ვინმემ თუ იცის რას წარმოადგენს ადამიანის მწიფე გონება? გონება ცოდვის საბუდარია, თუ სიკეთისთვის ქმნილი ქონება?
თუ ვერ იოკებ ფიქრის მარშუტებს და თუ გონებაც არ გემონება, გაბედე შეკრა გზააბნეული, მიმოფანტული ფიქრი კონებად.
ვცდილობთ მოვირგოთ ყველა ნიღაბი, თუმცა, სულ ყველა არ გვეზომება, ვცდილობთ ავიდეთ დიდების მთაზე და ვხვდებით, სჯობს რომ დავრჩეთ მონებად.
გვმართავს ფიქრი და გვმართავს გონება, გვმართებს სიფრთხილე და შეგონება, შეგონება თუმც იყოს მცირედი, ურჩი გონებაც დაგემონება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|