ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
26 ივლისი, 2012


ბათუმური გამოცდები

იაო, უაო, იაო, უაო,  ახლა უკვე დიდი ვარ!
იაო, უაო, იაო, უაო,  მეთვალყურედ მივდივარ!

            თუკი ვიტყვი, არ შევცდები,
            ეროვნული გამოცდებით
            მ ო მ ა ვ ლ ი ს კ ე ნ    ვიხედებით, –
            ჩვენ  ბ ა თ უ მ შ ი  მივდივართ!

იაო, უაო, იაო, უაო,  გამოცდებზე გველიან,
იაო, უაო, იაო, უაო,  მერე რა, რომ ძნელია

            დილით ადრე წამოხტომა,
            მერე დიდხანს ფეხზე დგომა,
            მთელი დღის „სიზიფეს შრომა“
            მართლაც გადამღლელია!

იაო, უაო, იაო, უაო,  გამოგიყვანს ძილიდან
იაო, უაო, იაო, უაო,  ჭამა სისხამ–დილიდან:

            გარნირიდან გამოჩრილი
            კვერცხი, ორად გადაჭრილი,
            მათ შუა – სოსისი წვრილი...
            არაფერი – ხილიდან!

იაო, უაო, იაო, უაო,  მოგიყვებით  თავიდან:
იაო, უაო, იაო, უაო,  ირეკება ზარი და

              ტესტებისთვის რიგში ვდგებით,
              შემდეგ – ლურჯი პაკეტებით
              სექტორებში ვნაწილდებით, –
              ვერ ვისვენებთ წამითაც!

იაო, უაო, იაო, უაო,  გამოსაცდელს მოველით.
იაო, უაო, იაო, უაო,  თვლით გვაქვს წამი ყოველი.

            მას კი არსად ეჩქარება,
            ტუალეტთან რიგში დგება,
            ან  პასუხი შეეშლება, –
            ვართ პ.ფ.შ * –ს მთხოვნელი.

იაო, უაო, იაო, უაო,  ჰა, ჩათავდა წუთები.
იაო, უაო, იაო, უაო,  თუ არ დაიხუთები,
            უკვე წითელ პაკეტების
            ჩაბარებას ვეშურებით,
            შემდეგ – მარშრუტკებში ვსხდებით,
          სასტუმროში ვბრუნდებით!

იაო, უაო, იაო, უაო,  ბარემ გვიჭირს გამხელა,
იაო, უაო, იაო, უაო,  ხან გვცივა და ხან –  გვცხელა.

            ყოველ დილით გვაწვიმს ციდან,
            ჩვენ კი – გავირუჯოთ გვინდა,
            ზღვის წყალია ლურჯი, წმინდა...
            თუმც „შავია“  სახელად!

––––––––––––––––
* პ.ფ.შ. – აბრევიატურა ოქმისთვის – პასუხების ფურცლის შეცვლა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები