როგორ შემოუწყვია ემილის ფეხები შენს მუხლებზე და როგორი აღფრთოვანებით გესაუბრება ათას ჭკვიანობაზე მოხერხებული სულელობით. _კარგი ნახატია, არა? თან ძალიან უხდება შენს კედლებს, ახალისებს._განიშნებს თავის ნაყიდ, ნიმფებიან ნახატზე, რომელიც ჯერ მოკრემისფერო ჩარჩოში, შემდეგ კი შენს ყველაზე გრძელ კედელზე მოუთავსებია. ზუსტად იმ კედელზე, რომელიც ყოველთვის მომწონდა უნახატობისა და სიგრძის გამო. _აჰა. _ვინმე ცნობილს ჰყავს ნიმფები დახატული?_ვერ ვიტან, რომ ჩაფიქრდება ხოლმე. ყველაზე ნაკლებად უხდება ფიქრი. _ვერ ვიხსენებ. _რაღაც უხასიათოდ ხარ დღეს._ლამაზი თითები აქვს და ამ თავის ლამაზ თითებს ლამაზად გიცურებს თმებში. _ჰო. _კინოში წავიდეთ, გინდა? _მეზარება. _მაშინ აქვე, კაფეში. ახლოსაცაა და არ დაგეზარება. _ყველაზე ახლოს საძინებელია და იქ გასვლა კი ნამდვილად არ მეზარება._დგები და სწრაფად აგყავს ხელში. თვალს გარიდებთ და მაგიდაზე შემოწყობილ ჩემს ფეხებს ზუსტად ისეთი აღფრთოვანებით ვუყურებ, როგორც ყოველთვის. _როგორი საზიზღარი ხარ!_მსუბუქად გირტყამს ბეჭებზე და ფეხებს იქნევს. _შენზე მეტად არა, ემილ. _ემი, ე–მი._კისკისებს. ფეხებს დაბლა ვაწყობ და ჩამოწყობისას არც ვცდილობ, ლარნაკს ავაცილო. _რაღაცა ჩამოვარდა._როგორღაც, მოთენთილი ხმით გეუბნება. _ნუ მიაქცევ ყურადღებას._და კარს შენ უკან იხურავ. მე თავს ვაქნევ და ნიმფებიან ნახატთან მივდივარ. არა, ემილი ვერასდროს გაარჩევს ნამდვილ ხელოვნებას ხელოვნურობისგან.
და როცა მარჯვენა ხელის ყველა თითი ერთდროულად მომაჭრეს, მე მოვკვდი. აჩრდილობა იმ მდგომარეობას ჰგავს, არც სიცოცხლე რომ შეგიძლია და არც სიკვდილი. გეუბნები, მოჩვენებითია ყოველგვარი სიჩუმე. და ჩვენი ძველი ფოტო, რომელზეც უმწეოდ გვაქვს ხელები გაშლილი, ისევ გამხარი ბალახისფერია, ჩვენს გულწრფელ ღიმილს კი წარსულის სუნი ასდის. ვარ ასე უჩრდილო, უსხეულო, უხმო და უთითებო ჩემი სიკვდილის დღიდან და ყველაზე მეტად იმით ვიმცირებ თავს, რომ ჩვენი სახლიდან წასვლა არ შემიძლია.
მსუბუქადთმააწეწილი ემილი, თეთრზეწარშემოხვეული, ლამაზ ტუჩებზე ნაზი ღიმილით გამოდის ჩვენი საძინებლიდან და რამდენიმე საათის წინ მოტანილ, უკვე ჩამომჭკნარ იებს იღებს მაგიდიდან: _გუშინდელებს გადავყრი და ამათ ჩავდებ ლარნაკში. არ პასუხობ. _ჩემი სპილო სად არის?_გეკითხება სამზარეულოდან. _მანდ იქნება._საძინებლიდანვე ეუბნები. _არ არის აქ. იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ გადააგდე. _კარგად ნახე, ემილ. _ემი, ე–მი. გულწრფელად მიკვირს, როგორ არ იღლები. _ნახე, სად ჩაგიგდია?! რა უნდა სპილოს უჯრაში? ყველაზე გამოსაჩენ ადგილას უნდა გედოს,თუ გინდა, რომ იღბალი გქონდეს. _რაში მჭირდება? _როგორ თუ რაში? რა უინტერესო ხარ ზოგჯერ. მეზარება საძინებელში შემოსვლა, ისედაც ზუსტად ვიცი, რომ გვერდულად გეღიმება ახლა. _ხომ გინდა, რომ სახლში იყოს სიმშვიდე, სიმყუდროვე, სიხარული,.._განაგრძობს ყველა იმ სიტყვის ჩამოთვლას, რაც ,,ს"–ზე ახსენდება და ბოლოს ამთავრებს_ჰოდა, თუ გინდა, მაშინ პატივი უნდა სცე სპილოს. ამას უკვე ვეღარ ითმენ, გამოდიხარ და ღიმილით ეუბნები, რომ სიმშვიდესა და სიჩუმეს რომ ვეღარ იტან, ზუსტად იმიტომ მოგყავს ემილი ჩვენს სახლში. _გაგიჟდი?!_წვრილ ხმას უწევს._გარდაცვლილების ხსენება მაშინებს._და სამჯერ, სწრაფად იწერს პირჯვარს. _ემილ,_მკლავში კიდებ ხელს და კბილებში ცრი სიტყვებს,_ნუღარ მოიტან ჩემს სახლში იებს. ემილის მწვანე თვალები უწყლიანდება ზუსტად ისე, როგორც ლარნაკში ჩადებულ ყვავილებს–ღეროები, თეთრ ზეწარს შენ თვალწინ იხდის, საძინებელში შერბის, თავის თეთრ კაბას თეთრ ტანზე სწრაფად ირგებს და სახლიდან მიდის. მე მარცხენა ხელის ფრჩხილებს ვიკვნეტ. _ემილ!_ეძახი ხმამაღლა და მიყვები უკან. ვუყურებ ფანჯრიდან თქვენს იაფფასიან, რომანტიკულ შერიგების სცენას და არაფერი შემიძლია. გინახავს ოდესმე სიკვდილი? გინახავს–მეთქი? მე წრის ხაზზე ვდგავარ და ვეღარ ვბრუნდები. მერე ადამიანებმა გაშალეს ქოლგები.
,,_გინდა, გამაგიჟო? _რატომაც არა." მახსენდება ის დრო, როცა ჯერ კიდევ გესმოდა ჩემი. შენ არ იცი, და ახლაც ყოველთვის ცივი მაქვს მუხლები. თვალებს რომ ვხუჭავ, შენი ხელების სითბოსა და სუნს ვგრძნობ ისე ცოცხლად, რომ ჩემი სიკვდილი ტყუილი მგონია. ,,_,,საოცარია, რა ჩქარა ეძლევა დავიწყებას ყველაფერი, სუნის გარდა." _რემარკი? _რემარკი. _ამიტომ ცდილობ, ჩემი ხელების სუნი დაიმახსოვრო? _ამიტომ. _და რომ არ დაგავიწყდე? _ჰო. _ჩემო გოგონა, რატომ აკეთებ ამას? _რა იცი, ვინ სად მოვხვდებით._ნაზად გკოცნი ცხვირზე." გვიან დაბრუნდი. იმდენად გვიან, რომ მოვიწყინე და თან ემილის გარეშე. უარაფრო ვარ. იმდენად უარაფრო, რომ შემიძლია, დღევანდელი წასვლა გაპატიო. შევდივარ ჩვენს საძინებელში და სარკესთან ვჯდები დაბალ, მუქხავსისფერ სკამზე. შენ ზიხარ საწოლზე და მგონია, მიყურებ მიუხედავად იმისა, რომ სარკეში მეც კი ვერ ვხედავ ჩემს თავს შენ გარდა. თავიდან სავარცხლის აღება მომინდა, მაგრამ უფრო ვიგრძენი, ვიდრე მივხვდი, რომ არაფერში მჭირდებოდა და მარცხენა ხელის თითებით შევუდექი თმის ხანგრძლივ და ნელ ვარცხნას. სინამდვილეში ადამიანებს არაფერი გააჩნიათ ერთმანეთის გარდა. მიყურებ ისე, როგორც ცოცხალს და მეჩვენება, რომ თვალებიც გევსება წყლით, ოღონდ არა ისე, როგორც ემილის მოტანილ ყვავილს ღეროები– ლარნაკში ჩადებისას. და მე ვხვდები, რომ დიდი ხნის წინ შევძლებდი ჩვენი სახლიდან წასვლას, რომ გაგეშვი. შენ, ალბათ, ჯერ კიდევ შეგიძლია მთხოვო, არ გაგიუფერულდე. ფრთხილად ვდგები, ზეწრის ქვეშ ვწვები, თავს მხარზე გადებ და იძინებ. ,,_გინდა, გამაგიჟო? _რატომაც არა." მალე მზეც ამოდის.
როცა დილით ისე დგები, თითქოს ჩემთან არ გეძინა მთელი ღამე, როცა კარს ისეთი მოლოდინით აღებ, თითქოს ემილი კი არა, მე ვიდგე მის უკან, როცა თბილად უკოცნი სახეს და ღიმილით შემოგყავს სახლში, მე ზეწარს ვიფარებ სახეზე და მინდა. მინდა. და არაფერი შემიძლია გარდა იმისა, რომ მინდოდეს. ემილის იები არ მოუტანია ამჯერად. საერთოდ არაფერი მოუტანია თავისი ლამაზი სხეულის გარდა. თეთრი ფერი უყვარს. ცოდვებს იმსუბუქებს, ეტყობა. აი, მე კიდევ შავი ფერი მიყვარდა. დიახ, შავი, შავი. თმას რომ ხელში იქცევს და ცალ მხარზე იყრის, საშინლად ჰგავს ხოლმე ახალგაზრდობას. ახალგაზრდობას, როგორც სიცოცხლეს. და ზუსტად ვხვდები, რატომ ხარ მასთან. შენ სიკვდილის ყოველთვის ჩემზე მეტად გეშინოდა. ჰო, მე შავი ფერი მიყვარდა ყველა ფერზე მეტად და ღმერთს კი ჩემი ჩადენილი ცოდვები სჭირდებოდა. ემილი იმდენხანს გეფერა თავისი ლამაზი თითებით, რომ მთლიანად წაგართვა ჩემი სუნი წინა ღამიდან. მერე როგორც ყოველთვის, ისევ მიდიხართ სადღაც და მე ახლა ყველაზე მეტად მიჭირს დავიჯერო აჩრდილობა, რადგან არ შემიძლია გავიდე ამ კედლებს იქით. არც ის შემიძლია, ეს წყეული სპილო ნიმფებიან ნახატს ვესროლო, არ შემიძლია, ვიღრიალო ბოლო ხმაზე, არც ის შემიძლია, გავიდე გარეთ და ვირბინო. ვირბინო ისე, რომ მეტკინოს, რომ დავიღალო, რომ.., რომ.. ღმერთო, მე აღარ ვიცი, რა უნდა გთხოვო.
_ყველაზე უკეთ იტალიელები ხატავენ ჩრდილებს. _შენ რა იცი?_უღიმი. _იმ დღეს წავიკითხე ჟურნალში. _ემილ, შენ ხომ არ გაინტერესებს მხატვრობა, რად გინდა ეს სისულელეები? _ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან მომწონს. _ჩემი აზრით, უბრალოდ ხელოვნებისადმი ინტერესს იხდენ. გაიგე, რის თქმა მინდა? _ჰო, შეიძლება._გაგიღიმა და მიხვდა, რომ ვერაფერი გაიგო. ემი. ემ. იყავი სულელი. უხდებათ ქალებს. _კარგი დღე იყო, არა? _ნორმალური._გასაჩუმებლად კოცნი. _ის ხომ მაინც შეგიძლია, მომატყუო?_არ ჩუმდება. _მოგატყუო? _ჰო, მომატყუო, რომ კარგად ხარ ჩემთან. _ტყუილი არ მჭირდება. ზოგჯერ მართლა კარგად ვარ შენთან. _ზოგჯერ. _ეს მაქსიმუმია. ჯერ–ჯერობით. _ჯერ–ჯერობით. _დარჩი ამაღამ ჩემთან. _რისთვის? _ისე. _ისე. გაგიჟებს, ასე რომ იქცევა. _რამეს მოვამზადებ._ფეხები ჩამოალაგა შენი მუხლებიდან. შენი მოშხამული ხასიათის ყურებას, ისევ ემილის სილამაზით ტკბობა მირჩევნია და სამზარეულოში მივყვები. სხვათაშორის, არცთუ მოუხერხებელია ასეთ ამბებში. უხდება კიდეც ეს ყველაფერი. ან, იქნებ, ყველა ქალს. ფანჯრის რაფას მიყუდებული ვუყურებ მის გრძელ, ჩალისფერ არა, უფრო მუქი ფერის თმას და ვფიქრობ, მერე რა, თუკი ოდნავ, სულ ოდნავ გადავიწევი უკან. დაგსიზმრებია ფრენა? ემილი. ემილ. ემი. შენ ვერასდროს გახდები მე. ვუახლოვდები უკნიდან. მერე უფრო ახლოს. ისე ახლოს, რომ მის თეთრ სხეულს ვგრძნობ. ციტრუსების სურნელი ასდის ჩალაზე მეტად მუქი ფერის თმაზე. იმაზე მაღალი ყელი აქვს, ვიდრე მე. ვიცი, რომ არ შეიძლება და კისერთან ნაზად ვუწევ თმას. ღია ფანჯრიდან შემოსულ ნიავს აბრალებს. მის სუნს ვისუნთქავ. ვიგრძნო. მინდა, ვიგრძნო. არ აქვს. თითქმის ვეხები მკლავებზე. გრძნობს. ვგრძნობ, როგორ მგრძნობს. ხილის ჭრას ანებებს თავს. ახლოს ვარ დანასთან. მის ხელთან–უფრო. და ისეთი ძლიერი სურვილი მიჩნდება, მისი ლამაზი თითები დავამსგავსო ჩემსას, რომ ვცდილობ, ყურადღება გადავიტანო თმაზე, კისერზე, მხრებზე, თეძოებზე. მარცხენა ხელს ვუცურებ თეთრი კაბის ქვეშ და ღრმად, ისე ღრმად, რომ იქნებ, როგორმე დავიჯერო ჩემი არსებობა. და ემილი მსუბუქად კვნესის. სიკვდილი კი ჰგავს ორგაზმს–უწონობით. შემოდიხარ. მე ემილის თეთრ სხეულს ვშორდები. ემილი იმ ხელით ისწორებს შუბლზე ჩამოყრილ თმას, რომლითაც დანა უკავია. შენ ემილის თეთრ სხეულს უახლოვდები. სავარძელზე მსუბუქად ვეშვები, მარცხენა ხელის თითებზე შერჩენილ სურნელს, რაც შეიძლება, თამამად ვისუნთქავ და გიყურებთ. გიყურებთ. ღმერთი? ღმერთი თვალს დახუჭავს ამაზე.
ჩვენი დროის უმთავრესი მცნებაა–გწამდეს. ერთადერთი, რაც უცვლელად შემომრჩა, ცივი მუხლებია და შენ საერთოდ ვეღარ მგრძნობ. იმ დღიდან მოყოლებული, რაც თითები მომაჭრეს, აზრი აღარ აქვს, გადავეშვები თუ არა ფანჯრიდან. ისედაც სულ ფრენა მესიზმრება. ისე ამოვივსე უარაფრობით, რომ ზოგჯერ ჩემს ყველაზე აბსურდულ ფიქრებში, მგონია, რომ შემიძლია მოვკვდე, ოღონდ ახლა უფრო ნამდვილად. და გეკითხები: არსებობს–მეთქი ღმერთი? დრო ჩემი მკვლელია. მე არ მოვმკვდარვარ. როცა აღარ გაქვს ფრთები, მთელი ცხოვრება დაგჭირდება იმის მოსაფიქრებლად, რომ კიბით შეგიძლია ჩასვლა. და როცა ხვალ, ზეგ ან მერე ემილი თავის სპილოს დაუწყებს ძებნას, უჯრაში აუცილებლად იპოვის სიყვითლეშეპარულ ფურცლებს, რომლებზეც მთელი ეს დრო მარცხენა ხელით ვწერდი, მაგრამ ისე ჰგავს ჩემს ნამდვილ კალიგრაფიას, რომ უთუოდ გეგონება სიკვდილამდელი ნაწერი. და მერე ვინ იცის, იქნებ შენ და ემილი.. შენ ხომ ყოველთვის ჩემზე მეტად გეშინოდა სიკვდილის. და მერე ვინ იცის, იქნებ ემილი.. სხვა თუ არაფერი, ლამაზი თითები აქვს ემილის. და მერე ვინ იცის, იქნებ მე.. იქნებ, მართლა გავიარო კედლებში.
_გაიგე? რას არ მოიფიქრებენ ადამიანები! ისე, სპილოს იღბლიანობაზე მეც გამიგია. ჩემს ქმარს ჩავაყოლე ჩვენი სპილო ძველ სურათებთან ერთად. რა ჯანდაბად უნდოდა, ნეტავ. ცოტას შევისვენებ და მერე სხვა რამეს წაგიკითხავ, კარგი?_დაწნულ სავარძელზე გადაწვა და ოდნავ შეარხია თავისი დამძიმებული ტანი._ისე, კარგი რამე კი იყო. რას იტყვი, ემი? კატამ არაფერი უპასუხა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. ჩამეკითხა ) შეუდარებელი ხარ ჩამეკითხა ) შეუდარებელი ხარ
33. ჰმ, მერე რა, იქაც გახვედი თავის დროზე =))
იმათი.. კარგი, დავაბრალოთ კეთილ გულს =)) ჰმ, მერე რა, იქაც გახვედი თავის დროზე =))
იმათი.. კარგი, დავაბრალოთ კეთილ გულს =))
32. ნი ჩესნი კონტრ-უდარი იყო :D არადა ხუთი დავწერე, ჩემი კეთილი გული რა ვთქვი O.o ნი ჩესნი კონტრ-უდარი იყო :D არადა ხუთი დავწერე, ჩემი კეთილი გული რა ვთქვი O.o
31. =)))
შენკენ არ იციან ასეთები?
პ.ს. შენკენ-ჩრდილოეთით-სამხრეთისაკენ =))) =)))
შენკენ არ იციან ასეთები?
პ.ს. შენკენ-ჩრდილოეთით-სამხრეთისაკენ =)))
30. ისევ ტვორჩესკი სახელები :D ისევ ტვორჩესკი სახელები :D
29. კარგი ჩემგან!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
28. mrs.smith ვაა, ეს წუთია ვნახე, რა მაგარი დამთხვევაა: "დღეს მკვდარი ვარ." და "მე სიკვდილი ვარ!" ! ჩვენი ტექსტები თითქმის ერთნაირად იწყება, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვანაირად გრძელდება... :)
++ mrs.smith ვაა, ეს წუთია ვნახე, რა მაგარი დამთხვევაა: "დღეს მკვდარი ვარ." და "მე სიკვდილი ვარ!" ! ჩვენი ტექსტები თითქმის ერთნაირად იწყება, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვანაირად გრძელდება... :)
++
27. _კარგი ნახატია, არა? თან ძალიან უხდება შენს კედლებს, ახალისებს._განიშნებს თავის ნაყიდ, ნიმფებიან ნახატზე, რომელიც ჯერ მოკრემისფერო ჩარჩოში, შემდეგ კი შენს ყველაზე გრძელ კედელზე მოუთავსებია. ზუსტად იმ კედელზე, რომელიც ყოველთვის მომწონდა უნახატობისა და სიგრძის გამო.
და როცა ხვალ, ზეგ ან მერე ემილი თავის სპილოს დაუწყებს ძებნას, უჯრაში აუცილებლად იპოვის სიყვითლეშეპარულ ფურცლებს, რომლებზეც მთელი ეს დრო მარცხენა ხელით ვწერდი, მაგრამ ისე ჰგავს ჩემს ნამდვილ კალიგრაფიას, რომ უთუოდ გეგონება სიკვდილამდელი ნაწერი. და მერე ვინ იცის, იქნებ შენ და ემილი.. შენ ხომ ყოველთვის ჩემზე მეტად გეშინოდა სიკვდილის. და მერე ვინ იცის, იქნებ ემილი.. სხვა თუ არაფერი, ლამაზი თითები აქვს ემილის. და მერე ვინ იცის, იქნებ მე.. იქნებ, მართლა გავიარო კედლებში.
აი, ხის ქოხში, ამ ორ გვერდზე იყო წიგნი ერთდროულად გადაშლილი. _კარგი ნახატია, არა? თან ძალიან უხდება შენს კედლებს, ახალისებს._განიშნებს თავის ნაყიდ, ნიმფებიან ნახატზე, რომელიც ჯერ მოკრემისფერო ჩარჩოში, შემდეგ კი შენს ყველაზე გრძელ კედელზე მოუთავსებია. ზუსტად იმ კედელზე, რომელიც ყოველთვის მომწონდა უნახატობისა და სიგრძის გამო.
და როცა ხვალ, ზეგ ან მერე ემილი თავის სპილოს დაუწყებს ძებნას, უჯრაში აუცილებლად იპოვის სიყვითლეშეპარულ ფურცლებს, რომლებზეც მთელი ეს დრო მარცხენა ხელით ვწერდი, მაგრამ ისე ჰგავს ჩემს ნამდვილ კალიგრაფიას, რომ უთუოდ გეგონება სიკვდილამდელი ნაწერი. და მერე ვინ იცის, იქნებ შენ და ემილი.. შენ ხომ ყოველთვის ჩემზე მეტად გეშინოდა სიკვდილის. და მერე ვინ იცის, იქნებ ემილი.. სხვა თუ არაფერი, ლამაზი თითები აქვს ემილის. და მერე ვინ იცის, იქნებ მე.. იქნებ, მართლა გავიარო კედლებში.
აი, ხის ქოხში, ამ ორ გვერდზე იყო წიგნი ერთდროულად გადაშლილი.
26. მე ძალიან მომეწონა.. მე ძალიან მომეწონა..
25. ოოოოო......:) ოოოოო......:)
24. სმიტ,თქვენ აღარ წერთ?! სმიტ,თქვენ აღარ წერთ?!
23. მეც ველოდები, მუხა =) მეც ველოდები, მუხა =)
22. რატომ არ წერთ ნაწარმოებს! ველოდები... რატომ არ წერთ ნაწარმოებს! ველოდები...
21. Rogor mikvars! ( mapatieb arakartul shrifts cota xnit) Bolo komentaris azrs vetanxmebi sruliad, burusi damrcha, dzilis cin rom unda ifikro gamosavalze da daskvnebze - iseti :) Rogor mikvars! ( mapatieb arakartul shrifts cota xnit) Bolo komentaris azrs vetanxmebi sruliad, burusi damrcha, dzilis cin rom unda ifikro gamosavalze da daskvnebze - iseti :)
20.
როგორ შეიძლება ეს ნაწარმოები წაიკითხო და არ შეგიყვარდეს. ხატავ.
შეგრძნება დამსდევდა თან, რომ ვერავინ გაიგებდა, ბოლოს მივხვდი რომ ვერავინ გაიგო, ან უბრალოდ მინდოდა ეს დასკვნა გამომეტანა.
როგორ შეიძლება ეს ნაწარმოები წაიკითხო და არ შეგიყვარდეს. ხატავ.
შეგრძნება დამსდევდა თან, რომ ვერავინ გაიგებდა, ბოლოს მივხვდი რომ ვერავინ გაიგო, ან უბრალოდ მინდოდა ეს დასკვნა გამომეტანა.
19. კარგი და განსხვავებული ნაწერია. კარგი და განსხვავებული ნაწერია.
18. ძალიან მომეწონა! :)
ძალიან მომეწონა! :)
17. wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow.....
რა მაგარიაააააააააააააააააააა :* wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow wow.....
რა მაგარიაააააააააააააააააააა :*
16. მომეწონა, ნათი. :) ძალიან კარგი ნაწერია. გაზრდილხარო. მეც ამის თქმა მინდა. :)
პატივისცემით: ტენდი მომეწონა, ნათი. :) ძალიან კარგი ნაწერია. გაზრდილხარო. მეც ამის თქმა მინდა. :)
პატივისცემით: ტენდი
14. შენ გიყვარს ნახატები? "და ჩვენი ძველი ფოტო, რომელზეც უმწეოდ გვაქვს ხელები გაშლილი, ისევ გამხარი ბალახისფერია, ჩვენს გულწრფელ ღიმილს კი წარსულის სუნი ასდის. " მომინდა მენახა ეს ფოტო. ემილის ხუჭუჭა თმა აქვს "მერე ადამიანებმა გაშალეს ქოლგები." :) და მე ვხვდები, რომ დიდი ხნის წინ შევძლებდი ჩვენი სახლიდან წასვლას, რომ გაგეშვი............................................... ისე ამოვივსე უარაფრობით, რომ აკვარიუმი სმიტ :)
შენ გიყვარს ნახატები? "და ჩვენი ძველი ფოტო, რომელზეც უმწეოდ გვაქვს ხელები გაშლილი, ისევ გამხარი ბალახისფერია, ჩვენს გულწრფელ ღიმილს კი წარსულის სუნი ასდის. " მომინდა მენახა ეს ფოტო. ემილის ხუჭუჭა თმა აქვს "მერე ადამიანებმა გაშალეს ქოლგები." :) და მე ვხვდები, რომ დიდი ხნის წინ შევძლებდი ჩვენი სახლიდან წასვლას, რომ გაგეშვი............................................... ისე ამოვივსე უარაფრობით, რომ აკვარიუმი სმიტ :)
13. ძალიან რომანტიულად წერ, მშვენიერია, , დადებითი მუხტი მოდის, მიყვარს აქ შემოსვლა. ძალიან რომანტიულად წერ, მშვენიერია, , დადებითი მუხტი მოდის, მიყვარს აქ შემოსვლა.
12. თურმე რა საინტერესო ავტორი ყოფილხარ :) კი ვიცოდი მაგრამ მაინც :) თურმე რა საინტერესო ავტორი ყოფილხარ :) კი ვიცოდი მაგრამ მაინც :)
11. ძალიან ძალიან მომწონს ++ ძალიან ძალიან მომწონს ++
10. არ მიყვარს მე შენ რომ უარაფრო ხარ! ჰოდა, ახლა არ ხარ ასე! ასე მეგონა , ეს აჩრდილი მეგ რაიანს გავდა, არ ვიცი , რატომ. როგორ მომწონს თქვენი პროზა mrs.smith! :)
არ მიყვარს მე შენ რომ უარაფრო ხარ! ჰოდა, ახლა არ ხარ ასე! ასე მეგონა , ეს აჩრდილი მეგ რაიანს გავდა, არ ვიცი , რატომ. როგორ მომწონს თქვენი პროზა mrs.smith! :)
9. ძალიან კარგად და ორიგინალურად წერ ნათ...პირველივე წინადადებიდან საინტერესოდ იწყება და მკითხველს ბოლომდე წაკითხვის სურვილი უჩნდება,თან მსუბუქი თხრობაა,წყალივით მიდის ნაწერი და არ იღლება მკითხველი...ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. კომპიუტერში იშვიათად ვკითხულობ პროზას,მაგრამ ეს გადავყლაპე :D :D ბრავო... აქვე მოკითხვაც დაგიტოვე :) ძალიან კარგად და ორიგინალურად წერ ნათ...პირველივე წინადადებიდან საინტერესოდ იწყება და მკითხველს ბოლომდე წაკითხვის სურვილი უჩნდება,თან მსუბუქი თხრობაა,წყალივით მიდის ნაწერი და არ იღლება მკითხველი...ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. კომპიუტერში იშვიათად ვკითხულობ პროზას,მაგრამ ეს გადავყლაპე :D :D ბრავო... აქვე მოკითხვაც დაგიტოვე :)
8. " მე წრის ხაზზე ვდგავარ და ვეღარ ვბრუნდები." (ამან მეც გამახსენა რაღაც :) )
"_ყველაზე უკეთ იტალიელები ხატავენ ჩრდილებს. _შენ რა იცი?_უღიმი. _იმ დღეს წავიკითხე ჟურნალში. _ემილ, შენ ხომ არ გაინტერესებს მხატვრობა, რად გინდა ეს სისულელეები? _ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან მომწონს. _ჩემი აზრით, უბრალოდ ხელოვნებისადმი ინტერესს იხდენ. გაიგე, რის თქმა მინდა? _ჰო, შეიძლება._გაგიღიმა და მიხვდა, რომ ვერაფერი გაიგო."
"ღმერთი? ღმერთი თვალს დახუჭავს ამაზე."
"_ისე, კარგი რამე კი იყო. რას იტყვი, ემი? კატამ არაფერი უპასუხა."
იმდენად მაგარი და უცნაური თხრობაა, რომ აღმაფრთოვანა. ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანისადმი საქვეყნოდ ცნობილია. ძალიან მაგარი მთხრობელი და პროზაიკოსი რომაა ეს ამ საოცრად კარგ და უცნაურ მოთხრობაშიც სჩანს.
შენი წიგნის პრეზენტაციაზე პირველი ვინც საჯაროდ მოგთხოვს შენივე წიგნზე ავტოგრაფის დატოვებას, მე ვოქნები.
პატივისცემით: ბლაგვი
" მე წრის ხაზზე ვდგავარ და ვეღარ ვბრუნდები." (ამან მეც გამახსენა რაღაც :) )
"_ყველაზე უკეთ იტალიელები ხატავენ ჩრდილებს. _შენ რა იცი?_უღიმი. _იმ დღეს წავიკითხე ჟურნალში. _ემილ, შენ ხომ არ გაინტერესებს მხატვრობა, რად გინდა ეს სისულელეები? _ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან მომწონს. _ჩემი აზრით, უბრალოდ ხელოვნებისადმი ინტერესს იხდენ. გაიგე, რის თქმა მინდა? _ჰო, შეიძლება._გაგიღიმა და მიხვდა, რომ ვერაფერი გაიგო."
"ღმერთი? ღმერთი თვალს დახუჭავს ამაზე."
"_ისე, კარგი რამე კი იყო. რას იტყვი, ემი? კატამ არაფერი უპასუხა."
იმდენად მაგარი და უცნაური თხრობაა, რომ აღმაფრთოვანა. ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანისადმი საქვეყნოდ ცნობილია. ძალიან მაგარი მთხრობელი და პროზაიკოსი რომაა ეს ამ საოცრად კარგ და უცნაურ მოთხრობაშიც სჩანს.
შენი წიგნის პრეზენტაციაზე პირველი ვინც საჯაროდ მოგთხოვს შენივე წიგნზე ავტოგრაფის დატოვებას, მე ვოქნები.
პატივისცემით: ბლაგვი
7. 5. ძლიერი პროზაიკოსი.. 5. ძლიერი პროზაიკოსი..
6. ძალიან მომეწონა++ ძალიან მომეწონა++
5. როგორ მომნატრებიხარ..
მშვიდია, მიუხედავად იმისა რომ ასე არ უნდა იყოს.. როგორ მომნატრებიხარ..
მშვიდია, მიუხედავად იმისა რომ ასე არ უნდა იყოს..
4. მე ვხვდები, რომ დიდი ხნის წინ შევძლებდი ჩვენი სახლიდან წასვლას, რომ გაგეშვი.
ჩვენი დროის უმთავრესი მცნებაა–გწამდეს.
მე ვხვდები, რომ დიდი ხნის წინ შევძლებდი ჩვენი სახლიდან წასვლას, რომ გაგეშვი.
ჩვენი დროის უმთავრესი მცნებაა–გწამდეს.
3. ",_გინდა, გამაგიჟო? _რატომაც არა."
ნერვებს მიშლით :))) ",_გინდა, გამაგიჟო? _რატომაც არა."
ნერვებს მიშლით :)))
2. რაღაც გამახსენა სათაურმა და შენც გაგახსენდება რა გამახსენდა მე. რაღაც გამახსენა სათაურმა და შენც გაგახსენდება რა გამახსენდა მე.
1. ვაა კაი იყო ხო იცი :D
მსუბუქადთმააწეწილი + თეთრზეწარშემოხვეული > ტოჯე ხარაშო :)
დღეს წიგნებს ვალაგებდი (საინტერესოებად და ისე რა საინტერესოებად ვყოფდი) შენიც რომ ყოფილიყო დავფიქრდებოდი საით დამედო :D არადა კაი კომპლიმენტია მაგრამ ცუდად ჟრერს :D
++++++++++++++++ გაზრდილხარ!!!!!!! ვაა კაი იყო ხო იცი :D
მსუბუქადთმააწეწილი + თეთრზეწარშემოხვეული > ტოჯე ხარაშო :)
დღეს წიგნებს ვალაგებდი (საინტერესოებად და ისე რა საინტერესოებად ვყოფდი) შენიც რომ ყოფილიყო დავფიქრდებოდი საით დამედო :D არადა კაი კომპლიმენტია მაგრამ ცუდად ჟრერს :D
++++++++++++++++ გაზრდილხარ!!!!!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|